| ქალი და მამაკაცი |

"რუსეთი რომ დავამარცხოთ…"
ვალტერ შელენბერგი: "რუსეთი რომ დავამარცხოთ, მას სუსტ ადგილებში უნდა დავარტყათ"
სერიალი "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება" დღესაც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ქართველ მაყურებელს სამუდამოდ დაამახსოვრდა მისი ერთ–ერთი მთავარი პერსონაჟი ვალტერ შელენბერგი, რომელიც მარცხდება საბჭოთა მზვერავ ისაევ–შტირლიცთან ჭიდილში.
– გარეგნობით მართლაც ვგავდი შელენბერგს, – იგონებს ამ როლის შემსრულებელი ოლეგ ტაბაკოვი, – რაც შეეხება ხასიათს, აქ ლაფსუსი გამოვიდა. სცენარის თანახმად, მე უნდა განმესახიერებინა ერთგვარი დოყლაპია, რომელსაც შტირლიცი როგორც უნდა, ისე აპამპულებდა. შელენბერგის მემუარები წაკითხული მქონდა და ვიცოდი, რომ სინამდვილეში ის სულ სხვა ტიპი იყო.
ვალტერ შელენბერგი სამართლიანად ითვლება მსოფლიოს ერთ–ერთ გამოჩენილ მზვერავად. მის სახელთანაა დაკავშირებული მესამე რაიხის სპეცსამსახურების ყველაზე ცნობილი სპეცოპერაციები.
როგორ გახდა შელენბერგი ნაცისტი
"დავიბადე 1910 წელს საარბრიუკენში, საკმაოდ ადრე იმისათვის, რომ პირველი მსოფლიო ომის საშინელებები მეგემა", – წერს თავის მემუარებში შელენბერგი.
შელენბერგის მამა როიალის ფაბრიკის მეპატრონე იყო. პირველმა მსოფლიო ომმა მისი ფინანსური მდგომარეობა ძალზე შეარყია. ჰიტლერული დაზვერვის მომავალი შეფიც ხელმოკლეობაში იზრდებოდა. მიუხედავად ამისა, შელენბერგმა ბრწყინვალე განათლება მიიღო: დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი ბონის უნივერსიტეტში და პარალელურად ხელოვნების ბაკალავრიც გახდა. ეკონომიკურმა კრიზისმა, რამაც მაშინდელი მსოფლიო მოიცვა, მწვავედ დაარტყა გერმანიას. ფაბრიკები ერთიმეორის მიყოლებით იხურებოდნენ, ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, საშუალო კვალიფიკაციის მუშა თავისი ხელფასით მხოლოდ საკვების ყიდვასა და ბინის ქირის გადახდას თუ ახერხებდა. რაც შეეხება უმუშევრებს, ისინი საერთოდ უპატრონოდ დარჩნენ, მიზერული დახმარება ტრანსპორტით მგზავრობისათვისაც კი არ იყო საკმარისი.
– ყველასათვის ნათელი გახდა, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა, – წერს უილიამ შირერი, – წარმოიქმნა ორი ალტერნატივა: ან ნაციზმი, ან კომუნიზმი. ღატაკები, ასეთები კი მაშინდელ გერმანიაში უმრავლესობას წარმოადგენდნენ, სწორედ ამ ორ იდეოლოგიას უჭერდნენ მხარს.
ამან განაპირობა კიდეც არჩევნებზე ნაცისტების გამარჯვება. თუმცა, არსებობდა მათი დაბლოკვის საშუალებაც. საამისოდ აუცილებელი იყო ერთიანი მემარცხენე ბლოკის (კომუნისტები და სოციალ–დემოკრატები) შექმნა. გერმანელი კომუნისტების ბელადი ერნსტ ტელმანი თავდაპირველად თანახმა იყო, მაგრამ უკანასკნელ მომენტში უარი განაცხადა.
– ტელმანმა სტალინის მოთხოვნა შეასრულა, – წერს უილიამ შირერი, – რომელმაც უბრძანა გერმანელ კომუნისტებს თავის მთავარ მტრად მიეჩნიათ არა ნაცისტები, არამედ სოციალ–დემოკრატები. ტელმანის ტრაგედია იმაში იყო, რომ ის მოსკოვის მარიონეტი გახლდათ და არა ეროვნული პოლიტიკოსი.
