| ქალი და მამაკაცი |

იმედია, სტალინისა და ბერიას რეაბილიტაცია არ მოხდება

პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა სახელმწიფოს ბუნებიდან გამომდინარეობდა, ამდენადაც იგი გარდუვალი იყო. პოლიტიკურმა რეპრესიებმა წარმოუდგენლად დიდი ზიანი მიაყენა როგორც რუსეთს და ისე საბჭოთა კავშირში შემავალ ყველა რესპუბლიკასა და ყველა ერს. გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრეა პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი ვახტანგ გურული.
ვახტანგ გურული:
– დღეს შეიძლება ადამიანს დაუჯერებლად მოეჩვენოს, რომ | საუკუნის 60–იან წლებიდან დაწყებული, რუსეთის იმპერიაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა ქვეყნის ევროპიზაციის მიზნით. რეალური საფუძველი შეიქმნა კონსტიტუციური მონარქიის ჩამოყალიბებისთვის, რაც თავისთავად ხელს შეუწყობდა რუსეთის დემოკრატიზაციას, მაგრამ ამ პროცესს ხელი ჯერ 1905–1907 წლების რევოლუციამ შეუშალა, მერე კი – პირველმა მსოფლიო ომმა. სწორედ პირველი მსოფლიო ომის შედეგად შექმნილ კრიზისულ სიტუაციაში შეძლეს ბოლშევიკებმა 1917 წლის ოქტომბერში რუსეთში სახელმწიფო გადატრიალების განხორციელება და ძალაუფლების დაპყრობა. ამ დროიდან დაიწყო რუსეთის დიდი ტრაგედია, რომლის დამღუპველ გავლენას დღესაც განიცდის რუსეთი და რუსეთის პოლიტიკური ელიტა.
– რაში გამოიხატებოდა რუსეთის დიდი ტრაგედია?
– რუსეთის დიდი ტრაგედია გამოიხატებოდა იმაში, რომ ბოლშევიკებმა ჩანასახშივე ჩაკლეს რუსული დემოკრატია და მთელი ძალით წინ აღუდგნენ რუსეთის ევროპიზაციას. ტრაგედია იმაშიც მდგომარეობდა, რომ ბოლშევიკებმა მოსპეს საბაზრო ეკონომიკა და ქვეყნის მთელი სინდიდრე სახელმწიფოს საკუთრებად გამოაცხადეს. რითაც რუსეთი ამოაგდეს მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებიდან და ბოლოს, რასაც ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა – ბოლშევიკებმა რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე ააღორძინეს ახალი საბჭოთა იმპერია, რომელშიც ძალდატანებით გააერთიანეს მრავალი ერი, მათ შორის, ქართველებიც.
– ყოველივე ამან როგორ განაპირობა ის რეპრესიები, რასაც ადგილი ჰქონდა საუკუნის 20–30–იან წლებში?
– კავშირი პირდაპირი და უშუალო იყო: რუსული დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლა, საბაზრო ეკონომიკის ლიკვიდაცია და ახალი საბჭოთა იმპერიის შექმნა. ეს კი ფართომასშტაბიანი რეპრესიების გარეშე წარმოუდგენელი იყო. ბოლშევიკებმა რუსული დემოკრატიის მოსპობა რუსული ინტელიგენციის ფიზიკური განადგურებით დაიწყეს. საბაზრო ეკონომიკის ლიკვიდაციას, ანუ კერძო საკუთრების მოსპობას თან სდევდა რუსული ბურჟუაზიის, თავადაზნაურობის, ვაჭრების, ფერმერების შევიწროვება და ფიზიკური ლიკვიდაცია. ამრიგად, საბჭოთა პოლიტიკური სისტემა პირველ დღეებიდან ჩამოყალიბდა, როგორც ტოტალური, სისხლიანი რეჟიმი. რეპრესიები ამ სისტემის არსებობის წესად იქცა. მოგეხსენებად, რომ ქრისტიანული ეკლესია და, მათ შორის, მართლმადიდებლური ეკლესია, ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი იყო და არის, ამის გამო, ბოლშევიკებმა დაიწყეს რუსეთის ეკლესიების დარბევა, ეკლესიების დახურვა, ან სულაც დანგრევა, წმინდა წიგნებისა და ხატების განადგურება, ღვთისმსახურთა დარბევა და ფიზიკური ლიკვიდაცია. 1925 წლისთვის რუსეთში სიკვდილით დასჯილი იყო ორას ორმოცდაათი ათასი ღვთისმსახური. ამრიგად, საბჭოთა ხელისუფლების არსებობის პირველი წლები იყო მუდმივი რეპრესიების წლები, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
– რა ვითარება იყო საქართველოში?
– ის, რაც 1917 წლიდან საბჭოთა რუსეთში დაიწყო, 1921 წლიდან საქართველოში გადმოიტანეს. ანუ, რეპრესიები ქართველ ერს მთელი ძალით დაატყდა თავს. რეპრესიების მიზანი, მისი განხორციელების გზები, იგივე საქართველოში იყო, რაც საბჭოთა რუსეთში.
