| ქალი და მამაკაცი |

საქართველომ გაიხარა
საქართველომ გაიხარა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შესარჩევ ჯგუფში მესამე შეხვედრა ჩაატარა და როგორც იქნა, გაიმარჯვა. გუნდს ხუთი ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილზე იმყოფება.
თამაში
არა გვგონია, საქართველოს ნაკრებს სამი ტურის შემდეგ რომელიმე შესარჩევ ციკლში ასეთი კარგი შედეგი ჰქონოდა. არც ერთი მარცხი და ხუთი ქულა და ოდნავ მაინც რომ გაგვმართელბოდა, ისრაელის ნაკრებთან თამაშის მოგებაც შეიძლებოდა.
მაგრამ ახლა წარსულზე საუბარი აღარ ღირს და სჯობს, მომავალ თამაშზე ვიფიქროთ, რომელიც 12 ოქტომბერს რიგაში გველის. იმისთვის, რომ მეორე ადგილი შევინარჩუნოთ, სტუმრად მოგება გვჭირდება.
ლატვიელებთან შესარჩევ ციკლში ქართველებს კარგი შედეგი ნამდვილად არ გვაქვს. ერთხელ წავაგეთ სტუმრად, ერთხელ კი ფრედ ვითამაშეთ ფაქტიურად მოგებული შეხვედრა.
რატომღაც, ამ ქართველ გულშემატკივარს ვერაფერი გავუგეთ. საქართველოს ნაკრებს ვინ უნდა მოსთხოვოს, გინდა თუ არა შემდეგ ეტაპზე გადიო, მაგრამ გუნდს შანსი გაუჩნდა და ახლა იძახიან, თამაშის ხარისხი არ მოგვწონსო.
გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით, მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების თამაში მოგეწონათ? მე ნამდვილად არ მომწონებია და შემიძლია ვთქვა, რომ საჩემპიონო თამაში მხოლოდ გერმანიამ აჩვენა, რომელმაც იქ წააგო, სადაც არ უნდა წაეგო, ესპანეთმა კი გამოცდილების ხარჯზე იმარჯვა.
საქართველოს ნაკრებს გამოცდილი ფეხბურთელები მრავლად ჰყავს, თემურ ქეცბაიამ ფეხბურთელებს ბოლომდე თამაში ასწავლა და გამოცდილებამ და მონდომებამ თავისი შედეგი გამოიღო.
თქვე კაი ხალხო, თბილისში მინდორი აღარ გვაქვს და თუ გვაქვს, ისიც საშინელ დღეშია, ბავშვებს ხელოვნურსაფარიან მინდვრებზე ვზრდით, ჩემპიონატში სამი ისეთი გუნდი თამაშობს, ხვალ თუ არა ზეგ აუცილებლად დაიშლება და ახლა შედეგთან ერთად, თამაშის ხარისხიც მოინდომეთ.
აქამდე რა გვქონდა, ახლა რომ გინდათ? რა უფრო მთავარია, შედეგი თუ თამაშის ხარისხი? ორივე ერთად? გამარჯობა თქვენი, ეგ მეც მინდა, მაგრამ სანამ ორივე მოვა, თუ თამაშს ვიგებთ ან არ ვაგებთ, ამის გამო არ უნდა გავიხაროთ? ეს გამკვირვებია. გულით მიხარია საქართველოს ნაკრების წარმატება და თემურ ქეცბაიას ნაკრებში მოსვალამაც თანდათან შედეგი რომ გამოიღო, ესეც ფაქტია.
შეცდომები...
შეცდომები მოურინიუს და კაპელოს მოსდით და თემურ ქეცბაიას რომ მოუვიდეს, ამის გამო ტრაგედია უნდა შევქმნათ? მე არ ვქმნი და ასე უნდა მოიქცეს ნებისმირი ქართველი გულშემატკივარი.
გამარჯვებულებს არ ასამართლებენ და ისიც უნდა იცოდეთ, რომ რომელ წუთზე გაიტან გამარჯვების გოლს, არც ამას აქვს დიდი მნიშვნელობა – პირველ თუ ბოლო წუთზე.
