| ქალი და მამაკაცი |

თვითმფრინავი, რომელიც პენტაგონს არ დაეცა

ძრავი მთელი ძალით აგუგუნდა, ცოტაც და თვითმფრინავი ჰაერში აიჭრა.
მგზავრები სავარძელში ისხდნენ. ზოგი გაზეთს კითხულობდა, ზოგიც თვლემდა. ამ დროს გაისმა ხმა:
– ადგილიდან არ დაიძრათ, ეს გატაცებაა!
ერთ–ერთი სავარძლიდან შავგვრემანი ყმაწვილი წამოდგა. მას მეორე მიჰყვა.
– ადგილიდან არ დაიძრათ, ეს გატაცებაა!
თვიმფრინავი კი ცაში მიჰქროდა.
გატაცების მოტივი
ასე დაწყო "ამერიკენ ეარლაინის" ერთ–ერთი თვითმფრინავის ტრაგედია, რომელსაც ჩვეულებრივი რეისი უნდა განეხორციელებინა. მოულოდნელად ყველაფერი აირია. ბორტზე ტერორისტები აღმოჩდნენ.
როგორც შემდგომში გამოირკვა, აქცია დიდხანს და გულდასმით მზადდებოდა. პასუხისმგებლობა მასზე ცნობილმა ტერორისტულმა ორგანიზაცია "ალ–ქაიდამ" აიღო.
– ამერიკა სატანური ქვეყანაა, ჩვენ მას დავსჯით, – ნათქვამია უსამა ბენ ლადენის ვიდეო–მიმართვაში.
ტერორიზმის ფრანგი ექსპერტი როლან ჟაკარი ბენ ლადენს "მდიდარი ოჯახიდან გამოსულ ახალგაზრდას" უწოდებს. მართლაც, ბენ ლადენი მდიდარ ოჯახში დაიბადა, თუმცა, რატომღაც ცხოვრების მიზნად "ისლამისათვის ბრძოლა" გაიხადა. სრულიად ახალგაზრდა ავღანეთში საბჭოთა ოკუპანტებთან საბრძოლველად წავიდა. იქ მან და მისმა მეგობრებმა პირველი საბრძოლო ნათლობა მიიღეს. ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ, ბენ ლადენი "ალ ქაიდას" შექმნას შეუდგა. მას საამისოდ გააჩნდა როგორც ფული, ისე კავშირები. მალე სუდანში, ავღანეთში თუ სხვაგან შეიქმნა ტერორისტთა ბაზები. შემდეგ მსოფლიო ტერაქტების ტალღამ შეძრა. ააფეთქეს ამერიკის საელჩო. რიგ ქვეყნებში ესროლეს ამერიკელ დიპლომატებს. ბენ ლადენის მომხრეები არ ერიდებოდნენ მსხვერპლს, მაგრამ ტერორისტების ბელადი ოცნებობდა ტერაქტზე, რომელიც მსოფლიოს აალაპარაკებდა. ასე გაჩნდა 11 სექტემბრის ცნობილი ტერაქტის იდეა.
– ეს იქნება ჩვენი შურისძიება ლიბანისთვის!
"ალ ქაიდა" დანაშაულად უთვლიდა ამერიკას იმას, რომ მან არ დაგმო პალესტინის ოკუპაცია. ბენ ლადენი და მისი მომხრეები თვლიდნენ, რომ აშშ დამნაშავეა მუსლიმანური სამყაროს წინაშე.
– ამერიკა ხელს უშლის ერთიანი არაბეთის შექმნას! სწორედ ამერიკის გამოისობით აღმოცენდნენ კუვეიტი, საუდის არაბეთი და სხვა მოგონილი ქვეყნები! ამერიკელებმა შეგნებულად დაამყარეს იქ ნავთობ–მაგნატთა დიქტატურა! ისინი თავს გვახვევენ ცხოვრების თავიანთ წესს, თავიანთ ზნეობასა და მორალს!
ყოველივე ამის გამო ამერიკა უნდა დასჯილიყო. იგეგმებოდა ტერაქტი, რომელიც მთელ მსოფლიოს შესძრავდა.
