| ქალი და მამაკაცი |

"ხანდახან სულელური და გიჟური იდეები მომდის"
დავით კიკალიშვილის ქალიშვილი სტუდენტი გახდა
გადაცემა "პოსტ სკრიპტუმის" ავტორმა და წამყვანმა, დავით კიკალიშვილმა ამ ზაფხულს ჯერ ევროპაში იმოგზაურა, მერე მშობლიურ შავი ზღვისპირეთში, გონიოში დაისვენა. პლაჟზე იწვა, ბანანს, ქლიავს, სიმინდს მიირთმევდა და დეტექტივებს კითხულობდა. ასეთი დასვენების შემდეგ ტელევიზიაში იდეებით დატვირთული დაბრუნდა.
კიკალიშვილების ოჯახისთვის ეს ზაფხული იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ უფროსმა შვილმა, ელენემ, ეროვნული გამოცდები ჩააბარა და კავკასიის ბიზნეს–სკოლის სტუდენტი გახდა.
დავით კიკალიშვილი: ეროვნული გამოცდების ჩაბარებით დაფინანსება ვერ ავიღეთ, მაგრამ მაინც კმაყოფილები ვართ. დიდი ქონების პატრონი არ ვარ და რაც შემიძლია შვილებს მემკვიდრეობით დავუტოვო, მათი ცოდნაა. ამიტომაც მთელი ოჯახის ბიუჯეტი სწავლისკენაა მიმართული.
– თქვენს გოგონას მხოლოდ ფინანსურად უმაგრებდით ზურგს თუ კონკრეტულად რომელიმე საგნის სწავლაშიც ეხმარებოდით?
– ხანდახან ვსაუბრობთ. მე სხვა ფორმაციაში გავიზარდე – საოცნებო კომუნიზმში. ახლა უხეშ კაპიტალიზმში ვართ და განსაკუთრებულ რჩევებს ვერ ვაძლევ. ვცდილობ, კარგად ისწავლოს და იცოდეს, რა უნდა.
– მეგობრული დამოკიდებულება გაქვთ ელენესთან? შეუძლია თავის თაყვანისმცემლებზე მოგიყვეთ?
– ასეთ რამეში არ ვერევი. ისიც ცდილობს, საზრიანად მოიქცეს. ვფიქრობ, ჯერჯერობით თავის განათლებასა და კარიერაზე უნდა იფიქროს და მერე სხვა რამეც მოვა. მე და ჩემს მეუღლეს როლები გვაქვს გადანაწილებული ამ ურთიერთობებში. შვილს მაგალითით უნდა აჩვენო, როგორ იცხოვროს. საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს – თავის თავზე შეეძლოს ზრუნვა და მერე – სხვაზე.
– ძალიან მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. გაბრაზება სულ არ იცით?
– ვცდილობ, მშვიდი ვიყო. რაც შეეხება გაბრაზებას, არ ვღრიალებ. ჩუმად, ჩემთვის ვბრაზდები, საკუთარ თავს ვუბრაზდები ხოლმე. ადამიანის ყველაზე დიდი პრობლემა მისი თავია და ის, თუ როგორ ებრძოლოს საკუთარ სისუსტეებს.
– თქვენ რა სისუსტე გაქვთ?
– არ ვიტყვი. ალბათ უფრო მეტი უნდა ვიმუშავო და მეტი ვიფიქრო საკუთარი თავის განვითარებაზე და ა.შ.
– ამ ზაფხულს, როცა ელენეს გამოცდები გადაიარეთ, ალბათ დასვენებისთვისაც მოიცალეთ.
– ცოტა ხანს ევროპაში ვიყავი, ცოტა ხანს ზღვაზე.
– ნამზეური არ გეტყობათ. არადა მთელი ზაფხული ზღვაზე წვიმა არ ყოფილა.
