| ქალი და მამაკაცი |

"ნადალთან ბრძოლა ძნელია"
ნოვაკ ჯოკოვიჩი: "ნადალთან ბრძოლა ძნელია"
ნოვაკ ჯოკოვიჩი საჩოგბურთო სამყაროში ბუმერანგივით შემოიჭრა. მისმა გამოჩენამ რაფაელ ნადალთან ერთად საჩოგბურთო სამყაროში ყველაფერი თავდაყირა დააყენა. 2–3 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ როჯე ფედერერს ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდებოდა. თუმცა ნოვაკმა ეს ეჭვები გააქარწყლა და ფედერერი რამდენიმეჯერ დაამარცხა.
ეს დამარცხებები ფედერერისთვის ძალიან მწარე იყო, რადგან ის ხვდებოდა, რომ მისი ღირსეული შემცვლელი გამოჩნდა. ნოვაკი კორტებზე ქარიშხალივით არის, რადგან მისი შეჩერება ფაქტობრივად შეუძლებელია. როდესაც ჯოკოვიჩი ფორმაშია, მისი დამარცხება შეუძლებელია. თუმცა ის ყოველთვის ფორმაში არ არის და ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. თუნდაც ტრამვები ავიღოთ, რომელიც საჩოგბურთო სამყაროში საკმაოდ ხშირია.
ნოვაკმა რამდენჯერმე მიიღო ტრავმა, რომლებმაც ხელი შეუშალეს მას სრულად გამოევლინა თავისი პოტენციალი. თუმცა ამჟამად ნოვაკს ტრავმები არ აწუხებს, შესაბამისად არაფერი არ უშლის ხელს მას იმაში, რომ საკუთარი პოტენციალი ბოლომდე გამოავლინოს და საკუთარი თამაშით მაყურებელს სიამოვნება მიანიჭოს.
ერთი კვირის წინ ნოვაკმა ტოკიოში ტურნირი მოიგო და საგრძნობლად გაიუმჯობესა თავისი პოზიცია რეიტინგში. მიუხედავად იმისა, რომ წელს პირველ ადგილს რაფაელ ნადალს ვერავინ შეეცილება, ნოვაკი იმედს არ კარგავს და ამბობს, რომ მომავალ სეზონში ის აუცილებლად გააგრძელებს პირველი პოზიციისთვის ბრძოლას. გთავაზობთ ინტერვიუს ნოვაკ ჯოკოვიჩთან.
– რაფაელ ნადალს კონკურენციას ვერავინ უწევს. როგორ ფიქრობთ, შეძლებთ მომავალ სეზონში მისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევას?
– რაფაელი ბრწყინვალე ჩოგბურთელი და კარგი ადამიანია, ამიტომ მასზე მხოლოდ კარგი შემიძლია ვთქვა. რაც შეეხება მისთვის კონკურენციის გაწევას, ეს ძალიან რთულია და ძალიან ცოტა ჩოგბურთელს თუ შეუძლია. ვიცი, რომ ბევრი თვლის, რომ ერთ–ერთი ასეთი ჩოგბურთელი მე ვარ, მაგრამ რაფას ტახტიდან ჩამოგდება მაინც ძალიან რთული იქნება. მომავალ წელს ყველაფერი თავიდან დაიწყება და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ავსტრალიის ღია პირველობა. თუ ამ ტურნირის მოგებას შევძლებ, მაშინ პირველობის შანსიც მექნება.
– როჯე ფედერერი აღარ არის ისეთი, როგორიც იყო?
– ამის თქმა არ შეიძლება, რადგან როჯერი უდიდესი ჩოგბურთელია და მისი ნაადრევად ჩამოწერა არ შეიძლება. როჯერი თავის თავს ისევ აჩვენებს და დარწმუნებული ვარ, მასთან წინ ბევრი საინტერესო თამაში მელის. როჯერმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის უძლიერესი ჩოგბურთელია და მას არავისთვის არაფერი აქვს დასამტკიცებელი. ფედერერმა ბოლო წლებში დაკარგა თავისი პოზიციები, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ფედერერი ისევ ძალიან ძლიერია.
