| ქალი და მამაკაცი |

დაიაურების ტრაგედიას სასწაულით გადარჩენილები
"გონს რომ მოვდიოდი, მამა გაბრიელს ვთხოვდი, დამეხმარე–მეთქი"
22 ივლისს მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. პოეტ გელა დაიაურის ოჯახი და ნათესავები ათენგენობიდან (ხალხური, არაქრისტიანული დღესასწაული. ავტ.) ბრუნდებოდნენ, როცა ავტოავარია მოხდა. მანქანა მდინარეში გადაიჩეხა. ათი მგზავრიდან შვიდი დაიღუპა, მათ შორის – სამი ბავშვი. 2 წლის დემეტრე დაიაურსა და 4 თვის მამუკა არაბულის ცხედრებს დღემდე ეძებენ. ტრაგედიას სამი ადამიანი გადაურჩა. განსაცდელში მყოფი ორი მათგანი დახმარებას მამა გაბრიელს სთხოვდა. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ცოცხლები სწორედ ბერი გაბრიელის ლოცვით გადარჩნენ.
ეს ამბავი ბერი გაბრიელის სულიერმა შვილმა ოთარ ნიკოლაიშვილმა გვიამბო. თავის სულიერ მამაზე წიგნების გამოცემა პირველად სწორედ მან დაიწყო. ბატონი ოთარი ყველა იმ სასწაულს აგროვებს და წიგნად გამოსცემს, რომელიც მამა გაბრიელის სახელს უკავშირდება. სამომავლოდ მის წიგნში ალბათ ის სასწაულიც მოხვდება, რომლებზეც ქვემოთ გიამბობთ.
ოთარ ნიკოლაიშვილი:
– სანამ ეს საშინელი ტრაგედია მოხდებოდა, რამდენიმე დღით ადრე თიანეთისა და ფშავ–ხევსურეთის ეპარქიაში, კერძოდ კი შატილში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის საკურთხეველი აკურთხეს. წირვას საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე და ამავე ეპარქიის მიტროპოლიტი თადეოზი (იორამაშვილი) აღასრულებდნენ. ეკლესიის საძირკვლის კურთხევას სხვა მრავალ სტუმართან ერთად მეუფე თადეოზის ლოცვა–კურთხევით მეც ვესწრებოდი. ამ დიდებული დღის მადლით ყველა ხარობდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ეს ტრაგედია მოხდა და ბედნიერება დიდი ტკივილითა და მწუხარებით შეიცვალა. როგორც გავიგეთ, მძღოლი საკმაოდ ნასვამი იყო. ამას გარდაცვლილზე მხოლოდ იმიტომ ვამბობ, რომ სხვებისთვის გაფრთხილება იყოს.
– ვინ შეგატყობინათ, რომ ტრაგედიის დროს გადარჩენილები დახმარებას მამა გაბრიელს შესთხოვდნენ?
– ამ ამბიდან რამდენიმე დღეში მცხეთაში მამა გაბრიელის საფლავთან მივედი. სანთლის ანთების დროს შატილში მომხდარი ტრაგედია გამახსენდა და ღვთის წინაშე გარდაცვლილთა შემწეობა შევთხოვე. უკან გამობრუნებულს მონასტრის ეზოში მცხეთელი ქალბატონი ეთერ მრევლიშვილი შემხვდა, რომელმაც მითხრა, შატილში გადარჩენილი სამი ადამიანიდან ორნი მამა გაბრიელს ევედრებოდნენ ხსნასო. დაღლილი ვიყავი, ეზოშიც ხალხმრავლობა იყო, ამიტომ ვერ აღვიქვი, რას მეუბნებოდა. მალევე დავემშვიდობე. მესამე დღეს სვეტიცოხველში ვლოცულობდი, ჩემთან ისევ ეთერი მოვიდა და მითხრა, ოთარ, ხომ ხედავ, ისევ მამა გაბრიელმა მომიყვანა შენთან, რატომ ყურადღებით არ მისმენო. ისევ მიამბო, რომ გადარჩენილები დახმარებას მამა გაბრიელს სთხოვდნენ. თითქოს ამ ამბავს პირველად ვისმენდი. იმ დღესვე ვინახულე ერთ–ერთი გადარჩენილი, თეონა ჭინჭარაული. სახლში მას სხვა ხატებთან ერთად კედელზე მამა გაბრიელის რამდენიმე სურათი აქვს დაბრძანებული და, როგორც წმინდანზე, ისე ლოცულობს. მან საკვირველი ამბავი მომიყვა. გადავწყვიტე, თქვენი ჟურნალის საშუალებით ეს ამბავი თქვენი მრავალრიცხოვანი მკითხველისთვისაც მომეყოლა, რომ მეტი რწმენით აღივსონ.
