| ქალი და მამაკაცი |

"ეროტიკა ჩემი სტილი არ არის"
ბრიტნი სპირსი: "ეროტიკა ჩემი სტილი არ არის"
ბრიტნი სპირსისთვის ბოლო რამდენიმე წელიწადი ძალიან წარმატებული გამოდგა. ყველამ იცის, რომ ბრიტნის ცხოვრებაში რთული პერიოდი იყო, მაგრამ ამჟამად მომღერალი თავს ძალიან კარგად გრძნობს. ბრიტნიმ გამოუშვა ახალი ალბომი და რამდენიმე ახალი სიმღერაც, რომლებიც მაშინვე პოპულარული გახდა.
ბრიტნიმ ძალიან ადრეულ ასაკში მოახერხა იმის გაკეთება, რასაც ბევრმა მისმა კოლეგამ მთელი კარიერა მოანდომა. ბრიტნის მუსიკალური კარიერა ჯერ კიდევ მიკი მაუსის კლუბში დაიწყო, სადაც, მის გარდა, იყვნენ ჯასტინ ტიმბერლეიკი და კრისტინა აგილერა. სწორედ ამ კლუბში დაიწყო მისი რომანი ჯასტინ ტიმბერლეიკთან. ბრიტნიმ პირველი სიმღერა 17 წლის ასაკში გამოუშვა და მას მაშინვე უდიდესი პოპულარობა ხვდა წილად. ამის შემდეგ ბრიტნის კარიერა მხოლოდ წინ მიიწევდა. მისი პოპულარობა განუსაზღვრელი იყო, როგორც აშშ–ში, ასევე მის გარეთ.
პარალელურად ბრიტნიმ გადაწყვიტა, კინოშიც ეცადა ბედი, მაგრამ კრიტიკოსებმა მისი ფილმი "გზაჯვარედინი" უარყოფითად შეაფასეს. ამიტომ ბრიტნი ისევ მუსიკალურ კარიერას დაუბრუნდა.
2002 წელს ბრიტნი დაშორდა თავის შეყვარებულ ჯასტინ ტიმბერლეიკს. ამჟამად ბრიტნის ჰყავს ახალი ბოიფრენდი, თუმცა მასზე საუბარს გაურბის ხოლმე.
გთავაზობთ ინტერვიუს ბრიტნი სპირსთან.
– ბრიტნი, ამჟამად რითი ხართ დაკავებული?
– ამჟამად რამდენიმე სიმღერაზე ვმუშაობ, რომელთაც ხალხი მალე მოისმენს. ეს სიმღერები სხვადასხვა სტილისაა და სხვადასხვა თემებზეა აგებული. ამ სიმღერებით მე არ შევთავაზებ მსმენელს რაიმე განსაკუთრებულ სიახლეს, უბრალოდ, ეს სიმღერები კარგი მოსასმენი იქნება და, იმედი მაქვს, ბევრ ადამიანს სიამოვნებას მიანიჭებს. წარსულშიც ჩემი მუსიკა მსუბუქი და სასიამოვნო მოსასმენი იყო. პოპის დანიშნულებაც ხომ სწორედ ეს არის.
– რასთან იყო დაკავშირებული ის რთული პერიოდი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გქონდათ?
– ბევრ რამესთან. პირველ რიგში იმასთან, რომ ბევრი სტრესი გამოვიარე, რაც ძირითადად ჩემი პოპულარობით იყო გამოწვეული. ყურადღება ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ გადამეტება კარგი არასოდეს არის. როდესაც ყოველდღე ხედავ შენს თავს ტელევიზორში, რაღაც პერიოდის მერე ეს უკვე მოსაბეზრებელი ხდება. ეს სტრესს იწვევს, სტრესი კი – რთულ პერიოდს. მიუხედავად ამისა, მაინც უნდა შეგეძლოს თავის ხელში აყვანა. საბედნიეროდ, მე ამის გაკეთება მოვახერხე.
– მომავალში არ აპირებთ ჰოლივუდის დაპყრობას?
