| ქალი და მამაკაცი |

ჯად ლოუ სიენა მილერს დაუბრუნდა
ჯად ლოუ სიენა მილერს დაუბრუნდა
ჰოლივუდში, სადაც უამრავი მომხიბვლელი მამაკაცია, ჯად ლოუ ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული შარმით. ჯუდის სამსახიობო კარიერა ამჟამად აღმავლობის გზაზეა, რაც პირველ რიგში თვითონ მსახიობის დამსახურებაა.
ჯადი 38 წლისაა, თუმცა ასაკი საერთოდ არ ეტყობა. მას ჰოლივუდში მექალთანის სახელი აქვს, თუმცა თავად მსახიობი ასეთ სტატუსს უარყოფს და ამბობს, რომ ამბები მისი სასიყვარულო ცხოვრების შესახებ ხშირ შემთხვევაში შეთხზულია. ჯუდი პატივისცემით სარგებლობს კოლეგებში და მასთან მუშაობა ყველას უხარია.
როგორც ჩანს, ჯადმა პირადი ბედნიერებაც იპოვა. მსახიობმა განაახლა რომანი სიენა მილერთან, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ხვდებოდა. გთავაზობთ ინტერვიუს ჯად ლოუსთან, რომელიც დასავლურ პრესაში გამოქვეყნდა.
– წელს თქვენგან რა სიახლეს შეიძლება ელოდოს მაყურებელი?
– ზოგადად უმუშევრად ყოფნა არ მიყვარს, ამიტომ ყოველთვის დაკავებული ვარ ხოლმე გადაღებებით. თუმცა მე იმ მსახიობთა რიცხვს არ მივეკუთვნები, რომლებსაც უყვართ ფილმებზე წინასწარ ლაპარაკი. როდესაც გადაღებები მაქვს, ჩემი ფიქრები მხოლოდ ამ კონკრეტული ფილმის გარშემო ტრიალებს. ამიტომ წინასწარ არ ვიტყვი, რა ფილმებში მივიღებ მონაწილეობას, თუმცა იმის თქმა შემიძლია, რომ ყველა ჟანრის ფილმებში ვცდი ბედს. ზოგადად ყოველთვის მრავალფეროვანი მსახიობი ვიყავი და ვერ ვიტყვი, რომ ერთ რომელიმე კონკრეტულ ჟანრს ვანიჭებ უპირატესობას. იმედი მაქვს, მომავალში მაყურებელს ბევრ სასიამოვნო წუთს ვაჩუქებ.
– როგორც ამბობენ, სიენა მილერს შეურიგდით. ეს მართლაც ასეა?
– დიახ, ასეა და ეს ფაქტი ძალიან მახარებს. როდესაც მასთან ერთად ვარ, თითქოს უკეთესი ადამიანი ვხდები. წარსულში ჩვენ შორის იყო პატარა უთანხმოებები, მაგრამ ამჟამად ეს ყველაფერი დავივიწყეთ. პირად ცხოვრებაში ბედნიერება სამუშაოშიც გიწყობს ხელს, რადგან როდესაც ბედნიერი არ ხარ, საქმეს ისე ვერ აკეთებ, როგორც საჭიროა. ამჟამად ძალიან მინდა, რომ ვიმუშაო, რადგან ვიცი, რომ ყველაფერი კარგად გამომივა.
– თქვენს თავს როგორ დაახასიათებდით?
– ზოგადად ადამიანები საკუთარ თავზე ლაპარაკს ერიდებიან, რადგან ეს მართებული არ არის, მაგრამ რადგან შეკითხვა დამისვით, გიპასუხებთ და შევეცდები, რაც შეიძლება მორიდებული ვიყო. ვარ აქტიური, ამბიციური, მაქვს პასუხისმგებლობის შეგრძნება. ყოველთვის ვცდილობ, ვიყო კომუნიკაბელური და ადამიანებთან კონტაქტი დავამყარო. როგორც მსახიობისთვის, ეს ჩემთვის აუცილებელია. მაქვს უარყოფითი თვისებებიც: ვარ ზარმაცი და ხანდახან ყველაფერი მეზარება. თუმცა ეს დროებითია ხოლმე.
