| ქალი და მამაკაცი |

თბილისი სისხლისღვრას კიტოვანმა გადაარჩინა
1991 წლის ოქტომბერში თბილისი სისხლისღვრას კიტოვანმა გადაარჩინა
"გუმბათი" აგრძელებს ინტერვიუს საქართველოს ყოფილ პრემიერ–მინისტრ თენგიზ სიგუასთან.
– ბატონო თენგიზ, რა გამოხმაურება ჰქონდა დასავლეთში საქართველოში მიმდინარე მზარდი დაპირისპირების პროცესს?
– ოქტომბრის დასაწყისში ჩემთან ამერიკელი ჟურნალისტები იყვნენ და მათ აშშ–ს საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ოფიციალური განცხადება გადმომცეს. შეერთებული შტატების ხელისუფლების ან მისი რომელიმე გავლენიანი უწყების ოფიციალური მიმართვა მეტად საყურადღებო დოკუმენტია ნებისმიერი ქვეყნისთვის. ამერიკელმა ჟურნალისტებმა მითხრეს, რომ ეს დოკუმენტი გადაეცა საქართველოს წარმომადგენლობას მოსკოვში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და პრეზიდენტის კანცელარიას. ხელისუფლებას არ აწყობდა ამ განცხადების გამომზეურება და ამიტომ დამალა. უზენაესი საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტმა მას "სიგუას დოკუმენტი" უწოდა. საქმე იმაშია, რომ ეს დოკუმენტი მე გავავრცელე და იგი გაზეთ "სარანგში" დაიბეჭდა. რეალური სიტუაციის გასარკვევად, მოსკოვში აშშ–ს საელჩოში მივლინებული იყო უზენაესი საბჭოს დეპუტატი, საგარეო საქმეთა კომისიის წევრი ირაკლი მელაშვილი. საელჩოში შეხვედრისას მას დაუდასტურეს, რომ ოფიციალური განცხადება ზემოთნახსენებ სახელმწიფო ორგანოებს ჩაბარდა. ეს ასევე დაადასტურა შეერთებული შტატების მინისტრმა–მრჩეველმა ლუის სელმა თავის ოფიციალურ წერლიში უზენაესი საბჭოს საგარეო კომისიის თავმჯდომარის თედო პაატაშვილის სახელზე.
– მაინც რა მთავარი აქცენტები კეთდებოდა აშშ–ს საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ამ ლამის გასაიდუმლოებულ განცხადებაში?
– მასში ნათქვამი იყო: "შეერთებული შტატების მთავრობა შეშფოთებულია საქართველოში შექმნილი სიტუაციით. ჩვენ ვგმობთ ძალადობას და მუქარის გამოყენებას მიმდინარე კრიზისის დროს და ორივე მხარეს მოვუწოდებთ შეწყვიტონ ასეთი ტაქტიკა. ეს იქნება უდიდესი ტრაგედია, თუ იმის თავისუფლებას რომ თავისი საშინაო საქმეები დემოკრატიული საშუალებით მართოს, საქართველო დაკარგავს რომელიმე მხარის მიერ ძალადობის, ექსტრემიზმის გამოყენების, ან პოლიტიკური რეპრესიების გატარების გამო. აშშ–ს მთავრობას მიაჩნია, რომ ორივე მხარე პასუხისმგებელია ძალადობის გამოყენების თავიდან აცილებაში. ძალადობის გამოყენება რომელიმე მხარის მიერ დაუყოვნებლივ გამოიწვევს ჩვენს უარყოფით დამოკიდებულებას საქართველოსადმი. ჩვენ განვაცხადეთ, რომ აშშ–ს პოლიტიკას რესპუბლიკებისადმი საფუძვლად დაედება ერთგულება შემდეგი ხუთი პრინციპისადმი: პირველი – მშვიდობიანი თვითგამორკვევა, მეორე – საზღვრების დაცვის პატივისცემა, მესამე – დემოკრატიული პრინციპები, მეოთხე – ადამიანის უფლებათა პატივისცემა, მეხუთე – საერთაშორისო სამართლისა და ვალდებულებების ერთგულება, განსაკუთრებით ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და პარიზის ქარტიის აღიარება. მოვლენათა დღევანდელი განვითარება საქართველოში ქმნის ამ პრინციპების დარღვევის საშიშროებას. ამ სიტუაციაში აშშ–სთვის შეუძლებელი იქნება საქართველოსთვის იმ პოლიტიკური და ეკონომიკური დახმარების აღმოჩენა, რომელიც მის კეთიდღეობას სჭირდება. ჩვენ მომავალშიც ყურადღებით თვალს ვადევნებთ მოვლენათა განვითარებას. ვთხოვთ, ყველა მხარეს უარი თქვან ძალისმიერ კონფრონტაციაზე და ერთობლივად იმუშაონ კრიზისის დასაძლევად, ზემოთჩამოთვლილი ხუთი პრინციპის გათვალისწინებით. ორივე მხარე პასუხისმგებელია, რომ გადაჭრას მიმდინარე კრიზისი დიალოგის, კეთილი ნების და კონსტიტუციური პროცესების გზით. მოვუწოდებთ მხარეებს, გააგრძელონ დიალოგი ყველა მხარის მოთხოვნების გათვალისწინებით.
