| ქალი და მამაკაცი |

"გადაყოლილი დედები" ნარკომანებს და მკვლელებს ზრდიან!
საქართველოში მოზარდების თავის ტვინს უფასოდ გამოიკვლევენ
ქართული ეკლესია და მისი წინამძღოლი მოზარდებში დამნაშავეობის გახშირებით სერიოზულად არის შეშფოთებული. საქართველოს საპატრიარქომ ახალი ინიციატივა წამოაყენა საზოგადოების წინაშე. მისი განხორციელებით მშობლებს ეძლევათ უნიკალური შანსი – გაარკვიონ, არიან თუ არა მათი შვილები ბიოლოგიურად მიდრეკილი კრიმინალის, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმისაკენ თუ ეს აღზრდისა და გარემოს გავლენის შედეგია.
ახალი ინიციატივით, მე–6–12 კლასის მოსწავლეებს სრულიად უფასოდ ჯერ ფსიქოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდებათ, შემდეგ იმ მოზარდებს, რომლებსაც ტესტირების შედეგად აღმოაჩნდებათ ამა თუ იმ ასოციალური ქცევისადმი მიდრეკილება, ასევე უფასოდ გამოუკვლევენ თავის ტვინს. შემდეგ კი დაენიშნებათ მედიკამენტოზური თუ ფსიქოკორექციული მკურნალობა. აქვე იმასაც გავუსვამთ ხაზს, რომ ეს კვლევები და სარეაბილიტაციო ცენტრები მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ეკლესიის ძალისხმევით არის ამოქმედებული, ხელისუფლებისგან სრული უყურადღებობის ფონზე.
ახალ პროექტს ფსიქოლოგიის დოქტორი, საპატრიარქოსთან არსებული ანტინარკოტიკული ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს ფსიქოლოგთა ასოციაციის დირექტორი, თეა გოგოტიშვილი კურირებს. კვლევებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ იგი "სარკეს" ესაუბრება.
თეა გოგოტიშვილი: 2005 წლიდან, როცა უწმინდესმა დააფუძნა თავისი საქველმოქმედო ფონდი, მის პრიორიტეტად ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა გამოაცხადა და ამ საკითხებზე მუშაობა დაგვავალა დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელთა ჯგუფს. გამოვეცით წიგნები და ბუკლეტები, დაარსდა ჯანსაღი ცხოვრების წესზე ორიენტირებული სასკოლო კლუბები, ვატარებთ ტრენინგებს, რომ სწორად მოხდეს მიდგომა ყველაზე მოწყვლად ასაკთან, რომელიც არის რისკის ქვეშ. თუ ადამიანი რაიმეზეა მიჯაჭვული, ამას ადიქტური ქცევა ჰქვია. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ერთგვარი ფსიქოტიპი მოქმედებს ასე, ანუ მათი ფსიქოლოგიური მახასიათებლები ერთნაირია. ისინი ფაქტობრივად დამონებული არიან, საკუთარი ნება პარალიზებული აქვთ. ჩვენ გვაინტერესებს, რას მიჰყავს ისინი აქამდე. საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებელი 250–300 ათასია. რომ გამოვრიცხოთ მოხუცები და ბავშვები, თითქმის ყოველი მე–10 ადამიანი ნარკომანი გამოდის. სტატისტიკა ძალიან მძიმეა.
– "მოწყვლად ასაკს" მოზარდობის პერიოდს უწოდებენ
– დიახ. დღეს მოზარდობის პერიოდი 11–12 წლიდან იწყება. ნარკოტიკების მოხმარებას მე–8–9–12 კლასებიდან იწყებენ. ერთი კარგი ინფორმაცია გვაქვს – მას შემდეგ, რაც უწმინდესმა თავისი დამოკიდებულება დააფიქსირა, რომ ნარკომანია სირცხვილია, მოზარდებში ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარება აღარ არის პოპულარული. პრობლემაა მოსაწევი ნარკოტიკების მოხმარება – ანაშა, პლანი, მარიხუანა და ასევე დისკოთეკებზე გავრცელებული ისეთი სტიმულატორი, როგორიც არის "ექსტაზი". ეს საკმაოდ სერიოზული ნარკოტიკებია. ზოგს ჰგონია, რომ ანაშის მოწევა ზიანს არ აყენებს. ამ დროს ყალიბდება ჰაშიშური ფსიქოზი – ეს არის სულიერი დაავადება, ფსიქიკური ქრონიკული ავადმყოფობაა, შიზოფრენიის ფორმის.
