| ქალი და მამაკაცი |

"ჩემთვის მოძღვრობაც პოეზიაა"
მამა პეტრე: "ყველა ადამიანში ლექსს ვხედავ და მინდა, ის ლექსი მკერდიდან ავაგლიჯო"
ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა, პოეტმა პეტრე კვარაცხელიამ, ცოტა ხნის წინ საზოგადოებას მე–6 პოეტური კრებული, სახელწოდებით "პეტრე" წარუდგინა. მამა პეტრე "გუმბათთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ის უფრო პოეტია, ვიდრე მოძღვარი. პოეტად დაიბადა, ამიტომ პოეტად უნდა გარდაიცვალოს. მისთვის პოეზია ცხოვრების წესია, აღსარებაა, ძალიან თამამი, აშკარა და თავისუფალი. წერს იმას, რაც აწუხებს. ყოველი ლექსი მისი სულის ტკივილია. თვლის, რომ პოეტის დანიშნულება პირველსახესავით სრულქმნილების მიღწევაა. ალბათ, ამიტომაც უფლისა და სიცოცხლის სიყვარული მას საოცრად გადამდები აქვს..
– მამა პეტრე, როგორ განმარტავთ პოეზიას და პოეტურობას?
– ცალსახად, მე მიმაჩნია, რომ პოეზია ყველაზე დიდი შემოქმედებაა. ადამიანმა სამყარო ზუსტად ისე რომ აღიქვას, როგორიც არის, ამაში მას პოეზია აუცილებლად დაეხმარება. ფაქტობრივად, შემოქმედება ძველი აღთქმიდან იწყება, ანუ ყველაზე დიდი შემოქმედი არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ზეციური მამა, რომელმაც არაფრისგან ხილული და უხილავი სამყარო შექმნა და პოეტიც ემსგავსება ქვეყნის შემოქმედს. პოეტმაც არაფრისგან უნდა შექმნას რაღაც და ეს რაღაც იმდენად შთამბეჭდავი, ხელმისაწვდომი და განივთებული უნდა იყოს, რომ მის გარშემო მყოფი ადამიანები დაარწმუნოს ამ სისწორეში. შეიძლება, ეს იყოს ძალიან დიდი ილუზია, წარმოსახვითი.
– საკმაოდ აქტიური პოეტი ხართ, უკვე მე–6 კრებული გამოეცით. საკუთარ თავში პოეტობის ნიჭი როდის აღმოაჩინეთ?
– ადამიანი თუ პოეტია, ის დაბადებიდან პოეტია. ანუ, ზოგადად, შემოქმედებითობა ნიჭია, რომელიც რჩეულთა ხვედრია. სერიოზულად წერა სტუდენტობაში დავიწყე. რასაკვირველია, მანამდეც ვწერდი, მაგრამ ეს იყო აბსოლუტურად გაუმართავი პოეტური ხერხებით. თუმცა, მასში იგრძნობოდა პოეზია, რომ ის იყო პოეტური სულის ადამიანის დაწერილი. ჩემი მეგობრები ამბობენ, რომ ძალიან უცნაური ბავშვი ვყოფილვარ. მე ჩემს უცნაურობას ვერ ვამჩნევდი, რადგან ეს ჩემთვის აბსოლუტური ჩვეულებრივობა იყო. თუმცა, შეიძლება, ადამიანმა ლექსები არ წეროს, მაგრამ, შინაგანად, სულით, ცხოვრების წესით იყოს პოეტი. პოეზია ჩემთვის მხოლოდ ლექსის წერა არ არის.
– აბა, რა არის თქვენთვის პოეტობა?
– პოეტობა ჩემთვის ცხოვრების წესია. მე პოეტად დავიბადე, პოეტად უნდა გარდავიცვალო. ჩემთვის მოძღვრობაც პოეზიაა, ადამიანებთან, მეგობრებთან ურთიერთობაც. აღსარების მდგომარეობაც პოეზიაა. ადამიანი აღსარებას რომ გაბარებს, მას სული სტკივა და ის სული შენ უნდა განკურნო. უნდა შეძლო, უმკურნალო და ღმერთამდე მიიყვანო. დაცემული წამოაყენო, დავრდომილი ანუგეშო, მტირალს ცრემლი მოსწმინდო და ასე შემდეგ. ეს უკვე პოეზიაა.