– ვინ იყო რუსეთსა და საქართველოში რეპრესიების მთავარი იდეოლოგი?
– საუკუნის 20–იან წლების მთავარი იდეოლოგები იყვნენ: ვლადიმერ ვლენინი, ლევ ტროცკი, ლევ კამენევი, გრიგოლ ზინოვიევი, ნიკოლაი ბუხარინი და სხვა ცნობილი ბოლშევიკები. მათ გვერდით იყო იოსებ სტალინიც. რაც შეეხება საქართველოში რეპრესიებს, მას ცალკე იდეოლოგი არ ჰყოლია. იდეოლოგი მოსკოვიდან, ე.ი. ლენინიდან მოდიოდა. საქართველოში მას მხოლოდ განხორციელება სჭირდებოდა.1921 წლიდან საქართველოს ჯალათის ფუნქცია იკისრა სერგო ორჯონიკიძემ, რომელმაც ზედმიწევნით და ზუსტად შეასრულა მოსკოვის დავალება. რაც შეეხება საუკუნის 30–იან წლების რეპრესიებს, მისი იდეოლოგი იოსებ სტალინი იყო, ხოლო პრაქტიკულად ანხორციელებდა მისი გარემოცვა, რომელთაგან პირველ რიგში დავასახელებთ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრებს: ჰენრიხ იაგოდასა და ნიკოლაი ეჟოვს. საქართველოში პოლიტიკურ რეპრესიებს ხელმძღვანელობდა ლავრენტი ბერია და მისი გარემოცვა, რომელთაგან შეგვიძლია დავასახელოთ: ეპიფანე კვანტალიანი, სერგო გოგლიძე, ბოგდან ქობულოვი, პროკურორი ტალახაძე, აქვსენტი რაფავა, ნიკოლოზ რუხაძე და სხვები.
– მართალია, თქვენს მიერ ჩამოთვლილი ადამიანები ხელმძღვანელობდნენ რეპრესიებს, მაგრამ რეპრესიების უშუალო განხორციელებას, საკმაოდ მრავალრიცხოვანი აპარატი სჭირდებოდა.
– დიახ. 1921 წლიდან საქართველოში რეპრესიებს უმთავრესად ანხორციელებდა საქართველოს საგანგებო კომისია (ყველასათვის ცნობილი "ჩეკა"). შემდგომში საგანგებო კომისია გადაკეთდა სახელმწიფო პოლიტიკურ სამმართველოდ, რომელიც საბოლოოდ შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სისტემაში. მთლიანობაში, აღნიშნულ რეპრესიებს ახორციელებდა კარგად ორგანიზებული სპეცსამსახური, სოლიდური რაოდენობის კადრებით. 20–იან წლების რეპრესიები შედარებით უფრო სტიქიური იყო. რაც შეეხება 30–იანი წლების რეპრესიებს, იგი კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული გახლდათ. აქედან გამომდინარე, მსხვერპლიც უფრო დიდი იყო. ამ პერიოდისთვის რეპრესიების აპარატი როგორც მანქანა, ისე მუშაობდა. წინასწარ იყო გათვლილი, რამდენი ადამიანი უნდა შეეპყროთ, რა ბრალდებით უნდა გაესამართლებინათ და რა განაჩენი უნდა გამოეტანათ. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის, თბილისის შიდა ციხე მუდმივად გადაჭედილი იყო პატიმრებით. პატიმრების რაოდენობა ისე სწრაფად იზრდებოდა, რომ ციხის გაფართოვებაც კი აუცილებელი გახდა. ციხის გადატვირთვის გამო, განაჩენის გამომტანი სამეული სწრაფი ტემპით მუშაობდა. ერთი ადამიანის საქმის განხილვასა და დახვრეტის განაჩენის გამოტანას სულ რამოდენიმე წუთი სჭირდებოდა. პრაქტიკულად ეს სასამართლო პროცესი არ იყო. ბრალმდებელს მხოლოდ განაჩენს უკითხავდნენ. სიკვდილის განაჩენი დაუყოვნებლივ მოჰყავდათ სისრულეში. ყოველ ღამით, სატვირთო მანქანით, დასახვრეტად მიჰყავდათ ათასობით ადამიანი. დახვრეტა ძირითადად ხდებოდა დღევანდელი თბილისი–რუსთავის გზის მეცამეტე კილომეტრზე. დახვრეტას ხელმძღვანელობდა შიდა ციხის უფროსი ზახარ შაშუკინი. დახვრეტის სცენა იმდენად საშინელი იყო, რომ თვით ცნობილი ჯალათი ზახარ შაშუკინიც წინასწარ მაგრად თვრებოდა არყით. დახვრეტას მუდამ ესწრებოდა ექთანი. ექთანს პირველადი დახმარება უნდა აღმოეჩინა ჯალათისთვის, თუკი რომელიმეს გული შეუწუხდებოდა. ერთხელ გული თვით ზახარ შაშუკინსაც შეუწუხდა.
– რა კრიტერიუმით ირჩეოდა ჯალათი?