– პატრიარქის ახალი ინიციატივა ნარკოტიკისადმი მიდრეკილების გარდა სხვა მავნე ჩვევების გამოკვლევასაც გულისხმობს?
– დიახ. კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში მკაფიოდ მომატებულია. იმ ტესტით, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, ვცდილობთ დავადგინოთ, ჯერ არშემდგარ პრობლემურ ადამიანში არსებობს თუ არა გარკვეული მიდრეკილება. ტესტში არის სკალები, რაც გვაძლევს გარკვეულ ფსიქოლოგიურ პროფილებს, ერთი მხრივ, კრიმინალური და აგრესიული ქცევის მიმართ და მეორე მხრივ – ადიქტური ქცევის მიმართ. შესაბამისად, ჩვენ გვეძლევა დიფერენცირების საშუალება, თუ ვის რა მიმართულებით აქვს პრობლემა. ეს არის კითხვარი, რომელსაც ემატება მშობლის ჩაღრმავებული ინტერვიუ. ასეთი კვლევა არც ერთ ქვეყანაში ჩატარებულა.
– როცა ტესტით გაირკვევა, რომელ მოზარდს რისკენ აქვს მიმართულება, შემდეგ რა ზომას მიმართავთ?
– ვისაც დაუდგინდება, რომ აქვს ფსიქოლოგიური მიდრეკილება რომელიმე მავნე ჩვევის მიმართ, აბსოლუტურად უფასოდ გაივლის თავის ტვინის კომპიუტერულ გამოკვლევას.
– ამ კვლევებს ვინ დააფინანსებს?
– არავინ. ვმუშაობთ მეცნიერულ ენთუზიაზმზე. მოწვეული ექსპერტიც უსასყიდლოდ ჩაებმება ამ საქმეში.
– პრობლემური მოზარდები, როგორც წესი, დაუმორჩილებლობით გამოირჩევიან. თუ რომელიმე მათგანს არ მოუნდება ამ კვლევაში მონაწილეობა მიიღოს, რას იზამთ, აიძულებთ?
– ვერანაირად, თუ ადამიანს თვითონ არ უნდა. ეს არ არის ბიოქიმიურ დონეზე მიმდინარე პროცესი, რომ აბი გადაყლაპო და ცვლილება გამოიწვიოს უჯრედულ დონეზე. ადამიანი საკუთარი ნებითა და სურვილით უნდა მოვიდეს აქამდე. ის მოზარდები, რომლებსაც ქცევებში პრობლემები აქვთ, თვითონვე არიან შეწუხებული მშობლებთან, მასწავლებლებთან, თანატოლებთან კონფლიქტით და სრულიად მოსალოდნელია, რომ ისინი მოვიდნენ თავიანთი ნება–სურვილით. ისედაც ბევრი მოზარდი დადის ჩვენთან კონსულტაციაზე.
– ძალიან გაახალგაზრდავდა მშობლების ასაკიც. 14–15 წლის გოგონებს უკვე შვილები ჰყავთ და უმეტესობა ქმარს გაცილებულია. ეს ფაქტორიც მოქმედებს ბავშვის ფსიქიკის ჩამოყალიბებაზე?
