| ქალი და მამაკაცი |

"სასადილოში ხიზილალას კოვზებით ვჭამდით"
"პატივს ვცემ ყველა ქალს, ვინც ჩემს ცხოვრებაში იყო"
ბაადურ წულაძე ბავშვობიდანვე გატაცებული იყო სპორტით, ახლაც დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს.
– ბატონო ბაადურ, სპორტი ძალიან გიყვართ?
– კი. სპორტი ბავშვობიდანვე მიყვარდა, განსაკუთრებით მძლეოსნობა და ფეხბურთი. ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი იქნება, ზაფხულისა თუ ზამთრის ოლიმპიური თამაშები – ყველა საქმეს გადავდებ და იმას ვუყურებ. მახსოვს, ე.წ. პერესტროიკის დროს, იტალიაში გაიმართა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი, იმ პერიოდში სანკტ–პეტერბურგთან ახლოს, ვიბორგში ვიღებდით ჯეკ ლონდონის მოთხრობების მიხედვით სერიალს, სადაც ერთ სერიაში, "კარლუჩის ცირკში", მთავარ როლს ვთამაშობდი. თან ფეხბურთს ვუყურებდი, თან გადაღება მიმდინარეობდა. ერთ საღამოს, მესამე ადგილისთვის, ინგლისსა და იტალიას უნდა ეთამაშათ, მაგრამ იმ საღამოს დანიშნეს გადაღება. როგორც კი ეს გავიგე, იმ წუთში განვაცხადე, რომ გადაღებაზე არ მივიდოდი, რადგან ფეხბურთისთვის უნდა მეყურებინა. ეს რომ პროდიუსერმა გაიგო, გაგიჟდა. ბოლოს შემპირდა, ოღონდ გადაღებაზე მოდი, ფერად ტელევიზორს მოგიტან და აქ უყურეო. მართლაც, ასე მოიქცა.
– კიდევ ხომ არ გაიხსენებდით ასეთ ამბავს?
– ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრი იყო. ყაზბეგში რეზო ჩხეიძე იღებდა ფილმს "მშობლიურო ჩემო მიწავ" (რაიკომის მდივანი). ამ დროს საფეხბურთო ფინალი იყო საბჭოთა კავშირის თასზე. კარგად არ მახსოვს, თბილისის "დინამო" ვის ეთამაშებოდა. მთელი გადამღები ჯგუფი წავედით ვლადიკავკაზში. ვლადიკავკაზის ტელევიზიაში ძალიან კარგად მიგვიღეს და იქ ვუყურეთ ფინალს.
– თავად თუ გივლიათ სპორტზე?
– დიახ. ბავშვობაში ვთამაშობდი ფეხბურთს. წარმოშობით ბათუმიდან ვარ, იქ დავიბადე და გავიზარდე. ბავშვობაში პიონერთა პარკში ფეხბურთის გუნდში ჩავეწერე.
– რომელ გუნდს გულშემატკივრობთ?
– 1955 წლიდან დღემდე გერმანიას ვგულშემატკივრობ.
– რატომ გერმანიას?
– საერთოდ, ბუნებით ერეტიკოსი ვარ. რასაც გააღმერთებენ, იმის წინააღმდეგი გახლავართ. მაშინ საბჭოთა კავშირში ყველა ბრაზილიას გულშემატკივრობდა, საქართველოში კი – არგენტინას. გერმანიის გულშემატკივრობა ღალატის ტოლფასი იყო. 1955 წელს, როდესაც მოსკოვში უმაღლესში ვაბარებდი, გერმანია მსოფლიოს ჩემპიონი იყო. კარგად მახსოვს, მოსკოვში როგორ აგინებდნენ გერმანელებს, ფაშისტებს და რას აღარ ეძახდნენ.
– გერმანელების გუნდში განსაკუთრებით რომელი ფეხბურთელი მოგწონთ?
– ბეკენბაუერი.
– გერმანიაში თუ ხართ ნამყოფი?
– არასოდეს. საზღვარგარეთ საერთოდ არ მიშვებდნენ – არც გადაღებაზე და არც ისე.
– რატომ?
– პარტიის წევრი არ ვიყავი, ცოლ–შვილი არ მყავდა და, რაც მთავარია, მამაჩემის უფროსი ძმა, ბაგრატ წულაძე, საფრანგეთში ცხოვრობდა. 1924 წლის აჯანყების შემდეგ ბიძაჩემი ემიგრაციაში წავიდა. მამაჩემსაც უნდოდა წასვლა, მაგრამ ბიძაჩემი საზღვარზე ვინც გადაიყვანა, იმ კაცმა ჩაუშვა. მოგვიანებით, როდესაც მამა 1937 წელს ციმბირში გადაასახლეს, იქ შეხვდა თავის ჩამშვებს, მაგრამ ხმაც არ გაუცია. ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებით გეტყვით, რომ არავის არაფერი შერჩება და არც შერჩენია.