– საუკუნის 20–იან წლებში ჯალათების შერჩევის კრიტერიუმი შემთხვევითი იყო. 1921 წლიდან საქართველოს საგანგებო კომისიაში გამომძიებლები (ქართველებიც იყვნენ და სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც), ძირითადად, რუსეთის მე–11 წითელი არმიიდან მოვიდნენ, ასევე საბჭოთა რუსეთის საგანგებო კომისიიდან, ან სხვა დამსჯელი ორგანოებიდან. რაც შეეხება 30–იან წლებს, ამ დროისათვის უკვე რეპრესიებისთვის საჭირო კადრების მომზადება სახელმწოფო დონეზე იყო დაყენებული. შინაგან საქმეთა საგანგებო კომისარიატი ძირითადად მუშებისა და გლეხებისგან იყო დაკომპლექტებული. აღსანიშნავია, რომ გამომძიებლები, რომლებიც პოლიტიკურ საქმეებს იძიებდნენ და ადამიანის სიკვდილ–სიცოცხლის საკითხს წყვეტდნენ, წინათ თავად იყვნენ მსჯავრდებულნი სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულებისთვის (მკვლელობა, ბანდიტიზმი, ქურდობა და ა.შ.). ცხადია, რომ მათი წარსულის შესახებ მათმა უფროსობამ კარგად იცოდა. ბნელი წარსულის მქონე ადამიანის დანაშაულებრივი მიზნით გამოყენება გაცილებით ადვილი იყო, ამიტომ ჯალათების ბნელ წარსულზე ხელმძღვანელობა თვალს ხუჭავდა.
– ცნობილია, რომ ჯალათების რაღაც ნაწილი თავადაც მოსპეს, დანარჩენი ჯალათების გასამართლება როდის დაიწყეს?
– დიახ, იმ ადამიანების ნაწილი, რომლებიც 30–იან წლებში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდნენ, საკადრისი 30–იან წლებშივე მიეზღოთ. ისინი იმ პოლიტიკურმა სისტემამ იმსხვერპლა, რომელსაც ერთგულად ემსახურებოდნენ. მათი ნაწილი 1936–1937 წლებში დახვრიტეს, დანარჩენი ჯალათების გასამართლება კი 1953 წლიდან დაიწყეს, იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ. მაგალითად, სწორედ ამ წლებში დაასრულა სიცოცხლე: ლავრენტი ბერიამ, სერგო გოგლიძემ, ბოგდან ქობულოვმა, აქვსენტი რაფავამ, ნიკოლოზ რუხაძემ და სხვამ. ცხადია, ყველას გასამართლება და დასჯა ვერ მოხერხდა, მაგალითად, გადარჩა სამეულის ერთ–ერთი წევრი, საქართველოს მთავარი პროკურორი ტალახაძე, მაგრამ ძალიან ბევრიც წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე. შედარებით დაბალ თანამდებობებზე მყოფი პირების ნაწილი დაუსჯელი დარჩა, ნაწილს კი სხვადასხვა ვადით მიუსაჯეს პატიმრობა. უნდა აღინიშნოს, რომ ცოცხლად დარჩენილ ჯალათთაგან, ბედნიერი ცხოვრებით არავის უცხოვრია. მათ დარჩენილი სიციცხლე მუდმივ შიშსა და ცუდის მოლოდინში გაატარეს.
– დღეს, რუსეთს საუკუნის 30–იანი წლების რეპრესიების მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვს?
– საუკუნის 30–იანი წლების რეპრესიები საბჭოთა კავშირის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის წლებში, კერძოდ კი 1956 წელს ოფიციალურად და საჯაროდ დაგმო. ეს დაგმობა ძალაში იყო ნიკიტა ხრუშჩოვის შემდგომი პოლიტიკური ლიდერების (ლეონიდ ბრეჟნევის, იური ანდროპოვის, მიხეილ გორბაჩოვის) დროსაც. თუმცა, საბჭოთა სახელმწიფოს ბუნებიდან გამომდინარე, რეპრესიების თემა კვლავ გასაიდუმლოებული რჩებოდა. არ ქვეყნდებოდა მასალები, ან ქვეყნდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ის მასალა, რომელიც საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ ლიდერებს ხელს აძლევდა. დღეს, რუსეთის ფედერაციაში საუკუნის 30–იანი წლების რეპრესიები ოფიციალურად კვლავ დაგმობილია. ეს ნაწილობრივ იმით არის განპირობებული, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ვერ უპირისპირდება მსოფლიო საზოგადოების აზრსს. შეინიშნება საშიში ტენდეციებიც, ჯერჯერობით, წარუმატებულია იოსებ სტალინისა და ლავრენტი ბერიას რეაბილიტაციის ცდა. მათი რეაბილიტაცია თავისთავად რეპრესიების გამართლებას ნიშნავს. უნდა ვივარაუდოთ, რომ უახლოეს ხანებში, რუსეთში სტალინისა და ბერიას სახელმწიფო დონეზე რეაბილიტაციამდე საქმე არ მივა და ამრიგად, რეპრესიებიც ოფიციალურად დაგმობილი იქნება.
ლია ოსაძე

კავშირი ტეგთან: სტალინი

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 

.jpg)