– ე.ი. შეიძლება ითქვას, რომ თქვენში პოეტობა და მოძღვრობა ერთმანეთს ავსებს და ხელს არანაირად უშლის?
– პოეტობა და მოძღვრობა ერთმანეთს ძალიან ავსებს. ცხოვრება ძალიან რთულია. ორმაგად რთულია, თანამედროვე ეპოქაში იყო ახალგაზრდა მოძღვარი, მაგრამ მაცხოვარი ბრძანებს, უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი მსუბუქ არსო, მე ამ სიტყვების ღრმად მწამს და მჯერა. ეს საკუთარ თავზე, გამოცდილებაზე მიგრძვნია და განმიცდია. პოეტობა მეხმარება იმაში, რომ დაკისრებულ ჯვარს ტრაგიკულად არ ვუყურებ. ცხოვრებაში თუ არსებობს რაიმე დაბრკოლება, ტკივილი, განსაცდელი, არსებობს იმისთვის, რომ მე რაღაც დავწერო და იმ დაწერილით, რომელიც ტკივილისგან არის წარმოშობილი, ისევ უფალთან მივიდე, ანუ ჩემთვის პოეზია არის უმოკლესი გზა ღმერთისკენ. მე ყველა ადამიანში ლექსს ვხედავ და მინდა, ის ლექსი მკერდიდან ავაგლიჯო. ძალიან ბედნიერი ვარ, ყველაფერში უფლის ხელს ვხედავ. ჩემს დაცემაშიც უფალს ვხედავ. დაცემა იმიტომ ხდება, რომ წამოდგომა და უფრო მტკიცედ დგომა შევძლოთ.
– ანუ პოეტობა სულის განწმენდაშიც გეხმარებათ?
– ხშირად მქონია განცდა, რომ რაღაც კონკრეტული ცოდვა, რომელიც აწუხებს სხვას, არ არის ჩემში და ვიმშვიდებ თავს. ამ დროს, ქვეცნობიერად, რაღაც მთრგუნავს და მანადგურებს, რომ შენშიც არის, მაგრამ ჯერ ვერ ხედავ. მოცემულ სიტუაციაში, რა სიტუაციაშიც იმყოფებოდა ის ადამიანი, როდესაც კონკრეტული ცოდვა გამოავლინა და რომელიც მეგონა, მე არ მქონდა, იგივე სიტუაციაში, მე ზეჭარბად მქონია. მაგრამ ტრაგედია ის კი არაა, რომ მე ცოდვა ჩავიდინე, ჩემთვის ტრაგედია შეიძლება იყოს ის, რომ ამ ცოდვის ტკბობაში ვრჩებოდე და იქიდან გამოსვლა აღარ მინდოდეს. ამაში მე პოეზია მეხმარება. პოეზია ჩემთვის არის განწმენდა, განსპეტაკება. თხემით ტერფამდე ვგრძნობ და მგონია, ვინც ჭეშმარიტი პოეტია, ის ჭეშმარიტად წმიდანია. ჩემს ერთ–ერთ ლექსში ვამბობ, პოეტს ხომ მკვდარსაც გააკრავენ ათასჯერ ჯვარზე, არ დაინდობენ პოეტს, არც ცოცხალს და არც მიცვალებულს. ესაა პოეტის ხვედრი.
– შესაძლებელია, რომ სასულიერო პირი თავის პოეტურ შემოქმედებაში ბოლომდე თავისუფალი იყოს?
– მოძღვარი, თუ ის ლექსებს მოძღვრობაში წერს, შესაბამისად, პოეტი არ არის, მაგრამ თუ სასულიერო პირი, რომელიც დაბადებიდან პოეტია და შემდეგ გახდა მღვდელი, ის მაინც პოეტია, რადგან ჩარჩოში არასოდეს ჩაჯდება. ჭეშმარიტი პოეზია კი პოეზიის საზღვრებს მიღმა იწყება. მე იმდენად ლირიკული ლექსები მაქვს, საზოგადოებამ აღვირი რომც ამომდოს, ამ პოეზიას არასოდეს დავთმობ. ჩემთვის პოეზია სიგიჟის რკალებია.