– ვერ ვირუჯები, ვერ ვშავდები, ვიწვები. ზღვაზე ორი ქოლგის ქვეშ ვწევარ ხოლმე. ეს კარგი პერიოდია, რომ წიგნი წაიკითხო.
– რა წიგნი წაიკითხეთ?
– მაგ დროს სრულიად სულელურ დეტექტივებს ვკითხულობ. ვერ დავიკვეხნი, რომ ჩემი მსოფლმხედველობა გავაფართოვე.
– კარგად ცურავთ?
– არა, ცუდად ვცურავ. ახლოს ვცურავ და მერე უკან მოვდივარ. ცურვა არ არის ჩემი ჰობი და ფრთხილად ვეკიდები ზღვას. ზოგი სელაპივით გაცურავს ხოლმე. მე ეს მაინცდამაინც არ მაინტერესებს.
– თქვენი მეუღლეც ქოლგის ქვეშ იწვა?
– არა, მზეზე და სულ ჩიოდა, რომ მზე კარგად არ ეკიდებოდა.
– ევროპაში სად იყავით?
– გერმანიაში ჩავედი გადაღებაზე და მერე ავსტრიაში გადავედი მეგობრებთან. მართალია, წვიმდა, მაგრამ მაინც კარგი იყო. რუსთაველის თეატრის გასტროლი იყო და მათ სპექტაკლსაც დავესწარი. მერე ზღვაზე, გონიოში ვიყავი ცოლთან და უმცროს შვილთან ერთად. უფროსი უკვე ჩვენ გარეშე, თავის მეგობრებთან ერთად ისვენებს. ერთთვიანი დასვენება გამომივიდა, მაგრამ ჩვენი ჯგუფი აქტიურად მუშაობდა. დრო უქმად არ დაგვიკარგავს და ბევრი საინტერესო რეპორტაჟი მოვამზადეთ.
საშვებულებო პერიოდი დასრულდა და როგორც მეგობრები უზიარებენ ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის შთაბეჭდილებას, ჩვენც გვინდოდა, ასეთივე გადაცემა გაგვეკეთებინა და მაყურებლისთვის ჩვენი მოგზაურობების შთაბეჭდილებები გაგვეზიარებინა.
– უცხოეთში რეპორტაჟებზე ვინ სად წავა, თქვენ წყვეტთ?
– გადაცემის პროდიუსერი და სული და გული ეკა სარიაა, თუმცა მეც ვიღებ ხოლმე მონაწილეობას ასეთი გადაწყვეტილების მიღებაში. ხანდახან სულელური და გიჟური იდეები მომდის და ეს ადამიანები ამ ყველაფერს როგორღაც ახორციელებენ.
– მაგალითად, ყველაზე გიჟური იდეა რა მოგივიდათ?
– მაგალითად, მექსიკაში წასვლა. ძალიან შორია და ვინ იფიქრებდა, რომ იქ ჩვენი კორესპონდენტი ჩავიდოდა. ბედის წყალობით, ყველაფერი კარგად დასრულდა. სამწუხაროდ, დიდი ფუფუნება არ გვაქვს, რომ ხშირად ვაგზავნოთ უცხოეთში ადამიანები, მაგრამ ეკა სარია ისეთი ჯადოქარია, საიდანღაც იპოვის ხოლმე სპონსორს, დააინტერესებს.
– თავად თუ გინდათ წასვლა რომელიმე საინტერესო ადგილას?
– ძალიან მინდა ავღანეთში წასვლა. ადრე ერაყში ვიყავი. ის ადგილები მაინტერესებს, სადაც ისეთი მნიშვნელოვანი რამეები ხდება, რომელიც მერე მთელ მსოფლიოზე მოქმედებს. ადგილზე მინდა დავინახო, რა ხდება იქ. მოლაპარაკებები გვაქვს. სიტყვიერი შეპირებაც მაქვს თავდაცვის სამინისტროსგან. ალბათ წავალ.