თქვენი არ ვიცი, მაგრამ საქართველოს ნაკრებს მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ასეთ საზიზღარ მინდორზე რომ გავა, მოიგებს და მეორე ადგილზე იქნება, შანსს შეინარჩუნებს და სტადიონს ბოლო წუთზე გულიანად აახტუნებს და ბედნიერს გაუშვებს სახლში.
რა სჯობს, ლამაზად ვითამაშოთ და ვერ მოვიგოთ (წავაგოთ?) თუ მოვიგოთ და თამაშის ხარისხი იდეალური არ იყოს? თამაშის ხარისხის გამოსწორება ყოველთვის შეიძლება, ყოველთვის, თამაშის შედეგისა კი – არასდროს. რაც ტაბლოზე რჩება, ის ისტორიაში იწერება. სულ ესაა და მინდა, 12 ოქტომბერსაც საქართველოს ნაკრებმა, თუნდაც უსახურად ითამაშოს, მაგრამ მოიგოს და გაგვახაროს.
ახლა თამაშს რაც შეეხება. მალტა ის ნაკრებია, რომელმაც ერთი წლის წინ გაგვამწარა. ამხანაგურ შეხვედრაში გაგვამწარა, მაგრამ ეს მარცხი კარგა ხანს არ დაგვავიწყდება.
რაც უნდა იყოს, ჩემი აზრით, ქართველი ფეხბურთელები მაინც თავდაჯერებულნი გავიდნენ მინდორზე და ალბათ, ამიტომაც იყო, მალტელები რომ გათამამდნენ და უკვე გაჭირდა მათ კართან ხიფათის შექმნა.
ალბათ რომელიმე ქართველი ფეხბურთელის გამოყოფა უხერხული იქნებოდა, ვინაიდან მთელმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ გოგიტა გოგუა თავისი მონდომებით ყოველთვის გამორჩეულია საქართველოს ნაკრებში.
ისე, უნდა ითქვას, რომ მთელი შეხვედრის მანძილზე მხოლოდ ერთხელ რომ ჩაატარებ ფინტების ისეთ კასკადს, როგორც ეს მალხაზ ასათიანმა გააკეთა, მთლად კარგი არ უნდა იყოს.
ისე, როგორ გააბითურა მალხაზმა მცველები? ჯერ ერთი, მერე მეორე, მესამე, მეოთხე და გოლის გატანც შეიძლებოდა, მაგრამ მცველებმა ივარგეს.
მიუხედავად იმისა, რომ კახა კალაძე უთამაშებელია, ის მაინც ერთ–ერთი საუკეთესო იყო მინდორზე და მარცხენა ფრთაზე ნამდვიულად დომინირებდა. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ სწორედ მისი გადაცემის შემდეგ გაიტანა დავით სირაძემ გოლი.
სანამ დათოზე ვიტყოდეთ, ნუკრი რევიშვილს მადლობა უნდა ვუთხრათ. სწორედ მან გადაგვარჩინა, როდესაც მეტოქე პირისპირ გავიდა და ნუკრიმ მოიგერია. სწორედ ამ მომენტში შეიძლებოდა დასრულებულიყო და დამარხულიყო ჩვენი ოცნებები, ეს ნავსიანი 13 ნომერი კი ჩვენი ოცნებების მესაფლავე იქნებოდა, მაგრამ გადავრჩით და...
აქამდე არაერთხელ გვითვქმს და ახლაც ვამბობთ – შოთა არველაძის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ ისეთი შედეგიანი თავდამსხმელი, როგორიც დავით სირაძეა, არ გვყავს და გავბედავთ და თემურ ქეცბაიას ვურჩევთ – თემურ, დავითს უფრო მეტი დრო მიეცით და ის ნამდვილად გამოიჩენს თავს.
კიდევ ერთი გოლი, ისევ თავით და მოპოვებული სამი ქულა. ლადო დვალიშვილს ბოლო პერიოდში თამაში არ მისდის და უმჯობესი იქნებოდა, ამჯერად სირაძეს ეთამაშა ლატვიელებთან შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში. ვიცით, რომ ლატვიელები მეორე სართულზე კარგად თამაშობენ და მეორე სართულზე ბრძოლების მოგება გვჭირდება.
