| ქალი და მამაკაცი |

ფეხბურთის მეფობა გარინჩასაც ეკუთვნოდა
ფეხბურთის მეფობა გარინჩასაც ეკუთვნოდა
წინა ნომერში "ფეხბურთის მეფის" – პელეს იუბილესთან დაკავშირებით ვწერდით, მაგრამ ბრაზილიაში იყო ფეხბურთელი, რომელიც მასზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა – მანუელ ფრანსისკო დუშ სანტუში. ყველასთვის კარგად ცნობილი გარინჩა, რომელსაც 28 ოქტომბერს 77 წელი შეუსრულდებოდა.
გარინჩას ცხოვრება დიდი ისტორიაა – ტრაგედია და კომედია, დიდი სიყვარული და სრული სიძულვილი; რომანი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს დიდ სიმაღლეს და რამდენად შეიძლება სრულ უფსკრულში ჩაეშვას. თუმცა, უბრალო ბრაზილიელ გულშემატკივრებში გარინჩა მეტი იყო, ვიდრე პელე. მიუხედავად დიდებისა და წარმატებისა, გარინჩა ისეთივე უბრალო ადამიანად რჩებოდა, როგორიც ის გულშემატკივრებს უყვარდათ. სწორედ ამიტომ უწოდებდნენ მას "ხალხის სიხარულს". გარინჩაც სწორედ მათი გულისთვის თამაშობდა და ამისთვის მზად იყო მწვრთნელის მითითებების წინააღმდეგ წასულიყო. გარინჩას შეეძლო მოწინააღმდეგეზე ეთამაშა და ამით საკუთარი გულშემატკივრებისთვის სიამოვნება მიენიჭებინა.
ცხოვრებაშიც ასეთივე იყო მანე, როგორც მას "ტორსიდა" მოფერებით ეძახდა. ცხოვრებასთან თამაში კი ძალიან დიდი რისკია. მას არ შეეძლო, უარი ეთქვა ადამიანისთვის, რომელსაც მასთან ერთად დალევა უნდოდა. მატჩის შემდეგ თავისუფლად შეეძლო თავისი არც თუ მცირე ჰონორარი "ბოტაფოგოს" გულშემატკივრებთან ერთად დაეხარჯა. მანე არასდროს ფიქრობდა შავ დღეზე. არადა, პირველი ქორწინებიდან 8 გოგონა ჰყავდა და შეეძლო უფრო სხვანაირად ეაზროვნა.
გარინჩა ნამდვილი უნიკუმი იყო. ბავშვობიდან გამოყოლილი ავადმყოფობის გამო, ცალი ფეხი 7 სანტიმეტრამდე მოკლე ჰქონდა. თუმცა, როგორც ექიმები ამბობდნენ, სწორედ ამ დეფექტმა გახადა ის დიდებული. ფეხების სიგრძის ასეთი სხვაობის გამო, შეეძლო სიმძიმის ცენტრი სხვადასხვა მხარეს გადაეტანა და იოლად მოეტყუებინა მოწინააღმდეგე. მისი კოზირი მარტო უბადლო ტექნიკა არ ყოფილა – მანე ორივე ფეხით შესანიშნავად ურტყამდა და დიდ ხიფათს უქმნიდა მოწინააღმდეგეს.
საკმაოდ საინტერესო ისტორიაა, თუ როგორ მივიდა დიდ ფეხბურთში გარინჩა. 1953 წელს, "ბოტაფოგოს" ყოფილმა ფეხბურთელმა არატიმ, რომელმაც გარინჩას ვირტუოზული თამაში მის მშობლიურ პაუ–გრანდეში ნახა, გუნდის ვარჯიშზე მიიყვანა და მწვრთნელს, ჟენტილე კარდოზუს მისი გასინჯვა სთხოვა. ვარჯიში დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც გარინჩას მოედანზე უხმეს. მანეს პირველივე ნაბიჯების შემდეგ, ტრიბუნებზე დამცინავი სიცილი გაისმა, ხოლო მწვრთნელებმა ზურგი შეაქციეს, რომ ღიმილი დაემალათ. კარდოზუმ გადაწყვიტა, ამ კლოუნადისთვის ბოლო მოეღო და მალე მსოფლიოში საუკეთესო დამცველის, ნილტონ სანტოსის წინააღმდეგ დააყენა.
– როგორც კი მივუახლოვდი, ბურთი მოულოდნელად ფეხებშუა გამიძვრინა და გაქრა. გამოდევნება ვცადე, მაგრამ წონასწორობა ვერ დავიცავი და დავეცი. ახლა, ტრიბუნებზე უკვე ჩემს უსუსურობაზე იცინოდნენ, – იხსნებს გარინჩასთან პირველ შეხვედრას სანტოსი, რომლის დაჟინებული თხოვნითა და რეკომენდაციით, გარინჩა "ბოტაფოგოში" აიყვანეს.