ტელმანს ეს ძვირი დაუჯდა. როგორც ცნობილია, ხელისუფლებაში მოსულმა ჰიტლერელებმა ის საკონცენტრაციო ბანაკში ჩააგდეს და მოკლეს. გერმანიაში კი ნაცისტური დიქტატურა დამყარდა. ცხადი გახდა, რომ ჰიტლერელების ბატონობა ხანგრძლივი იქნებოდა. ახალგაზრდა შელენბერგის წინეშეც დადგა ალტერნატივა – ან ემიგრაცია, ან ნაცისტების სამსახურში ჩადგომა. მან მეორე აირჩია:
– ახლობლებმა მირჩიეს, რომ ჩემი კარიერა წინ უფრო სწრაფად წავიდოდა, თუკი სს–ის ან სა–ს (მოიერიშე რაზმები) წევრი გავხდებოდი, – წერს თავის მოგონებებში შელენბერგი.
სწორედ ამან განაპირობა კიდეც მისი ნაცისტურ პარტიაში შესვლა. ანალიტიკური აზროვნებით დაჯილდოებულმა შელენბერგმა ზუსტად განსაზღვრა, რომ მოიერიშე რაზმებს არავითარი მომავალი არა აქვთ და სს–ში შევიდა. მართლაც 1934 წელს ჰიტლერმა სა დაშალა, მისი მეთაური ერნსტ რემი კი დახვრიტა. რაც შეეხება სს–ს, ის ფიურერის პარტიული გვარდია გახდა. შელენბერგის კარიერაც სწრაფად მიიწევდა წინ. განათლებული, ინტელიგენტი, იმავდროულად კარგი სპორტსმენი, ის აშკარად გამოირჩეოდა მუშების წრიდან გამოსულ ესესელებს შორის. შელენბერგმაც შენიშნა, რომ უშიშროების სამსახურის (სდ) შეფი ჰეირიხი მას ინტერესით უყურებდა. შელენბერგმაც მიართვა მას წერილობითი მოხსენება, სადაც ჩამოაყალიბა საკუთარი თვალსაზრისი, თუ რა პრინციპები უნდა დადებოდა სდ–ს საფუძვლად. ჰეიდრიხს მისი მოხსენება მოეწონა:
– ვალტერ, იქნებ გეცადათ თქვენი კონცეფციის პრაქტიკაში დანერგვა, – შეეკითხა ჰეიდრიხი, – მე მხარს დაგიჭერთ.
ასე დაიწყო შელენბერგის კარიერა სდ–ში.
შელენბერგი და "ტუხაჩევსკის საქმე"
როგორც სდ–ს ოფიცერი, შელენბერგი მონაწილეობდა სპეცოპერაციებში ინგლისის, საფრანგეთისა და რუსეთის დაზვერვების წინააღმდეგ. ამ დროს მან საოცარი ალღო, ფანტაზია და გამძლეობა გამოავლინა. მისი კარიერაც სწრაფი ტემპით მიდიოდა წინ. 1937 წელს შელენბერგს სდ–ს ოფიცერმა იანკემ მიმართა:
– პარიზიდან გენერალმა სკობლინმა გვაცნობა: მოსკოვიდან ჩამოვიდა სტალინის ემისარი შპიგელგლასი. სკობლინს მან განუცხადა: წითელ არმიაში სტალინის წინააღმდეგ მზადდება შეთქმულება. მისი მეთაური მარშალი ტუხაჩევსკია. აუცილებელია, სათანადო დამამტკიცებელი საბუთების მოპოვება. ამ საქმეში დახმარება შპიგელგლასმა სწორედ სკობლინს სთხოვა.
შელენბერგი ჩაფიქრდა. მან იცოდა, რომ სერგეი შპიგელგლასი რუსი მზვერავია, რომელსაც სტალინი ყველაზე საგანგებო მისიებს ანდობდა ხოლმე. გენერალი სკობლინი არა მარტო ყოფილი თეთრგვარდიელი და რუსეთის საერთო–სამხედრო კავშირის ერთ–ერთი ლიდერი, არამედ ორმაგი აგენტიცაა. ის მუშაობს როგორც ბერლინზე, ისე მოსკოვზეც. ამ საქმეშია ჩაბმული გენერლის ცოლიც, ცნობილი რუსი მომღერალი პლევიცკაია. სკობლინის აგენტურული მეტსახელია ფერმერი, პლევიცკაიასი – ფერმერშა. საინტერესოა, რატომ დაავალეს სკობლინს ტუხაჩევსკიზე მამხილებელი საბუთების შეკრება? შელენბერგიც ჰეირდრიხთან წავიდა. სდ–ს შეფმა მას ყურადღებით მოუისმინა და ჰკითხა:
– ჰმ, რუსებმა იციან, რომ სკობლინი ჩვენზეც მუშაობს?