ახლა მოკლედ იმ წერილის შესახებ, რომელიც საქართველოს უზენაესი საბჭოს საგარეო კომისიამ მიიღო: "ელჩმა მთხოვა პასუხი გამეცა თქვენი 24 ოქტომბრის წერილზე, რომელშიც გსურთ გაარკვიოთ შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. აშშ ძალზედ შეწუხებულია თბილისში არსებული სიტუაციის გამო. ჩვენმა ხელისუფლებამ დაგმო ძალის და მუქარის გამოყენება და ყველა მხარეს მოუწოდა, უარი თქვან ამგვარ მეთოდებზე. დაჟინებით ვთხოვთ ყველა პარტიას დიალოგის და შეთანხმების გზით გადაეწყვიტათ მათ შორის არსებული უთანხმოებები და ამ წინადადებით უშუალოდ მივმართეთ როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციის ლიდერებს. ამასთან ერთად მსურს თქვენი ყურადღება მივაპყრო ელჩ მაქს კამპელმანის კომენტარზე, თბილისში შექმნილი სიტუაციის შესახებ, რომლითაც ის ადამიანური განზომილების კონფერენციაზე წარდგა. იგი ევროპაში უშიშროების და თანამშრომლობის თათბირის ეგიდით გაიმართა. კამპელმანმა დაგმო საქართველოში გამოყენებული ძალმომრეობა და ადამიანთა მსხვერპლი, რაც ამ ძალმომრეობას მოჰყვა. დაჟინებით მოუწოდა პრეზიდენტ გამსახურდიას გაეხსენებინა ჰელსინკის დასკვნითი დოკუმენტის პრინციპები. ჩვენ ყველა სხვა პარტიასაც მივმართავთ და დაჟინებით ვთხოვთ, გაითავისონ ეს პრინციპები. გულწრფელად, მინისტრი–მრჩეველი ლუის სელი. აშშ–ს საელჩო, მოსკოვი, 23 ოქტომბერი 1991 წელი".
– ამ განცხადებების ფონზე რა ხდება თბილისში?
– 3 ოქტომბერს გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში" უზენაესი საბჭოს დეპუტატების პოლიტიკური განცხადება გამოქვეყნდა ეროვნულ გვარდიასთან დაკავშირებით. მას ხელს აწერდა 36 დეპუტატი. მათ შორის ელდარ შენგელაია, თედო პაატაშვილი, ირაკლი მელაშვილი, თემურ შაშიაშვილი, ნოდარ ნათაძე, ვაჟა ადამია, დავით ბერძენიშვილი, რომან გოცირიძე, აკაკი ბობოხიძე, თედო ნინიძე და სხვები. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ეროვნული გვარდია შექმნილია უზენაესი საბჭოს დადგენილებით და მისი დაშლის, ისევე როგორც სტატუსში ცვლილების შეტანის უფლება მხოლოდ უზენაეს საბჭოს აქვს. ამგვარად პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც უზენაესი საბჭოს ამ დადგენილებას აუქმებს მიჩნეული უნდა იქნას კანონშეუსაბამოდ. განცხადებაში აგრეთვე აღნიშნული იყო, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციული მოქმედება მის მიერ უფლებამოსილების გადამეტების პირობებში მიმდინარეობს. მან კონსტიტუცია დაარღვია, როდესაც დაუყოვნებლივ არ მოიწვია უზენაესი საბჭოს სხდომა მისი მიერ საგანგებო წესების გამოცხადების თაობაზე. საგანგებო წესები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 24 სექტემბერს გამოცხადდა. ამიტომ პრეზიდენტის ბრძანებულებები, კერძოდ მისი ბრძანებულება, რომელიც თბილისის ახლანდელ ვითარების რეგულირებას ეხება, კანონიერად ვერ ჩაითვლება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პრეზიდენტის 24 სექტემბრის ბრძანებულება უზენაესი საბჭოს მიერ მხოლოდ 6 ოქტომბერს იქნა დამტკიცებული, ორი კვირის შემდეგ, როდესაც კონსტიტუცია ასეთ დროს უზენაესი საბჭოს დაუყოვნებლივ დადგენილებას მოითხოვდა.