– ბავშვობისდროინდელი რამე ჩვევა თუ შემოგრჩათ?
– წიგნის სიყვარული. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, თანაც რუსულ სკოლაში ვსწავლობდი. გაკვეთილების მოსამზადებლად ნახევარ საათზე მეტი არ მჭირდებოდა, მერე კი წიგნებს ვკითხულობდი. |, და | კლასებში რომ გადავედი, საღამოობით კინოთეატრში კინომექანიკოსის შეგირდად დავიწყე მუშაობა.
– ფინანსური გაჭირვების გამო?
– არა, ყველაფერი მაინტერესებდა. საერთოდ, ბუნებით ისეთი პიროვნება ვარ, ყველაფერი მაინტერესებს. სამი წლის მანძილზე ყველა ფილმი ნანახი მქონდა. ყოველ სეანსზე ორ მეგობარს უბილეთოდ ვუშვებდი.
– სკოლაში რომელი საგნები გიყვარდათ?
– მათემატიკა ძალიან მიყვარდა და ბრწყინვალედ ვიცოდი, განსაკუთრებით ალგებრა, ისტორიაც მიყვარდა. კლასში დიდი ავტორიტეტი მქონდა.
– ამ ავტორიტეტში რას გულისხმობთ?
– იმას, რომ უბატონოდ ხმას ვერავინ მცემდა. კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ყველაზე მოუსვენარი ვიყავი. "შატალოზეც" დავდიოდი და გაკვეთილებსაც ვაცდენდი. ჩვენი "შატალო" იცით, რა იყო? ხან მატარებლით მწვანე კონცხზე ავიდოდით და ბოტანიკურ ბაღში წავიდოდით, ხანაც ბულვარზე გავიდოდით. მაშინ ბათუმის ბულვარი ასეთი არ იყო, როგორიც დღეს არის, ჯუნგლები გეგონებოდათ, ვერავინ გიპოვიდათ. მახსოვს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბათუმის ბულვარზე ორი ფილმი გადაიღეს: ჟიულ ვერნის "თხუთმეტი წლის კაპიტანი" და "რობინზონ კრუზო". გადაღება რომ მიმდინარეობდა, ბავშვები სულ იქ ვიყავით. ზაფხულობით სოფელში მიშვებდნენ. დედაჩემის სოფელი აკეთი იყო, მამის – ჩანჯაფი. მართალია, გვიჭირდა, მამა გადასახლებული მყავდა და ომის პერიოდი იყო, მაგრამ ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. მამა გადასახლებიდან რომ დაბრუნდა, თბილისში ხშირად ჩადიოდა, რათა ბათუმში ცხოვრების უფლება მიეცათ. 1956 წელს კი რეაბილიტაციის ცნობა მიიღო.
– ფიზიკურად როგორი ბავშვი იყავით?
– მეოთხე კლასამდე ფიზიკურად სუსტი ბავშვი ვიყავი, მაგრამ ადვილად არავის არაფერს ვუთმობდი, ამიტომ არ მაწუხებდნენ. მერე სპორტზე დავიწყე სიარული.
– სპორტის რომელი სახეობა აირჩიეთ?
– ყველა სახის. ჯერ მძლეოსნობა, მერე ფეხბურთი, მერე ცურვა. სპორტზე სიარული ხალისს მმატებდა, დაგროვილ ენერგიას ვხარჯავდი. | კლასში რომ გადავედი, სპორტს თავი დავანებე.
– რატომ გადაწყვიტეთ სარეჟისოროზე ჩაბარება?
