| ქალი და მამაკაცი |

"ოჯახის შექმნას არც ვაპირებდი..."
თამარ ჩხეიძე: "ოჯახის შექმნას არც ვაპირებდი..."
ყოფილმა დისიდენტმა, ეროვნული მოძრაობის ერთ–ერთმა ლიდერმა და უბრალოდ ქალმა, თამარ ჩხეიძემ, ცხოვრების რთული გზა განვლო. ჯერ კიდევ სკოლამდე ასაკში გაიგო, რომ მისი სამშობლო თავისუფალი არ იყო და ცხოვრების მიზნად, ჯერ – ბავშვურად, შემდეგ – გაცნობიერებული თავგანწირვით, მისი გათავისუფლება დაისახა. ამ გზაზე შეხვდა ტალახის სროლა, ციხე, იმედგაცრუება, უახლოესი ადამიანების დაკარგვის ტკივილი... ახლაც ტკივილით ცხოვრობს.
ბავშვობიდან დისიდენტი
– ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, ცოტა ჯიუტიც, მაგრამ არა უაზროდ. პატარა ასაკში გავიგე ოჯახის წევრებისგან, რომ საქართველო არ იყო დამოუკიდებელი და მწვავე რეაქცია მქონდა. მახსოვს, ძალიან უარყოფითად განვეწყვე ერეკლეს და რუსეთის მიმართ. მამა ხშირად დადიოდა საზღვარგარეთ და იქიდან ჩამოიტანა გამოცემა "კავკასია" თუ "კავკასიონი", კარგად არ მახსოვს. რა თქმა უნდა, ხელში ჩამივარდა და ის იყო პირველი არასაბჭოთა გამოცემა, რომელიც წავიკითხე. მერე უკვე "ამერიკის ხმის" და "თავისუფლების" მოსმენა დავიწყე, ანუ პოლიტიკაშიც გავერკვიე.
მამა (ცნობილი კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე. ავტ.) დადებითად უყურებდა ჩემს აქტიურობას, უბრალოდ ეშინოდა, მაგრამ წინააღმდეგობას არ მიწევდა, პირიქით, როცა პროკლამაციების გავრცელება დავიწყეთ, ბებია მეხმარებოდა კიდეც. თავის საბეჭდ მანქანაზე მიბეჭდავდა.
ასეთი კურიოზული შემთხვევაც იყო. ჩემს კლასელს, რომელიც ჩემ გვერდით იჯდა, კომკავშირის ნიშანი ეკეთა. მე პროტესტის ნიშნად არ შევსულვარ კომკავშირში და ნერვები მეშლებოდა, როცა ლენინის თავს ვუყურებდი. ერთხელ ვეღარ მოვითმინე და ჩამოვგლიჯე. ეს სხვებმაც ნახეს და ატყდა ერთი ამბავი. ჩაერთო კაგებე, დაიბარეს მშობლები. მერე დირექტორმა თქვა, თამრიკომ ამით ლენინის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება კი არ გამოხატა, პირიქით, იმ მოსწავლეს უთხრა, შენ ნიშნებში ოთხიანებიც გირევია და არ ხარ ღირსი, ლენინის ნიშანი ატაროო.
ხშირად იყო ინციდენტები ისტორიის გაკვეთილზე. ვერ ვიტანდი, როცა ტყუილებს ამბობდნენ და ვაპროტესტებდი.
და–ძმა
– ერთი ძმა და ერთი და მყავს. ბიძინა ჩემზე 9 წლით უფროსია. კოლორიტული ფიგურაა, ცოტა კომიკურიც. პოლიტიკიდან ყოველთვის ძალიან შორს იყო. კი, ფილოსოფოსობდა ხოლმე, მაგრამ არ ერეოდა. ამ კუთხით მხოლოდ ერთხელ გააქტიურდა და ისიც 2003 წელს, ვარდების რევოლუციის დროს. მიტინგებზეც დადიოდა. მაშინ ჩვენი პოზიციები არ დაემთხვა. არც მე ვიყავი შევარდნაძის მომხრე, მაგრამ არც ის მომწონდა, ვინც ხელისუფლებაში მოდიოდა. მოგვიანებით მანაც შეიცვალა პოზიცია.