სქემა მარტივი იყო: კამიკაძე ტერორისტების ჯგუფი გაიტაცებს თვითმფრინავებს და დააჯახებს მათ: 1. თეთრს სახლს; 2. ლენგლის; 3. პენტაგონს; 4. კაპიტოლიუმს; 5. დიდი სავაჭრო ცენტრის შენობებს. ტერორისტები დაიღუპებიან, მაგრამ ეს არაფერია, ალაჰი მიიღებს მათ სულებს. მთავარია ის, რომ ტერაქტი მთელ მსოფლიოს შესძრავს. ამერიკა სისხლით აგებს პასუხს მომხდარი დანაშაულის გამო.
11 სექტემბრის აქცია უშუალოდ შეიხმა მუჰამედმა დაგეგმა. პარადოქსია, მაგრამ ამ კაცმა უმაღლესი განათლება ამერიკაში მიიღო. ამან ხელი არ შეუშალა, "ალ ქაიდას" რიგებში შესულიყო და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ანტიამერიკული ტერაქტები დაეგეგმა.
ნება მომეცით, დავრეკო...
– მოიცათ, ბიჭებო, ასე არ შეიძლება!
ერთ–ერთი სავარძლიდან შუახანს მიღწეული მგზავრი წამოდგა:
– ასე არ შეიძლება! მე გადაუდებელი საქმეები მაქვს!
ტერორისტებმა ერთმანეთს გადახედეს.
– შენ ვინ ხარ?
– მე დიკ პერკინსი მქვია! გადაუდებელი საქმეები მაქვს! სხვებიც მოცლილნი როდი არიან! მოდი მოვილაპარაკოთ, იქნებ მოვრიგდეთ.
ტერორისტებმა გადაიხარხარეს. ერთ–ერთი მათგანი პერკინსთან მივიდა და მუცელში მთელი ძალით ჩასცხო მუშტი.
– ოოჰ! – ამოიგმინა პერკინსმა და ჩაიკეცა.
მეორე ტერორისტმა დანა იძრო, მისმა ერთ–ერთმა ამხანაგმა – ხელყუმბარა.
– აბა, ჭკვიანად, თორემ აგაფეთქებთ!
სალონში გმინვა გაისმა. ერთ–ერთი ტერორისტი ბორტგამცილებელს მიუბრუნდა.
– აბა, პილოტის კაბინაში გამიძეხი, თორემ...
– თორემ აგაფეთქებთ! – დაიღრიალა მისმა ამხანაგმა.
ბორტგამცილებელმა უხმოდ დაუქნია თავი. ის და ერთ–ერთი ტერორისტი მფრინავის კაბინისკენ გაემართნენ. ამ დროს ერთმა ხანშიშესულმა ქალმა იკითხა:
– თქვენ ჩვენი თვითმფრინავი გაიტაცეთ? სად გინდათ დასვათ?
– ხმა, კრინტი, – დაიღრიალა ერთ–ერთმა ტერორისტმა, – რაო, სიცოცხლე მოგძულდა, თუ...
– არა, უბრალოდ მსურს, ჩემს ვაჟს დავურეკო, რათა აეროპორტში ტყუილ–უბრალოდ არ დამხვდეს.
– დავურეკო? შენ რა, გააფრინე?
– ჰო, მობილურით დავურეკო...
ტერორისტი გაოცებული მიაჩერდა მას. ამასობაში მისი ამხანაგი იატაკზე გაშხლართულ პერკინსთან მივიდა, მხრებში ხელი წაავლო, წამოაყენა და უბოდიშოდ დააგდო სავარძელზე.
– რაო? მოსულიერდი? აბა, შენ იცი, ჩუმად ეგდე და ხმა აღარ ამოიღო.
– წყალი, – დაიკვნესა პერკინსმა, – ღვთის გულისათვის, წყალი.
– მეტი არაფერი გინდა?
– არაფერი, – გულუბრყვილოდ მიუგო პერკინსმა.
ტერორისტი დაფიქრებული მიაჩერდა მას, შემდეგ ახლოს მივიდა და სახეში გაარტყა.
– ოოჰ!
პერკინსმა დაიღნავლა და თავი უკან გადაუვარდა. სალონში მოთქმა–გოდება და დრტვინვა დაიწყო.
– აბა, ვის უნდა კიდევ? წყნარად იყავთ, თორემ...
– ჩვენ ბანდიტები არა ვართ, ნუ გვაიძულებთ, სასტიკ ზომებს მივმართოთ, – დაამატა პირველმა ტერორისტმა, – წყნარად იყავით და თქვენი თავის მტერი ნუ იქნებით.