– შიში არ გაქვთ?
– ჩვენ ეგეთი პროფესია გვაქვს. სადაც ახლა თქვენ ხართ, ესეც არ არის უსაფრთხო.
– არ გადამრიოთ, ემუქრება რამე ამ შენობას?
– ამ შენობას რამდენჯერმე ჭურვი მოხვდა, ერთხელ მიწისძვრაც იყო... ასე რომ, ყველაფერი საკუთარ თავზე გვაქვს განცდილი. ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ...
– "პოსტ სკრიპტუმი" ისევ ისეთი იქნება თუ რაიმე შეიცვლება?
– "პოსტ სკრიპტუმი" და მთლიანად "რუსთავი 2" ემზადება გრანდიოზული ფერიცვალებისა და გარდასახვისათვის, რომელის 2011 წლიდან განხორციელდება. ახალი სეზონის პირველი გადაცემა ახალი შენობიდან წავიყვანე. ახალი წლიდან დაგეგმილია არხის ახლებურად შეფუთვა, ახალი პროექტების წარდგენა. შარშან რთული წელი იყო. ალბათ მომავალიც არ იქნება დალხენილი, ფინანსური კრიზისი ყველას შეგვეხო. საინტერესო მოლაპარაკებები გვაქვს "მაგთიკომთან", თფუ, თფუ, თფუ!.. (მაგიდაზე აკაკუნებს. – ავტ.შენ). არ მინდა, დავთარსო. მათ სურვილი გამოთქვეს, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი პროგრამის შექმნაში და შემეცნებითი მხარის გაძლიერებაში.
– ცრუმორწმუნე ხართ?
– კი და შავი კატებისაც მჯერა. რაც თავი მახსოვს, ვცდილობ, შავი კატა რომ გაივლის, იმ გზაზე აღარ გავიარო.
– ფინანსური კრიზისი თქვენს ოჯახსაც შეეხო?
– რა თქმა უნდა! არავის ულხინს და არც – მე. დიდი ოჯახი გვაქვს, ყველა ერთმანეთზე ვზრუნავთ და, როგორც ყველა ჩვეულებრივ ოჯახს, ჩვენც შეგვეხო. გვინდა თუ არა, ხორბლის ფასი იწევს. თან იქ, სადაც ჩემი უფროსი შვილი მოეწყო, საკმაოდ დიდი გადასახადია და ამაზეც უნდა ვიზრუნოთ.
– დათო, ავტომანქანა გყავთ?
– არა, ჩემს მეუღლეს ჰყავს. მე არ ვატარებ, ვერ შევეწყვეთ მე და მანქანა. ხომ ამბობენ, ბევრი უცოდინარი მძღოლი დადის თბილისშიო და მე რატომ უნდა შევემატო მათ? თუ კარგად არ ატარებ, არ უნდა იარო მანქანით.
– მეუღლეს მოჰყავხართ ხოლმე სამსახურში?
– არა, გრაფიკში ვერ ვეწყობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვსარგებლობ. სამაგიეროდ, თამამად ვსვამ ხოლმე, რადგან ვიცი, მომაკითხავს.
– ქეიფი და დროსტარება გიყვართ?
– ქეიფის დრო სად არის?! არც დროა და არც...
– ფინანსები?
– კი, მაგრამ არ მინდა, წუწუნში ჩამეთვალოს, რადგან ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, ვისაც ნამდვილად უჭირთ. მაგათ ფონზე მე ეგ არ მეკადრება.
– ფინანსური კრიზისი "პოსტ სკრიპტუმსაც" შეეტყობა?