განმცხადებლები მოითხოვდნენ, რომ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს დაუყოვნებლივ მოეწვია საბჭოს რიგგარეშე სხდომა, ეროვნული გვარდიის სტატუსის განსაზღვრისთვის.
1991 წლის 2 ოქტომბერს გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში" გამოქვეყნდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ დღეს როდესაც კიდევ უფრო გამწვავდა პოლიტიკური ვითარება, როცა ქართველი ხალხი რეალურად დგას კატასტროფის წინაშე, უპირველესად საჭიროა გამოირიცხოს დაძაბულობის უმთავრესი ფაქტორი – შეიარაღებული ძალების დაპირისპირება. მეცნიერები მოითხოვდნენ, რომ აუცილებლად განახლდეს მხარეთა შორის მოლაპარაკება კათალიკოს–პატრიარქის ეგიდით და ერის ყველა საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტა მიტინგებიდან პარლამენტში გადავიდეს.
3 ოქტომბერს მთავრობის სახლთან ხელისუფლების მხარდამჭერთა მიტინგი გაიმართა, რომელიც იმდროინდელ პოლიტიკურ ვითარებას მიეძღვნა. გამომსვლელები პრეზიდენტის მხარდაჭერს გამოხატავდენენ, მის კურსს იწონებდნენ. ილაპარაკეს იმაზე, თუ რაოდენ საჭიროა კონსოლიდაცია, რომ არ ავყვეთ იმპერიის და მისი აგენტების ხრიკებს. რომ სადავო საკითხები მშვიდობიანი დიალოგის გზით გადაიჭრას. 3 ოქტომბრის მიტინგები წინა მიტინგებისგან განსხვავდებოდა მაჟორულ ნოტზე მიმდინარეობით. აღნიშნავდნენ, რომ მართალია ოპოზიციას იარაღი არ დაუყრია, მაგრამ არც შეიარაღებულ შეტაკებაზე წასულა. ადამიანებმა თავისუფლად ამოისუნთქეს. არ მოხდა ყველაზე საშინელი
– ძმათამკვლელი ომი. მიტინგის მონაწილეებს გააცნეს შეთანხმების შინაარსი, რომელსაც ხელი მოაწერეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა, ოპოზიციური ფრაქციის დეპუტატებმა, თენგიზ კიტოვანმა და ვაჟა ადამიამ. დოკუმენტი იმას ეხებოდა, რომ შეიარაღებული ფორმირებები, ეროვნული გვარდია და ადამიას ფორმირებები ტოვებენ თბილისს. მიტინგზე პრეზიდენტი გამსახურდია გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ოპოზიცია სატიკად დამარცხდა და მისი შეიარაღებული ფორმირებების თბილისიდან გაყვანა დაიწყო. მან განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში უზენაესი საბჭოს სესია გაიმართება, რომელიც საკადრის პასუხს გასცემს იმ დეპუტატების საქციელს, ვინც პუტჩს მხარში ამოუდგა. პუტჩის საქმიანობა კრახით დამთავრდება – ასეთი იყო პრეზიდენტის განცხადება.
– როგორ ვითარდებოდა ქვეყანაში პროცესები ამის შემდეგ?