მოკლედ, 12 ოქტომბერს იმედიანად ვხვდებით და ბიჭებიც კარგ განწყობაზე არიან. საქართველოს ნაკრები ახლა გამარჯვებულია და ვისურვებდით, ლატვიიდანაც გამარჯვებული დაბრუნებულიყვნენ.
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
თბილისი. 8 ოქტომბერი, 2010 წელი. ბორის პაიჭაძე, 40.000 მაყურებელი.
საქართველო – მალტა 1:0 (0:0)
საქართველო: რევიშვილი, სალუქვაძე, ასათიანი, ამისულაშვილი, კალაძე (კაპ), ხიზანიშვილი, გოგუა, ანანიძე (დაუშვილი, 73), მერებაშვილი (იაშვილი, 46), კობიაშვილი, დვალიშვილი (სირაძე, 46).
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.
მალტა: ჰაბერი, კარუანა, მამო, სიბერასი (რაიენ ფენეჩი, 69), ანდრე აგიუსი, ბრიფა, მიფსუდი, კოენი (გრიმა, 90), ბაჯადა, შემბრი (პოლ ფენეჩი, 80), პეისი.
მთავარი მწვრთნელი: ჯონ ბუტიგეგი.
გაფრთხილებები: ხიზანიშვილი (32), კოენი (56), შემბრი (59), აგიუსი (65)გოლი: 1:0 სირაძე (901).
მსაჯები: ალან ბლეკი; გარეტ ეაკინი, პოლ მანი; დევიდ მალკოლმი (ჩრდილოეთ ირლანდია).
სატურნირო მდგომარეობა
1.ხორვატია 3 2 1 0 5–1 7
2.საქართველო 3 1 2 0 2–1 5
3.საბერძნეთი 3 1 2 0 2–1 5
4.ისრაელი 3 1 1 1 4–3 4
5.ლატვია 3 1 0 2 2–4 3
6.მალტა 3 0 0 3 1–6 0
მომავალი ტური
12 ოქტომბერი
ლატვია – საქართველო
საბერძნეთი – მალტა
საქართველოსა და მალტის ეროვნულ ნაკრებთა მთავარი მწვრთნელების მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ჯონ ბუტიგეგი (მალტის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
– ძალიან რთული იყო ამ მოედანზე თამაში. განსაკუთრებით მეორე ტაიმში. მაყურებელმა კარგი მატჩი ნახა. ჩემი გუნდი 100 პროცენტით დაიხარჯა და სამწუხაროა, ბოლო წუთებზე გოლი რომ გავუშვით. ქეცბაიას და მის გუნდს გამარჯვებას ვულოცავ.
– თქვენი გუნდის მიერ შექმნილი მომენტებიდან გამომდინარე ფიქრობთ, რომ გამარჯვებაც შეგეძლოთ?
– ძალიან კარგი მომენტები გვქონდა, რომელთა გამოყენების შემთხვევაში მოვიგებდით. საერთოდ, ორივე გუნდმა ბევრი საგოლე მომენტი შექმნა.
– უკვე სამი მატჩი ჩაატარეთ და წინა მეტოქეებიდან (ისრაელი და ლატვია) საქართველოს ნაკრებს რომელს შეადარებდით?
– სამივე დაახლოებით ერთი და იმავე დონის გუნდია, რომლებიც ჯგუფის ფავორიტებს პრობლემებს შეუქმნიან. ამის მაგალითად საბერძნეთი–საქართველოს მატჩი გამოდგება.
– საქართველოს ნაკრებს ლატვიაში რა შანსი აქვს?
– ორივე გუნდისთვის რთული თამაში იქნება. წარმატების მიღწევა ორივე მათგანს შეუძლია.
თემურ ქეცბაია (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
– მინდა ყველას გამარჯვება მივულოცო. სამი წლის განმავლობაში ვერმოგება საქართველოსთვის დიდი დროა. ეს გამარჯვება მომავალი თამაშისთვის ფსიქოლოგიურად დაგვეხმარება. კარგია, ბიჭებმა ბოლომდე რომ იბრძოლეს. შეცდომა ბევრი იყო. თამაშის მერე გასახდელში შესულმა ბიჭებს რომ შევხედე, ეტყობოდათ, რომ მოედანზე ყველაფერი დადეს. ასეა, როდესაც ბოლომდე იბრძოლებ და არ დანებდები, წარმატებასაც მიაღწევ. კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელ საქართველოს გამარჯვებას.