– დიახ, მე ვუბრძანე, რომ ეს ეთქვა, – მიუგო შელენბერგმა.
– ეს სკობლინი რა ტიპია?
– რუსი ოფიცერია, გამოირჩევა სიმამაცითა და პატივმოყვარეობით. ამ თამაშში იმიტომ ჩაება, რომ სურს როვს–ის სათავეში მოექცეს, თან ფულიც იშოვოს. ცოლის კისერზე ყოფნა ხომ ნამდვილი მამაკაცისათვის აუტანელია.
– პლევიცკაია? ის ცნობილი მომღერალია, არც ფული აკლია, არც პოპულარობა. ის რატომღა გახდა ჯაშუში?
– სკობლინი მასზე ბევრად უმცროსია. პლევიცკაიაც შეყვარებულია მასზე. გენერალი მისი უკანასკნელი სიყვარულია, ამიტომ სადაც მისი ქმარია, თვითონაც იქაა.
– კეთილი, თქვენი აზრით, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
– სტალინმა ტუხაჩევსკის ლიკვიდაცია გადაწყვიტა, – მიუგო შელენბერგმა, – და სურს, რომ დავეხმაროთ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ჩვენთან კონტაქტებს ეძებს. სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობა ხომ სპეცსამსახურების დონეზე იწყება, დიპლომატია ბოლო ეტაპია.
ჰეიდრიხმა ყოველივე ჰიტლერს მოახსენა. ფიურერი ჩაფიქრდა:
– იმხანად ჰიტლერი დილემის წინაშე იდგა: მხარი დაუჭიროს დასავლურ ქვეყნებს, თუ მათ წინააღმდეგ წავიდეს. სწორედ ამ დროს ჰეიდრიხის პატაკმაც მოუსწრო, – წერს შელენბერგი.
საკმაო ყოყმანის შემდეგ, ჰიტლერმა გადაწყვიტა, სტალინს დახმარებოდა. მისი მითითებით სდ–მ დაამზადა "მამხილებელი საბუთები", სადაც დასტურდებოდა, რომ წითელ არმიაში მზადდება შეთქმულება, რომელსაც სათავეში ტუხაჩევსკი უდგას. ხსენებული მასალები სკობლინმა შპიგელგლასს გადასცა. ამ უკანასკნელმა კი მოსკოვში ჩაიტანა.
– ვალტერ, თქვენი აზრით, ეს საკმარისია? – შეეკითხა შელენბერგს ჰეიდრიხი.
შელენბერგმაც დამატებითი ღონისძიებები გაატარა. მისმა აგენტებმა ხსენებული "დეზა" ჩეხებს მიუგდეს. ჩეხოსლოვაკია იმხანად ნაცისტური შემოჭრის საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა. პრეზიდენტ ბენეშს რუსების დახმარების იმედი ჰქონდა და დაუყოვნელბლივ აცნობა რუსებს "შეთქმულების შესახებ". მალე ტუხაჩევსკი დააპატიმრეს. შემდეგ იყო ცნობილი სასამართლო პროცესი, როდესაც განსასჯელთა სკამზე აღმოჩდნენ ტუხაჩევსკი, იაკირი, გამარნიკი, პრიმაკოვი, პუტნა. ყველა მათგანს დახვერტა მიესაჯა. სტალინს ასეთ საქმეებში ყოყმანი არ უყვარდა.
"ტუხაჩევსკის საქმით" გადაიდგა პირველი ნაბიჯი სტალინ–ჰიტლერის დაახლოებისაკენ. 1939 წელს ეს მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტითა და მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებით დასრულდა.
შელენბერგი და რიჰარდ ზორგე
– რიჰარდ ზორგეს გამო, სპეციალურად მომმართა ფონ რიტგენმა. ის პარტიის საინფორმაციო ბიუროში მუშაობდა, – წერს შელენბერგი.
რიტგენს კარგა ხანია კავშირი ჰქონდა ზორგესთან, რომელიც ტოკიოში ცხოვრობდა, როგორც გაზეთ "ფრანფურკერ ცაიტუინგის" კორესპონდენტი. რიტგენთან მას კერძო მიმოწერა ჰქონდა.
– ზორგეს ყველა წერილი ამომწურავ ჯაშუშურ რეპორტაჟს წარმოადგენდა, – წერს შელენბერგი.
