| ქალი და მამაკაცი |

განათლების სამინისტრო მასწავლებლებს ვერ გააკონტროლებს
მასწავლებლებს საკუთარი მოსწავლის რეპეტიტორობა უნდა აეკრძალოთ
განათლების სამინისტრო ახალ–ახალ ცვლილებებს გვთავაზობს. განსაკუთრებული ყურადღება დამამთავრებელ კლასებში დანიშნულმა გამოცდებმა მიიქცია. მომავალში დაგეგმილია, რომ გაიზარდოს ერთიანი ეროვნული გამოცდების რიცხვიც. როგორ უყურებენ განსახორციელებელ ცვლილებებს სკოლის პედაგოგები, დირექტორები და მომავალი აბიტურიენტები, "გუმბათის" მიერ ჩატარებული გამოკითხვიდან შეიტყობთ.
ლამარა ნადირაძე, 51–ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი:
– ქალბატონო ლამარა, ახალი კანონის მიხედვით, მასწავლებელს ეკრძალება საკუთარი მოსწავლის რეპეტიტორობა. რამდენად მისაღებია თქვენთვის ეს?
– პირადად მე, მგონია, რომ მასწავლებელმა საკუთარი მოსწავლე იმ შემთხვევაშიც არ უნდა მოამზადოს, როცა ამას კანონი არ კრძალავს.
– რატომ?
– მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის სკოლის გარეთ არსებული ურთიერთდამოკიდებულება, აუცილებლად აისახება მათ ურთიერთობაზე სკოლაში.
– რამდენად მისაღებია თქვენთვის სკოლის დამამთავრებელ კლასებში დანიშნული გამოცდები?
– ძალიან მომწონს ეს ცვლილება. პირველ რიგში, მოსწავლე გამოცდის ჩაბარების კულტურას ეჩვევა და, შესაბამისად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ნაკლებად ინერვიულებს.
– მომავალი წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი გამოცდების რაოდენობა იზრდება?
– კარგია, თუმცა, მოსწავლეები ჩემსავით არ ფიქრობენ და გარკვეულ სიძნელეებს ხედავენ ამ საკითხში.
მაია კალანდაძე, 51–ე საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელი:
– ქალბატონო მაია, გამოცდების რაოდენობის გაზრდით სკოლებში მოსწავლეთა დასწრება გაიზრდება?
– ჩვენი სკოლის გამოსაშვებ კლასებში დასწრების პრობლემა არასდროს ყოფილა და ვიმედოვნებთ, რომ არც შემდეგ წლებში იქნება.
– გგონიათ, რომ, როცა მასწავლებელი საკუთარ მოსწავლეს რეპეტიტორობს, მათ შორის ურთიერთობა იცვლება სკოლაში?
– რა თქმა უნდა, შეიცვლება.
– კერძოდ, როგორ?
– ალბათ, ობიექტურობის ხარისხი დაიწევს.
მარინა გიორგაძე, 57–ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე:
– ქალბატონო მარინა, სკოლის დამამთავრებელ კლასებში ჩატარდა გამოცდები. თქვენს სკოლაში როგორ ჩაიარა საგამოცდო დღეებმა და როგორ ფიქრობთ, რა კრიტერიუმებით შეირჩა ე.წ. პრიორიტეტული საგნები?
– გამოცდებმა ძალიან მშვიდად ჩაიარა. რაც მთავარია, ობიექტურობის ხარისხი იყო მაღალი. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა მეთოდით აირჩიეს საგნები, მაგრამ ერთს გეტყვით, რომ ჩაბარებული იქნა ყველა ძირითადი საგანი.
– სკოლაში გაცდენების რაოდენობა როგორ კონტროლდება და რაიმე სანქციები თუ არსებობს მის წინააღმდეგ?
– სხვათა შორის, მეთორმეტე კლასებში დასწრება საკმაოდ მაღალი იყო. ხდება აღრიცხვა და, საჭიროების შემთხვევაში, ვითხოვთ ცნობას, შესაბამისი დაწესებულებიდან.
– ერთიანი ეროვნული გამოცდების რიცხვი იზრდება, როგორ ფიქრობთ, ამის გამო მოსწავლეთა გაცდენების რაოდენობა გაიზრდება?
– არა. პირიქით, შემცირდება.
– რატომ?
– იმიტომ, რომ მეეჭვება ბევრმა მშობელმა შეძლოს შვილის მომზადება 8–9 საგანში. ამის გათვალისწინებით კი, სკოლაში სიარული მათთვის გაცილებით მომგებიანი იქნება.
– სკოლის მასწავლებელს ეკრძალება საკუთარი მოსწავლის რეპეტიტორობა. როგორ უყურებთ ამ საკითხს?
– ძალიან მომწონს, მაგრამ საშუალებას ვერ ვხედავ, რითაც განათლების სამინისტრო ამას გააკონტროლებს. მიმაჩნია, რომ ეს ცვლილება ჯერ კიდევ დასახვეწია.
ნელი სულთანიშვილი, 56–ე საჯარო სკოლის დირექტორი:
– ქალბატონო ნელი, როგორ შეაფასებთ დამამთავრებელ კლასებში მოსწავლეთა დასწრების ხარისხს?
– დასწრების ხარისხი საკმაოდ მაღალი იყო. ვერ ვიტყვი, რომ ყოველდღე ყველა მოსწავლე დადიოდა სკოლაში, მაგრამ დასწრების მხრივ უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ.
