| ქალი და მამაკაცი |

ჩემპიონი რომა გახდება
ფრანჩესკო ტოტი: ჩემპიონი რომა გახდება
იტალიის სერია ა სტარტს 28 აგვისტოს აიღებს და რომაელ "არისტოკრატთა" სათაყვანებელი გუნდი "რომა" პირველ შეხვედრას საკუთარ მინდორზე "ჩეზენასთან" გამართავს.
წელს "რომას" მიმართ დიდ ყურადღებას იჩენენ ფეხბურთის სპეციალისტები. ბევრი ფიქრობს, რომ "ინტერიდან" მადრიდის "რეალში" გადაბარგებული ჟოზე მოურინიოს გარეშე დარჩენილი მასიმო მორატის გუნდი, ჩემპიონობაზე პრეტენზიას ვეღარ განაცხადებს და გაპირველების ძალიან კარგი შანსი "რომას" ექნება, რომლის კაპიტანიც ფრანჩესკო ტოტი კარგ ფორმაშია და მომავალი სეზონისთვის ემზადება.
– ჩესკო, როგორ მიდის გუნდში საქმეები?
– საკმაოდ კარგად.
– რამდენად კმაყოფილი ხართ მომზადების დონით?
– ნამდვილად კმაყოფილი ვარ. გუნდი სრულ მზადყოფნაშია.
– "რომას" ადრიანო შეემატა. რა აზრის ხართ ამ ფეხბურთელზე?
– საკამოდ კარგი ფეხბურთელია, დადებითად დავახასიათებდი.
– მის წინააღმდეგ ადრე გითამაშიათ...
– დიახ, მითამაშია და მიმაჩნია, რომ მისი სახით ნამდვილად ძლიერი ფორვარდი დაგვემატა.
– როგორც პიროვნება?
– ნორმალური ადამიანია. საერთოდ, ჩვენთან იციან ხოლმე ამა თუ იმ საკითხის გაზვიადება და მერე, თავადვე მოგონილ ჭორებს იჯერებენ. ადრიანოს პრობლემები ჰქონდა და ასეთი პრობლემებისგან დაზღბვეული არავინაა. მას ოჯახსში ტრაგედია შეემთხვა და შემდეგ, სასმელს მიეძალა. მე ამაში, რაიმე გასაკვირს ვერ ვხედავ.
– ერთი პერიოდი თქვენც გქონდათ ასეთი პრობლემა, ხომ?
– მქონდა და მაშინაც, ერთი ამბავი იყო ატეხილი.
– ამას წინათ, ადრიანომ განაცხადა – ლოთი არ ვარო...
– რადგან განაცხადა, ე.ი. ასეც უნდა იყოს.
– თქვენ მასთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
– ისეთი, როგორიც თანაგუნდელთან უნდა მქონდეს.
– მეგობრული?
– დიახ, კარგი ურთიერთობა მაქვს.
– მწვრთნელთან?
– მიმაჩნია, რომ დღეს "რომას" ფაბიო კაპელოს შემდეგ ჰყავს, კიდევ ერთი მეტად ამბიციური, მომთხოვნი მწვრთნელი და იმედი მაქვს, რომ მისი ხელმძღვანელობით წარმატებასაც მივაღწევთ.
– კლაუდიო რანირიმ განაცხადა, რომ დღეს ყველაზე მეტად თქვენი გვერდში დგომის იმედი აქვს...
– დიახ, მან ეს პირდაპირ მითხრა. ცხადია, ის საკმაოდ მკაცრი, მომთხოვნი მწვრთნელი და ამავე დროს ჩვენი მეგობარია. მეგობრობა იქით იყოს და ჩვენ წინ დიდი გეგმები გვაქვს.
– ეს ჩემპიონობას ეხება?
– დიახ, სკუდეტო გვინდა.
– რა შანსები აქვს თქვენს გუნდს?
– მიმაჩნდა, რომ სანამ ჟოზე მოურინიო იმუშავებდა მილანის "ინტერში", მანამდე მათთვის ჩემპიონის ტიტულის ჩამორთმევა გაგვიჭირდებოდა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მოურინიოს გუნდში ყველა ემორჩილებოდა.
– თქვენ რანიერის არ ემორჩილებით?
– ამ მორჩილებაზე არ მაქვს საუბარი. საკმარისი იყო მას ხელი დაედო რომელიმე ფეხბურთელზე და ის მის გუნდში იქნებოდა.
– თქვენც?
– არა, ჩემზე არაა საუბარი, ზოგადად ვამბობ. სათადარიგოთა სკამი საკმაოდ გრძელი ჰქონდა და ამდენად, მას არჩევანის გაკეთების საშუალებაც ეძლეოდა. შესაბამისად, "ინტერის" დამარცხება რთული იყო, მაგრამ იცით, რომ ჩვენ მათ ბოლომდე ვსდიეთ და მოსვენება დაკარგული ჰქონდათ.
მეორეც, საუბარი ეხება დღეს ევროპაში ყველაზე საუკეთესო მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს, რომელიც სადაც კი მივიდა, ყველგან მოიგო, გამარჯვებული მწვრთნელია.
ახლა კი "ინტერი" ნამდვილად არაა კარგ სიტუაციაში. გუნდს ტიტულების შენარჩუნება გაუჭირდება. მე ამ გუნდს ვუწინასწარვმეტყველებდი სერია ა–ში მესამე ან მეოთხე ადგილს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედეფინალს ნამდვილად ვერ გასცდება.
ვფიქრობ, რომ ეს სეზონი "რომასი" უნდა იყოს. ჩვენ ამას ჩვენივე თამაშით დავიმსახურებთ. არავისზე ნაკლებს ფეხბურთს არ ვთამაშობთ და მოგების ფასიც ვიცით.
– წინ ჩემპიონობისკენ...
– აუცილებლად.
– იტალიის ნაკრების გამოსვლაზე რას იტყოდით?
– ცუდი შედეგი ვაჩვენეთ. მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ ჯგუფში ჩარჩენა, ეს ცუდი შედეგია.
– ლიპის ხომ არ აკრიტიკებთ?
– არა, რა უფლება მაქვს? უბრალოდ, მან სამხრეთ აფრიკაში წაიყვანა ის ფეხბურთელები, რომლებიც იმ მომენტისთვის მზად იყვნენ. მაგრამ იტალია შერცხვა. ამას ნამდვილად არ ველოდი.

კავშირი ტეგთან: ტოტი

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 

.jpg)