– ჩემი პროფესიის არჩევა ძალიან უჩვეულოდ მოხდა. დედაჩემს უნდოდა, მოსკოვში ბაუმანის სახელობის უმაღლეს სასწავლებელში, საინჟინროზე ჩამებარებინა. ეს სასწავლებელი ყველა ინსტიტუტს სჯობდა. ამაზე კარგი და უმაღლესი რანგის საინჟინრო ფაკულტეტი არც ერთ ინსტიტუტს არ გააჩნდა. ოქროს მედალი მქონდა და მხოლოდ გასაუბრებაზე უნდა გავსულიყავი, მაგრამ მოსკოვში რომ ჩავედი, ყველაფერი ერთ წამში შეიცვალა. ბაუმანის სასწავლებელში საინჟინროზე საბუთები რომ შევიტანე, მითხრეს, რომ საერთო საცხოვრებელი არ ჰქონდათ და ნაქირავები ბინიდან ცნობა უნდა მიმეტანა. მაშინ მოსკოვში მარტო ჩავედი და ჩემს კლასელთან და მის მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი. ჩემს კლასელსა და მის მშობლებს ვის სახლშიც ჰქონდათ ნაქირავები ბინა, ის ქალი მილიციაში, საპასპორტო განყოფილებაში მუშაობდა, ამიტომ ამ ცნობის მიტანა ჩემთვის პრობლემა არ იყო, მაგრამ დღესაც არ ვიცი, რატომ მოვიქეცი ასე. იმ კაცს საბუთები გამოვართვი და ვუთხარი, იმ ცნობასთან ერთად შემოვიტან საბუთებს–მეთქი. სასწავლებლის შენობიდან გამოვედი, ჩავედი მეტროში, მერე რევოლუციის მოედანს გავუყევი, ცნობათა ბიუროს ჯიხურთან მივედი და ვიკითხე, საკავშირო კინოინსტიტუტი სად მდებარეობს–მეთქი.
– საიდან მოგივიდათ ეს აზრი?
– დღესაც არ ვიცი. ძლივს მივედი საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში. მისვლით კი მივედი, მაგრამ გაგებაში არ ვიყავი, რა ხდებოდა. ფაკულტეტებს რომ გავეცანი, ყველაზე მეტად სარეჟისორო ფაკულტეტი მეადვილა. საბუთები მაშინვე ჩავაბარე და წამოვედი. ეს გადაწყვეტილება იმიტომაც მივიღე, რომ მოსკოვმა დამაინტერესა. თანაც, მოსკოვში ისე წავედი, რომ თბილისი ნანახი არ მქონდა. მოსკოვში პირველად მეტრო რომ დავინახე, გამიკვირდა. ამიტომ ვიფიქრე, მთელი ზაფხული მოსკოვში ვიქნები, მაგრად გავერთობი და ყველაფერს დავათვალიერებ–მეთქი.
– გართობაზე გეჭირათ თვალი?
– აბა, როგორ, მაგის გულისთვის დავრჩი მოსკოვში.
– თქვენს გადაწყვეტილებას დედათქვენი როგორ შეხვდა?
– დედას ჩემი გადაწყვეტილება რომ მივწერე, ეწყინა, მაგრამ არ შეიმჩნია. გავიარე სამივე ტური, არც ერთი არ გამჭირვებია. კარგად ვიცოდი ლიტერატურა, კლასიკური მუსიკა, სახვითი ხელოვნება. პირველ ტურზე 500 კაცი ვიყავით, მაგრამ 2/3 გაყარეს, მეორე ტურზე დარჩენილების ნახევარიც გაყარეს, მესამე ტურზე ყველა გაყარეს, მხოლოდ 30 კაცი დავრჩით. მივედი სამანდატო კომისიამდე. წესი იყო, სამუშაო ცნობა უნდა მიგეტანა. სამანდატო კომისია ვეღარ გავიარე, რადგან სამუშაო ცნობა არ მქონდა, მაგრამ ფარ–ხმალი არ დამიყრია. მეორე წელს ჩავედი მოსკოვში და ჩავაბარე. მეორე წელსაც სამივე ტური გავიარე, მივედი სამანდატო კომისიამდე და კვლავ არ აღმომაჩნდა სამუშაო ცნობა.
– ერთი წლის მანძილზე ვერსად იმუშავეთ?
– სიკო დოლიძე იღებდა ფილმ "ეთერის სიმღერას". რამდენიმე თვე გადაღებაზე დავყვებოდი და ვუყურებდი, მაგრამ ცნობა არ მქონდა.
– სიკო დოლიძესთან ვინ მიგიყვანათ?
– დედაჩემი სკოლაში ბუღალტრად მუშაობდა, სკოლის დირექტორის ნათესავი კი სიკო დოლიძე იყო. დირექტორის დახმარებით მივედი სიკო დოლიძესთან, თუმცა ერთხელ გადაღებიდან გამომაგდო.
– რატომ?