რიტგენმა მას დახმარებისათვის შემთხვევით როდი მიმართა. ზორგეს მიმართ ბევრი გამოთქვამდა ეჭვს, რომ ის რუსების აგენტია. შელენბერგი, გაეცნო რა ზორგეს დოსიეს, ჩაფიქრდა. მართლაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის რუსებზეც მუშაობს, რიტგენმა თავი გააქნია:
– არ გამოვრიცხავ, რომ ასეა, მაგრამ ზორგეს საქმიანობა ჩვენთვის სასარგებლოა. ის ჩინებულად იცნობს იაპონიას და მისთვის არ არსებობს ცნება "საიდუმლო".
– კეთილი, რიტგენ, მე მოველაპარაკები, – მიუგო ჰეიდრიხს შელენბერგმა, მას აშკარად არ სურდა, თავის თავზე პასუხისმგებლობის აღება.
ჰეიდრიხს კი შელენბერგმა გაუცხადა:
– ზორგე გერმანიის კომპარტიის ყოფილი წევრია და მრავალ წელს იცხოვრა რუსეთში. 1933 წელს კი გამოჩნდა გერმანიაში და გამოთქვა მზადყოფნა, ფიურერის სამსახურში ჩამდგარიყო.
– გერმანიაში ჩინეთიდან ჩამოვიდა?
– დიახ. ჩინეთში კარგა ხანს ცხოვრობდა. წლების მანძილზე პროფესორ ჰაუსჰოფერთან თანამშრომლობდა და კავშირი ჰქონდა ჩინეთში არსებულ გერმანულ ემიგრაციასთან. მეგობრობა ჰქონდა როგორც ჩვენს მოწინააღმდეგეებთან, ასევე თავგამოდებულ ნაციონალ–სოციალისტებთან.
– პირდაპირ მითხარით, ეჭვობთ, რომ რუსებთანაცაა დაკავშირებული?
– კი არ ვეჭვობ, დარწმუნებული ვარ! – მტკიცედ მიუგო შელენბერგმა.
– კეთილი, – ჰეიდრიხი ჩაფიქრდა, – მაშ, ზორგე ორმაგი აგენტია? გავითვალისწინოთ ეს და ვიქონიოთ მასთან კონტაქტი.
გადაწყდა, რომ ზორგეს კავშირი კვლავაც ფონ რიტგენთან ექნება. თავის მხრივ, რიტგენი შელენბერგს დაწვრილებით პატაკებს ჩააბარებდა, შელენბერგი კი დაიცავდა მას პარტიული ორთოდოქსების თავდასხმებისაგან. პარალელურად ჰეიდრიხმა აფრინა ტოკიოში შტურბანფიურერი მაიზინგერი. ოფიციალურად ის გერმანიის პოლიცაი–ატაშე იყო, არაოფიციალურად – ზორგეზე თვალყურის დევნა ევალებოდა. ცნობები, რომელიც ზორგემ გერმანელებს მიაწოდა, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კერძოდ, მან აცნობა, რომ იაპონია სსრკ–სთან ომში არასგზით ჩაებმებოდა, მეტიც, ტოკიო დადებდა მოსკოვთან პაქტს, თავდაუსხმელობის შესახებ.
– ეს გამართლდა. პაქტი მართლად დაიდო, – წერს შელენბერგი.
როდესაც ზორგე იაპონელებმა დააპატიმრეს, გერმანია უხერხულ მდგომარეობაში ჩავადრა. ჰიტლერმაც თანამდებობიდან გაათავისუფლა ელჩი ეიგენ ოტო, რომელიც ზორგეს უახლოესი მეგობარი იყო. თანამდებობა დატოვა მაიზინგერმაც. გესტაპოელი ხვდებოდა, რომ მკაცრი სასჯელი ელოდა. ამიტომაც ყველაფერი ოტს გადააბრალა. შელენბერგმაც თავისი არხებით აცნობა ოტს, რაიხში არ დაბრუნდე, დაგაპატიმრებენო. ოტოც ომის დასასრულამდე ჩინეთში დარჩა.
– ზორგე იყო კაცი, რომელიც მიდიოდა საკუთარი გზით და მუშაობდა მარტო, – წერს შელენბერგი, – მას იმედი ჰქონდა გერმანიისა და რუსეთის დაზავებისა. ამასთან, მას სძულდა როგორც ფაშიზმი, ისე ნაციონალ–სოციალიზმი და მმართველობის ამ ორი ფორმის წინააღმდეგ ყველასთან თანამშრომლობდა.