– არის რამე ისეთი, რასაც ამბიონიდან ვერ ამბობთ და ლექსებით გამოხატავთ თქვენს სათქმელს?
– ლექსებში ისეთს არაფერს ვწერ, რასაც ამბიონიდან ვერ ვამბობ. მე ვარ უკომპრომისო ადამიანი, შემიძლია ამბიონზე დავდგე და საჯაროდ ვთქვა ჩემი აღსარება. პოეზიაც ჩემი აღსარებაა, ძალიან აშკარა, თავისუფალი და თამამი.
– როგორ იბადება თქვენი ლექსები?
– წერისთვის განსაზღვრული დრო არ არსებობს. ხშირ შემთხვევაში, როცა მარტო ვარ, მაშინ ვწერ. სიგიჟემდე მიყვარს მარტოობა. მიყვარს ადამიანებიც, მაგრამ ადამიანებთანაც კი მარტო ვარ. გალაკტიონი ერთ–ერთ ნაწერში ამბობს, ჩემს მარტოობას ისე არასოდეს არ ვგრძნობ, როგორც ხალხთან, როგორც საზოგადოებასთან, არ ვიცი, რა გავაკეთოო. მეც ჩემს სიმარტოვეს ისე არასოდეს ვგრძნობ, როგორც ხალხმრავლობაში. ამ დროს უფრო მეტად იბადება ჭეშმარიტი პოეზია, რომელიც არის განწმენდილი, განსპეტაკებული და ფერნაცვალი.
– მუზები ალბათ ღამეც მოდიან.
– შუაღამეს, როცა დამზარებია ადგომა, კალმისა და ფურცლის მონახვა, ტელეფონში მესიჯად დამიწერია და მერე გადამიტანია ფურცელზე და გამომიქვეყნებია. ასე რომ, ლექსის დასაწერად ჩემთვის არ არსებობს ადგილი, დრო და სიტუაცია. მე შიგნით ვქმნი სამყაროს, რომლის მეშვეობითაც ვწერ. პოეზიაში მახასიათებს დიდი ტემპერამენტი. ადამიანმა დილიდან საღამომდე მარტო რომ დამსვას, ალბათ, 20 ლექსს დავწერ და ეს 20–ვე ლექსი აბსოლუტურად ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის იქნება.
– ძირითადად, რა შინაარსის პოეზიას ქმნით?
– ჩემს პოეზიაში ბიბლიური სიუჟეტებიც ცოცხლდება, მაგრამ ჩემთვის ეს თემა არაა ამოსავალი წერტილი, არც ურაპატრიოტიზმი. ჩემი პოეზიაა მისტიკა, რომელიც ზოგადად ყველაფერს მოიცავს.
– თქვენი ლექსები მკითხველის გულამდე მიაღწევს?
– მადლობა უფალს, რომ დღეს თუ ვინმე ქართული პოეზიის ცაზე ბრწყინავს, ერთ–ერთი მე ვარ. ჩემი ლექსები მკითხველის გულამდე მიაღწევს, მაგრამ იმ დოზით არა, რა დოზითაც პოეტმა ის დაწერა და ამ დოზით რომ მიაღწიოს, მაშინ ის პოეზია არც ყოფილა. პოეტის შემოქმედების გაკრიტიკება არის მის სულში ხელების უხეში ფათური, რაც არავის გვეპატიება.
– რა განცდა დაგეუფლათ წიგნის პრეზენტაციაზე, როდესაც საზოგადოებას თქვენი შემოქმედების მე–6 კრებული წარუდგინეთ? სასულიერო პირისთვის უხერხულობის მომგვრელი ხომ არ არის ასეთი სიტუაციები?
– მოძღვრისთვის საკუთარი წიგნის პრეზენტაცია უხერხულობას არანაირად არ ქმნის. მე უფრო პოეტი ვარ, ვიდრე მოძღვარი. ზოგადად, ძალიან კრიტიკული ადამიანი ვარ, იშვიათად, რომ ვინმეს ნაწერი მომეწონოს, ამიტომ მე თუ ჩემი ლექსი მომეწონა, იმისიც არ მეშინია, რომ ის სააშკარაოზე გამოვიტანო.
