| ქალი და მამაკაცი |

მოგებული წავაგეთ...
მოგებული წავაგეთ...
პოლონეთის ნაკრებთან მოპოვებული ჩინებული გამარჯვების შემდეგ ყველა ფიქრობდა, რომ შედარებით სუსტ ბელგიის ნაკრებთან ჩვენი კალათბურთელები იოლ არა, მაგრამ საჭირო გამარჯვებას მაინც მოიპოვებდნენ, მაგრამ მოხდა ისე, რომ სამი პერიოდის ასე თუ ისე კარგად ჩატარების და რაც მთავარია, სათავისო ანგარიშით დასრულების შემდეგ, მეოთხე პერიოდი ჩვენმა ბიჭებმა "ჩააგდეს".
გმირობიდან ანტიგმირობამდე სულ რაღაც ერთი ნაბიჯია და არ გვინდა ეს მარცხი რომელიმე კალათბურთელს დაბრალდეს, მაგრამ ჩვენს გუნდში მრავლად არიან ისეთი კალათბურთელები, რომელთაც შეუძლიათ ლიდერის ტვირთის საკუთარ თავზე აღება, როცა ეს საჭიროა.
ფაჩულიამ ოთხი პერსონალური მიიღო და კოკოშკოვმა მისი ბოლოსთვის შემონახვა განიზრახა, მაგრამ ოთხფოლიანი ზაზა დარჩენილ დროში ისე ათამაშდა, რომ სწორედ მან გაგვიჩინა იმედი იმისა, რომ იქნებ...
მაგრამ, სამართლიანობამ იმარჯვა, საქართველო, მეოთხე პერიოდის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მოგებას ნამდვილად არ იმსახურებდა. კალათბურთელებზე მარცხის გადაბრალება ვახსენეთ. კალათბურთი ისეთი სახეობაა და ისეთ "ვიწრო" დარბაზში ტარდება, რომ ერთი მოთამაშის რითმიდან ამოვარდნა უკვე სერიოზულ პრობლემას ქმნის.
მეოთხე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა ცუდად კი ითამაშა, მაგრამ ამას არასპორტული საქციელის გამო განკუთვნილი ჯარიმებიც დაუმატეთ, თანაც, არაფრის გამო...
როცა იცი, რომ ბურთი დაკარგე, როცა იცი, რომ ამის გამო დაისჯები არა მარტო შენ, არამედ მთლიანად ნაკრები, რატომ ჯარიმდები განზრახ, რატომ უხეშობ? საუბარია მანუჩარ მარკოიშვილზე, რომელმაც ორჯერ ბურთი დაკარგა და მერე ორივეჯერ არასპორტული საქციელის გამო დაისაჯა. კოკოშკოვი კი კითხულობდა, რა ხდებაო, მაგრამ...
დასანანი – ყველაზე მეტად ეს სიტყვა შეესაბამება იმ მარცხს, რომელიც საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ბელგიასთან განიცადა.
არაფრით გამორჩეულმა მასპინძელთა გუნდმა იგორ კოკოშკოვის შეგირდთა მიერ დაშვებული შეცდომები სრულად გამოიყენა და თამაშში, რომელიც თავისუფლად შეეძლო წაეგო, 10 ქულის სხვაობით, 74:64 იმარჯვა.
ანტვერპენის "ლოტო არენაზე" დაპირებული ანშლაგის ნაცვლად, მხოლოდ 3.500 ადამიანი შეიკრიბა, რომელთაგან არცთუ მცირე ნაწილს ქართველი ქომაგები შეადგენდნენ, მაგრამ მცირერიცხოვნამ ბელგიელებმა თავის გუნდს ომახიანად უგულშემატკივრეს და შინ გახარებულები დაბრუნდნენ. მათმა ნაკრებმა პირველივე თამაში მოიგო.
ჩვენმა თანამემამულეებმა მატჩის ადგილს ბელგიის სხვადასხვა ქალაქებიდან და მეზობელი ქვეყნებიდანაც მიაშურეს და საქართველოს ნაკრებს ერთგულად უქომაგეს, რაც უდაოდ მისასალმებელია.