დღეს ყველა მკვლევარი თვლის, რომ შელენბერგმა ყველაზე უკეთ უპასუხა შეკითხვას: ვინა ხართ, დოქტორო ზორგე?
"წითელი კაპელას" ლიკვიდაცია
შელენბერგის კარიერაშია სპეცოპერაციები ინგლისელთა წინააღმდეგ. ერთ–ერთი მათგანი ისტორიაში "ვენლოს ინცინდენტის" სახელით შევიდა. მალე შელენბერგი დაზვერვის უფროსად დანიშნეს. სსრკ–გერმანიის ომის დაწყებასთან ერთად, მას პირადად მოუხდა რუსეთის დაზვერვასთან ბრძოლა. სწორედ შელენბერგის სახელთანაა დაკავშირებული სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც მოხდა რუსების აგენტურული ქსელის ლიკვიდაცია დასავლეთ ევროპაში. აღნიშნული ქსელი ისტორიაში "წითელი კაპელას" სახელით შევიდა.
– ეს არაა სწორი, – წერენ კოლპაკიდი და პროხოროვი, – არ არსებობდა არავითარი სადაზვერვო ორგანიზაცია სახელწოდებით "წითელი კაპელა". არსებობდნენ ცალკეული ჯფუფები, რომლებიც მოქმედებდნენ გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, შვეიცარიაში. ზოგი მათგანი გრუ–ს, ზოგი კი შინსახკომის საგარეო განყოფილებას განეკუთვნებოდა. "წითელი კაპელა" კი ერქვა გერმანელთა ზონდერკომანდას, რომელიც ხსენებულ ჯგუფებზე ნადირობდა.
რუსული აგენტურული ქსელი წლების მანძილზე იქმნებოდა. მან გერმანიის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში შეაღწია. რუსებზე მუშაობდნენ გერინგის ნდობით აღჭურვილი პირი ჰერო შულცე–ბოიზენი და მისი მეუღლე ლიბერტასი, აგრეთვე ადამ კუკჰოფი, ჰარნაკი და სხვა თანამდებობის პირები. ისინი ისხდნენ გენშტაბში, ლიუფტვაფეში, საგარეო საქმეთა სამინისტროში. აქტიურად მოქმედებდნენ ჯგუფები ბელგიაში, საფრანგეთში, განსაკუთრებით შვეიცარიაში, საიდანაც ხდებოდა მთელი სადაზვერვო საქმიანობის კოორდინაცია. სწორედ ამ ქსელის გასანადგურებლად შეიქმნა ზონდერკომანდა "წითელი კაპელა". მასში შევიდნენ როგორც შელენბერგის უწყების, ისე გესტაპოს თანამშრომლებიც. ოპერაციას უშუალოდ შელენბერგი ხელმძღვანელობდა. შედეგად, ხსენებული ჯგუფები გაანადგურეს. გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ როგორც შულცე–ბოიზენი და მისი ცოლი, აგრეთვე სხვებიც. გერმანელებმა შეიპყრეს თვით გრუ–ს რეზიდენტი დასავლეთ ევროპაში ლეო–ტრეპერიც (აგენტურული მეტსახელი – ოტო). გამოძიებით დადასტურდა, რომ ცენტრი იმყოფებოდა შვეიცარიაში. შელენბერგიც გაემგზავრა ბერნში. ის პირადად შეხვდა შვეიცარიის დაზვერვის უფროსს როჟე მასონს და რუსი მსტოვრების დაპატიმრება მოითხოვა:
– შვეიცარიელები აშკარად ფეხს ითრევდნენ, – წერს ტრევორ–როუპერი.
მაშინ შელენბერგმა ხერხს მიმართა. თავისი აგენტურის მეშვეობით, მან მიუგდო შვეიცარიელებს "დეზა", რომლის თანახმადაც ნაცისტები შვეიცარიის ოკუპაციისათვის ემზადებოდნენ. გაითამაშეს სპექტაკლიც, თითქოს გერმანია–შვეიცარიის საზღვართან ნაცისტთა მსხვილი სამხედრო შენაერთების გადაადგილება შეინიშნებოდა:
– ამან გაამართლა და შვეიცარიელებმა განახორციელეს ზომები რუსი მსტოვრების წინააღმდეგ, – წერს უილიამ შირერი.
შვეიცარიაში მოქმედი რუსული ქსელი პრაქტიკულად ლიკვიდირებულ იქნა.
