| ქალი და მამაკაცი |

როგორ გადაარჩინა მორის ფოცხიშვილი პატრიარქმა
"მე მაინც უნდა ავფრინდე, – ავფრინდები და... ფრრი..."
"კმარა ალბათ, აქ წანწალი, კმარა,
ქარი ჩადგა, ზურგის ქარი ქრის, –
შენ არასდროს არ მომისმენ, არა,
ის მომისმენს, ის გამიგებს, ის.
ვიცი, ვეღარ გაექცევი სირცხვილს,
ძლივს შევხვდით და ძლივს მიცანი, ძლივს,
გზაზე დაჭრილს მიმატოვებ, ვიცი
ის მოვა და... მიპატრონებს ის...
დრო აშარი, დრო თამაშით დამშლის,
ვატყობ, უკვე გულისძგერაც მღლის, –
ალბათ სტუმრად არ წამიყვან სახლში,
ის მოვა და... ის წამიყვანს, ის..."
პოეტ მორის ფოცხიშვილისთვის "ის" იყო ღმერთი. ყველგან და ყველაფერში მას ხედავდა და ეძებდა. მისი გული უფლის სავანე იყო. ალბათ ამიტომაც ქმნიდა სიყვარულით სავსე ლექსებს, რომლებსაც მერე ფურცლებზე ქარგავდა.
მისი ოჯახი პოეტის ყველა სტრიქონს, მის ყოველ სიტყვას უფრთხილდება. მის შვილებს, თამრიკოსა და ბასას, ახლაც მზად აქვთ გამოსაცემად მისი ლექსების კრებული. "გუმბათს" პოეტის მეუღლემ, როზიტა ფოცხიშვილმა უმასპინძლა და ბევრი საინტერესო რამ გვიამბო.
– ქალბატონო როზიტა, რა მიგაჩნდათ თქვენი მეუღლის გამორჩეულ თვისებად?
– მორისის გამორჩეულ თვისებად მისი სიდინჯე მიმაჩნია. მისთვის ბევრჯერ უტკენიათ გული, მაგრამ ამაზე არასოდეს დაუძრავს სიტყვა. მოვიდოდა, თავის ოთახში შევიდოდა და ლექსების წერას იწყებდა. საოცარი იცით, რა იყო? ცუდი განწყობის მიუხედავად, მაინც თბილ ლექსებს წერდა. მორისი მოწესრიგებული ადამიანი გახლდათ. ხმაური და წუწუნი არ უყვარდა. ბავშვები რამეზე თუ დაიჩივლებდნენ, ეტყოდა, წუწუნი არ გამაგონოთო. ბევრჯერ ჰქონდა მძიმე პერიოდები. ის ხშირად ავადმყოფობდა, მაგრამ ამაზე საუბარი არ უყვარდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, თავის გასაჭირს არც ჩვენ გვახვევდა თავს. არასოდეს იტყოდა, ავად ვარო. თვითონ ვგრძნობდი, როდის რა სჭირდებოდა. ადამიანზე ცუდს ვერ ათქმევინებდი. ვინმეს რომ ეთქვა, არც მოუსმენდა.
– როგორ პოულობდა ძალას, განაწყენებულს სიკეთით სავსე ლექსები ეწერა?
– ის შინაგანად საოცრად მორწმუნე ადამიანი იყო. მაშინ, როცა ეკლესიაში სიარულსა და ლოცვას ყველა ერიდებოდა, მორისს სახლში უძვირფასესი ხატები მოჰქონდა. ალბათ ღვთის სიყვარული აძლევდა ძალას, არაფერი შეემჩნია. ადამიანები დროთა განმავლობაში იცვლებიან. ცხოვრება მათ თავის დაღს ასვამს. გასული საუკუნის 80–იანმა წლებმა ბევრი ქართველის სულს დააჩნია იარა. ჩვენს ქვეყანას ბევრი სირთულის გადალახვა მოუხდა. მორისიც ამ ხალხის შვილი იყო და, ბუნებრივია, ისიც ძალიან განიცდიდა. განსაკუთრებით მძიმედ განიცადა თვითმფრინავის ბიჭების ტრაგედია. ეს მისთვის დიდი ტრავმა იყო. მორისი ძალიან შეიცვალა, როცა ერს სულიერ მწყემსად უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია || მოევლინა. მან მორისზე დიდი გავლენა მოახდინა.
– როგორი იყო პატრიარქისა და პოეტის ურთიერთობა?