– როგორ გგონიათ, მომავალ წლებში, იმის ხარჯზე, რომ მისაღები გამოცდების რაოდენობრივ ცვლილებას ვარაუდობენ, დასწრების ხარისხი შემცირდება?
– ვფიქრობ, მოსწავლემ უნდა გაითავისოს მისი მოვალეობა და არ გააცდინოს გაკვეთილები, მით უმეტეს, რომ ჩვენს სკოლაში საკმაოდ მკაცრად აღირიცხება დასწრება.
იზა ზარანდია, 56–ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე:
– ქალბატონო იზა, ერთ–ერთი ცვლილების მიხედვით, მასწავლებელს საკუთარი მოსწავლის რეპეტიტორობა ეკრძალება. როგორ გგონიათ, ეს აკრძალვა კორუფციის ხარისხის ზრდას ხომ არ გამოიწვევს სკოლაში.
– ვფიქრობ, რომ საკუთარი მოსწავლის რეპეტიტორობის აკრძალვას კანონი არ სჭირდება. მასწავლებელმა თავი უხერხულად უნდა იგრძნოს, როცა კლასში შევა და იმ მოსწავლეს ხედავს, რომელსაც საათობით უზის სკოლის გარეთ და ამეცადინებს. რაც შეეხება კორუფციის ზრდას, მიმაჩნია, რომ სკოლა და კორუფცია ერთმანეთისგან ძალიან შორს უნდა იყოს. სხვა სკოლებში რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ ჩვენთან ასეთი რამ, ვიცი, რომ არ მოხდება.
– რამდენად მისაღებია თქვენთვის სკოლის დამამთავრებელ კლასებში გამოცდების ჩაბარება?
– ძალიან მომწონს, ადრეც ასე იყო და სწავლის ხარისხიც საკმაოდ მაღალი იყო. სწავლის ხარისხი ახლაც გაიზრდება.
– თქვენი აზრით, რამდენად განსაზღვრავს სკოლის პრესტიჟულობას ის, თუ სკოლის რამდენი მოსწავლე გახდება სტუდენტი.
– რა თქმა უნდა, ეს სკოლის პრესტიჟის განმსაზღვრელი ერთ–ერთი კომპონენტია.
– არსებობს ალბათობა, რომ პრესტიჟის გაზრდის მიზნით, სკოლა გარკვეულ დათმობაზე წავიდეს მოსწავლეებთან.
– ამის არანაირი შანსი არ არის ჩვენს სკოლაში და სხვა სკოლაში თუ დაფიქსირდება მსგავსი შემთხვევა, აუცილებლად უნდა შეისწავლონ საქმე და შესაბამისი ადამიანები დასაჯონ.
მომავალი აბიტურიენტები, გარკვეულ სიძნელეებს ხედავენ მისაღები გამოცდების რაოდენობრივ ზრდაში და მასწავლებლებისგან განსხვავებით, თითქმის დარწმუნებულნი არიან, რომ გაცდენების რაოდენობა სკოლებში გაიზრდება. რაც შეეხება დამამთავრებელ კლასებში ჩასაბარებელ გამოცდებს, მიაჩნიათ, რომ ეს მათ ცოდნის დაგროვებაშიც ეხმარებათ და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ერთგვარ პრაქტიკასაც გადიან.
ლაშა ჩუბინიძე, მე–12 კლასის მოსწავლე: განათლების სამინისტრო თუ სექტემბერშივე გამოაქვეყნებს გასატარებელ ცვლილებებს, ძალიან კარგი იქნება, რადგან ჩვენ უკვე გვეცოდინება, როგორ მოვიქცეთ, ვგულისხმობ პროფესიის არჩევას.
ნინო მჭედლიშვილი, მოსწავლე: ტრაგედია არ არის, თუ სკოლის მასწავლებელი თავის მოსწავლეს მოამზადებს. ამბობენ, რომ მასწავლებელ–მოსწავლეს შორის სხვაგვარი დამოკიდებულება ჩამოყალიბდება ანუ ობიექტურობა დაიკარგებაო, მე ამის ნამდვილად არ მჯერა.
თიკო არზიანი, აბიტურიენტი: მგონია, რომ წელს გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ვიდრე მომავალ წელს იქნება, რადგან, როგორც ამბობენ, მომავალ წელს გამოცდების რიცხვი იზრდება და ჯერ არავინ იცის რამდენი გამოცდის ქულა იქნება გადამწყვეტი.
აჩიკო გოგრიჭიანი, აბიტურიენტი: სკოლის გმოცდების მიხედვით უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა, ეს იქნება კორუფციის ახალი ბუდეების შექმნის დასაწყისი. თუ არ შეიძლება, რომ მასწავლებელმა თავისი მოსწავლე მოამზადოს, იმ მიზეზით, რომ მათ შორის გარიგება არ შედგეს და გაკვეთილზე მაღალი ქულა არ დაუწეროს, ვინ იძლევა იმის გარანტიას, რომ სკოლებში მაღალი ქულებისთვის მასწავლებელსა და მე–12 კლასელების მშობლებს შორის დიდი გარიგებები არ დაიდება.
"გუმბათმა" აღნიშნულ საკითხებზე კომენტარისთვის განათლების სამინისტროს შესაბამის განყოფილებას მიმართა, მაგრამ მათ კომენტარისგან თავი შეიკავეს.
თეონა მჭედლიძე

კავშირი ტეგთან: იოსებ მჭედლიშვილი

კავშირი ტეგთან: თავი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 