და ჩემზე უმცროსია, ნახევარდაა. ერთად არ ვიზრდებოდით, მაგრამ კარგი ურთიერთობა გვაქვს. თავიდან არც ვიცოდი, რომ არსებობდა. გვიან მითხრეს. სკოლის ასაკის ბოლო წლებში გამაცნეს. ვერ გეტყვით, რომ გამიჭირდა დის მიღება. თავისთავად სასიამოვნო არ არის, როცა ოჯახის გარეთ კიდევ სხვა ურთიერთობები არსებობს, მაგრამ მე იმდენად ვიყავი გადართული ჩემს საქმეებზე, რომ ძალიან დიდი ტრაგედია ამისგან არ შემიქმნია. არც უარყოფითად მიმიღია, რადგან ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ყველა ადამიანს აქვს არჩევანის თავისუფლება.
სანამ დედა ცოცხალი იყო, მამა და დედა ოფიციალურად გაშორებულები არ ყოფილან.
იატაკქვეშ
– არ მახსოვს რა ასაკში, მაგრამ როგორც კი გავაცნობიერე, რომ საქართველო არ იყო დამოუკიდებელი, ცხოვრების მიზნად ქვეყნისთვის თავისუფლების მოპოვება დავისახე. სკოლის ბოლო კლასებში უკვე დავიწყე თანამოაზრეების მოძებნა, რამდენიმე ვიპოვე კიდეც, ხოლო როცა ინსტიტუტში ჩავაბარე, პირველ კურსზე რამდენიმე თანაკურსელიც შემოგვიერთდა და შევქმენით ორგანიზაცია. ორმაგ მოქმედებებს ვეწეოდით – ლეგალურს და არალეგალურს. ღიად ვაფიქსირებდით ენის საკითხს, პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას, მაგრამ ამავე დროს ანტისაბჭოთა პროკლამაციებსაც ვავრცელდებდით ფარულად.
ციხეში
– დაპატიმრებამდე უამრავი დაკავება იყო, პირობითი სასჯელიც კი მქონდა მოხდილი. 1978 წლის 14 აპრილის წინ სახლში საჩხრეკად მოვიდნენ. ჯერ კიდევ არ იცოდნენ, პროკლამაციებს ვინ ავრცელებდა და ბეწვზე მოვასწარი მათი გადამალვა სადარბაზოში. იმ მომენტშიც მას ვბეჭდავდი. მაშინ ვერც საბეჭდი მანქანა იპოვეს. მერე ამოიღეს, როცა დაგვაპატიმრეს. მასთან ერთად უამრავი 100 ფურცლიანი რვეულიც წაიღეს, სადაც პოლიტიკურ მიმოხილვებს ვწერდი. მათზე დღემდე გული მწყდება.
ჩვენამდე დააპატიმრეს ირაკლი წერეთელი და მისი ჯგუფი, რომლებიც გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს პროკლამაციებით აპროტესტებდნენ. მოვაწყვეთ მათი გათავისუფლების მოთხოვნით მანიფესტაცია. ამას მოჰყვა ჩვენი დაკავებაც.
მაშინ 23 წლის გახლდით. ჩემთან ერთად აიყვანეს ნანა კაკაბაძე და მარიკა ბაღდავაძე, გია ჭანტურია, ლუიზა შაკიაშვილი და ზურაბ ცინცაძე.