– ბევრს ეგონა, რომ ამერიკის ღია პირველობის ფინალში ნადალს დაამარცხებდით, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ამ ფაქტმა თქვენზე ცუდად ხომ არ იმოქმედა?
– ბუნებრივია, ამ ფაქტმა ჩემზე ცუდად იმოქმედა, მაგრამ ამისგან ტრაგედია არ შემიქმნია. ცხოვრება გრძელდება და წინ კიდევ უამრავი ტურნირია, რომლებშიც გამარჯვება აუცილებელია, იმისთვის, რომ პირველი ჩოგანი გახდე. რაფაელმა იმ დღეს შესანიშნავად ითამაშა, ამიტომ მე გამარჯვების არანაირი შანსი არ მქონდა. როდესაც რაფაელი თავის ჩვეულ ჩოგბურთს აჩვენებს, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ფაქტობრივად წარმოუდგენელია.
– მაინც რა არის საჭირო იმისთვის რომ რაფაელი დაამარცხო?
– რაფაელის დამარცხება თითქმის შეუძლებელია, თუმცა მაინც შეიძლება, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ უმაღლეს დონეზე ითამაშო და თითქმის არ დაუშვა შეცდომები, რაც ძალიან რთულია. იგი თითქმის საერთოდ არ უშვებს შეცდომებს, ამიტომ აუცილებელია, მუდმივად შეუტიო და შენ თვითონ მოიპოვო ქულები. ამ დროს კი ბევრ შეცდომას უშვებ და წყობიდან გამოდიხარ, რაც ბუნებრივია უფრო მეტ შეცდომას იწვევს.
– ტურნირების შემდეგ რამდენი ხანი გჭირდებათ იმისთვის, რომ ფორმაში ჩადგეთ და მომავალ ტურნირში მიიღოთ მონაწილეობა?
– ზოგადად დიდი დრო არ მჭირდება, რადგან ჩოგბურთელებს ისეთი გრაფიკი გვაქვს, რომ მიჩვეულები ვართ თითქმის ყოველდღე თამაშს. ამიტომ ფორმის აღდგენისთვის და მომზადებისთვის ბევრი დრო არ მჭირდება. პირიქით, ყოველთვის ვცდილობ, რაც შეიძლება მეტ ტურნირში მივიღო მონაწილეობა. ჩოგბურთი ძალიან მიყვარს და თითქმის არასდროს არ მბეზრდება. არ მესმის იმ ჩოგბურთელების, რომლებიც წუწუნებენ იმაზე, რომ კორტებზე ზედმეტად ბევრ დროს ატარებენ.
– რომელი ტურნირის მოგება გინდათ ყველაზე მეტად?
– ყველა ტურნირის მოგება მინდა, რომლებშიც ვმონაწილეობ, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც, რა თქმა უნდა, დიდი სლემის ტურნირების მოგება მინდა, რადგან ისინი ყველაზე პრესტიჟულია საჩოგბურთო სამყაროში. უიმბლდონი ცალკე თემაა. მისი მოგება ყველა ჩოგბურთელის ოცნებაა. ზოგადად ყოველთვის ძალიან ამბიციური ვიყავი და ეხლაც ასეთი ვარ. ჩემთვის გამარჯვება მთავარია და ფინალში გასვლაც ცუდი შედეგია. ასე, რომ წინ გამარჯვებებისკენ
– თქვენი ოჯახი სულ თქვენთანაა?
– ოჯახი ყოველთვის ჩემ გვერდით არის, რადგან მათ გარეშე წარმატებების მიღწევა გამიჭირდება. როდესაც შენთვის ახლობელი ადამიანები შენს გვერდით არიან ეს ძალიან სასიამოვნოა და თავდაჯერებულობას გმატებს, როდესაც ტრიბუნებზე იყურები და დედას ხედავ, ეს შენზე ძალიან კარგად მოქმედებს.
ბექა გოგინაშვილი

კავშირი ტეგთან: ნოვაკ ჯოკოვიჩი

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 

.jpg)