– განვლილმა მატჩმა საქართველოს ნაკრების რა მინუსები დაგანახათ? იმ პერიოდის განმავლობაში რაც გუნდში ხართ, თქვენი საფეხბურთო ფილოსოფიის გატარება თუ მოახერხეთ?
– აქამდე რაც მატჩები ჩავატარეთ, ფავორიტები არ ვყოფილვართ. ამ თამაშზე ფავორიტები ვიყავით, რადგან საქართველოსა და მალტას შორის ფეხბურთში დიდი სხვაობაა. მეტი შემქმნელი ფეხბურთელი და მოძრაობა გვჭირდება. ამაში მოვიკოჭლებთ. არის ზოგიერთი ფეხბურთელი, რომლებიც ტრავმების გამო გვაკლია და იმედია, მალე დაგვემატებიან.
ასეთ მატჩებში მეტი ხარისხი თუ არ ვაჩვენეთ, მომავალში გაგვიჭირდება. ერთის მხრივ კარგია, მომავალ მატჩებში კვლავ ფავორიტებად რომ არ ჩავითვლებით და ჩვენი სათამაშო სქემით ვითამაშებთ.
ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მალტასთან რომ ვერ მოგვეგო... ამდენი ხალხი იყო მოსული წვიმაში და მინდა ყველას, ვინც გვერდით დაგვიდგა ჩემი და ბიჭების სახელით მადლობა გადავუხადო. მარტო დაცვითი ხაზიდან თამაშით ვერ მივაღწევთ იმას, რაც გვინდა. სამუშაო ბევრი გვაქვს.
– ნოემბრის სანაკრებო ფანჯრის დროს ამხანაგური თამაში თუ გაქვთ დაგეგმილი?
– გადაწყდა, რომ 19 ნოემბერს სლოვენიასთან სტუმრად ვითამაშებთ. მოგვეცემა საშუალება ბევრი ფეხბურთელი გავსინჯოთ. მართალია, ყოველ თამაშში გამარჯვებისთვის ვიბრძვით, მაგრამ ამხანაგური მატჩია და მოგება–წაგებას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ.
ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსს მივცემთ დაგვანახონ, რა შეუძლიათ. ოფიციალურ თამაშებში გარისკვა და ექსპერიმენტების ჩატარება ძალიან ძნელია. თებერვალში კვიპროსზეა ტურნირი და საბოლოო პასუხს ველით.
ჩვენი მონაწილეობა თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ტელევიზია, რომელიც ამ ტურნირს აშუქებს, ბევრ რამეს წყვეტს. მას უნდა ისეთი გუნდი მიიწვიოს, რომელიც შემოსავალსაც მოუტანს. ჯერჯერობით ჩვენ ასეთი გრანდი არ ვართ, მაგრამ, იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ ყველაფერი დადებითად გადაწყდება.
– დაუშვილის თამაშზე რას იტყვით?
– მგონი, დაგვეხმარა, მით უმეტეს, დიდი დროც არ ჰქონია. კარგი ფეხბურთელია და მომწონს. ამიტომ მივიწვიე ნაკრებში და მოედანზეც გავიყვანე. გოლი რომ ვერ გაგვქონდა, რაღაც უნდა შეგვეცვალა. ამიტომ, სამ საყრდენზე გადავეწყვეთ, რომელთა წინ გოგუა იყო და შეტევაში თამაში ორი ფორვარდით გავაგრძელეთ.
– სლოვენიასთან მატჩამდე ყენიასა და კანკავას გამოჯანმრთელება თუ მოესწრება?
– როგორც ვიცი, ყენიას კოჭი გადაუტრიალდა და კიდევ ერთი კვირა ვერ ივარჯიშებს. კანკავას ველაპარაკე და შესაძლოა, მის სანახავად უკრაინაშიც ჩავიდე. მან გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა. ჩვენ გვსურს, რომ ყველა კარგი ფეხბურთელი ნაკრებში გვყავდეს.