ციხე ჩემთვის დიდი შოკი იყო, რადგან ოჯახს ვიყავი ძალიან მიჯაჭვული. მაგრამ თურმე ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, მათ შორის, ციხესაც. თავიდან რუსეთში უნდოდათ ჩვენი გაგზავნა, მაგრამ მშობლებმა იაქტიურეს, ინტელიგენციაც ჩაერთო და ქალები დაგვტოვეს. არც ზონაში გადავუყვანივართ, ალბათ იმიტომ, რომ ღია რეჟიმი იყო და იფიქრეს, პოლიტიკური პროპაგანდა არ გასწიონო. ამიტომ ხან ორთაჭალის ციხეში ვიყავით და ხან – კაგებე–ს.
ციხეში, განსაკუთრებით ორთაჭალის, თანამშრომლების განწყობა ჩვენ მიმართ ძალიან დადებითი იყო. ზედამხედველებთან კარგი ურთიერთობა გვქონდა, ჩვენხელა გოგონები იყვნენ. კარგად მახსენდება ციხის უფროსი, გაბუნია. ისიც და სხვებიც ცდილობდნენ, რაც შეეძლოთ, შეემსუბუქებინათ ჩვენი მდგომარეობა. კაგებე–ს იზოლატორში სასამართლომდე იყო მცდელობები, რაღაცეები დაგვეწერა, იგივე მონანიება. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარით. ბრალად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა დაგვდეს. პოლიტიკური ბრალდება არ გამოუყენებიათ. 3 წლამდე მოგვისაჯეს.
ციხეში ძირითადად კითხვით ვიყავი დაკავებული, მიგზავნიდნენ წიგნებს. განსაკუთრებით ჩემი ფრანგული ენის მასწავლებელი აქტიურობდა – ყოფილი ემიგრანტი გახლდათ, რუსული არისტოკრატიული ოჯახიდან, მარილოვნა ჭავჭავაძე. წიგნები მამასაც მოჰქონდა. დედაჩემი უფრო იმაზე აქტიურობდა, რომ შემოეგზავნა შოკოლადის ფილა და წერილები.
ეს პერიოდი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და რაღაც გავლენა – უარყოფითიც და დადებითიც მოახდინა. მას მერე ენერგიის ნაკლებობის და დაღლილობის გრძნობა გამიჩნდა. უფრო ფრთხილიც გავხდი.
ზვიადი
– ზვიადი სპეციალურად გავიცანი. მისი არსებობა რადიოთი გავიგე და მისი გაცნობა გადავწყვიტე. მაშინ 16 წლის ვიყავი. ჩემი ძმა გამყვა. ძალიან კარგად შემხვდა. მაშინ ბავშვი ვიყავი და ბუნებრივია, არ ჩამრთავდა პირდაპირ საქმიანობაში, მაგრამ დაიწყო ლიტერატურის მოცემა. რამდენიმე თვეში დააპატიმრეს.
ზვიადზე არ მინდა ბევრი ლაპარაკი. ზოგადად კი მის დაჭერამდე მოღვაწეობას დადებითად ვაფასებ. ალბათ ის უარყოფითი თვისებები მას მანამდეც ჰქონდა, მაგრამ მერე უფრო გამოიკვეთა.
თავიდან ჩვენი დაპირისპირება მოხდა დემოკრატიის საკითხის გამო. ის დასავლეთის დემოკრატიის საწინააღმდეგოდ იყო განწყობილი. ჩვენ დასავლეთის დემოკრატია მიწიერ სამოთხედ არ წარმოგვედგინა, მაგრამ მაინც ვთვლიდით, რომ ეს იყო მმართველობის სწორი ფორმა. ის ამბობდა, რომ უნდა ყოფილიყო თეოკრატია. მიუღებელი იყო ჩვენთვის მისი დამოკიდებულება განსხვავებული აზრის მიმართ. შეეძლო, ერთ დღეს ეთქვა, შენ შეუცვლელი ხარ ეროვნული მოძრაობისთვისო და მეორე დღეს თუ ეს ადამიანი განხვავებულ აზრს გამოხატავდა, კეგებე–ს აგენტად გამოაცხადებდა. აგენტები, რა თქმა უნდა, რეალობაში არსებობდნენ, ამას არ იგონებდა, მაგრამ ამ კვალიფიკაციას მასთან დაპირისპირების მიხედვით ანიჭებდა. და მესამე, ის დადებითად აფასებდა თავის მონანიებას. ჩვენ კი ვარჩევდით, რომ საერთოდ არ ყოფილიყო ამაზე საუბარი. ჩვენ არ ვამბობდით, რომ მაინცდამაინც დაგვეგმო, გაგველანძღა, მაგრამ ის ცდილობდა, მისი ეს ნაბიჯი დადებითად შეგვეფასებინა.