– ო, ეს ამბავი დიდი კურიოზია. რაღაცა სცენას იღებდნენ და პატარა ფრაზის წამღერება დასჭირდათ ფონოგრამაზე. ჩამაცვეს, ულვაშები გამიკეთეს და გამიყვანეს გადასაღებ მოედანზე. ნარდი უნდა მეთამაშა და თან წამემღერა. დაიწყო გადაღება, მაგრამ ხმა არ ამოვიღე, ნარდის თამაშში გავერთე. დაიწყეს მეორე დუბლის გადაღება, ახლა ფონოგრამამ სიმღერა რომ დაიწყო, თამაშს თავი დავანებე და წაღიღინება დავიწყე. ასე გავაფუჭე რამდენიმე დუბლი. რამდენჯერმე ამიხსნეს, ბაადურ, ერთად უნდა მოხდეს წაღიღინებაც და თამაშიცო, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ბოლოს, სიკომ მოთმინება რომ დაკარგა, ჩემზე უთხრა: გაიყვანეთ ახლა აქედან, თორემ არ ვიცი, რას ვიზამო.
– ცნობა საიდან იშოვეთ?
– ბათუმში დავრეკე და ჩემს დას ვუთხარი: სასწრაფოდ ჩადით თბილისში და სიკო დოლიძეს რამე ცნობა გამოართვით–მეთქი. სიკო დოლიძემ იმისთანა ცნობა გამოაგზავნა, რომ მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვარ. ცნობაში ეწერა: ბაადურ წულაძე რომ არ ყოფილიყო, ფილმის გადამღები არ ვიყავიო. მახსოვს, ეს ცნობა თავად დოვჟენკომ წაიკითხა. ასე ჩავირიცხე და გავხდი სტუდენტი.
– სტუდენტობის პერიოდს როგორ გაიხსენებდით?
– ძალიან კარგად. დედა ყოველთვე 50 მანეთს მიგზავნიდა, სტიპენდია 35 მანეთი მქონდა, რომელიც რესტორანში მალე გვეხარჯებოდა. მოსკოვში რესტორანი არ დარჩენილა, სადაც არ გვექეიფა. ფული რომ შემოგვაკლდებოდა, დიეტურ სასადილოში 42 კაპიკად ვსადილობდით. დიეტურ სასადილოში შავი პური და მდოგვი უფასო იყო. ბიჭები ამ შავ პურსა და მდოგვს ვაყოლებდით სადილს. ერთ კურიოზსაც გეტყვით. სტუდენტურ სასადილოში ხიზილალას კოვზებით ვჭამდით. თუ სტუდენტი ხიზილალას ჭამდა, ე.ი. მოკრძალებული იყო. ძეხვეული უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე ხიზილალა.
– კოვზებით შავ ხიზილალას მიირთმევდით თუ წითელს?
– ორივეს, უფრო კი წითელს. შავი რამდენიმე კაპიკით ძვირი იყო წითელზე.
– ინსტიტუტში როგორ სწავლობდით?
– მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვერთობოდით, კინემატოგრაფიის ინსტიტუტიც წითელ დიპლომზე დავამთავრე.
– ქალებთან დაკავშირებით რას გვეტყვით, ახალგაზრდობაში მუსუსი ხომ არ იყავით?
– არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი. მგონი, მუსუსი ახლაც ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ასაკში ვიმყოფები. ისე, ზოგს მოვწონდი, ზოგს – არა. რომანტიკა და სენტიმენტალიზმი ცხოვრებაში არ მიყვარს. მელოდრამები ეკრანზე მიყვარს და არა – ცხოვრებაში. ყველა ქალს, რომელიც ჩემს ცხოვრებაში იყო, პატივს ვცემ.
– ცხოვრებაში რამეზე თუ გწყდებათ გული?
– ბევრ რამეზე მწყდება გული, მაგრამ ცხოვრება ცხოვრებაა. ცხოვრებაში ისეთი არაფერი ხდება, რაც არ უნდა მოხდეს. ძალიან გამიმართლდა, რომ მთელი ცხოვრება იმ საქმეს ვაკეთებდი, რომელიც მიყვარდა. ახალგაზრდებს სულ ვაფრთხილებ, ისეთი პროფესია აირჩიონ, რომ ხანდაზმულების დროს არ თქვან, რა ტყუილად გვიმუშავია, ნეტავ, სხვა პროფესია აგვერჩიაო. ყველაზე დიდი ტრაგედია ის არის, მთელი ცხოვრება ისეთი საქმე აკეთო, რაც არ გაინტერესებს.
ლია ოსაძე

კავშირი ტეგთან: ფრანც ბეკენბაუერი

კავშირი ტეგთან: ფრანც ბეკენბაუერი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 