| ქალი და მამაკაცი |

"პროფესიაში რამე ისეთი დაბრკოლება არ მქონია, რომ განმეცადოს"
დათო დარჩია: "პროფესიაში რამე ისეთი დაბრკოლება არ მქონია, რომ განმეცადოს"
მსახიობი დათო დარჩია უკვე მეთვრამეტე წელია, რუსთაველის თეატრის სცენაზეა. მიუხედავად ამდენი წლის გამოცდილებისა, ყოველი სპექტაკლი მისთვის ახალი ხილია და ყოველი გამოსვლისას რაღაც ახლის სწავლას ცდილობს. თვლის, რომ თეატრი პროფესიულად ზრდის, პიროვნულად კი, ვინც იყო, ისევ ის დარჩა - ადამიანი, დამახასიათებელი პუნქტუალურობით, სიმართლის სიყვარულითა და სიფიცხით, რომელიც მხოლოდ მისმა შვილებმა იციან, როგორ ჩააქრონ.
ამბობს, რომ ოჯახური იდილია მისთვის უწმინდესია, ამიტომაც ცხოვრებისეულ სირთულეებს უფრო რთულად უდგება, ვიდრე პროფესიულს. მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე ყოფნა ყველაფერს ურჩევნია, არც მაყურებლის როლში გრძნობს თავს ურიგოდ, თუ რატომ, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
- რამდენად კარგად იცნობთ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს?
- საკუთარ თავს ძალიან კარგად ვიცნობ, საკუთარი თავი თუ არ ვიცი, მაშინ ადამიანებშიც ვერ გავერკვევი და, აქედან გამომდინარე, ვერაფერში. კარგად ვიცნობ ჩემს დადებითსა და უარყოფით მხარეებსაც. ვფიქრობ, რომ თუ კარგად ვიცნობ საკუთარ თავს, ჩემი შესაძლებლობების 80% ვიცი.
- საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ. კულისებში გასულს, გქონიათ განცდა, რომ სცენაზე მეტის გაკეთება შეგეძლოთ?
- ეს უკვე პროფესიონალიზმის ამბავია. თუ ადამიანი პროფესიონალია და, ძირითადად, ასეთ დიდ, დრამატულ თეატრებში პროფესიონალიზმია საჭირო და აუცილებელი, ყველა დიდ მსახიობს ეუფლება იმის შეგრძნება, რომ მთლად 100% არ გამოავლინა სცენაზე. რამე კი არ დააკლო როლს, არა, მთლიანად დაიხარჯა, ისე იგრძნო ყველაფერი, რომ სულ მთლად დასველდა და მაინც რომ დაფიქრდება, აუცილებლად გაუელვებს, რომ იქ, იმ სცენაში ასე სჯობდა, მე მგონიო. შესაძლოა, შემდეგ სპექტაკლზე სხვაგვარად სცადო, მაგრამ მერე კიდევ რაღაც გამოჩნდება ასეთი და მუდმივად ასე გრძელდება. აქედან გამომდინარე, უფრო მეტის და მეტის სურვილი აქვს მსახიობს.
- ანუ, რამდენჯერაც დაიდგმება სპექტაკლი, იმდენჯერ სწავლობთ?
- თავისთავად. მსახიობს გაქვს რაღაც გამოცდილება, რომელიც გეხმარება ყველა სპექტაკლში, მაგრამ ყოველ ჯერზე რაიმე ახალს ყოველთვის სწავლობ. რეჟისორი რომ ერთი და იგივე იყოს, ახალ სპექტაკლს მაინც ახალი ხილვა მოაქვს მსახიობისთვის.
- თვითკრიტიკა გახასიათებთ?
- ამისათვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ გეუბნებიან, რა მოსწონთ და რა - არა. ამის მიღების შნო ნამდვილად გამაჩნია, არ მწყინს ასეთი რაღაცები. თან, გააჩნია, ვისგან იღებ კრიტიკას. მე ადრეც ვთქვი ასეთი რაღაც, რომ ჩემი მეუღლე ოჯახის წევრებიდან ყველაზე კარგად მაფასებს-მეთქი. დედა, მაინც დედაა და სხვანაირად გეტყვის. მეუღლე კიდევ პირდაპირ გეუბნება, ამ სცენაში ეს იყო ცუდი და აქ ეს იყო კარგიო. ჯანმრთელ, ჯანსაღ კრიტიკას ვიღებ კიდეც და გამოსასწორებელი რაღაცების გამოსწორებასაც ვცდილობ.