ეს იყო "პერესტროიკამდე", მერე კი უფრო დიდი მასშტაბები მიიღო დაპირისპირებამ. ილია ჭავაჭავაძის საზოგადოება თვლიდა, რომ მიტინგებს ყოველდღიური ხასიათი არ უნდა მიეღო და უნდა ყოფილიყო მიზანმიმართული. ეროვნულ უმცირესობების საკითხთან დაკავშირებითაც ფრთხილ პოლიტიკას ვარჩევდით. ვამბობდით, რომ საჭირო იყო ხელოვნურად რუსეთის მხრიდან გაფუჭებული ურთიერთობის აღდგენა, ამავე დროს ქართველების შელახული უფლებების დაცვა. როცა 4 აპრილს წარმოვადგინეთ აფხაზეთის პრობლემის მოგვარების გარკვეული პროგრამა, ხელი შეგვიშალეს. თქვეს, რომ პრობლემა არ არსებობს, რადგან დამოუკიდებლობასთან ერთად მოიხსნებაო. განსხვავებული პოზიცია იყო 9 აპრილსაც. როცა პატრიარქი მოვიდა და შემოგვთავაზა, გადავსულიყავით ქაშუეთის ეზოში. ჩვენ პატრიარქის პოზიციას ვიზიარებდით. ზვიადის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც მის ოპოზიციაში ვრჩებოდით, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც დაუშვებლად მივიჩნევდით ძალადობით ხელისუფლების დამხობას.
არა მგონია, რომ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა. იმიტომაც მოიყვანეს ხელისუფლებაში, რომ იცოდნენ, ძალიან მალე მოიშორებდნენ. ვისაც ჰგონია, რომ გაქანებულ კომუნიზმში შეიძლება ეროვნული ძალა ხელისუფლებაში ასე ადვილად მოსულიყო, გულუბრყვილობაა. მაშინ ყველა მუშაობდა, რომ ეს ასე მომხდარიყო. სხვათა შორის, ეს თვითონ ზვიადზეც არ იყო დამოკიდებული, შეიძლება არც ჰქონდა გაცნობიერებული. რუსეთის ნება რომ არ ყოფილიყო, ვერც გროზნოდან ჩამოვიდოდა ზუგდიდში. შეიძლება რაღაც გარანტიები მისცეს, მოატყუეს და გაწირეს.
გია ჭანტურია
– გიასთანაც მქონდა დაპირისპირებები, მაგრამ თითქმის ყოველთვის მეგობრებად ვრჩებოდით. სხვათა შორის, გია და გურამ მამულია იყვნენ ილია ჭავჭავაძის საზოგადოებს შექმნის ინიციატორები და სწორედ ისინი თვლიდნენ, რომ აქ ზვიადი არ ყოფილიყო. მერე რაღაც ეტაპზე გიამ მასთან ყოფნა ჩათვალა საჭიროდ, მერე ისევ დაუპირისპირდა. არც შევარდნაძესთან დამოკიდებულებაში ვეთანხმებოდი გიას. ჩემთვის მიუღებელი იყო პოზიცია, რომ შევარდნაძის მოსვლა იყო დადებითი მოვლენა, მაგრამ ურთიეთრპატივისცემას და მეგობრობას ამ სიტუაციაშიც ვინარჩუნებდით.