– ვცდილობთ, არ შეეტყოს. ეკა სარიას ვემადლიერები. რასაკვირველია, სპონსორებთან დაკავშირებით გარკვეულ დათმობებზე მოგვიწია წასვლა, მაგრამ მაინც ვამზადებთ საინტერესო რეპორტაჟებს. რუსეთის ინტერვენციამდე უკეთესი პირობები გვქონდა. მას შემდეგ სარეკლამო ბაზარიც ჩამოიშალა. ეს რომ არა, უფრო წინ ვიქნებოდით. გვინდა, ახალი ტიპის ინტერნეტ–საიტი გავაკეთოთ, რომელიც უფრო მეტად ფუნქციური იქნება. გამოკითხვები უნდა ჩავატაროთ, ისეთი ვიდეომასალები დავდოთ, რომელიც ეთერში არ გავიდა, კონკურსები უნდა მოვაწყოთ გამოგზავნილი ვიდეომასალებით – ყველას აქვს ვიდეოს გადაღების საშუალება. მინდა, ამ ახალ ტექნოლოგიებში კარგად გავერკვე. ეს ამჟამად ცოტა მიჭირს.
– უკვე 14 წელია ერთსა და იმავე გადაცემას აკეთებთ. სხვა სფეროში, თუნდაც პოლიტიკაში გადასვლა არ გიფიქრიათ?
– არა, ღმერთმა დამიფაროს! ვის რაში ვჭირდები? მინდა, ბოლომდე ჟურნალისტიკაში დავრჩე და ღმერთმა ქნას, ხელი არაფერმა შემიშალოს.
– ახალი სეზონის პირველივე გადაცემა ახალი შენობიდან წაიყვანეთ. ეს ის შენობაა, სადაც ცოტა ხნის წინ საშინელი ტრაგედია დატრიალდა – ჩამოინგრა და ადამიანები დაიღუპნენ. "რუსთავი 2" კი არც დაინტერესებულა, იქ რა მოხდა, არც დამნაშავე დასჯილა.
– არხი და მისი მენეჯმენტი გარკვეულწილად ამ ამბის მონაწილე იყო და არხი ამ სიტუაციაში ობიექტური ვერ იქნებოდა, რადგან გარეთ მდგომი ორგანიზაცია არ იყო. თან, ჩვენი სასამართლო რაც არის, ეს არის, მეტ სამართლიან არბიტრს ვერ იპოვი. ყველას თავისი სიმართლე აქვს. თუ რაღაც ახლა არ გაკეთდა, ალბათ მომავალში გამოსწორდება. ეს იმ ადამიანებს ვეღარ დააბრუნებს, მაგრამ მაინც. "რუსთავი 2" ამ შენობას თავისთვის აშენებდა და ნურავის ეგონება, რომ ჩვენ თვითმკვლელები ვართ. არა მგონია, ვინმეს ეს საგანგებოდ გაეკეთებინა და ხელი მოეთბო. პირიქით, ჩვენი კომპანია ზარალში ჩავარდა და ფინანსური მდგომარეობაც უკან დაწია, შემცირებები დაიწყო.
სრულიად ვეთანხმები საერთაშორისო დასკვნებს, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოში პრესა ნახევრად თავისუფალია. "რუსთავი 2" ზეწოლას მხოლოდ ხელისუფლებისგან კი არა, დიდი ფინანსური კომპანიებისგან, მსხვილი ბანკებისგან და ა.შ. განიცდის. ეს სისტემა ნელ–ნელა დაიხვეწება. ახლა ის პერიოდი გვაქვს, რომელიც როგორმე უნდა გადავიტანოთ. მხოლოდ პრესაში კი არა, ნებისმიერ სფეროში ასეთი რამ ხდება. მე ვარ ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ამ პერიოდს ჩვენი საზოგადოება გადალახავს და უკეთესს გახდის.
– ახალი შენობა მოგწონთ?
– შენობა ბოლომდე ვეღარ აღდგა. დაანგრიეს და თავიდან ააშენეს. უფრო ფუნქციური შენობაა, დიდი სივრცეა, მეტი შესაძლებლობებია და მომწონს.
რუსუდან ადვაძე

კავშირი ტეგთან: ორი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 