სამწუხაროდ, ჩვენმა გუნდმა მათ პატივი შესაბამისი შედეგით ვერ მიაგო, არადა, შეხვედრის დასაწყისი ცუდს არაფერს გვიქადდა. სანამ ბელგიელები გონს მოეგებოდნენ, ქართველები უკვე 8:2–ს იგებდნენ და თანაც, ქულებს იოლად იხვეჭდნენ, თითქოს მეტოქე მოედანზე არც ყოფილიყო.
კარგი იქნებოდა, თამაშის ბოლომდე ასე გაგრძელებულიყო, თუმცა, მასპინძლები გონს მალე მოვიდნენ და მიუხედავად იმისა, რომ პირველი მეოთხედი 23:19 მოვიგეთ, ცხადი იყო, წინ დიდი ბრძოლა გველოდა.
ასეც მოხდა. მცირე შესვენების შემდეგ თამაში ქულა–ქულაში გაგრძელდა და მართალია, საქართველოს ნაკრებს უკვე ამ პერიოდში საკმაო ხარვეზი ჰქონდა, განწყობა ოპტიმისტური გახლდათ.
გუნდის კაპიტანი ზაზა ფაჩულია ფაქტობრივად ბურთს არ აცილებდა, სანიკიძე დაცვაში ძალიან აქტიური გახლდათ, გრინიც დამაკმაყოფილებლად ირჯებოდა და იმის იმედიც იყო, რომ ბოლო–ბოლო ცინცაძე და მარკოიშვილიც გაიხსნებოდნენ.
დიდ შესვენებაზე სტუმრები სამქულიანი უპირატესობით (38:41) გავიდნენ, ქართველთა თავზე შავი ღრუბელი კი მესამე მეოთხედიდან ჩამოწვა. ჩვენების ხშირ შეცდომებს ბელგიელებმა რამდენიმე შედეგიანი შეტევა მიაყოლეს და არათუ ჩამორჩენა აღმოფხვრეს, არამედ წინ 11 (!) ქულითაც გაიჭრნენ.
მესამე მეოთხედის დასრულებამდე 2.14 წუთით ადრე ბელგიელები 54:43–ს იგებდნენ, როდესაც საქართველოს ნაკრებმა თამაშის საუკეთესო მონაკვეთი ჩაატარა და დარჩენილ დროში შერმადინის, გრინის, მარკოიშვილისა და სანიკიძის ზუსტი ტყორცნების წყალობით, წონასწორობის აღდგენა შეძლო – 54:54.
მოვლენათა ასეთი განვითარების ფონზე, გადამწყვეტ ათწუთეულში ფსიქოლოგიური უპირატესობა, წესით, იგორ კოკოშკოვის შეგირდთა მხარეს უნდა გადასულიყო. თუმცა, "ჩავარდნას" ვერც გადამწყვეტ მომენტში გადავურჩით.
საფინალო სირენამდე ხუთი წუთით ადრე საქართველოს ნაკრები 59:61–ს აგებდა, როდესაც ცინცაძემ ფარქვეშიდან იოლი ბურთი გააცუდა, საპასუხო შეტევაში კი ბეგინმა იყოჩაღა და მასპინძელთა მორიგ გაქცევას დაუდო სათავე.
ქართველებს არც სამქულიანები წაუვიდათ, ყველაფერს მარკოიშვილის მიერ მიღებული ორი ტექნიკური ფოლი დაემატა და ჩვენმა ნაკრებმა დასკვნითი მეოთხედი 10:20 დათმო, რაც საბოლოო მარცხის მომასწავებელი გახლდათ.
საქართველოს ნაკრების წაგების მიზეზები სტატისტიკამაც ნათლად გამოაჩინა. სტუმრებმა ბურთი 21–ჯერ (6–6 შეცდომა ფაჩულიამ და ცინცაძემ დაუშვეს) დაკარგეს, 18 სამქულიანიდან კი მხოლოდ 4 ჩააგდეს.
მასპინძლებს ხელი მსაჯებმაც შეაშველეს, რომელთაც არაერთი სადაო ეპიზოდში ბელგიელთა მხარე დაიჭირეს. არბიტრები ქართველებს შეტევაში ხშირ–ხშირად აჯარიმებდნენ, ფაჩულია კი გამოგონილი ფოლებით ოთხ ჯარიმამდე "აიყვანეს" და გადამწყვეტ წუთებში სრული დატვირთვით გარჯის საშუალება არ მისცეს.