მერაბი
– მერაბს დაუსწრებლად ყოველთვის ვიცნობდი. როცა დაჭერილი იყო, მიტინგებს ვაწყობდით მის გასათავისუფლებად. მერე, როცა გამოვიდა ციხიდან, ყველანი მივედით და გავიცანით. მერაბი რაინდი იყო, აბსოლუტურად საპირისპირო იმის, როგორებიც დღეს არიან პოლიტიკოსები. არავითარი პირადული ინტერესი არ ჰქონია, იძულებით იყო ამ საქმეში, ქვეყნის ინტერესებიდან და ჰუმანურობიდან გამომდინარე. საოცარი კაცმოყვარეობით, ბავშვურობით, იუმორით გამოირჩეოდა, მაგრამ ამავე დროს საღი აზრით. საოცრად პრინციპული იყო, მაგრამ ლოიალურობას არასოდეს კარგავდა ადამიანებთან ურთიერთობაში.
მერე ჩვენი ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა. ჩვენ შორის ისეთი ურთიერთობა ნამდვილად არ ყოფილა, როგორსაც ამბობდნენ, თორემ, რასაკვირველია, ეს იყო უფრო დიდი მეგობრობა, ვიდრე დანარჩენ ადამიანებთან. ყოველ შემთხვევაში, ის არ იყო, რასაც ფიქრობდნენ.
13 ოქტომბრის (ავტოკატასტროფაში მერაბ კოსტავას დაღუპვის დღე. ავტ.) შემდეგ ბევრი ტალახი მესროლეს. ბუნებრივია, ეს მომენტი მოწინააღმდეგე მხარემ გამოიყენა. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედია, სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. იმ მომენტში ვერ აღვიქვამდი, რომ ეს ავარია მოწყობილი იყო, ჩვეულებრივი უბედური შემთხვევა მეგონა, მაგრამ მერე, როცა გაანალიზება დავიწყე, ამ დასკვნამდე მივედი. სხვათა შორის, ავარიას თვითონ მერაბიც ისე აღიქვამდა, როგორც მოწყობილს. მართალია, ავარიის მერე ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ რაღაცას ყვირილით გამოხატავდა და წინააღმდეგობას უწევდა სასწრაფოს ექიმთა ჯგუფს ნემსის გაკეთებისას. ზურა (ჭავჭავაძე. ავტ.) არ იყო გონზე, მაგრამ მისი გარდაცვალებაც საეჭვოდ მოხდა – თითქმის გამოჯანმრთელებულს შეეყარა ისეთი ვირუსი, რომელიც მხოლოდ გარედან შეიძლებოდა შეჭრილიყო ორგანიზმში. ფაქტობრივად ასე მოუღეს ბოლო, რადგან თავისით არ მოკვდა.
მათი მოშორება იმისთვის იყო საჭირო, რომ ეროვნული მოძრაობა საღი მიმართულებით არ წასულიყო. მერაბ კოსტავამ რამდენიმე პროვოკაცია ჩაშალა და შემდგომშიც რომ არ ჩაეშალა, საჭირო გახდა მისი ლიკვიდაცია. მერაბს ზვიადზეც ჰქონდა საკმარისი გავლენა და საზოგადოებაზეც. ბარიკადების აშენების მოწოდება გაიხსენეთ 8 აპრილს. როგორც კი გაისმა მოწოდება, მაშინვე მოიყვანეს სინკარებით დატვირთული ტრაილერები. ამას ეროვნული მოძრაობა რომ თვითონ ვერ იზამდა, აშკარა იყო. ანუ მზადდებოდა სისხლიანი დარბევა. მერაბმა თავის თავზე აიღო ეს საკითხი და ეს პროვოკაცია ჩაშალა.