- თქვენ ეუბნებით ხოლმე კოლეგებს, როცა მათ შესრულებაში, თამაშში რამე არ მოგეწონებათ?
- არ ვიცი, სხვა დაწესებულებებში როგორ არის, მაგრამ ჩვენთან კოლეგა კოლეგას არ ეუბნება შენიშვნას. თეატრში სამოცზე მეტი მსახიობია და ყველასთან ერთნაირი ურთიერთობა არ მაქვს. ვთქვათ, ხუთთან თუ ვძმაკაცობ, ათთან ვმეგობრობ და ოცდახუთს კარგ გამარჯობას ვეუბნები. შესაბამისად, ყველას სხვადასხვანაირად ვუდგები. ძმაკაცს კიდევ შეიძლება ძმაკაცურად შეაპარო, რომელიმესთან თუ შევიკრიბებით, იქ ხდება ხოლმე ასეთი რაღაცების გაანალიზება და ა.შ. ასეთი რამ ჩემთვის მისაღებია, მაგრამ სათითაოდ რომ ვუთხრათ ყველამ ყველას შენიშვნა, არ არსებობს - ეს მე ძალიან მომწონს.
- ყველა ხელოვანს განსხვავებული ბუნების ადამიანად აღიქვამს ხალხი. როგორ გგონიათ, განსხვავებული ბუნება განაპირობებს მათ პროფესიულ არჩევანს თუ პირიქით - პროფესიული არჩევანის გამო ხდებიან განსხვავებულები?
- ასეთი რაღაც მეც მსმენია. ბევრჯერ პატარა ბავშვზეც იტყვიან ხოლმე, რომ შეხედეთ, პატარა არტისტია, როგორ მღერის, როგორ აცინებსო და ა.შ. მაგრამ ჩემი აზრით, ყველა ქართველში ზის იუმორის კარგი გრძნობა და ერთი-ორი კაცი თუ კარგად გააცინე, არ ნიშნავს, რომ არტისტი ხარ. ჩემი აზრით, პროფესია გზრდის განსხვავებულს, მაგრამ მე არ მივეკუთვნები იმ რანგის მსახიობებს, სცენაზე მეფე რომ ვითამაშო, გარეთაც მეფე მეგონოს თავი. სცენიდან გამოსულიც, ჩვეულებრივი დათო დარჩია ვარ, ჩვეულებრივი ხედვით, გემოვნებითა და ა.შ.
იმედია, არ მიწყენს უფროსი თაობა, თუ ვიტყვი, რომ მათ უფრო ახასიათებდათ ის, რაც წეღან აღვნიშნეთ - როლში შესულებს, გამოსასვლელი ეკარგებოდათ. ასე რომ, მე არ ვთვლი თავს განსაკუთრებულად - ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ, რომელსაც შემიძლია სიყვარული. უბრალოდ, განსხვავებული ვარ იმ მომენტში, როცა სცენაზე ვდგავარ.
- ერთია, როცა სპექტაკლი, სცენა და თამაში პროფესიული თვალსაზრისით ზრდის მსახიობს. პიროვნულად თუ იცვლება და იზრდება სცენაზე ადამიანი?
