asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სად აპირებს ცხოვრებას ლიონელ მესი
სად აპირებს ცხოვრებას ლიონელ მესი
სად აპირებს ცხოვრებას ლიონელ მესი

2010-11-30 16:13:14



სამხრეთაფრიკული საფეხბურთო სამყარო ვერ ივიწყებს ამხანაგურ შეხვედრას, რომელშიც არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ბრაზილია 90–ე წუთზე მესის გოლის წყალობით დაამარცხა. მთელი შეხვედრა არცთუ საინტერესოდ წარიმართა, ხოლო მეორე ტაიმში არგენტინელები უფრო აქტიურად თამაშობდნენ და ბოლო წუთზე მესიმ ჩინებული გოლიც გაიტანა.

– ლეო, რა სურვილები გაქვთ, როგორც ფეხბურთში, ისე ცხოვრებაში?

– როგორც ფეხბურთელს, ძალიან მსურს ტიტულების მოგება ეროვნულ ნაკრებთან ერთად. ეს ერთ–ერთია, რაც კარიერაში ოცნებად დამრჩა. ღმერთს ვთხოვ, როგორც კლუბში ვიგებ ტიტულებს, ისე მოვიგო ნაკრებში. ცხოვრებაში კი არაფერი მსურს. მყავს ოჯახი, ხალხი, რომლებსაც ვუყვარვარ. ეს ყველაფერზე მეტია.

– ფიქრობთ, რომ ისე გააგრძელებთ თამაშს, როგორც აქამდე?

– საბედნიეროდ, ვაგრძელებ გოლების გატანას და კარგად თამაშს. ეს ჩემი კარიერის მხოლოდ დასაწყისია. ჯერ კიდევ მრავალი წელი დამრჩა და იმედია, ყველა ოცნებას ავიხდენ. ამდენად, ჯერ არ დამდგარა ის დრო, ვთქვა, მიღწეულით კმაყოფილი ვარ–მეთქი. ეს რომ ვთქვა, მაშინ ქუდი უნდა დავიხურო და სამშობლოში დავბრუნდე, ფეხბურთის თამაშს თავი უნდა დავანებო.

– მაგრამ ამას არ ამბობთ...

– ეს გამორიცხულია.

– გვარდიოლაც ამას გასწავლით, ფეხბურთის თამაშით ისიამოვნეთო...

– მსიამოვნებს, რასაც ვაკეთებ და არავინ თქვას, რომ მთავარი ფულია. ცხადია, ფულს თუ არ გადაგიხდიან, ისე ვერ ითამაშებ, როგორც გინდა, მაგრამ ჩემთვის მთავარი მაინც მინდორზე გასვლა და სიამოვნების მიღებაა.

– ამ სიამოვნების მიღებაში ერთხელ ლამის სერიოზული ტრავმა მიიღეთ...

– ამისგან დაზღვეული არავინაა. ბოლო შემთხვევა, რომელიც მოხდა, მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული იყო. განზრახ მაყენებდნენ ტრავმას და მართლაც, სასწაულებრივად გადავრჩი.

– და ახლა უკვე ფრთხილი გახდით...

– შეიძლება ასეც ითქვას, მაგრამ თავს ნამდვილად არასდროს დავზოგავ.

– შეგიძლიათ ამიხსნათ, როგორ შეიძლება ფეხბურთელმა მომავალ სეზონშიც იმ ტიტულებისთვის იბრძოლოს, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ მოიგო?

– ეს ჟინია, სურვილია და ამის ახსნა რთულია. პირველობა რთულია, მისი შენარჩუნება კი უფრო რთული.

– გიყვართ იმ მატჩების ყურება, რომლებშიც მონაწილეობას იღებთ?

– არა, მე მათ არ ვუყურებ. შეიძლება მხოლოდ იმ შემთვევაში ვნახო ჩემი თამაში, თუ მას ახალ ამბებში მოვკრავ თვალს ან თუ ძალიან მნიშვნელოვანი და სანახაობრივი თამაშია.

– საკუთარ თავზე გვითხარით რამე, როგორ ცხოვრობთ?

– ახლაც ისე ვცხოვრობ, როგორც ადრე. არის ისეთი რაღაცეები, რისი გაკეთებისთვისაც არ მცალია, მაგალითად, კინოში წასვლა, მაგრამ ჩემთვის ოჯახი და მეგობრებია ყველაზე მნიშვნელოვანი.

– როგორი გრძნობაა, როდესაც მსოფლიოში ნომერ პირველი ფეხბურთელი ხართ?

– ამას არ ვანიჭებ დიდი მნიშვნელობას. სულ ერთია, პირველი ვარ, მეორე თუ მესამე. ეს არ მაღელვებს. ჩემთვის მთავარია, ფეხბურთი ვითამაშო და დამეთანხმებით, მგონი, ცუდ გუნდში არ ვთამაშობ (იცინის).

– გულშემატკივრები გმატებენ მეტ პასუხისმგებლობას?

– რა თქმა უნდა. ცდილობ, იყო საუკეთესო, მოიგო ბევრი ტიტული. საზოგადოება მოქმედებს ამაზე.

– არიან ფეხბურთელები, რომლებიც მხოლოდ ოცნებობენ იმაზე, რასაც თქვენ უკვე მიაღწიეთ...

– ეს ინდივიდუალიზმზეა დამოკიდებული. ამ ყველაფერს შენით უნდა მიაღწიო, სხვა ნამდვილად ვერ დაგეხმარება. ყველა ადამიანი სხვადასხვანაირია და ყველას თავისი აზრი აქვს.

– კატალონიელი ხალხი უკვე თავისად გთვლის. თქვენი ოჯახისა და ეროვნული ნაკრების გარდა, რამე დაგრჩენიათ არგენტინაში?

– ძალიან ბევრი რამ. ოჯახსა და ეროვნულ ნაკრებს რომ თავი დავანებოთ, კარიერის დასრულების შემდეგ საცხოვრებლად ხომ არგენტინაში უნდა დავბრუნდე. ეს გადაწყვეტილია.

– როგორ ხედავთ საკუთარ მომავალს? ცხოვრობთ არგენტინაში, მაგრამ რას აკეთებთ?

– ახლა ნამდვილად ვერაფერს გეტყვით. ჩემი კარიერის დასასრული ჯერ კიდევ ძალიან შორსაა, ამიტომ, არ ვიცი, რას გავაკეთებ. მაგრამ ვიცი, რომ ვიცხოვრებ როსარიოში ჩემს ოჯახთან ერთად.

– ფეხბურთში ნამდვილად იქნებით?

– აუცილებლად.

– მწვრთნელად იმუშავებდით?

– არ ვიცი. წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ მირჩევნია იმად დავრჩე, რაც ვარ.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ლეო მესი
კავშირი ტეგთან: ლეო მესი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online