– თქვენთვის რამდენად მისაღებია ძალადობა, რაც ძალიან ბევრია დღევანდელ ფილმებში?
– ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ძალადობა მიუღებელია, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ ძალადობა ფილმებში აუცილებელია. ჰოლივუდში უფრო ნაკლებად არის ძალადობა, ვიდრე ევროპულ ან რუსულ ფილმებში და ეს ძალიან კარგია. მე არ მსიამოვნებს, როდესაც ძალადობას ვუყურებ ეკრანზე. ჩემთვის ეს მიუღებელია. თუმცა როდესაც რეჟისორი თრილერს იღებს, მას არ შეუძლია, ამ თემას გვერდი აუაროს.
– ეთანხმებით იმ აზრს, რომ სექსი და ძალადობა ფილმს უფრო საინტერესოს ხდის?
– ბუნებრივია, ეს კომპონენტები ფილმებისთვის აუცილებელია. მაყურებელს ყოველთვის აინტერესებს, იქნება თუ არა ამა თუ იმ პერსონაჟს შორის სექსი, ან როგორ განვითარდება მათი ურთიერთობები. რეჟისორი ყოველთვის უნდა ცდილობდეს, რომ ფილმის ბოლომდე ყველაფერი გასაგები არ იყოს, რადგან ეს ფაქტორი მაყურებელს იძულებულს ხდის, ფილმს ბოლომდე უყუროს. რეჟისორი უნდა ცდილობდეს, რომ სექსი ლამაზად გადაიღოს და არა – ვულგარულად.
– თქვენზე ხშირად ამბობენ, რომ ჰოლივუდში ერთ–ერთი ყველაზე სექსუალური მამაკაცი ხართ. ეს თქვენზე როგორ მოქმედებს?
– რა თქმა უნდა, მსიამოვნებს, როდესაც კომპლიმენტს მეუბნებიან, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჰოლივუდში იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ სექსუალური მამაკაცის იმიჯი მომეპოვებინა. ჩემთვის ფილმებში გადაღება გაცილებით მნიშვნელოვანია და პირველ ადგილზე სწორად ამას ვაყენებ. ჰოლივუდში მნიშვნელოვანია, რომ კარგი გარეგნობა გქონდეს, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ ეს საკმარისი არ არის წარმატების მისაღწევად
– არ გაღიზიანებთ ის ფაქტი, რომ ყველამ იცის თქვენი პირადი ცხოვრების ყველა დეტალი?
– სხვათა შორის, არ მაღიზიანებს, პირიქით, მსიამოვნებს კიდეც. როდესაც ხალხს შენი პირადი ცხოვრება აინტერესებს, ეს იმას ნიშნავს, რომ საინტერესო და პოპულარული ხარ. არ მესმის, რატომ უნდა გაღიზიანებდეს ეს ფაქტი. ბუნებრივია, შეიძლება არ გინდოდეს, რომ შენი ცხოვრების ყველა ინტიმური დეტალი გახმაურდეს, მაგრამ ამისგან ტრაგედია არ უნდა შექმნა. საერთოდ, უნდა ეცადო, რომ ცხოვრებაში ყოველთვის დადებითი დაინახო და არა – უარყოფითი.
– თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
– თავისუფალი დრო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი დრო ცოტა მაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვწუწუნებ ან არ მინდა მუშაობა. პირიქით, როგორც გითხარით, სამუშაოს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. მაგრამ ზოგჯერ დასვენებაც აუცილებელია, ამიტომ როდესაც თავისუფალი დრო მაქვს, ვცდილობ დავისვენო. ძალიან მიყვარს სახლში ყოფნა. ამ დროს ყველაზე კარგად ვისვენებ.
ბექა გოგინაშვილი

კავშირი ტეგთან: ადამიანი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 