- თეატრში უკვე ჩამოყალიბებული პიროვნება მოდიხარ. უკვე იცი, ნასწავლი გაქვს რაღაც ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან, ჩამოყალიბებული ხარ უკვე. მე 1994 წლიდან ვარ თეატრში, მეთვრამეტე წელი დაიწყება, რაც აქ ვარ, მაგრამ პიროვნულად ზუსტად ისეთი ვარ, როგორიც მოვედი. მე მოვედი ზრდასრულ, ჩამოყალიბებულ პიროვნებად, ვრჩები და დავრჩები იგივე პიროვნებად. თეატრი პროფესიულ დონეზე მზრდის, როლიდან როლამდე მზრდის, როგორც მსახიობს. პიროვნულია, რომ ვერ ვიტან დაგვიანებას და ვერც მაშინ ვიტანდი, თეატრში როცა მოვედი. თუ რაღაც საოცარი მიზეზი არ მაქვს, არ არსებობს, სადმე დროულად არ მივიდე. ათი წუთით, ნახევარი საათით ადრე წამოვალ და მაინც თავის დროზე მივალ. ადრე, საბურთალოდან ფეხით მოვდიოდი ხოლმე თეატრში, მაშინ არც ბევრი მანქანა იყო ქუჩაში. ახლა, როცა ამდენი მანქანაა, მთელი საქართველო რომ თბილისშია და ამდენი პრობლემაა, ვითვალისწინებ და ადრე გამოვდივარ სახლიდან. არ ვიტყვი იმას, რომ ტყუილი არ მითქვამს, მაგრამ მავნე ტყუილს, სხვის დასაზიანებლად რომ უნდა თქვა, ვერც ადრე ვიტანდი და ვერც ახლა. და სხვასაც არ ვაპატიებ ამას. ეს დადებითი მხარეებია, უარყოფითი რამდენად სათქმელია, არ ვიცი, შეიძლება არც ვთქვა. რა ვიცი, თუნდაც ის, რომ ფიცხი გურული ვარ, ასეთი ვიყავი და დავრჩი. იმ სიფიცხეში შეიძლება იმდენად უაზრო რაღაც გავაკეთო, რომ სანანებელი გამიხდეს. მართალია, მალევე ვწყნარდები, მაგრამ ამ ერთ წამში შეიძლება ისე ვაწყენინო ადამიანს, რომ დიდი ხანი შერიგებას მოვუნდე. სხვათა შორის, ოჯახშიც მახასიათებს ეს.
- შვილებთანაც იჩენთ სიფიცხეს?
- შვილებთან ვერ ვფიცხობ. მადნობენ, ისე იქცევიან, რომ ასე ვთქვათ, აქრობენ ამ ცეცხლს. კარგად იციან, ეს როგორ უნდა გააკეთონ, იმიტომ, რომ ჩემი შვილები არიან.
- თქვენს პიროვნულად ჩამოყალიბებაში ვინ ითამაშა დიდი როლი?
- გარკვეულ ეტაპებზე, გარკვეულ ხალხთან მქონდა ურთიერთობა. როცა პატარა ვიყავი, ბაბუა ცდილობდა ამის გაკეთებას, მეც მომწონდა მისი თვისებები და ვცდილობდი, დავმსგავსებოდი. სკოლა რომ დავამთავრე, მამა მაშინ გარდამეცვალა, მაგრამ მერე გამოჩნდა ადამიანი, ვინც მაგალითად იქცა ჩემთვის - ეს ბატონი გურამ ფირცხალავაა, ჩემი მამობილი, მამა და პიროვნულად მისგან ბევრ რამეს ვსწავლობდი და დღემდე ასეა. თეატრში მოსვლის დროს, ბატონ რობერტ სტურუასთან მომიწია ურთიერთობა და მისგანაც ბევრი რამ ვისწავლე, ასე რომ, ბევრი ადამიანია ისეთი მისაბაძი და სამაგალითო, რომლებისგანაც ყოველთვის ვისწავლი რაღაცას. კარგი ადამიანების, კარგი პროფესიონალებისა და მეოჯახე პიროვნებებისგან სწავლა, სულიერად თუ არ გამამდიდრებს, არც არაფერს მომაკლებს.
- როგორ ხვდებით სირთულეს და დაბრკოლებას პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში?
- პროფესიაში რამე ისეთი დაბრკოლება არ მქონია, ძალიან რომ განმეცადოს და საფიქრალად გადამქცეოდეს. თეატრში ნამდვილად არ მქონია, კინოში ერთი-ორ როლზე დამამტკიცეს და მერე ისე აღმოჩნდა, რომ აღარ ვიყავი და ეს განვიცადე, მაგრამ რას იზამ, პროფესიაა ასეთი. ოჯახურ პრობლემებს რაც შეეხება, ამას უფრო რთულად ვუყურებ, რადგან ჩემთვის ოჯახის სიწმინდე უპირველესია, მერეა საქმეც და ყველაფერი. ოჯახი არის მთავარი, ოჯახი უნდა გყავდეს ფეხზე დაყენებული. განსაკუთრებით, ჩემი პროფესიის ადამიანს, მსახიობობის ეშხში რომ არის შესული, ესეც მაშინ არის კარგი და იდეალური, თუ ოჯახში სიმშვიდეა. თან, როცა გინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს და დაუსრულებლად ფიქრობ ამაზე. ეგ კი არა, დაახლოებით ერთი წელია შევამჩნიე, რომ ჭაღარაც შემომპარვია ნელ-ნელა.