დაკარგული გამარჯვება
– რუსეთს შიშველი ძალით ვერ დაამარცხებ, მისი განადგურება მხოლოდ მისსავე წინააღმდეგობებზე გათამაშებით შეიძლება, – ამტკიცებდა ვილჰელმ კანარისი.
შელენბერგი, როგორც ყველა საღი გონების კაცი, ამას ეთანხმებოდა, ამიტომ მუდამ ხაზს უსვამდა: რუსეთი რომ დავამარცხოთ, მას სუსტ ადგილებში უნდა დავარტყათ. უწინარეს ყოვლისა, ეს ეროვნული საკითხია. საბჭოთა კავშირში რუსები ჩაგრავენ უკრაინელებს, ქართველებს, შუა აზიელებს. სტალინური დიქტატურით ბევრი რუსია უკმაყოფილო. თუკი ამაზე გავითამაშებთ, საბჭოთა კავშირი დაინგრევა და გერმანული არმია ტრიუმფით შევა მოსკოვში, – ასეთი გახლდათ შელენბერგის პოზიცია, თუმცა, ის მარტოდენ ცარიელი სიტყვებით არ იფარგლებოდა. შელენბერგმა მჭიდრო კავშირი დაამყარა ქართულ, უკრაინულ თუ შუა აზიურ ემიგრაციასთან და ძალიან განიცდიდა, როდესაც ჰიტლერი მის შეხედულებებს არ დაეთანხმა.
– იდიოტიზმია დავღვაროთ თუნდაც ერთი წვეთი გერმანული სისხლი იმის გამო, რომ ვიღაც გავათავისუფლოთ. ჩვენ ვიბრძვით, რომ გერმანელებს სასიცოცხლო სივრცე მოვუპოვოთ და ეს თავიდანვე გარკვევით უნდა ითქვას, – განაცხადა ჰიტლერმა.
ფიურერის ბრძანებით დააპატიმრეს 1941 წლის 30 ივნისს ლვოვში შექმნილი უკრაინული მთავრობა. უამრავ უკრაინელ ნაციონალისტს საკონცენტრაციო ბანაკებში უკრეს თავი. ამან გერმანელთათვის დამღუპველი შედეგები იქონია.
– უკრაინელები, რომლებიც თავდაპირველად ძალიან მეგობრულად შეგვხვდნენ, ჩვენს მტრებად გადაიქცნენ, – წერს გენერალი ჰალდერი.
უკრაინელი ნაციონალისტები (სტეპან ბანდერას მომხრეები) ანტინაცისტური პარტიზანული მოძრაობის მთავარი დამრტყმელი ძალა გახდა. შელენბერგი ამას ძალზე განიცდიდა. ბანდერელებს ხომ ასე სასტიკად სძულდათ რუსეთის იმპერია, რომელთანაც გერმანია სამკვდრო–სასიცოცხლო ომს აწარმოებდა. შელენბერგიც მის ხელთ არსებული ყველა საშუალებებით ცდილობდა ბანდერელებთან საერთო ენის გამოძებნას.
– ყველაფერი ამაო გამოდგა: ბანდერელები მხოლოდ იმ პირობით თანხმდებოდნენ თანამშრომლობას, თუკი გერმანია უკრაინის დამოუკიდებლობას აღიარებდა, – წერს ვილჰელმ ჰეტლი.
როდესაც რუსეთში "ელვისებური ომი" ჩაიშალა, დღის წესრიგში კვლავ დადგა რუსეთის "სუსტი წერტილების გამოყენება". დაიწყო ცნობილი ოპერაცია "ცეპელინი". შელენბერგიც ცდილობდა, ეს გამოეყენებინა და ტყვე–ჯარისკაცებისათვის თუნდაც რამდენადმე შეემსუბუქებინა მდგომარეობა. იმავდროულად, ის ჯიუტად ცდილობდა, ბანდერელებთან ალიანსის მიღწევას, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა:
– თანამშრომლობაზე ლაპარაკიც არ შეიძლება მანამ, სანამ გერმანია უკრაინის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, – ასეთი იყო ბანდერასა და მის მომხრეთა პოზიცია.
მიუხადავად ამისა, შელენბერგმა მაინც მოახერხა ბევრი საბჭოთა სამხედრო ტყვეს ბანაკებიდან გათავისუფლება. შექმნილ ვითარებაში ეს მაქსიმუმი იყო, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა.