– ხანმოკლე და მოჩვენებითი აღმოჩნდა ის სიმშვიდე, რომელმაც დედაქალაქში დაისადგურა 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან. 4 ოქტომბერს დილიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თბილისი მორიგმა საგანგაშო ცნობამ მოიცვა. როგორც წინა ინტერვიუში დაწვრილებით მოგიყევით, დილის ათ საათზე თბილისის ზღის მიდამოებში დისლოცირებულ ოპოზიციურ ეროვნულ გვარდიას ალყა შემოარტყა და თავს დაესხა პოლიცია და სამთავრობო შეიარაღებული ძალები, მათი განიარაღების და დაპატიმრების მიზნით. შეტაკება დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა და სამთავრობო ძალების დამარცხებით დამთავრდა. მათ მოხსნეს ალყა და თბილისის ზღვის მიდამოები დატოვეს. თბილისის ზღვაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ დეტონატორის როლი შეასრულა და ისედაც დაძაბული მდგომარეობა უკიდურეს წერტილამდე მივიდა. საქართველოს რადიოს მოწოდების პასუხად, მოსახლეობამ პარლამენტის შენობას მიაშურა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, თავისი პოზიციის გამოსახატავად, რუსთაველის პროსპექტს მიაშურეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა. იმ წუთებში რუსთაველის გამზირი კონტროლიდან გამოსული, ფსიქოზამდე მისული ხალხით იყო სავსე. დაპირისპირებულ მხარეთა შორის შესაძლო ინციდენტის თავიდან ასაცილებლად სახელისუფლებო გვარდიის ჯარისკაცებმა ცოცხალი კედელი შექმნეს. ერთმანეთთან პოლიტიკურად დაპირისპირებული ხალხი ახლა ფიზიკურადაც ერთმანეთის პირისპირ იდგა. უზენაესი საბჭოს მხრიდან განუწყვეტლივ ისმოდა ზვიადი, ზვიადის შეძახილები. ხალხის ნაკადი განუწყვეტლივ მატულობდა ორივე მხრიდან. ტელევიზიამ გადმოსცა თბილისის სამხედრო კომენდანტის განცხადება, რომ მოიხსებოდა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე პიკეტირება. საქართველოს რადიო თბილისელებს პრეზიდენტის და პარლამენტის დასაცავად მოუწოდებდა და მოსახლეობას მთავრობის სახლისკენ თავისუფლების მოედნის მხრიდან იხმობდა. ოპოზიცია ქალაქში მეგაფონებით დაქროდა და ხმებს ავრცელებდა პრეზიდენტის გადადგომის შესახებ, ხოლო რადიო სისტემატურად აქარწყლებდა ამ ხმებს. რადიომ და ტელევიზიამ გამოაცხადეს, რომ ხულიგნური მოქმედებისთვის დაკავებულები არიან კომუნისტური პუტჩის წარმომადგენლები, გენერალი ჯიმი მიქელაძე და ყოფილი მინისტრი ნიკოლოზ ნეფედოვი. საავადმყოფოში გარდაიცვალა პრეზიდენტის ერთგული ჯარიკაცი მიხეილ ბუზალაძე.
მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორია ავტობუსებით იყო ჩახერგილი. მისასვლელები საგულდაგულოდ მილიციის კორდონებით იყო დაცული. შეგროვილი მოქალაქეების რაოდენობამ ხელისუფლება ისე შეაშფოთა, რომ მთავრობამ მათი დაშლა გადაწყვიტა. ჯერ სახანძრო მანქანების წყლის ჭავლით შეეცადნენ პროტესტანტების დაშლას, მაგრამ ოპოზიციონერებმა მათი განიარაღება შეძლეს. ამის შემდეგ მთავრობის სახლის მხრიდან სროლები დაიწყო და გაზიც გამოუშვეს. შეიქმნა პანიკური სიტუაცია, ხალხი სასტუმრო "ივერიის" მიმართულებით გარბოდა. შუაღამით ისევ დაიწყეს მეგაფონიანი მანქანებით ხალხის გაღვიძება – რუსთაველზე მშვიდობიანი მიტინგი ავტომატის ჯერებით დაარბიესო, გარეთ გამოდით, გვესვრიანო. ძალიან ბევრი მანქანები ამოვიდა თბილისის ზღვაზე და თენგიზ კიტოვანს დაჟინებით თხოვდნენ, რომ გვარდია თბილისში ჩამოეყვანა და ოპოზიციური პარტიები დაეცვა. მაგრამ კიტოვანმა იმჯერად თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ეს აუცილებლად ძალიან დიდ სისხლისღვრას გამოიწვევსო. ამიტომ თუ მთავრობა ხალხს არ ესვრის და მხოლოდ ჰაერში გაისვრის, ჩვენი თბილისში ჩასვლა ამჟამად გაუმართლებელი იქნებაო. ასე დამთავრდა 4–5 ოქტომბრის ძალიან დაძაბული დღეები.
(გაგრძელება იქნება)
გერა მამულაშვილი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 