* * *
ბატონმა ოთარმა 21 წლის თეონა ჭინჭარაულთან მიგვიყვანა. მან "სარკესთან" ის ავბედითი დღე გაიხსენა.
თეონა ჭინჭარაული:
– ეკლესიის საძირკვლის კურთხევას შატილში უამრავი ადამიანი დაესწრო. პატრიარქის ამობრძანება ყველასთვის დიდი ნუგეში და სიხარული იყო. ადგილობრივ მცხოვრებლებს პატრიარქმა ვერცხლის ჯვრები გადმოგვცა. იმ ტრაგედიის დღეს გულზე სწორედ უწმინდესის ნაჩუქარი ჯვარი მეკეთა. სიკვდილისგან ჩვენი პატრიარქისა და მამა გაბრიელის ღვთის წინაშე შემწეობამ მიხსნა...
ნათესავებთან ერთად ათენგენობის დღესასწაულიდან ვბრუნდებოდით, რომელიც ხონეს გორაზე გაიმართა. იმ დღეს ყველამ იმხიარულა, საკლავი დაკლეს. დღის 4 საათზე ხალხი დაიშალა. ჩვენც წამოვედით და 15–20 წუთში ეს ტრაგედიაც მოხდა.
– იმ შემზარავი ტრაგედიიდან რა გახსოვთ?
– მანქანაში მძღოლის უკანა სავარძელში ვიჯექი. ხელში ბერდია არაბულის 4 თვის შვილი მამუკა მეჭირა და ვეფერებოდი. ცუდი გზა იყო, ამიტომ ბავშვს დავყურებდი. მეშინოდა, რამე არ სტკენოდა. უცებ ქალების წივილი ატყდა. თავი რომ ავწიე, მანქანა სავალი გზიდან გადასული იყო და მდინარე არღუნში იჩეხებოდა. საჭეს ბერდია არაბული მართავდა. გონება დავკარგე, აღარაფერი მახსოვს. გონს რომ მოვედი, მანქანა უკვე მდინარეში იყო და წყლით ივსებოდა. ბავშვი ისევ ხელში მეჭირა. პატარას ზემოთ ვწევდი, რომ წყალი არ მისწვდომოდა.
– ამ დროს ბავშვი ცოცხალი იყო?
– კი, ცოცხალი იყო. ხმამაღლა ვიყვირე, მამა გაბრიელ, დამეხმარე–მეთქი და თან ბავშვს ზემოთ ვწევდი. ამ დროს გონება დავკარგე.
– სხვები რა მდგომარეობაში იყვნენ, ხედავდით?
– ხმაური მესმოდა, ისინი მოძრაობდნენ, ალბათ ცოცხლები იყვნენ. წამებში ყველაფერი წყალმა დაფარა, ჩემს სხეულს ზემოდან დავყურებდი. ვხედავდი, წყალში როგორ ვიძირებოდი. მერე ყველაფერი დატრიალდა, ჩემ თვალწინ ყველაფერი გაშავდა...
– მანქანიდან გადმოსვლა როგორ მოახერხეთ?
– არ მახსოვს, მთლიანად გავითიშე. მდინარემ გამიტაცა. ქვებს რომ მახეთქებდა, ტკივილისგან გონს მაშინ მოვდიოდი და ისევ მამა გაბრიელს ვთხოვდი, გადამარჩინე–მეთქი. უცებ მდინარე გათეთრდა და ამ სინათლემ მდინარიდან ნაპირზე გამომიყვანა. გონს რომ მოვედი, ნაპირთან ბალახებს ვებღაუჭებოდი. ფეხები კი ქვებში მქონდა გაჭედილი. ვიყვირე, მიშველეთ–მეთქი, მაგრამ უკვე ყვირილიც აღარ შემეძლო, ბალახებსაც ხელი გავუშვი. მდინარე სადაც იყო წამიღებდა, რომ ამ დროს ვიღაცამ ხელი გამომიწოდა. ის ჩემი სიძე, ბიძაშვილის მეუღლე, ელგუჯა შეთეკაური იყო. ისიც ამ დღესასწაულიდან ბრუნდებოდა. თურმე მანქანა რომ დაინახეს წყალში გადავარდნილი, მაშინვე ჩვენს მოსაშველებლად გამოიქცნენ. მდინარემ რომ გამიტაცა, დამინახეს. ერთ–ერთმა თმაში წამავლო ხელი და ჩემი ამოყვანა სცადა, მაგრამ წყალმა ისევ წამიღო. ჩემს სიძეს რომ დაუნახავს, წყალს ადამიანი მიჰქონდა, თურმე მდინარის ბოლოსკენ გაიქცა. იფიქრა, წყალი იქ ჩამოატარებსო. რომ არ გამოვჩნდი, მდინარეს ისევ უკან ამოუყვა და ჩემი ხმაც მაშინ გაიგონა. ცოტაც და მდინარე ისევ გამიტაცებდა.
