ცნობილი ადამიანები

| ქალი და მამაკაცი |

რას მალავს ლეო მესი
მალიბუზე დასვენება მინდოდა, მაგრამ...
კატალონიური "ბარსელონა" შეკრების გასავლელად აზიაში გაემგზავრა და იქ რამდენიმე ამხანაგური შეხვედრის ჩატარებასაც გეგმავს. ის ფეხბურთელები, რომლებიც სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩემპიონები გახდნენ, პეპ გვარდიოლამ პირველი შეკრებისგან გაათავისფლა, ხოლო დანარჩენები, მათ შორის ლეგიონერები, გუნდში იხმო და აზიაში წაიყვანა.
ერთ–ერთი მათგანი ლეო მესია, რომელიც არგენტინიდან საკმაოდ კარგ განწყობზე დაბრუნდა, "ბარსელონას" მიერ გამართულ პირველივე ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა და გოლის გატანაც მოახერხა, თუმცა ჟურნალისტებისთვის, რომელთაც მესისთან გასაუბრების საშუალება მიეცათ, ამხანაგური შეხვედრა სრულიად უინტერესო იყო. მათ სულ სხვა საკითხეი ჰქონდათ გასარკვევი.
– ლეო, როგორ გრძნობთ თავს?
– საბრძოლო განწყობაზე ვარ.
– დაღლილობა?
– ცოტა დაღლილი ვარ, მაგრამ ეს ტრაგედია არ არის.
– გვარდიოლა როგორ შეგხვდათ?
– მითხრა, რომ მომავალი ოთხი წელი ჩემი კარიერისთვის უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს და ამიტომ, მობილიზება მჭირდება.
– თქვენ არ მიულოცეთ?
– მივულოცე, მილოცვა მიიღო და დაამატა, ეს კატალონიელები რომ არ ჰყავდეთ ესპანელებსო... (იცინის).
– მართლა კარგ განწყობაზე ხართ...
– შესანიშნავი განწყობა მაქვს. მომავალი სეზონი იწყება და კარგი განწყობით უნდა შევხვდე, რომ არ გამიჭირდეს.
– სად ისვენებდით?
– არგენტინაში.
– სხვაგან აღარ წასულხართ?
– მალიბუზე მსურდა წასვლა, მაგრამ შემდეგ მეგობარ გოგონასთან ერთად სხვა ადგილი ავირჩიე, მაგრამ სად გახლდით, საიდუმლოდ უნდა დარჩეს. ეს ჩემი თხოვნაა.
– გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს უყურეთ?
– დიახ, დიახ.
– ვის გულშემატკივრობდით?
– "ბარსელონას"!
– ???
– ჩემს თანაგუნდელებს და არა ესპანეთის ნაკრებს.
– ეს როგორ გავიგოთ?
– ჩემთვის მთავარი არგენტინის ნაკრებია.
– და შემდეგ "ბარსელონა"?
– ალბათ, ასეც უნდა იყოს. ჩემი ქვეყანა და ხალხი ყველაზე მეტად მიყვარს. იქ დავიბადე და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. არგენტინაში მყავს ბევრი მეგობარი, ოჯახი.
– და ბარსელონა?
– აქაც ჩემი სახლია.
– მაგრამ ფიქრობთ, რომ სტუმრად ხართ?
– არა, ასე არ ვფიქრობ, მაგრამ...
– მაგრამ მაინც არგენტინელი ხართ...
– რა თქმა უნდა.
– კარიერას რომ დაასრულებთ, სად იცხოვრებთ?
– ასე გადაჭრით ნამდვილად ვერ გეტყვით. სახლი ბარსელონაშიც მაქვს, ბუენოს აირესშიც, ამერიკაშიც და მილანშიც, მაგრამ სად ვიცხოვრებ, ჯერ ვერ გეტყვით.
– შეიძლება მომავალ კლუბად "მილანიც" კი აირჩიოთ?
– "ინტერი" დაგავიწყდათ.
– თუნდაც...
– არა, ეს გამორიცხულია.
– რატომ?
– ჯერჯერობით იქ არაფერი მესაქმება.
– "ბარსელონასთან" ერთად რისი მოგება გსურთ?
– კიდევ ბევრი ტიტულის.
– მერე, ეს შესაძლებელია?
– რატომაც არა?
– დროს უკან ვერ დააბრუნებ...
– არც გვინდა და დროის უკან დაბრუნებაზე სხვებმა იოცნებონ.
– "რეალს" გულისხმობთ?
– დიახ.
– მართალია, მათ ბევრი ტიტული აქვთ მოგებული, მაგრამ ერთ სეზონში ექვსი ტიტული...
– ეს ხომ "ბარსელონაა".

კავშირი ტეგთან: ხოსეპ გვარდიოლა

კავშირი ტეგთან: პირველი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!"
მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 