| ქალი და მამაკაცი |

"მელანის ეროტიკულ სცენებზე არასოდეს მიეჭვიანია"
ბანდერასი: "მელანის ეროტიკულ სცენებზე არასოდეს მიეჭვიანია"
ანტონიო ბანდერასი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი მაჩო როლებით.
ესპანელი მსახიობი, რომელიც ბავშვობაში ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, ფილმებში ყოველთვის ძლიერი და თავდაჯერებულია. ანტონიოს უამრავი დამამახსოვრებელი როლი აქვს შესრულებული, თუნდაც რობერტ როდრიგესის "დესპერადო"–ში მისი თამაში რად ღირს.
ამ ფილმში ანტონიოს პარტნიორობა სალმა ჰაიეკმა გაუწია. ფილმის შემდეგ მაშინვე აგორდა ჭორები მათი რომანის შესახებ, თუმცა ანტონიო ამ ყოველივეს უარყოფდა.
ჰოლივუდში ესპანელ მაჩოს ყოველთვის ბევრი ქალი ეთაყვანებოდა, მათ შორის მადონაც, თუმცა ანტონიომ თავისი არჩევანი მელანი გრიფიტზე შეაჩერა. მელანი ხშირად ეჭვიანობდა ანტონიოს სხვადასხვა პარტნიორებზე, მაგალითად, ანჯელინა ჯოლიზე. თუმცა მისი ეჭვიანობა უსაფუძვლო გამოდგა, რადგან ანტონიოს ცოლისთვის არასოდეს უღალატია.
ბანდერასის კარიერაში თითქმის არ ყოფილა წარუმატებელი ფილმები. ანტონიომ იდეალურად შეასრულა ზოროს როლი, რადგან ის ზუსტად მისთვის იყო დაწერილი. ამ ფილმში ანტონიომ ყველა თავისი საუკეთესო თვისება წარმოაჩინა.
ანტონიო უკვე სოლიდურ ასაკშია, თუმცა, არ აპირებს კარიერის დასრულებას და მაყურებელს უამრავ სიურპრიზს ჰპირდება.
გთავაზობთ ინტერვიუს ანტონიო ბანდერასთან.
– ანტონიო, ჰოლივუდში ყველაზე მეტად რა მოგწონთ?
– ჰოლივუდში ზოგადად ბევრი რამ მომწონს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადგილას არც ვიცხოვრებდი, თუმცა ყველაზე მეტად ისევ ფილმების გადაღება მანიჭებს სიამოვნებას. ზოგადად ჰოლივუდში ყველაფერი არის იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნო, განსაკუთრებით, თუ შენი პროფესია გიყვარს. მსახიობისთვის ჰოლივუდი იდეალური ადგილია და არ მესმის, რატომ არ ცხოვრობს ზოგიერთი მსახიობი ჰოლივუდში. ჰოლივუდით თავიდანვე მოვიხიბლე.
– თქვენს ფილმებში ხშირად არის ექშენი. ეს ჟანრი მოგწონთ?
– ზოგადად თავს მრავალფეროვან მსახიობავ ვთვლი, რაც ნიშნავს, რომ ყველა ჟანრის ფილმებში შემიძლია თამაში, თუმცა ზოგ მათგანში თამაში უკეთესად გამომდის, ვიდრე სხვაში. ასეა ექშენი. თუმცა ტრილერებიც ძალიან კარგად გამომდის, რადგან ტრილერები და ექშენი ერთმანეთთან მიახლოებულია. დრამა კი ჩემი საქმე არ არის, რადგან ფლეგმატური ადამიანის განსახიერება არ შემიძლია. ჩემი პერსონაჟი აქტიური უნდა იყოს და მუდმივად მოძრაობდეს.
– თქვენი ურთიერთობა მელანი გრიფიტთან ბევრისთვის სამაგალითოა. როგორ ახერხებთ ასეთი იდეალური ურთიერთობის შენარჩუნებას?