1989 წლის 23 ნოემბრის ლაშქრობა ცხინვალში უკანონო არ იყო, მაგრამ პროვოკაციას ისახავდა მიზნად. მაშინ ეროვნული მოძრაობა ავტობუსებით ხელისუფლებამ მოამარაგა. მოგვიანებით აღიარეს კიდეც. ეს აქცია უფრო ადრე, მერაბის სიცოცხლეში იყო დაგეგმილი, მაგრამ მერაბმა ჩაშალა. ეს თვითონ მომიყვა. როგორც კი ჩაშალა, ერთ თვეში ეს ავტოკატასტროფა მოხდა. არა მგონია, რომ უბრალო დამთხვევა იყო.
პირადი
– პირად ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, იყო რაღაც ისტორიები, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი. საერთოდ ჩემს ცხოვრებაში პირადი მომენტები დიდ როლს არ თამაშობდნენ, ყოველ შემთხვევაში, იმ ეტაპზე. მთავარ საკითხად არც ვთვლიდი. არც ოჯახის შექმნას ვაპირებდი, უბრალოდ რეალობამ მოიტანა და უკვე 10 წელი ხდება ჩვენი ქორწინების. ჩემი მეუღლე, კახაბერ კახაძე, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრი იყო. არა მგონია, რომ იმ პერიოდიდან ვუყვარდი, უბრალოდ ვმეგობრობდით და მერე მეგობრობა უფრო მჭიდრო ფორმაში გადაიზარდა. ფიქრი და განსჯაც კი არ იყო საჭირო, ისე ბუნებრივად მოვიდა ეს ურთიერთობა. ვთვლი, რომ ქორწინება წარმატებული გამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი დაბადებამდე დაგვეღუპა.
ტკივილი
– რასაკვირველია, ბევრი რამე წარსულში სასიამოვნო არ იყო. ვერ შევძელით წინააღმდეგობა გაგვეწია იმ საშინელი ძალისთვის, რომელიც წარმართავდა საქართველოს ბედს. ვცადეთ და გვეგონა, რომ შევძლებდით, მაგრამ მერე დავინახეთ, რომ იმ ძალებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნდა, ეს შეუძლებელი იყო. ახლა კი იმის ილუზიაც არ მაქვს, რომ დღეს არის შესაძლებელი, თუ რაღაც რადიკალური ცვლილება არ მოხდება. დღეს საქართველო რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ეს არის უდავოდ დადებითი მოვლენა, მაგრამ ტრაგიკულია, რომ დარღვეულია სახელმწიფოებრივი მთლიანობა. ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია და ამასთან შეგუება წარმოუდგენელია.
დღეს
– პოლიტიკის გარდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცხოველების დაცვა. ერთ–ერთი ორგანიზაციის წევრიც ვარ. განსაკუთრებით ძაღლების საკითხი მაღელვებს და ის მეთოდები, რაც საქართველოში გამოიყენება მათ წინააღმდეგ. კიდევ, ჩემთვის მნიშვნელოვანია შემეცნებითი საქმიანობა.
სამწუხაროდ, ოფიციალურად, თუ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრობას არ ჩავთვლით, არსად ვმუშაობ. ჩემს ფინანსურ შემოსავალს კი შეადგენს პარლამენტის ყოფილი წევრის შემოსავალი. ჩემი მეუღლეც პარლამენტის ყოფილი წევრია და ისიც უმუშევარია, ისტორიის ინსტიტუტში მუშაობდა და მეცნიერული სტრუქტურების ნგრევაში მოჰყვა. ახლა ხელშეკრულებით მუშაობს ენციკლოპედიაში და მეც ვეხმარები ხანდახან. ეს არის თემა, რომელიც მაინტერესებს და რომ არა იძულებითი ჩართვა პოლიტიკაში, მთავარი სფერო ჩემთვის ალბათ ისტორია იქნებოდა.
მანანა გეგია

კავშირი ტეგთან: პატრიარქი ილია II

კავშირი ტეგთან: პატრიარქი ილია II

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 