– ის უცნაური ნათება კიდევ ვინმემ ხომ არ დაინახა?
– არა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არავის უთქვამს.
– თეონა, იმ მძიმე წუთებში რატომ გაგახსენდათ მამა გაბრიელი და არა სხვა რომელიმე წმინდანი?
– ჩემი მასწავლებელი, ეთერ მრევლიშვილი, მამა გაბრიელის სულიერი შვილი იყო. მისი ცხოვრების შესახებ სწორედ მისგან ვიცი. გაბრიელ ბერის საფლავზეც დავდიოდი. მისი სასწაულმოქმედი ძალის მწამდა, რადგან ის არაერთხელ დამეხმარა. მძიმე წუთებში ამიტომაც გამახსენდა.
– გადარჩენილებს უწმინდესი შეგხვდათ და დაგლოცათ. თქვენ რა გითხრათ?
– მითხრა, ჯერ შენი საიქიოში წასვლის დრო არ ყოფილა, ღმერთს ყვარებიხარო. მერე მკითხა, როგორ გადარჩიო. ვუთხარი, მამა გაბრიელისა და თქვენმა ლოცვამ გადამარჩინა–მეთქი. მეტი ვეღარაფერი ვუთხარი, ტირილი ამივარდა... სასწაული კიდევ ის არის, რომ თურმე გელას ცოლისძმა, თორნიკე ქუმსიაშვილიც მამა გაბრიელს სთხოვდა შველას... ეს ჩემთვის დიდი განსაცდელი იყო. ამ ყველაფერმა ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. მივხვდი, რა არის სიცოცხლე და სიკვდილი, ადამიანმა როგორ უნდა იცხოვროს. უფალს ვთხოვ, გარდაცვლილების ყველა ახლობელს მოგვცეს იმის ძალა, რომ ეს ტკივილი გადავიტანოთ.
* * *
– ბატონო ოთარ, უკვე წლებია, მამა გაბრიელის მეშვეობით მრავალი სასწაული აღესრულება. ხომ არ არის რაიმე სიახლე მის წმინდანად შერაცხვასთან დაკავშირებით?
– როგორც მცხეთის დედათა მონასტერში გავიგე, ამ საკითხით თვით მისი უწმინდესობაა დაინტერესებული. შესაძლებელია, წმინდა სინოდის მომდევნო კრებაზე ბევრი რამ გაირკვეს. ყველაფერს თავისი დრო და ჟამი აქვს. შეუძლებელია, რწმენისა და სიმართლისათვის უაღრესად ნატანჯი მამა გაბრიელი წმინდანად არ შეირაცხოს. საერთოდ ყველა ადამიანსა და საქმეს ჰყავს როგორც მხარდამჭერი, ასევე მოწინააღმდეგე. გამონკალისს ალბათ არც მამა გაბრიელი და მის წმინდანობასთან დაკავშირებული საკითხი წარმოადგენს. ახალახან გავიგე, ვიღაცას უთქვამს, მამა გაბრიელი თავს ღმერთს უწოდებდაო. იმ წიგნის მიზეზით, სადაც ეს წერია, შეიძლება მის წმინდანად შერაცხვას ხელი შეეშალოს. სინამდვილეში გაბრიელ ბერი ასე ამბობდა, ღვთის წინაშე მატლი, მიწა და მტვერი ვარო. მის გამოუთქმელ სიმდაბლეს მთელი მისი ცხოვრება ადასტურებს.
იყო დრო, როცა 8 წლის მანძილზე მხოლოდ მე გამოვცემდი მამა გაბრიელთან დაკავშირებულ მასალებს. დღეს, როცა ეს უკვე სასახელო საქმედაა მიჩნეული, ყველა, ვინც მასზე რაიმეს იტყვის და გამოსცემს, ვალდებულია, ყოველ სიტყვას კარგად დაუკვირდეს, რომ ამ მიზეზით არ დააბრკოლონ ის საკითხი, რომელსაც მთელი საქართველო უკვე დიდი ხანია, ელოდება, რომ ბერი გაბრიელი ღვთის წინაშე კიდევ მეტად მოგვეხმაროს და შეგვეწიოს.
ირინე მჭედლიძე

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 