asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მშვიდობით, ჩემო ლამაზო
მშვიდობით, ჩემო ლამაზო
მშვიდობით, ჩემო ლამაზო

2010-09-29 12:43:59



დასაწყისი წინა ნომრებში



თავი მეცხრამეტე

გზას მივუყვებოდი, ცოცხალი ღობე მფარავდა. მეორე კართან მისულმა დავინახე, რომ იქ უკვე სხვა ადამიანი მორიგეობდა, უბრალო ტანსაცმელში გამოწყობილი ბრგე ყმაწვილი, პირად მცველად დაბადებული. მან დაუბრკოლებლად გამატარა.

ავტომობილის სიგნალის ხმა გაისმა. მის რიორდანის კუპე ჩემი მანქანის უკან იდგა. გოგონასთან მივედი. ის შეუდრეკელად და სასაცილოდ გამოიყურებოდა. იჯდა, ხელთათმნიანი ხელები საჭეზე დაეწყო და იღიმებოდა.

– გელოდებოდით. იქ მე ზედმეტი ვიყავი. როგორ მოგეწონათ?

– მზად ვარ დავნიძლავდე, რომ მისი წინდები ქამრიდან ცუდად იხსნება.

– თქვენ ყოველთვის ასეთ სისაძაგლეებს ლაპარაკობთ? – ის გაწითლდა, – ზოგერ დასანახად ვერ ვიტან მამაკაცებს. ახალგაზრდებს, მოხუცებს, ფეხბურთელებს, მომღერლებს, მილიონერებს, კოხტაპრუწა–სუტენიორებს და თაღლით კერძო დეტექტივებს.

პასუხად სევდიანი ღიმილის გარდა სხვა არაფერი დამრჩენოდა.

– ვიცი, რომ მეტისმეტად ვოხუნჯობ. დღეს ჩემს ოხუნჯობას საზღვარი არ აქვს. თქვენ ვინ გითხრათ, რომ ის სუტენიორი იყო?

– ვინ?

– თავს ნუ ისულელებთ. მერიოტი.

– უბრალოდ ვეჭვობდი. მაპატიეთ. არ მინდა უხამსად გამომივიდეს. ვფიქრობ, მისი წინდების გახდას თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს შეძლებთ, მისი მხრიდან ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, მაგრამ შეგიძლიათ ერთ რამეში იყოთ დარწმუნებული – ამ შოუზე გვიან გამოჩნდით.

ფართო ქუჩა მშვიდად თვლემდა. ლამაზად გაფორმებული სატვირთო მანქანა პირდაპირ მდგომ სახლთან უხმაუროდ მისრიალდა, შემდეგ ოდნავ უკან დაიხია და სადარბაზოსთან გაჩერდა. სატვირთოს გვერდზე ამშვენებდა წარწერა "ბეი სიტის ბავშვთა სამსახური".

ენ რიორდანმა კისერი წაიგრძელა და სატვირთოს შეხედა, შემდეგ მე ამომხედა. მისკენ დავიხარე. მან დაუსტვინა:

– თქვენ გსურთ, რომ ცხვირი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online