– უბრალოდ, ჩვენ გვსიამოვნებს ერთად ყოფნა, ხოლო სხვა ყველაფერს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. მელანის ჩემთვის არასოდეს მოუცია ეჭვიანობის საბაბი, შესაბამისად, მეც ყოველთვის მისი ერთგული ვიყავი. როდესაც ორი ადამიანი ერთად თავს კარგად გრძნობს, ისინი ერთად დიდხანს იქნებიან. ასეა ჩემი და მელანის შემთხვევაშიც. მე უამრავ ლამაზ ქალთან ერთად მაქვს ფილმებში მონაწილეობა მიღებული, მაგრამ მელანის ყოველთვის პირველ ადგილზე ვაყენებ.
– ესპანელ მსახიობებთან აქტიური ურთიერთობა გაქვთ ჰოლივუდში?
– რა თქმა უნდა, როდესაც ახლოს შენი ეროვნების ადამიანია, სურვილი გაქვს, მასთან ურთიერთობა გქონდეს. ჰოლივუდში არ არიან ბევრი ესპანელები, ამიტომ ვინც არიან, ვცდილობ, მათთან ხშირად მქონდეს შეხება. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკას და ამერიკელებს შევეგუე, სამშობლო მაინც სხვაა. ესპანელი ხალხი ძალიან თბილი და ემოციურია. ამერიკელები უფრო ცივები და გაწონასწორებულები არიან, მაგრამ ამას უკვე შევეჩვიე.
– თქვენი გმირები რამდენად გვანან რეალურ ანტონიოს?
– ჩემი გმირები ზოგჯერ ზუსტად ისეთები არიან, როგორიც მე, ზოგჯერ კი, პირიქით, რადიკალურად განსხვავდებიან ჩემგან. მე შემიძლია, ისეთი ადამიანები ვითამაშო, რომლებიც საერთოდ არ მგვანან, რადგან მე მსახიობი ვარ. მაგალითად, ზოროს ნიღაბში ჩემს პერსონაჟს ჩემთან ბევრი საერთო აქვს. ფილმ "ცდუნება"–ში კი პირიქით, ჩემი პერსონაჟი ძალიან მიშლის ნერვებს. ცხოვრებაში ასეთი არასოდეს ვიქნებოდი.
– მელანი უყურებს ხოლმე თქვენს ეროტიკულ სცენებს?
– ჩემს ბოლო ფილმებში ეროტიკული სცენები თითქმის არ არის, ამიტომ მელანის სანერვიულო არაფერი აქვს. რაც შეეხება ჩემს ადრინდელ ეროტიკულ სცენებს, მელანიმ იცოდა, რომ ეს ჩემი სამუშაო იყო და მეტი არაფერი. შეიძლება არავის სიამოვნებდეს თავისი მეორე ნახევრის სხვის მკლავებში ხილვა, მაგრამ ამისგან ტრაგედია არ უნდა შექმნა. მელანისაც აქვს მიღებული ეროტიკულ სცენებში მონაწილეობა, მაგრამ ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს.
– თქვენი თავის მიმართ რამდენად კრიტიკული ხართ?
– ჩემი თავის მიმართ ყოველთვის კრიტიკული ვიქნები, რადგან ბუნებით მაქსიმალისტი ვარ. მიღწეულზე არასოდეს ვკმაყოფილდები და მინდა, ყოველთვის უფრო მეტს მივაღწიო. როდესაც ჩემს ფილმებს ვუყურებ, იშვიათად ვარ ხოლმე კმაყოფილი. ყოველთვის მინდა, უკეთესი ვიყო ეკრანზე. ასე რომ არ იყოს, ზედმეტად თავდაჯერებული გავხდებოდი. ასე რომ, საკმაოდ თვითკრიტიკული ვარ.
– მსახიობობას თუ აქვს რაიმე უარყოფითი მხარე?
– ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს და მასზე რაიმე ცუდის თქმა არ მინდა. მსახიობობამ ბევრი რამ მასწავლა და ბევრი წარმატება მომიტანა. მსახიობობის გარდა, ჩემთვის სხვა პროფესია ვერ წარმომიდგენია. ერთადერთი უარყოფითი მხარე შეიძლება ის არის, რომ ხანდახან ძალიან იღლები, მაგრამ ეს მხოლოდ წვრილმანებია.
ბექა გოგინაშვილი

კავშირი ტეგთან: ანჯელინა ჯოლი

კავშირი ტეგთან: ანჯელინა ჯოლი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 