– ჰოლივუდის დაპყრობა ადვილი როდია, ამისთვის სერიოზული ნიჭია საჭირო. არ ვამბობ, რომ საერთოდ უნიჭო ვარ, მაგრამ იმისთვის, რომ კინოკარიერაზე სერიოზულად ვიფიქრო, საჭიროა, მცირე ხნით მუსიკას თავი დავანებო, ეს კი ჩემს გეგმებში არ შედის. ფილმში მონაწილეობის მიღება ჩემთვის სასიამოვნო გამოცდილება იყო. იმის თქმა დანამდვილებით ნამდვილად არ შემიძლია, მომავალში კიდევ მივიღებ თუ არა ფილმებში მონაწილეობას
– სკანდალური კლიპებით არასდროს გამოირჩეოდით. ეს თქვენი სტილი არ არის?
– ჩემი კლიპები ყოველთვის ძალიან ლამაზი გამოდიოდა. მე არასდროს მინდოდა, მათში ბევრი ეროტიკული სცენა ყოფილიყო. უბრალოდ, ეს ჩემი სტილი არ არის. ეროტიკას თავისი პლიუსები აქვს, მაგრამ ჩემს კლიპებში მათი ადგილი ნამდვილი არ არის. ჩემს სტილს არც მომავალში შევცვლი. თუმცა შეიძლება გადავიღო ერთი–ორი სკანდალური კლიპი, თუ ეს საჭირო იქნება ჩემი კარიერისთვის. დღევანდელ შოუ–ბიზნესში აუცილებელიც არის სკანდალური კლიპები.
– როდესაც იღვიძებთ, როგორ ხასიათზე ხართ ხოლმე?
– ცუდ ხასიათზე გაღვიძება უჟმური ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი, მე კი ასეთი ადამიანების რიცხვს ნამდვილად არ მივეკუთვნები. როდესაც ვიღვიძებ, ყოველთვის ენერგიით ვარ სავსე და იმაზე ვფიქრობ, რა გავაკეთო დღის მანძილზე. შემიძლია ვთქვა, რომ დილას ყოველთვის კარგ ხასიათზე ვარ. ნებისმიერი დილა ჩემთვის იმედთან ასოცირდება. უფრო სწორად, ოპტიმიზმთან. ჩემი აზრით, ნებისმიერი ადამიანი ასე უნდა იყოს
– რამ შეიძლება წყობიდან გამოგიყვანოთ?
– ჩემი გაბრაზება საკმაოდ რთულია, რადგან იმ ადამიანების რიცხვს არ მივეკუთვნები, რომლებიც ყველა წვრილმანზე ბრაზდებიან, მაგრამ არის რაღაცეები, რამაც შეიძლება წყობიდან გამომიყვანოს. მაგალითად, არ მიყვარს, როდესაც ვინმეს ველოდები და აგვიანებს. ჩემთვის ეს ძალიან მიუღებელი და გამაღიზიანებელია. ასევე მაღიზიანებენ უტაქტო ადამიანები. ყოველთვის უნდა იცოდე, სად როგორ ილაპარაკო და ზღვარს არ გადახვიდე.
– პაპარაცებს არ გამოჰყავხართ წყობიდან?
– პაპარაცებს უკვე შევეჩვიე, მათი დანახვა ჩემზე უარყოფითად არ მოქმედებს, პირიქით, ხანდახან მამხიარულებს ხოლმე. პაპარაცები მაინცდამაინც არასოდეს მაღიზიანებდნენ, ასე რომ, მათთან პრეტენზიები არ მაქვს. ყველას თავისი აქვს და ისინი ფულს ამით შოულობენ, ამაში დასაძრახი არაფერია, უბრალოდ, ხანდახან მომაბეზრებელია. ბოლო წლებში ჩემზე ისე აღარ ნადირობენ, როგორც ადრე, ამიტომ საწუწუნო არაფერი მაქვს
– მოახერხეთ პირადი ბედნიერების პოვნა?
– პირადი ბედნიერება ზოგადად არაერთგვაროვანი ცნებაა. პირად ცხოვრებაში ყოველთვის იქნება პრობლემები და სირთულეები. ამისთვის მზად უნდა იყო და ამისგან ტრაგედია არ უნდა შექმნა. ზოგადად პირადი ცხოვრების ინტიმურ დეტალებზე პრესასთან საუბარი არ მიმაჩნია მიზანშეწონილად.
ბექა გოგინაშვილი

კავშირი ტეგთან: ბრიტნი სპირსი

კავშირი ტეგთან: პირველი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 