– ჰიტლერის რასისტულმა შეხედულებებმა გერმანიაც დაღუპა და შელენბერგის გამარჯვებები ჩაშალა, წერს ჰეტლი, – ომს თავისი დანაკარგები აქვს, ჰიტლერელებმაც დაკარგეს უკრაინა. შელენბერგს ესმოდა, რომ მოსკოვის გასაღები სწორედ უკრაინაშია, მაგრამ სამწუხაროდ ფიურერს ამის გაგონებაც არ სურდა.
გამარჯვება, რაც გარდუვალი უნდა ყოფილიყო, არ შედგა.
ზავის ძიებაში
ფილმში "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება" ლაპარაკია ბერნში მიმდინარე ჰიმლერ–დალესის საიდუმლო მოლაპარაკებებზე. საამისოდ რაიხსფიურერს შელენბერგმა უბიძგა. ამაში მართლაც არის სიმართლის მარცვალი. უკვე 1942 წელს შელენბერგი ხედავდა, რომ გერმანიას ომი წაგებული ჰქონდა. ის დაბეჯითებით ურჩევდა ჰიმლერს დაეწყო სეპარატისტული მოლაპარაკებები დასავლეთთან.
– თავდაპირველად, ჰიმლერი ძალიან გაჯავრდა, შემდეგ დამეთანხმა, – წერს შელენბერგი.
ჰაინრიხ ჰიმლერი საშუალო პიროვნება იყო. არც განათლებით, არც ინტელექტით არ ბრწყინავდა და არც ლიდერის თვისებები გააჩნდა. თავის გავლენას ის არა იმდენად პირად თვისებებს, არამედ მაშინდელი გერმანიის რეალობას უმადლოდა. ტოტალიტარულ სახელმწიფოში ხომ საიდუმლო პოლიციის როლი უდიდესია. დიქტატორიც ცდილობს სპეცსამსახურის სათავეში უბრალო შემსრულებელი იხილოს. გამონაკლისი არც ჰიტლერი გახლდათ. ფიურერნმა იცოდა, რომ ჰიმლერი ნებისმიერ ამაზრზენ დავალებას შეასრულებდა და პრობლემებსაც ვერ შეუქმნიდა. საკუთარი თამაშისათვის მას არც ჭკუა, არც სიმამაცე არ ეყოფოდა. შელენბერგსაც არჩევანი არ ჰქონდა. მას საქმე ჰიმლერთან უნდა დაეჭირა, რადგანაც ის რეალურ ბერკეტებს ფლობდა. ბოლოს ჰიმლერის დათანხმება მოხერხდა, მაგრამ მთელ საქმეს შელენბერგი აკეთებდა. მან დაამყარა კავშირი პრინც გოგენლოესთან, შემდეგ შვეციის წითელი ჯვრის ხელმძღვანელ გრაფ ბერნადოტთან. მათი მეშვეობით მოხერხდა დასავლეთის გავლენიან წრეებზე გასვლა, მაგრამ ზავის დადება შეუძლებელი აღმოჩნდა. ამას გადაჭრით შეეწინააღმდეგნენ ინგლისისა და აშშ–ს მმართველი წრეები:
– მოკავშირის ზურგსუკან ასეთი მოლაპარაკებების წარმოება უზნეობაა! მოვითხოვთ, რომ მოლაპარაკებებში რუსებიც ჩაერთონ! – ასეთი გახლდათ მათი პოზიცია.
მალე ინგლისის დაზვერვამ "მიუგდო" ჰიტლერს ინფორმაცია: სს–ის რაიხსფიურერი ჰიმლერი თქვენს ზურგსუკან დასავლეთთან სეპარატისტულ მოლაპარაკებებს აწარმოებს. რაიხსფიურერის დაუძინებელი მტერი მარტინ ბორმანი შეეცადა, ეს ჰიმლერის განადგურებისათვის გამოეყენებინა. შელენბერგის მიერ მომზადებულმა ალიბიმ ჰიმლერი დაპატიმრებისაგან იხსნა. მიუხედავად ამისა, ინგლისელები არ ცხრებოდნენ. ისინი ჯიუტად ცდილობდნენ არა გერმანიასთან სეპარატისტული ზავის დადებას, არამედ ჰიმლერთან ანგარიშის გასწორებას.
"ჰიმლერი ნაციონალ–სოციალიზმის მთელი საშინელების განსახიერებაა, – წერდა უინსტონ ჩერჩილი, – ამიტომ სამართლიანობა იზეიმებს, თუკი იმავე საკონცენტრაციო ბანაკში ამოხდება სული, რომელიც სხვების მოსასპობად ააგო".
