| ქალი და მამაკაცი |

"მე, როგორც ქალი, აღარ ვარსებობ"
"მე, როგორც ქალი, აღარ ვარსებობ"
არავის ვუსურვებ იმ ტკივილის განცდას, რომელსაც მე ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე ვგრძნობ და რომელმაც მთელი ჩემი ახალგაზრდობა შეიწირა, რის გამოც სახიდან სიცილიც კი გამიქრა და ის, თუ ბედნიერება რა იყო, ისიც კი დამავიწყდა. ასე დაიწყო "გუმბათთან" საუბარი მ. გ–მ.
– თქვენი ტრაგედია როდის დაიწყო?
– საშინელი ბავშვობა მქონდა. რამდენი წელი გავიდა, მაგრამ ბავშვობის იარები მაინც ვერ მოვირჩინე. ალბათ ეს შეუძლებელიცაა. სწორედ მაშინ, როდესაც ადამიანი ყველაზე სათუთი, ნაზი და დაუცველია, უამრავი ტკივილის გადატანა მომიხდა. დედაჩემმა ჩემს ფსიქიკას სერიოზული დაღი დაასვა. ის არც ერთი წამით არ დაფიქრებულა ჩემს სულიერ მდგომარეობაზე. ეგონა, ბავშვისთვის სრულიად საკმარისი იყო ტანსაცმელი და საკვები ჰქონოდა და სხვა არაფერი სჭირდებოდა. მას არც არაფერი ესმოდა და ვერც ვერაფერს ხედავდა.
– გატყობთ დედათქვენზე ძალიან ხართ ნაწყენი.
– ვცდილობ, მას გავუგო და მინდა მიმტევებელი ვიყო, მაგრამ დედაჩემმა მთელი ცხოვრება დამინგრია. მისი ცხოვრების გამო, მე დავისაჯე და ეს სასჯელი დღემდე გრძელდება.
– რა სასჯელზე საუბრობთ?
– თავიდან დავიწყებ ყველაფრის მოყოლას. მე და დედაჩემი მარტო ვცხოვრობდით. მამაჩემი არასდროს მინახავს. მან დედა მაშინ მიატოვა, როდესაც გაიგო, რომ ორსულად იყო. ჩემი მშობლები დაქორწინებულები არ ყოფილან. დედას ძალიან უყვარდა მამა და ეს სიყვარული მას ცხოვრების ბოლომდე გაჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ სულ მის ლანძღვაში იყო და ერთი შეხედვით გეგონებოდათ, კაცი, რომელმაც მიატოვა, ძალიან სძულდა. ეს ასე ნამდვილად არ ყოფილა, ჩანდა, რომ ეს შენიღბული სიყვარული იყო. როდესაც დედა გარდაიცვალა, მის სასთუმალთან მამაჩემის სურათი ვიპოვე. ახალშობილ ბავშვთან ერთად მარტო დარჩენილი დედა, არასწორ გზას დაადგა, მას არანაირი განათლება არ ჰქონდა და სამსახურს სად იშოვიდა? გაჭირვებამ აიძულა, რომ სულიერად და მორალურად დაცემულიყო. ყველამ იცოდა მისი სუსტი ყოფაქცევის შესახებ, რის გამოც, ხშირად დავზარალებულვარ. ყველა ცდილობდა, ჩემგან თავი შორს დაეჭირა. ერთ დღეს ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ყურადღება მომაქცია და რომელსაც ჩემთან ურთიერთობა არ ეთაკილებოდა. თემომ ყველაფერი გააკეთა ჩემი გულის დასაპყრობად. ჩვენი შეყვარებულობის წლები, ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი იყო.
– შეუღლების შემდეგ რა მოხდა თქვენ შორის?
– თავიდან ორივე ძალიან ბედნიერები ვიყავით. თემოს ყველგან თან დავყავდი, გამუდმებით ჩემზე ზრუნავდა და ცდილობდა, არაფერი მომკლებოდა. ერთ დღესაც თემოს ძმაკაცის დაბადების დღეზე წავედით, სადაც ყველა ჩემს სილამაზეს უსვამდა ხაზს. თემოს ეხუმრებოდნენ კიდეც, ასეთ ლამაზ გოგოს თავი როგორ მოაწონეო. იმ დღეს მართლაც ძალიან კარგი დრო გავატარეთ, ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით. სახლში რომ დავბრუნდით, თემომ დედამისს უთხრა: ანიმ ყველა აღაფრთოვანა თავისი სილამაზითო, რაზეც ჩემმა დედამთილმა ცინიკურად უპასუხა: რა გიკვირს, მას ხომ უხამსი დედის სისხლი უჩქეფს და, ადრე თუ გვიან, ეგეც დედამისის გზას დაადგებაო. ამ სიტყვებმა მთელი ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. იმ დღის შემდეგ თემო ძალიან შეიცვალა და ჩემი ბედნიერებაც დასრულდა. ცხოვრება კვლავ ჯოჯოხეთად მექცა, რომელიც დღემდე გრძელდება. დედაჩემის ცხოვრების წესმა და დედამთილის ერთმა სიტყვამ, მთელი ცხოვრება დამინგრია. მე, როგორც ქალი, აღარ ვარსებობ, თუმცა, საბედნიეროდ, მყავს შვილები, რაც ჩემთვის ერთადერთი ბედნიერებაა. ისინი ხედავენ, თუ როგორ მექცევა მათი მამა და ამის გამო მასთან გამუდმებით კონფლიქტი აქვთ. მე კი ჩემს შვილებს სულ იმას ვეუბნები, რომ ყველაფრის მიუხედავად, თემო მათი მამაა, რის გამოც უნდა უყვარდეთ და პატივს სცემდნენ.
– თემოსთან განქორწინებაზე არ გიფიქრიათ?
– ამაზე გამუდმებით ვფიქრობ, მაგრამ ვერ გადამიწყვეტია, როგორ მოვიქცე, რადგან ისევ ჩემს შვილებზე ვფიქრობ. არ მინდა, ისინიც ჩემსავით უმამოდ გაიზარდონ და ცხოვრებაში რამე მოაკლდეთ. მე კი იმ პირობებს, რაც ბავშვისთვის აუცილებელია, ნამდვილად ვერ შევუქმნი. ამიტომ, ვცდილობ, ყოველთვის მე დავთმო და ოჯახი არ დავანგრიო, მაგრამ ასე ცხოვრებას კიდევ რამდენ ხანს გავუძლებ, არ ვიცი.
ნინო ჯანიძე

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 

.jpg)