- გჯერათ იმის, რომ ადამიანის განწყობასა და რწმენას, რაღაც-რაღაცების რადიკალურად შეცვლა შეუძლია?
- რა თქმა უნდა, რწმენა ყველაზე დიდი რამ არის, რასაც ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია. მე მჯერა და ვეთანხმები იმ აზრს, რომ რწმენით ბევრი რამის გაკეთება შეიძლება.
- თქვენთვის მაყურებლის როლში ყოფნა როგორია?
- მაყურებლის როლში ყოფნა ძალიან კარგია. მართლა მშვენიერია, იმიტომ, რომ პროფესია თუ გიყვარს, არ აქვს მნიშვნელობა, შენ დგახარ თუ არა სცენაზე, თან, თუ კარგი სპექტაკლია. უფრო დამუხტული ვარ ხოლმე ჩემი სპექტაკლისთვის. მაყურებელი ქუჩიდან შემოდის და ელოდება დაწყებას, სანამ დაიწყება, ათას რამეზე ასწრებს ლაპარაკს. მე კი, რომ ვიცი, დაწყებამდე როგორ ნერვიულობენ მსახიობები, რა ხდება ამ დროს სცენის მიღმა, ერთიანად დამივლის ხოლმე, მგონია, რომ მეც უნდა გამოვიდე და ვემზადებისავით.
- 90-იან წლებში, როცა ძალიან დიდი გაჭირვება იყო, საზოგადოების ნაწილი პერმანენტულად დადიოდა სპექტაკლებზე. როგორ გგონიათ, რატომ ხდებოდა ასე, რა იზიდავდათ თეატრში?
- არიან მაყურებლები, რომლებსაც მე, როგორც მაყურებელი, ვერც შევედრები თეატრის სიყვარულში. შეიძლება ბევრი ვერ მოდიოდა მაშინ, მაგრამ ის ხალხი მოდიოდა, ვისაც ფანატიკურად უყვარდა თეატრი - არ აინტერესებდათ სიცივე, საჭმელი. სცენაზე ნანახი თუ სანახავი წარმოდგენა იყო მისთვის საჭმელიცა და სითბოც. ჩვენ, მსახიობებს, ხელები აგვიწევია ასეთი მაყურებლის წინაშე. ტყვიების ზუზუნი იყო, შუქი ქვრებოდა, სანთლები და სანთებელები აუნთიათ და იმაზე დაგვიმთავრებია სპექტაკლი. არ შეიძლება ამ ყველაფრის მერე პატივი არ სცე შენს მაყურებელს. მადლობა მათ ამხელა თავდადებისთვის.
დღეს, ძალიან კარგი პირობები გვაქვს, ხალხიც დადის, 90-იანი წლებისგან განსხვავებით, დღეს შეუძლიათ გამოაჩინონ თავიანთი მორთულ-მოკაზმულობა, რადგან თეატრში სპეციფიკურად გამოწყობილები მოდიან ხოლმე, დარბაზში ყოფნისას ურთიერთობაც კი სპეციფიკური აქვთ, თითქოს.
- სცენაზე მსახიობები თამაშობენ, დარბაზში მაყურებლები.
- ზუსტად, რა თქმა უნდა. ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაც კი სხვანაირ ელფერს იძენს. თან, თუ კარგი სპექტაკლია, მიდის მერე მისი განხილვა. ღმერთის წყალობით, თეატრში დადის დღეს ხალხი.
- ბევრი მსახიობი ამბობს, რომ მათ ახალგაზრდა კოლეგებს უფრო მეტი შანსები, უფრო კარგი პირობები აქვთ დასახვეწად, წარმატების მისაღწევად. ეთანხმებით მათ აზრს?
- მე არ ვთვლი ასე. თეატრში ბატონ რობერტთან ვმუშაობდი. მაპატიონ სხვა რეჟისორებმა, მაგრამ კარგა ხანს ამაზე დიდ რეჟისორთან, ამაზე დიდ კორიფესთან არა მგონი მოუწიოს ვინმეს მუშაობა. კინოც, მე შენ გეტყვი და ისე განვითარდა, რომ ჰოლივუდს გავასწარით, შეიძლება უფრო დადაბლდა კიდეც. ახლა აღარც ფირზე იღებენ ფილმს, აღარც იდეა აქვთ მოსაწონი. ასე რომ, დღეს, ამ მხრივ, შესაშური ნამდვილად არაფერია.
თეონა მჭედლიძე

კავშირი ტეგთან: პროფესია

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 