– მამა პეტრე, პატრიარქის ლოცვა–კურთხევით, თქვენ წილად გხვდათ, პაოლო იაშვილისთვის წესი აგეგოთ და საფლავზე მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაგეხადათ. რა პასუხისმგებლობის წინაშე დადექით ამ ლოცვა–კურთხევის აღსრულების შემდეგ და, საერთოდ, რას ნიშნავს ეს ფაქტი თქვენთვის?
– პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია. ერთი ის, რომ თვითმკვლელ პოეტს უგებ წესს, მეორე ის, რომ ის ადამიანი სამოციქულო ეკლესიამ შეიწყნარა და უძღები შვილი დაუბრუნა მამის წიაღს და მე, როგორც მისი წესის ამგები მღვდელი, პოეტი, გავხდი მისი სულიერი მამა, რის გამოც ვალდებული ვარ, ხშირად მოვიხსენიო ლოცვებში, გავაძლიერო მასზე ლოცვა, რომ უფალმა აპატიოს ის შეცდომები, რაც ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებიდან გამომდინარე ჩაიდინა და თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მე ვარ პოეტურად ამპარტავანი, ძალიან ბედნიერი, რომ მერგო ეს პატივი, მისთვის წესის აგების რიტუალი შემესრულებინა. არცერთ პოეტს ეს არ ღირსებია, რადგან საქართველოში ჭეშმარიტი პოეტები მოძღვრები არ ყოფილან, რომ მისთვის წესი აეგოთ.
– ზოგადად პოეზიის დანიშნულება რა არის?
– ამას ილია მართალი ყველაზე ლამაზად ამბობს, "ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა". პოეტის უმთავრესი დანიშნულებაა ის, რომ პირველსახესავით სრულქმნილი იყოს. სიტყვაში, ხმაში, ბუნებაში, აბსოლუტურად ყველა გამოხედვაში უფალია. ირგვლივ ყველაფერი იმისთვისაა შემქნილი, რომ უფლის გულმოწყალება, მისი განივთებული ძალა ვიგრძნოთ, მაგრამ ეს რომ ადამიანმა დაინახოს, მას შემოქმედებითი ნიჭი უნდა ჰქონდეს, რაც ყოველ ჩვენგანშია, თუმცა, ზოგი ამას ვერ ხედავს.
– ახალგაზრდა პოეტებიდან ვის გამოარჩევთ?
– ყველა პოეტის შემოქმედება ზეპირად ვიცი. გამოვარჩევდი ჩემს მეგობრებს, გიორგი გაბაიძეს, გენრი დოლიძეს, როინ აბუსელიძეს. ესენი არიან, მე ვიტყოდი, წამყვანი პოეტები საქართველოში, ძალიან კარგად ერკინებიან სიტყვას და მიხარია, რომ ჩვენ ერთად ვართ, რომ შეგვიძლია ვწეროთ სამშობლოზე, სიყვარულზე, ღმერთზე ისე, რომ ერთმანეთი არ დავაზიანოთ.
– თქვენი საყვარელი პოეტი ვინ არის?
– ჩემი საყვარელი პოეტია ტერენტი გრანელი.
– რას ფიქრობთ თანამედროვე საზოგადოების შესახებ და რას უსურვებთ მათ?
– დღევანდელ საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველა ეკლესიურია, ყველა პოეტია, ძალიან აკლია პოეტურობა, სულის სიწრფელე, იმის განცდა, რომ ჩვენ ვართ შემოქმედების გვირგვინი, მხოლოდ უფალთან, მხოლოდ უფლისთვის! აი, ამისკენ მოვუწოდებ საზოგადოებას.
გთავაზობთ მამა პეტრეს ერთ–ერთ ლექსს:
ღმერთო, რა მძიმე ჯვარია,
როცა ვიღაცას სჭირდები,
ქარმა ფიქრები არია,
შორს დარჩენილი ფიქრები.
ახლა დუმილის ზარია,
თოვლზე ხატავენ თითები,
ზამთრის კეკლუცი ქარია,
უფრო და უფრო ცივდები.
რა არეულად დადიან
მოხეტიალე ჩრდილები,
ღმერთო, რა ტკბილი ჯვარია,
როცა ვიღაცას სჭირდები.
ეფემია წიკლაური

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 