– საოცრად თბილი. ეს ჩვენი პატრიარქის ქადაგებებში ახლაც ჩანს. ის ხშირად ახსენებს მორისს. მას ყოველთვის სწამდა ღვთის. უფალს ხედავდა ყველგან და ყველაფერში. ბოლო პერიოდში დაწერილ მის ლექსებში ეს კარგად ჩანს. ჩვენმა პატრიარქმა მორისი მძიმე წუთებისგან დაიხსნა. ბოლო პერიოდში დეპრესიული გახდა. როგორც თვითონ წერს, თავისი სულიერი მდგომარეობით და ავადმყოფობით ერთხელ თვითმკვლელობამდეც კი იყო მისული. სწორედ ამ დროს ჩვენს სახლში პატრიარქის ზარი გაისმა. მორისს თავისთან უხმობდა. ისიც იმ წუთშივე ადგა, თითქოს წამებში გამოჯანმრთელდა და პატრიარქთან წავიდა. დღეს ჩვენს სულიერ მამასთან ურთიერთობას ჩემი შვილები განაგრძნობენ. ჩვენი ოჯახი, ისევე როგორც მთელი საქართველო, მისგან დალოცვილი და კურთხეულია.
– ქალბატონო როზიტა, თქვენ თვითმფრინავის ბიჭები ახსენეთ. მორისი იყო ერთ–ერთი ის შემოქმედი, ვინც გაბედა და მათ დასაცავად ხმა აღიმაღლა. ეს ნაბიჯი მაშინ გმირობის ტოლფასი იყო.
– მათი ტრაგედია ჩვენმა ოჯახმა მძიმედ გადაიტანა. დათო მიქაბერიძე და ჩემი შვილი, თამრიკო, თანატოლები და უახლოესი მეგობრები იყვნენ. ერთად სწავლობდნენ. მერე თამრიკოს ნათლიაც გახდა. ის საოცარი სულის ადამიანი გახლდათ. წინა ღამეს, ვიდრე გაფრინდებოდნენ, ნახატი მოგვიტანა. რა თქმა უნდა, მათი გეგმის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცოდით. სახლში ბევრი ნახატი გვაქვს. ზოგი მორისის მეგობარმა მხატვრებმა გვაჩუქეს, ზოგი ჩემი მეუღლის ნამუშევარია, მაგრამ ვინც აქ მოდის, ყველა დათოს ნახატთან ჩერდება და უყურებს. მისგან საოცარი სითბო მოდის. ნახატს "გაზაფხული" ჰქვია. დედამიწაა ზემოდან დანახული... იმ ტრაგედიის შემდეგ ზოგი ამბობდა, რა უნდოდათ, რა აკლდათ, ეს რისთვის გააკეთესო. მათ მართლაც ყველაფერი ჰქონდათ, მაგრამ არ გააჩნდათ ის, რისთვისაც ეს ჩაიდინეს – თავისუფლება.
– თავისუფლების ფასი კი მორის ფოცხიშვილმა ყველაზე კარგად იცოდა...
– რასაკვირველია, იცოდა და ამიტომაც ესმოდა მათი.
– როგორი მოვიდა იმ სხდომიდან, სადაც ამ ამბავს განიხილავდნენ?
– მორისი უთქმელი ადამიანი იყო. სახლში სიტყვას არ იტყოდა, არაფერს მოყვებოდა. პრობლემებს გარეთ ტოვებდა. ჩვენ არაფერს გვაგრძნობინებდა. სახლში ხვდებოდა სითბო და სიმშვიდე.
– ხშირად ამბობენ, რომ პოეტს შვილებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა, განსაკუთრებული მამაშვილობა ჰქონდა.
– შვილებს, როგორც თანატოლებს, ისე ექცეოდა. მათ ძალიან ანებივრებდა. ყოველდღე შინ მძიმე ჩანთით ბრუნდებოდა. შიგ კი ახალი წიგნები ედო. შვილებს ამით ასაზრდოებდა. საბჭოთა კავშირში აკრძალულ ფილმებს ერთად უყურებდნენ. ერთადერთი, რაზეც თავის შეკავება არ შეეძლო, ეს იყო ფეხბურთი. მატჩის მსვლელობისას ყვიროდა, ღრიალებდა. სამივე მამა–შვილი ტელევიზორთან ერთად ისხდნენ და უყურებდნენ. მე კარს ვუხურავდი. ვთხოვდი, ხალხო, სირცხვილია, თქვენი ხმა გარეთ გადის–მეთქი.
