| ქალი და მამაკაცი |

ესპანეთი – ჰოლანდია 1:0
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, ესპანეთი – ჰოლანდია 1:0
პირველად თავის ისტორიაში ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო თასი მოიგო. დამატებით დროში ნახევარმცველის, ანდრეს ინიესტას გატანილმა გოლმა შეხვედრის ბედი გადაწყვიტა და ესპანეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემიონის ტიტული მოუტანა.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, რომელსაც სამხრეთ აფრიკამ უმასპინძლა, 13 ყვითელი და 1 წითელი ბარათით იყო "დახუნძლული".
თამაშის ძირითადი დრო 0:0 ანგარიშით დასრულდა. დამატებითი დროის მეორე ნახევარში უკვე ყველა ფიქროდა, რომ ნაკრებთა ბედი პენალტების სერიით გადაწყდებოდა, სადაც შანსები 50/50–ზე იყო. თუმცა ესპანელებმა გოლის გატანა მოახერხეს.
116–ე წუთზე ინიესტას მიერ გატანილ გოლს წინ უსწრებდა ჰოლანდიის ნაკრების წევრთა შემცირება – მსაჯმა ჰოვარდ ვებმა ინიესტას მიმართ წესების უხეში დარღვევისთვის ჯონი ჰეიტინგა მოედნიდან გააძევა.
"არ არსებობს სიტყვები, რომელიც აღწერს, თუ რას ვგრძნობ ახლა. ჩემი გოლის შემდეგ მე ვფიქრობდი ჩემს ოჯახზე და ყველა იმ ადამიანზე, ვინც მიყვარს. ეს დაუჯერებელია! თუმცა გამარჯვება დიდი შრომის შედეგია," – უთხრა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ინიესტამ ჟურნალისტებს .
"დღეს ლამაზი ფეხბურთის დაჯილდოვების დღეა. გასახდელში ყველა აღფრთოვანებულია ამ გამარჯვებით." – განაცხადა ესპანელთა მწვრთნელმა, რომელიც ამაყობს თავისი ნაკრებით და ამ გამარჯვებას ესპანელ ხალხს უძღვნის.
ესპანელთათვის ეს დღე სასიხარულო იყო, ხოლო ჰოლანდიელებისთვის – ნამდვილი ტრაგედია. მათ მესამედ (1974 და 1978 წლის ჩემპიონატების შემდეგ) ვერ გამოიყენეს შანსი და ფინალში მოხვედრის მიუხედავად ჩემპიონის ტიტული ვერ მოიპოვეს.
რობენმა ორჯერ ვერ გამოიყენა საგოლე მომენტი, თუმცა მან ყველაფერი გააკეთა თავისი ნაკრებისთვის. აღსანიშნავია მეკარის, იკერ კასილასის თამაშიც, რომელმაც რამოდენიმეჯერ იხსნა თავისი ნაკრები გაშვებული გოლისგან.
"ძალიან მწარე და არასასიამოვნოა მარცხი, მაგრამ ეს სპორტია. ესპანელთა გუნდი უკეთესი იყო დღეს," – უთხრა მატჩის შემდეგ რობენმა ჟურნალისტებს.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 