არც ის მომენტი უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც მსაჯებმა ბელგიის ნაკრებს ერთი ქულით მეტი ჩაუთვალეს. ამას ქართველთა მხრიდან პროტესტი მოჰყვა და მალე ყველაფერი თავის ადგილს დადგა.
მიუხედავად ყველაფრისა, ამ მატჩის მოგება შეიძლებოდა და ჩვენს ნაკრებს იმ თამაშის მიახლოებული ვარიანტი მაინც რომ ეჩვენებინა, რაც პოლონეთთან, ბელგია უშანსოდ იქნებოდა.
ამ შეხვედრით კი კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კოკოშკოვს სტაბილური გუნდის შესაქმნელად და ა დივიზიონის მკვიდრი ნაკრებების რეგულარულად დასამარცხებლად გარკვეული დრო კიდევ სჭირდება. არადა, ყველაფერი ახლა, ამ აგვისტოში უნდა გადაწყდეს.
იმედს ვიტოვებთ, რომ აშკარად სუსტ პორტუგალიასთან, რომელიც საქართველოს ნაკრების შემდეგი მეტოქეა, ჩვენი ბიჭების მომზადების ამჟამინდელი დონეც საკმარისი იქნება.
პორტუგალიელებმა ბულგარეთთან საშინაო მარცხის შემდეგ, მეორე მატჩი პოლონეთში უშანსოდ 64:86 წააგეს და 11 აგვისტოს თბილისში აუტსაიდერის რანგში ჩამოვლენ.
ნოდარ ქორქია:
საქართველო – პოლონეთის მატჩმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგორ კოკოშკოვი კარგი მწვრთნელია და მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ნაკრები ბევრს მიაღწევს.
ერთი თამაშის წაგებით ტრაგედია არ უნდა შევქმნათ, რადგან ყველაფერი ხდება და გამორიცხული არაფერია. მით უმეტეს, რომ ბელგიას კარგი გუნდი ჰყავს და მისი დამარცხება იოლი ნამდვილად არ არის.
მართალია, ტელევიზიით ნანახ მატჩზე დასკვნების გაკეთება ძნელია, მაგრამ მაინც შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ნაკრებმა არაორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა.
ყველა მწვრთნელს თავისი ტაქტიკა აქვს. სამწუხაროდ, კოკოშკოვის ტაქტიკამ ამ შემთხვევაში არ გაამართლა. ცნობილი ამბავია, რომ როგორი მწვრთნელი და როგორი გუნდიც უნდა იყოს, ყველა შეხვედრას მღალ დონეზე ვერ ჩაატარებს. კარგად ითამაშეს ფაჩულიამ, სანიკიძემ, გამყრელიძემ და შერმადინმა. მიმაჩნია, რომ ცქიტიშვილი მეტ სათამაშო დროს იმსახურებს.
კონსტანტინე ჯორჯიკია:
– ეტყობოდა, რომ ქართველი კალათბურთელები მეტოქეს არ იცნობდნენ და ამიტომ დამარცხდნენ. მწვრთნელმა დიდხანს დასვა სკამზე გიორგი ცინცაძე, რომელმაც თამაშში ჩართვა ვეღარ მოახერხა.
პოლონეთთან მოგების შემდეგ იგრძნობოდა ზედმეტი თავდაჯერებულობა. მთლიანობაში გუნდი ახალგაზრდულია და გამოცდილება აკლია. სუსტად ითამაშეს მანუჩარ მარკოიშვილმა და ტორინ გრინმა.
მართალია, კარგად თამაშობს თორნიკე შენგელია, მაგრამ მწვრთნელმა მისი ამპლუის მოთამაშე ნიკა ცქიტიშვილსაც უნდა მისცეს მეტი სათამაშო დრო. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ნაკრები ბელგიაში თურქეთის გავლით ჩავიდა და მგზავრობით გადაღლილი იყო, წაგებაში ამ ფაქტსაც შეეძლო გავლენის მოხდენა. კოკოშკოვი კარგი მწვრთნელია და იმედი მაქვს, ბელგიასთან წაგების მიზეზებს მომავალში გაითვალისწინებს.
ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. ა დივიზიონი. ც ჯგუფი
ანტვერპენი (ბელგია). 3.500 მაყურებელი
ბელგია – საქართველო 74:64
(19:23, 19:18, 16:13, 20:10)
ბელგია: მუურსი (24 წ. 5 ქ. 4 მ. 3 ჩ.), ვან როსომი (24 წ. 7 ქ. 2 ჩ.), ბეგინი (25 წ. 17 ქ. 2 მ. 2 ჩ.), ერველე (36 წ. 9 ქ. 6 მ. 2 პ. 3 ჩ.), ოვენეკე (3 წ.), ვან დერ იონკჰეიდი (11 წ.), ლოუერსი (11 წ. 13 ქ.), დრისენი (5 წ.), ტაბუ–ებომა (28 წ. 14 ქ. 2 მ.), მუია (4 წ. 2 ქ.), ფეისონი (30 წ. 7 ქ. 2 მ. 2 პ. 2 ჩ.).
მწვრთნელი: ედი კასტილსი.
საქართველო: გამყრელიძე (13 წ. 2 მ.), ფაჩულია (26 წ. 20 ქ. 3 მ.), ცინცაძე (29 წ. 5 ქ.), შერმადინი (14 წ. 5 ქ. 3 მ.), მარკოიშვილი (30 წ. 7 ქ. 2 მ.), სანიკიძე (35 წ. 10 ქ. 8 მ. 2 ჩ.), გრინი (31 წ. 10 ქ.), ცქიტიშვილი (8 წ. 3 ქ. 3 მ.), შენგელია (14 წ. 4 ქ. 4 მ.).
მწვრთნელი: ოგორ კოკოშკოვი.
ბიდგოშჩი (პოლონეთი). 5.200 მაყურებელი
პოლონეთი – პორტუგალია 86:64
(19:10, 25:23, 22:15, 20:16)
პოლონეთი: ჩილინსკი (26 წ. 8 ქ. 2 მ. 2 პ.), ბერიშა (14 წ. 12 ქ. 2 მ.), ლამპე (29 წ. 14 ქ. 9 მ.), შუბარგა (9 წ. 3 მ. 2 პ.), დილევიჩი (11 წ. 2 ქ. 3 მ. 2 პ.), ჰრიჩანიუკი (12 წ. 4 ქ. 2 მ.), მაიევსკი (11 წ. 2 ქ. 3 მ.), კელატი (29 წ. 13 ქ. 6 მ. 4 პ.), გორტატი (28 წ. 19 ქ. 11 მ. 2 პ.), კოშარეკი (31 წ. 12 ქ. 2 მ. 9 პ.).
მწვრთნელი: იგორ გრიშჩუკი.
პორტუგალია: მინავა (23 წ. 8 ქ. 4 პ.), ევანსი (30 წ. 5 ქ. 4 მ. 5 პ. 2 ჩ.), ხ.სილვა (20 წ. 12 ქ. 4 მ.), გომეში (18 წ. 2 ქ. 2 მ.), ჟორდაო (15 წ. 9 ქ.), პ.პინტუ (17 წ. 5 ქ. 4 მ. 3 პ. 2 ჩ.), ა.პინტუ (12 წ. 7 ქ. 2 მ.), კორტესი (20 წ. 7 ქ. 3 მ.), მირანდა (18 წ. 3 ქ. 3 მ. 2 პ.), სანტოსი (22 წ. 6 ქ. 3 მ.). ჟ.სილვა (5 წ.).
მწვრთნელი: მონჩო ლოპესი.
სატურნირო მდგომარეობა
1.საქართველო 1 1 148:139 3
2.პოლონეთი 1 1 151:148 3
3.ბელგია 1 0 74:64 2
4.ბულგარეთი 1 0 67:59 2
5.პორტუგალია 0 2 123:153 2

კავშირი ტეგთან: დავით გამყრელიძე

კავშირი ტეგთან: დავით გამყრელიძე

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 