წამით სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ სათვალიანმა ქალმა იკითხა:
– შეიძლება, იმ კაცს მინერალური წყალი მივაწოდო? – და მისტერ პერკინსზე ანიშნა.
ტერორისტმა უხმოდ დაუქნია თავი. ის დაცინვით შესცქეროდა მისტერ პერკინსის სისხლით მოთხვრილ სახეს, იმას, თუ როგორ სვამდა ის წყალს.
– თქვენ მაინც არ მიპასუხეთ ჩემს კითხვაზე, – თითქმის გაბრაზებით თქვა ხანშიშესულმა ქალმა, – შეიძლება, მობილურით ჩემს ვაჟს დავურეკო?
სათვალიანი ქალი, რომელმაც მისტერ პერკინსს წყალი მიაწოდა, მუდარით მიაჩერდა ტერორისტებს:
– მართლაც ნება მოგვეცით, მობილურით ჩვენს ოჯახებს დავუკავშირდეთ, ეს ხომ მაინც არაფერს შეცვლის.
ტერორისტებმა ერთმანეთს გადახედეს:
– კეთილი, დაე, დარეკონ.
მგზავრებმაც ერთი–მეორის მიყოლებით ამოიღეს მობილურები.
პირველი მსხვერპლი
– მაპატიეთ, თქვენ არაბები ხართ?
შუახანს გადაცილებული ღიპიანი მამაკაცი გაუბედავად მისჩერებოდა ტერორისტებს.
– დავუშვათ, მერე შენ რა?
– თვითმფრინავის გატაცების სანაცვლოდ, რა პოლიტიკურ მოთხოვნებს წამოაყენებთ?
– აბა, აბა, ხმა, თორემ, – ტერორისტმა მისკენ გადადგა ნაბიჯი. ამ დროს წინ მჯდომი ბრგე ჭაბუკი წამოიჭრა.
– რა თქვა ისეთი, რა მოხდა?!
– შენ დაჯექი, – ტერორისტმა უხეშად უბიძგა, – სხვის საქმეში ნუ ეჩრები.
ჭაბუკი სავარძელზე დაეცა. ტერორისტი ხანშიშესულ მამაკაცთან მივიდა.
– აბა, არამკითხე მოამბევ, იქნებ კიდევ გვითხრა რაიმე?
– მე, მე არაფერი...
მამაკაცმა ვერ დაამთავრა, ტერორისტმა მაჯაში ჩაავლო ხელი და გადაუგრიხა. მამაკაცი მუხლებზე დავარდა.
– აბა, კიდევ გაქვს კითხვები?
– გამიშვით, – მუხლებზე დაჩოქილ მამაკაცს თვალებიდან ღაპაღუპით წამოუვიდა ცრემლები, – გამიშვით, მეტკინა.
სათვალიანი ქალი, რომელმაც მისტერ პერკინსს წყალი მიუტანა, ტერორისტს მივარდა.
– როგორ არ გრცხვენიათ? ხელი გაუშვით.
ტერორისტი მისკენ მობრუნდა. წამიც და ქალს მთელი ძალით დაჰკრა სახეში.
– ოი! – დაიღნავლა ქალმა და დაეცა.
სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ხანშიშესული მამაკაცი იატაკიდან მძიმედ წამოდგა. მას თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. მყუდროებას კი ქალის მოგუდული სლუკუნი არღვევდა.
– ნახეთ, რა ქნა ამ ნაძირალამ?
ბრგე ყმაწვილი კვლავ ფეხზე წამოიჭრა და ტერორისტისკენ ნაბიჯი გადადგა.
– ნახეთ, ამ დაკოდილმა ტახმა როგორი ალიყური აჭამა ქალს?!
ტერორისტი ყმაწვილისკენ გაემართა.
– შენ რა, გმირი გამომიხვედი?! აბა, დაჯექი, ცოცხლად! – და უბოდიშოდ ჩაავლო ხელი.
ყმაწვილმა მთელი ძალით ჰკრა ხელი. ტერორისტი წაბარბაცდა.
– აჰ, ასე, არა?!
ამ სიტყვებზე ის წელში გაიმართა და ყმაწვილი კარგად შეათვალიერა.