1945 წლის 28 აპრილს სტოკჰოლმის რადიომ გადასცა ინფორმაცია: რაიხსფიურერი ჰიმლერი დასავლეთთან სეპარატისტულ მოლაპარაკებებს აწარმოებს. გაცოფებულმა ჰიტლერმაც მისი დაპატიმრება ბრძანა. თუმცა, ეს უფრო სიმბოლური აქტი იყო. ბერლინში უკვე რუსული კანონადა გუგუნებდა და ბრძანების შესრულებაც შეუძლებელი გახლდათ.
რაც შეეხება მოლაპარაკებებს ბერნში (რაც ფილმის ერთ–ერთი მთავარი თემაა), მასზე ლაპარაკი იყო არა ამერიკელებთან დაზავებაზე, არამედ იტალიაში გერმანული კონტინგენტის კაპიტულაციაზე. შელენბერგმა იცოდა, რომ ჰიტლერმა იტალიური ქალაქების აფეთქების ბრძანება გასცა. შელენბერგს, როგორც კულტურულ ადამიანს, არ შეეძლო ამისი დაშვება. მისი ემისარი კარლ ვოლფიც გავიდა კონტაქტზე ალენ დალესთან, რომელიც იმხანად ევროპაში აშშ–ს რეზიდენტი იყო. სწორედ შელენბერგის დახმარებით, ამერიკელებმა განახორციელეს ოპერაცია "სან რაის კროსვორდი". შედეგად, იტალია განადგურებას გადაურჩა.
"მე უდანაშაულო ვარ!"
მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, შელენბერგი შვეციაში გაიქცა. ის გრაფმა ბერნადოტმა შეიფარა. შელენბერგი სწორედ მის ვილაზე დააპატიმრეს. მალე ის საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარსდგა:
– მე უდანაშაულო ვარ! – განაცხადა სასამართლოზე შელენბერგმა.
– როგორ, სს–ის გენერალი უდანაშაულოა? – გაიკვირვა პროკურორმა.
გამოძიებით დადასტურდა, რომ შელენბერგს საერთო არაფერი ჰქონდა არც ტყვეების დახვრეტასთან, არც ადამიანთა წამებასთან, ან რასობრივი ნიშნით დევნასთან. პირიქით, მან არაერთი ებრაელი გადაარჩინა. რაც შეეხება შპიონაჟს, ის კაცობრიობის წინაშე დანაშაულად არ ითვლება. შპიონაჟი იყო, არის და იქნება, ეს ხომ მსოფლიოში ყველაზე ძველი პროფესიაა.
– და მაინც, თქვენ დამნაშავე ბრძანდებით თუნდაც იმიტომ, რომ სს–ის წევრი იყავით! – დაასკვნა პროკურორმა, – სს–ი ხომ დანაშაულებრივი ორგანიზაციაა! თან თქვენ რიგითი ესესელი კი არა, გენერალი იყავით!
შელენბერგსაც ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
ეპილოგი
პატიმრობაში შელენბერგის ჯანმრთელობა გაუარესდა. მას თირკმლების მძიმე დაავადება სჭირდა. ადვოკატებიც დაჟინებით ითხოვდნენ მის გათავისუფლებას. 1951 წელს მათი თხოვნა შეიწყნარეს. შელენბერგი გაათავისუფეს. ის მყისვე გაემგზავრა შვეიცარიაში და თავის მემუარებზე მუშაობას შეუდგა.
– ამ დროს შევხვდი შელენბეგს, – წერს ალენ ბულონი, – და თამამად შემიძლია განვაცხადო: მასზე უბედური კაცი არ შემხვედრია. ჩემ წინაშე ნაადრევად დაბერებული, ავადმყოფი და მოტეხილი ადამიანი იდგა, რომელიც ყველამ მიატოვა და რომელმაც ცხოვრებაში ყველაფერი დაკარგა.
შელენბერგს მხოლოდ მოგონებებიღა დარჩენოდა და თავის მემუარებზე გულმოდგინედ მუშაობდა. მისი ჯანმრთელობა კი დღითიდღე უარესდებოდა. მალე ის იტალიაში სასწრაფო ოპერაციისათვის გადაიყვანეს. 1952 წლის მარტში შელენბერგი ტურინის ერთ–ერთ კერძო კლინიკაში გარდაიცვალა.
ნიკა თევზაძე

კავშირი ტეგთან: სტალინი

კავშირი ტეგთან: სტალინი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 