| ქალი და მამაკაცი |

რაფაელ ვან დერ ვაარტი ინგლისს კარგად მოერგო

ლონდონის "ტოტენჰემში" გადაბარგებულმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა სეზონი კარგად დაიწყო და მეტოქეთა კარში მნიშვნელოვანი გოლებიც შეაგდო. ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი შესაძლოა, უფრო ძლიერ გუნდში თამაშსაც იმსახურებდეს, მაგრამ მთავარი ახლა ის არის, რომ ეს ფეხბურთელი ახალ გუნდს ჩინებულად მოერგო და გუნდის გულშემატკივრების კერპიც გახდა.
ჩემპიონთა ლიგაზე "ტვენტესთან" შეხვედრაში მან წითელი ბარათი კი მიიღო, მაგრამ ორი ბურთი გაიტანა და მის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა, პრემიერლიგის შემდეგ ტურში კი "ასტონ ვილასთან" შეხვედრაში გუნდმა 2:1 მოიგო და მთავარი ფიგურა ამ მატჩში ისევ რაფაელი იყო.
– როგორ უნდა მოგმართოთ?
– რაფა.
– ასე მიმართავენ ჩოგბურთელ რაფაელ ნადალსაც...
– სთხოვეთ მას, სახელი შეიცვალოს (იცინის).
– იცნობთ მას?
– დიახ, ესპანეთში თამაშის დროს გავიცანი, კარგი ყმაწვილია, ნამდვილი პროფესიონალი.
– ვიცით, რომ თქვენი ჰობი ჩოგბურთის თამაშია...
– დიახ, მეუღლესთან ერთად ვთამაშობ ხოლმე.
– რაფა, ჩინებულად თამაშობთ. პუბლიკა აღფრთოვანებას ვერ მალავს თქვენი თამაშით...
– ძალიან მიხარია, ინგლისურ გუნდში ადაპტაციის გავლა რომ არ გამიჭირდა. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ჩემთვის. ესპანეთიდან წამოსვლის შემდეგ ვფიქრობდი, როგორ შევეწყობი ინგლისს–მეთქი, მაგრამ საგანგაშო არაფერი ყოფილა, ყველაფერი კარგადაა.
– რაც მთავარია, ჩინებულად თამაშობთ, გოლებიც გაგაქვთ, პენალტებსაც აფუჭებთ, წითელ ბარათებსაც ღებულობთ...
– გამოდის, რომ ძალიან მაგრად ვთამაშობ (იცინის). გული დამწყდა "ტვენტესთან" შეხვედრაში რომ გამაძევეს. შეიძლება ითქვას, რომ მეც ზედმეტი მომივიდა და მსაჯსაც.
– შესაბამისად, მილანის "ინტერთან" მნიშვნელოვან შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარებით...
– დიახ, ამის გამო ძალიან ვნერვიულობ.
– პირველი ყვითელი ბარათი მიიღეთ პენალტის გაფუჭებიდან ორ წუთში...
– ნამდვილად ვიმსახურებდი გაფრთხილებას. დასამალი რა არის, თან, მსაჯი იქვე იყო. მე საუბარი მაქვს მეორე ყვითელ ბარათზე. მაღალი გადაცემა გაკეთდა და მეტოქეს ბურთზე ვეთამაშებოდი.
– მაგრამ მსაჯმა ჩათვალა, რომ თქვენ მეტოქემ დაგასწროთ და მერე ისე ახტით, რომ მეტოქე პირდაპირ სათადარიგოთა სკამზე მოისროლეთ...
– მან ისეთი მოძრაობები გაკეთა, იქ მარტო რომ ვმდგარიყავი, მაინც გადავარდებოდა. შესაბამისად, ყვითელ ბარათს არ ვიმსახურებდი.
– იმაზე თუ გიფიქრიათ, რომ მსაჯმა "ტვენტეს" კარში სამი პენალტი დანიშნა...
– რომელი არ იყო? არ ვიმსახურებდით?
– ახლა თქვენს გუნდს ოთხი ქულა აქვს და რეალურად შესწევს იმის ძალა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეს?
– რა თქმა უნდა. ჩვენი გუნდი ახლა კარგ ფორმაშია და ნამდვილად უნდა გავიდეთ. ჩემი აზრით, რთული შეხვედრა ელით ბიჭებს "ინტერთან".
– სადაც დამარცხება სავსებით რეალურია...
– წაგებაზე არ ვფიქრობთ, მაგრამ, მგონი, თუ ასე მოხდა, ტრაგედია არ უნდა იყოს.
– "ინტერს" როგორ დაახასიათებდით?
– სუპერ ვარსკვლავების გუნდია, თუმცა, ისინიც ფეხბურთელები არიან და ჩვენც. მათაც შეუძლიათ მოიგონ და ჩვენც. ასე რომ, საინტერესო შეხვედრა იქნება და "ტოტენჰემი" მოსაგებად ითამაშებს.
– ახლა "ასტონ ვილასთან" შეხვედრაზეც გკითხავთ. ორი გოლი გაიტანეთ და გუნდს სამი ქულა მოუტანეთ. საკუთარ თამაშს როგორ შეფასებას მისცემდით?
– საკუთარი თამაშით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.
– გუნდი მეხუთე ადგილზეა... სამეულში მოხვედრა თუ შეუძლია?
– გასულ ხუთ შეხვედრაში გუნდმა ორი წააგო, ორი მოიგო და ერთიც ფრედ ითამაშა. თუ ასე გავაგრძელებთ, სამეულში მოხვედრა გაგვიჭირდება. საკუთარ მინდორზე "უიგანთან" წავაგეთ, შემდეგ ლონდონურ დერბიში "ვესტ ჰემმაც" მოგვიგო ისევ მინიმალური ანგარიშით. გარკვეული ჩავარდნა იყო და ამ დაკარგულმა ქულებმა მოგვიტანა ის, რომ სამეულში არ ვართ, მაგრამ ეს ტრაგედია არ არის. პირიქით, გამოგვაფხიზლეს მეტოქეებმა და ხომ ხედავთ, გასულ კვირაში ორივე შეხვედრა მოვიგეთ.
– ამ ეტაპზე ალბათ, განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც ჩემპიონთა ლიგას დაუთმობთ...
– რა დასამალია, შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდა. მერე ვინ შეგვხვდება, არავინ იცის და შესაბამისად, დიდი შანსია იმისა, რომ გუნდმა სერიოზული შედეგები აჩვენოს, მაგრამ ჯერ კიდევ ოთხი შეხვედრაა ჩასატარებელი და თუ ცხრა ქულას ავიღებთ, შემდეგ ეტაპზე გასვლა გარანტირებული გვექნება.
– და პრემიერლიგა?
– აქ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ლიდერებთან ჩამორჩენა არც ისე დიდი გვაქვს, მაგრამ არც იმის ილუზია გვაქვს, რომ ჩვენი შესაძლებლობებით ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ. რა თქმა უნდა, სამეულში შესვლა ძალიან გვინდა, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ, ამ ეტაპზე ეს ცოტა რთული გასაკეთებელი იქნება.

კავშირი ტეგთან: ვან დერ ვაარტი

კავშირი ტეგთან: ვან დერ ვაარტი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 