– კარგი, ახლა შენს თავს დააბრალე, რაც მოგივა!
ანაზდად ტერორისტმა ისეთი ცრუ ილეთი გააკეთა, თითქოს გულის კოვზში უპირებდა დარტყმას, შემდეგ უცებ შეტრიალდა და მთელი ძალითა და სიმძიმით ნიკაპქვეშ მოუნდომა ამოკვრა. ყმაწვილი დაიხარა, დარტყმა აიცდინა, შემდეგ ელვისებურად წელში გაიმართა და მოპირდაპირეს სახეში ჩაჰკრა:
– ოი! – ამოიგმინა ტერორისტმა და იატაკზე დაეცა.
ყმაწვილმა წინ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ამ დროს მეორე ტერორისტმა ხელის ოდნავ შესამჩნევი მოძრაობით დანა ისროლა. ყმაწვილი შედგა და ხელები გაასავსავა. გაისმა ქალის კივილი:
– ღმერთო ჩემო! მოკლეს! მოკლეს!
ყმაწვილი რამდენიმე წამს გაჩერდა ფეხზე, შემდეგ კუნძივით დაენარცხა იატაკს. ყელში მას დანა ჰქონდა გარჭობილი.
ჩვენ არავის და არაფერს მოვერიდებით!
სალონში სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. მგზავრებიდან კრინტსაც ვეღარავინ სძრავდა. ტერორისტები მდგომარეობის სრული ბატონ–პატრონები გახდნენ:
– აბა, კიდევ ვის უნდა?
არავინ ინძრეოდა. ერთ–ერთმა ტერორისტმა სალონში ბორტგამცილებელი შემოათრია:
– აბა, აუხსენი ამათ ყველაფერი!
– ბატონებო, – ბორტგამცილებელს ენა ებმოდა, – თვითმფრინავი ამ ხალხის ხელშია. ისინი ყველაფერზე წავლენ. პილოტი მოკლეს. თვითმფრინავს მათი კაცი მართავს.
დაზაფრული მგზავრები მდუმარედ მისჩერებოდნენ მას. ბორტგამცილებელი კი განაგრძობდა:
– ესენი დაუნდობელი ხალხია, არავის დაინდობენ. არც იმაზე დაიხევენ უკან, რომ თვითმფრინავი ააფეთქონ.
– სწორია, – კვერი დაუკრა ერთ–ერთმა ტერორისტმა და ხელყუმბარიანი ხელი მაღლა ასწია.
– ამიტომ გემუდარებით, დაემორჩილეთ, გააკეთეთ ყველაფერი, რასაც გეტყვიან.
ამ დროს თვითმფრინავი მკვეთრად გვერდზე გადაიზნიქა. ეტყობა, ტერორისტს, რომელმაც პილოტი შეცვალა, მხოლოდ დაწყებითი საფრენოსნო მომზადება გაევლო. გამცილებელი წაბარბაცდა და უნებლიეთ დანით შეიარაღებულ ტერორისტს დაეჯახა.
– აი, შე არამზადავ! – დაიღრიალა ტერორისტმა.
როგორც ჩანს, მან იფიქრა, რომ ბორტგამცილებელმა მისი განიარაღება სცადა. ამიტომ საყელოში ხელი ჩაავლო, შემდეგ კი მუცელში გამეტებით ჩასცხო ფეხი. გამცილებელი დაეცა.
შიშისგან ენაჩავარდნილი მგზავრები უხმოდ შესცქეროდნენ ამ საშინელ სანახაობას. ტერორისტი წაქცეულისკენ დაიხარა, კისერი აუწია, შემდეგ კი ყელში დანა გამოუსვა.
დასაკარგი არაფერი გვაქვს!
სიჩუმე ქალის კივილმა დაარღვია. ჯერ ერთი მგზავრი ქალი აკივლდა, შემდეგ – მეორე, მესამე...
– გაჩუმდით თქვენი, – ტერორისტმა გამეტებით გადაუტყლაშუნა ჯერ ერთს, შემდეგ მეორეს, მესამეს...
მგზავრები ვეღარ ინძრეოდნენ, თვითმფრინავი კი ხან ერთ გვერდზე გადაიხრებოდა, ხანაც – მეორეზე.