– ისრაელთან მატჩის მერე მოედანს "ყანა" უწოდეთ და მალტასთან თამაშში მინდვრის საფარი რა მდგომარეობაში იყო?
– ეს მინდორი შესაცვლელია, რადგან ნიადაგი ძალიან ცუდია. იმედია, ჩვენს მომავალ საშინაო თამაშამდე შეცვლიან. ამ ერთ თვეში ნამდვილად გამოკეთდა და უკეთეს მდგომარეობაში იყო. თუმცა, ეს მინდორი აღარ ვარგა.
– ლატვიაში რა შედეგს გეგმავთ? ჩათვლით თუ არა ქულის აღებას დადებითად?
– ლატვიამ მალტას 2:0 მოუგო, მაგრამ დიდი უპირატესობა არ ჰქონია. ლატვიელებს ბევრი მაღალი ფეხბურთელი ჰყავთ და სტანდარტულ მდგომარეობებს კარგად იყენებენ. ამიტომ, სტანდარტულების დროს ყურადღებით უნდა ვიყოთ. მე ყველა თამაშს იმედის თვალით ვუყურებ.
თამაშის მეორე დღეს
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, 12 ოქტომბერს სტუმრად ლატვიასთან გასამართ შეხვედრაში ზურაბ ხიზანიშვილი და ნიკა კვეკვესკირი ვერ დაეხმარებიან.
ხიზანიშვილმა მიმდინარე შესარჩევში პირველი გაფრთხილება საბერძნეთთან მატჩში მიიღო, ხოლო მეორე – მალტასთან და ეროვნულ გუნდს დისკვალიფიკაციის გამო გამოაკლდა; რაც შეეხება კვეკვესკირს, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს–ატაშემ, ლაშა დვალიშვილმა განაცხადა, ზუგდიდის "ბაიას" მარჯვენა მცველი 19 წლამდელთა ნაკრებს პორტუგალიაში გაჰყვა. შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ გუცაევის გაწვრთნილ 19 წლამდელებს, 11–დან 16 ოქტომბრის ჩათვლით, ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ეტაპზე უწევთ გამოსვლა.
ეროვნული ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ შეგირდები შაბათს, 11:00 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე მსუბუქად ავარჯიშა. წვრთნაში მონაწილეობა არ მიუღიათ ზურაბ ხიზანიშვილს, მალხაზ ასათიანს, ლევან კობიაშვილს, კახა კალაძეს, ლაშა სალუქვაძეს, ჯანო ანანიძესა და გოგიტა გოგუას. მათ აღდგენითი პროცედურები ჩაიტარეს – მასაჟი და ა.შ.
პრესკონფერენცია
– ხორვატია აშკარა ფავორიტია და ეჭვი მაქვს, ჯგუფში მთავარი ბრძოლა მეორე ადგილისთვის წარიმართება. შემთხვევითი არ არის, სამ მატჩში მხოლოდ ერთი გოლი რომ გვაქვს გაშვებული, დაცვა კარგადაა დაბალანსებული. ანანიძეს სერიოზული არაფერი სჭირს, მაგრამ დღეს ვარჯიშზე უკეთ გამოჩნდება, რამდენად მზად არის.
ლატვიაში დადებითი შედეგის მისაღწევად მივდივართ. ვიცით, რომ ეს იოლი არ იქნება, ლატვიელებს კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია სასურველი შედეგის ჩამოტანა, – ეს თემურ ქეცბაიას სიტყვებია, რომელიც მან, სასტუმრო "ბომონდ გარდენში" გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი იმედიანადაა და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, "ჯვაროსნები" სამი ტურის შემდეგ მეორე–მესამე ადგილებს იყოფენ საბერძნეთთან ერთად.
12 ოქტომბერს, ევროშესარჩევის ფ ჯგუფში ლატვია – საქართველოა. მართლაც, მნიშვნელოვანი მატჩი ჩატარდება რიგის "სკონტოს" სტადიონზე და ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რამხელა სიხარულის მომტანი იქნება იქ აღებული 3 ქულა.