ამ ამბიდან 5 წლის შემდეგ, ბრაზილიის ნაკრებმა შვედეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სრული ფურორი მოახდინა. მის შემადგენლობაში კი ბრწყინავდა გარინჩა. აღარაფერს ვამბობთ პელეზე. საერთოდ, ამ ორ გენიას დიდი ხნის მანძილზე ადარებდნენ ერთმანეთს, იმის მიუხედავად, რომ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდებოდნენ. პელემ თავის ცხოვრებაში ბევრს მიაღწია, გახდა მსხვილი ბიზნესმენი, იყო ქვეყნის სპორტის მინისტრი. ფეხბურთით მოპოვებულ "ფეხბურთის მეფის" სახელი კარგად გამოიყენა და დააბანდა. ის გახდა ყველასთვის მისაბაძი მაგალითი. მანემ კი თავისი დიდება და მიღწევა ძალიან მალე გაანიავა.
მათ სათამაშო ღირსებებზე კი კამათი დაუსრულებლად შეიძლება. ძალიან ცნობილი სპეციალისტებიც კი თვლიან, რომ 1962 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, როდესაც პელემ ტრავმა მიიღო და გარინჩას მოედანზე ხელს აღარ "უშლიდა", ბრაზილიის ნაკრები გაცილებით ღირსეულსა და შთამბეჭდავ ფეხბურთს თამაშობდა, ვიდრე "მეფესთან" ერთად. თუმცა, იმ დროს პელე "მეფე" არ ყოფილა და ეს სახელი უფრო გარინჩას ეკუთვნოდა, რომელიც ჩილედან საუკეთესო ბომბარდირისა და ფეხბურთელის ტიტულით დაბრუნდა. გარინჩა გახდა ყველაზე პოპულარული ადამიანი ბრაზილიაში.
თუმცა, მანე სმას აგრძელებდა. სვამდა მინისტრებთან, გენერლებთან თუ უბრალო მუშებთან ერთად. წარჩინებული მხარისთვის ეს პოლიტიკური რეკლამა იყო, მეორესთვის – ბედნიერება.
არადა, წინ კიდევ 10–წლიანი კარიერა იდო სასწორზე, რომელსაც მოჰყვა ტრავმები, სკანდალები, ორწლიანი დისკვალიფიკაცია, ხანმოკლე, მაგრამ ტრიუმფალური დაბრუნება. დაქორწინდა მეორედ და ამჯერად უკვე 3 გოგონა შეეძინა, მაგრამ მისი ცხოვრების წესი მაინც არ იცვლებოდა. მანე სმას აგრძელებდა. ალკოჰოლისა და ფეხბურთის ურთიერთთანამშრომლობა კი სულ უფრო და უფრო რთული ხდებოდა. მანემაც კარიერა დაასრულა და აღმოჩნდა, რომ უკვე აღარავის სჭირდებოდა – აღარც ფედერაციას, აღაც "ბოტაფოგოს", რომელსაც 12 წელი შესწირა.
გარინჩას არ აძლევდნენ მშობლიური კლუბის მატჩებზე დასასწრებ ბილეთებსაც კი და თავად ყიდულობდა ყველაზე იაფიან ადგილებს. თუმცა, იმ ფულსაც როგორ შოულობდა, ახლაც კი არ იციან ბრაზილიელებმა.
გარინჩა ღარიბთა საავადმყოფოში ცეროზით გარდაიცვალა, ყველასგან მიტოვებული და მივიწყებული. ის მაშინ 50 წლის იყო. გარინჩა მხოლოდ გასვენებაზე დააფასეს, როდესაც "მარაკანას" სტადიონზე "ხალხის სიხარულთან" გამოსამშვიდობებლად რამდენიმე ასეული ადამიანი მივიდა. მათ შორის, ისინიც, რომლებსაც შეეძლოთ, მანეს ცხოვრებაში დახმარებოდნენ.
გარინჩა ყოველთვის თამაშობდა ფეხბურთს და მუდამ ეთამაშებოდა ცხოვრებას, რომელთანაც ყველა წაგებული რჩება.
მიხეილ ჟორჟოლიანი

კავშირი ტეგთან: პელე

კავშირი ტეგთან: პირველი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 