– ნეტავ, მალე დაგვსვან, – დაიკვნესა ხანშიშესულმა მანდილოსანმა, – გული ცუდად მაქვს.
– მალე სამართლის ფაკულტეტი გამოჩნდება, – თქვა ერთმა ტერორისტმა.
– რაო, რა თქვით?
– გაჩუმდით, ნუ ელაპარაკებით, – მიმართა ხანშეშესულ ქალს გვერდით მჯდომმა მამაკაცმა, – ვერ ხედავთ, ყველაფერზე მიდიან.
ამ დროს დარეკა მობილურმა. შემდეგ ერთ–ერთი მგზავრი ქალის ხმაც გაისმა:
– ჰო, შვილო, მე ვარ.
– დედა! – გაჰკიოდა შვილი, – ამ წუთას გადმოსცეს, რომ ერთ–ერთი გატაცებული თვითმფრინავი ნიუ–იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობას შეეჯახა! დედა, როგორ ხარ?
– გაჩუმდი! – იღრიალა ერთ–ერთმა ტერორისტმა და ქალს მობილური გამოსტაცა.
– აი, თურმე რა! ჩვენც რომელიღაც შენობას დაგვაჯახებენ.
მისტერ პერკინსი ფეხზე წამოდგა, მას სახე დასისხლიანებული ჰქონდა.
– ხალხნო! რას დაყუდებულხართ? რაღა ამათ მოვუკლივართ და რაღა აფეთქების შემდეგ დავღუპულვართ, – მისტერ პერკინსს თვალები ანთებოდა, – დასცხეთ ამ არამზადებს, დასაკარგი აღარაფერი გვაქვს!
ერთ–ერთი ტერორისტი პერკინსს მივარდა. ამ დროს წინ მჯდომმა მამაკაცმა სარმა გამოსდო. ტერორისტი დაეცა. მას მყის რამდენიმე მამაკაცი დააცხრა.
– დასცხე წყეულებს! მაგათი დედა და მამა!
– აბა, ყველა ადგილებზე, – დაიძახა ხელყუმბარიანმა ტერორისტმა, – თორემ ახლავე თვითმფრინავს ავაფეთქებ! ადგილებზე–მეთქი!
ხელყუმბარით ხელში ის მოჩხუბრებისკენ გაქანდა. ამ დროს მას სათვალიანი ქალი ეძგერა. ხელყუმბარა იატაკზე დავარდა.
– ხალხნო! ეს სათამაშო ხელყუმბარაა! ნუ გეშინიათ, ის არ აფეთქდება!
– დასცხეთ ამ წყეულებს! ამათი ჯიში გაწყდა!
მგზავრები სავარძლებიდან წამოხტნენ და ტერორისტებს დააცხრნენ.
ეპილოგი
კარზე ბრახუნი გაისმა. პულტთან მჯდომი ტერორისტი ყველაფერს მიხვდა. ხალხი მის ამფსონებს გაუსწორდა. ყველაფერი დაიღუპა. პენტაგონის შენობას ვეღარ ააფეთქებენ, სამართლის ფაკულტეტში ხომ პენტაგონი იგულისხმებოდა.
– ალაჰ აკბარ!
ტერორისტმა საჭე თავისკენ მიიზიდა. კარზე კი მთელი ძალით აბრახუნებდნენ. თვითმფრინავი მიწისკენ გაქანდა.
– ალაჰ აკბარ!
თვითმფრინავი მიწას მიუახლოვდა. საჭესთან მჯდომი ტერორისტი კი ხარხარებდა და რაღაცას ყვიროდა. ცოტაც და გაისმა საშინელი აფეთქების ხმა...
11 სექტემბრის აქციის უშუალო ორგანიზატორი, შეიხი მუჰამედი ამერიკელებმა დააკავეს. ბენ ლადენი ჯერჯერობით წარმატებით ემალება მართლმსაჯულებას, თუმცა, აშკარაა, რომ ადრე თუ გვიან ის აუცილებლად მიიღებს საკადრისს.
11 სექტემბერი გაკვეთილად დარჩება არა მხოლოდ აშშ–ს, არამედ მთელი კაცობრიობისთვის. ის ნათელი მაჩვენებელია იმისა, თუ რა საშინელებაა ფანატიზმი, რომელიც თანამედროვე ტერორიზმის მასაზრდოებელია.
ნიკა თევზაძე

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 