თემურ ქეცბაია:
– ვფიქრობ, საინტერესო თამაში იქნება. ლატვიას კარგი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც არცთუ ურიგო გუნდებში თამაშობენ. ლატვია ძლიერია სტანდარტული მდგომარეობების დროს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ საუკეთესო შედეგისთვის ვიბრძოლებთ. კარგია, ბოლო მატჩი მოვიგეთ და განწყობა ამაღლებული გვაქვს. მალტასთან იოლი შეხვედრა არ იყო, მაგრამ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და დაუფასდათ. მალტასთან სწორედ ასე თამაში იყო საჭირო, მაღალ ჩაწოდებებზე გავაკეთეთ აქცენტი და საბოლოოდ, ასეც გავიდა გოლი.
– მალტასთან ჯანო ანანიძეს ფეხი ეტკინა და შეცვალეთ. ახლა როგორია მისი მდგომარეობა?
– სერიოზული არაფერი ჩანს. დღეს ვარჯიშზე უკეთ გამოჩნდება. წესით, ლატვიასთან თამაშს შეძლებს.
– ხიზანიშვილი ლატვიაში ვერ ითამაშებს. მის ნაცვლად სხვა ფეხბურთელს ხომ არ გამოიძახებთ?
– არა, იგივე ბირთვი იქნება.
– ლატვიის თამაშები ნახეთ?
– დიახ. და ხვალაც ვაპირებთ ნახვას. მალტა–ლატვია ნანახი მქონდა.
– გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებს პირველ ნომრად თამაში უჭირს. ლატვიასთან კი სტუმრად იქნებით და ამდენად, უფრო მოსახერხებელი ხომ არ იქნება მათთან თამაში?
– ჩვენ მაქსიმალური შედეგის მისაღწევად ვიბრძოლებთ. თამაშის სცენარიც გამოაჩენს, რა და როგორ იქნება. ისე, თუ ჩვენ საბერძნეთიდან ქულა წამოვიღეთ, მალტას რატომ არ უნდა ეფიქრა თბილისში ფრის მიღწევაზე? ყველა იბრძვის, იოლად არაფერი მოდის. მთავარია, ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ.
– ხორვატიამ ისრაელს სტუმრად მოუგო და ლიდერი გახდა. რას იტყვით ამ შედეგზე?
– ხორვატიამ აშკარად იოლად აჯობა ისრაელს. საერთოდ, ვეჭვობ, ჯფუფში მთავარი ბრძოლა მეორე ადგილისთვის წარიმართება. ხორვატია უდავო ფავორიტია ჯგუფში.
– ხიზანიშვილის ნაცვლად, მალხაზ ასათიანს ხომ არ ასწევთ საყრდენ ნახევარმცველად? მით უმეტეს, ასათიანი უკვე გყავთ გამოცდილი ამ პოზიციაზე.
– ახლა წინასწარ ყველაფერს ვერ ვიტყვი. დაცვა კარგად თამაშობს, ეს რგოლი ერთ–ერთი საუკეთესოა ნაკრებში და არ მინდა, დავშალო. შემთხვევითი არ არის, სამ მატჩში მხოლოდ ერთი გოლი რომ გვაქვს გაშვებული. დაცვის დიდი დამსახურებაცაა, ცხრილში მეორე ადგილზე რომ ვართ.
ბოლოს ქეცბაიამ მადლობა გადაუხადა "ბომონდ გარდენის" ხელმძღვანელობას:
– აქ მართლაც კარგ პირობებში ვართ და აქვე, ჯანმრთელობას ვუსურვებ სასტუმროს დირექტორს, ბატონ სოსოს, რომელიც ისრაელშია წასული სამკურნალოდ.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა ლატვიაში გამგზავრებამდე 17:00 საათზე "მიხეილ მესხის" სტადიონზე ივარჯიშა და წვრთნა მხოლოდ 15–20 წუთით იყო ღია – ფეხბურთელების კომენტარების გარეშე.

კავშირი ტეგთან: კალაძე

კავშირი ტეგთან: კალაძე

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 