– შვილების დაბადება ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. როგორი იყო პოეტი, როცა მამა გახდა?
– ვაჟი უნდოდა, რომ გვყოლოდა. სხვათა შორის, პირველი ქალიშვილი რომ შეგვეძინა, დაღონდა. თურმე გიორგი ლეონიძემ რომ ნახა, მხარზე ხელი დაარტყა და უთხრა, ნუ გეშინია, მორის, ყველა ვაჟკაცს გოგოები ჰყავსო. გოგლასაც ქალიშვილები ჰყავდა.
– არ შეგეშინდათ, პოეტს რომ მიჰყვებოდით ცოლად? ისინი ხომ თითქოს სხვა სამყაროს ეკუთვნიან, სხვა განზომილებაში ცხოვრობენ...
– მთელი ჩემი თაობა მწერლობით ვსუნთქავდით, ყველაფერს ვკითხულობდით. კლასიკოსების ნაწარმოებები ზეპირად ვიცოდით. ალბათ უფლის ნება იყო, რომ მორისის ცოლი გავმხდარიყავი. შემოქმედი ადამიანის გვერდით ცხოვრება, მისი გაგება იოლი არ არის. საკმაოდ რთულია, მაგრამ საინტერესოც. უამრავი რამ ვნახე, ადამიანების შესახებ ბევრი რამ გავიგე. ჩვენ ხშირად ვმოგზაურობდით. მორისისგან უამრავი რამ ვისწავლე. მადლობას ვუხდი უფალს, რომ შემახვედრა ისეთ ადამიანს, როგორიც მორისი იყო.
– პოეტს ნათქვამი აქვს, ყველა ლექსი, რაც როზიტას გაცნობამდე დამიწერია, ისიც მას ეძღვნება, რადგან მე სწორედ ასეთ სიყვარულზე ვწერდიო...
– მორისის ლექსები არა მარტო მე, ყველას ეკუთვნის.
* * *
"ჭალაში ბალანაშლილი
თეთრი სეტერი ქრის...
მწყერი ბალახში წრიალებს,
აფრინდება და...
ფრრი...
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს,
ვაიმე, ჩემი სიცოცხლეც
იქნებ ასეა დღეს.
ვიდრე მიწაზე დავდივარ,
ყველა სიკეთეს მგვრის, –
ავფრინდები და...
ვაიმე...
ავფრინდები და ფრრი...
ტყვიაც იწივლებს შურისა,
მთლად მიმიმსხვრევენ ფრთებს,
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს.
შავი საფანტი ირევა...
თეთრი სეტერი ქრის...
მე მაინც უნდა ავფრინდე, –
ავფრინდები და...
ფრრი..."
– ქალბატონ როზიტა, როგორი იყო პოეტი სიცოცხლის მიმწუხრისას?
– ერთხელაც არ დაუჩივლია, მომეხმარეთ, ვაიმე, ვკვდებიო. სულ იმას გვეუბნებოდა, ნუ შეაწუხებთ ხალხს, ყველას უთხარით, რომ კარგად ვარო. სიკვდილს ღირსეულად შეხვდა. ჩვენც მის გვერდით ისე გვეჭირა თავი, რომ მას არაფერი ეგრძნო. ჩვენს შვილს, ბასას, აფრთხილებდა, შენ მაგარი ხარ და გთხოვ, იმის გამო, რომ სიცოცხლე ორი დღით გამიხანგრძლივოთ, ნუ გამაწამებთო. მისი საწოლის წინ კედელზე ხატები ეკიდა. თვალი გაახილა და თქვა, ჩემი ხატები აქ არიან, მაგრამ ჩემი ღმერთი ჯერ არ არის ჩემთან მოსულიო... მორისი სწორედ იმ ღამით გარდაიცვალა.
* * *
"სიცოცხლის ხე ისევ ისხვლება,
ბედს უნდა, ერთმანეთს გაგვყაროს,
მე ვხმები,
შენ ხმები,
ის ხმება
და მაინც ყვავილობს სამყარო...
ჩვენ წავალთ, ვარსკვლავებს გავცდებით,
თუმც წასვლა ძალიან ძნელია,–
მე მელის,
შენ გელის,
მას ელის
დიდი გზა... ღმერთები გველიან".
მორის ფოცხიშვილი 1993 წელს გარდაიცვალა. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის კურთხევით, ის მცხეთის სამთავროს მონასტრის ეზოში დაკრძალეს.
ირინე მჭედლიძე

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 

.jpg)