– ადრეულ ასაკში აჩენენ შვილებს და პიროვნული სიმწიფე არ გააჩნიათ. ამიტომ ვერ ახერხებენ სასურველ კომუნიკაციას თავიანთ შვილებთან. შეიძლება ადამიანი მოწიფულიც იყოს ბიოლოგიურად, მაგრამ პიროვნულად სრულიად უმწიფარი და ინფანტილური. ჩვენი კვლევების შედეგად დადგენილია, რომ ორი ტიპის აღზრდის სტილი უწყობს ხელს ადიქტური ქცევის ჩამოყალიბებას: პირველი – ეს არის სრული უყურადღებობა და უპატრონოდ გაზრდა ბავშვის და მეორე – ჰიპერმეურვეობა, რომელიც საქართველოში გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემაა. ეს არის ე.წ. გადაყოლილი დედები – გადავყევი ჩემს შვილსო, გვეუბნებიან და ეს "გადაყოლილი დედები" პირდაპირ ზრდიან ნარკომანებს, ალკოჰოლიკებს და კრიმინალებს.
ზრდასრულ ასაკში მათ გაზრდილ შვილებს არ აქვთ უნარი დამოუკიდებლად აქტივობის, გადაწყვეტილების მიღების, რადგან ამას ყოველთვის სხვა აკეთებდა. საქართველოს ტრაგედია "გადაყოლილი" დედებია. ისინი უკვე ზრდასრულ და დაავადებულ თავიანთ შვილებს ბავშვებად მოიხსენიებენ. ჩვენთან რეკავენ ხოლმე დედები და გვეუბნებიან, მინდა, ბავშვი მოვიყვანოო. აღმოჩნდება, რომ ეს არის 40 და მეტი წლის ნარკომანი ან აზარტულ თამაშებში ჩათრეული და გაუბედურებული მამაკაცი. ისინი ადვილად ექცევიან გარშემომყოფი ადამიანების ზეგავლენის ქვეშ, რადგან არ აქვთ შინაგანი საყრდენი. უყურადღებოდ გაზრდილ ბავშვზე კი ქუჩა ზემოქმედებს და ის გაცილებით ადრე ავადდება.
– როგორც დიდი პოეტი ამბობს, "მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველა". თუ სწორი აღზრდის მიუხედავად, ადამიანი მაინც ავადდება ასოციალური ქცევით?
– თუ ჩავუღრმავდებით, აღმოჩნდება, რომ იმ ბავშვის ბიძა, ბაბუა ან სხვა ნათესავია ამ მდგომარეობაში და ბავშვი არაცნობიერად, ადრეულ ასაკში ამ ქცევების მოდელებს ითავისებს, რაც მერე შეიძლება ბუნებას დაბრალდეს. ნებისმიერ იმ შემთხვევას თუ ჩავუღრმავდებით, სადაც თითქოს არის ძალიან მოწესრიგებული და დაბალანსებული ოჯახი, აღზრდაში აუცილებლად შევხვდებით პრობლემურ მიდგომებს. თავის ტვინის გამოკვლევა აჩვენებს, ეს მართლა დევს იმ ადამიანის ბიოლოგიურ კონსტიტუციაში თუ თავიდან ბოლომდე ფსიქოლოგიური პრობლემაა. თუ თავის ტვინში ვერ ვიპოვით ვერანაირ ცვლილებას, დავასკვნით, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე აღზრდის და გარემოს ზემოქმედების შედეგი. თავის ტვინის ბიოლოგიური ცვლილება თანდაყოლილმა ანომალიამ ან ტრავმამ შეიძლება გამოიწვიოს. ახლა უნდა დავადგინოთ, მუშაობა უნდა წარიმართოს ფსიქოკორექციის გზით თუ საჭიროა სხვა სპეციალისტების ჩართვაც.
– ანუ ეჭვი გაქვთ, რომ უმეტეს შემთხვევაში ფსიქოთერაპიული სეანსების ჩატარება მოგიწევთ?
– დიახ. ვფიქრობ, მათ თავის ტვინში არ იქნება არანაირი ბიოლოგიური ცვლილება, მაგრამ მაინც უნდა ინახოს. პატრიარქი საშინლად წუხს იმაზე, რაც მოზარდებში ხდება. 28 პაციენტი, რომლებიც ჩვენთან დადიან რეაბილიტაციაზე და უკვე წელიწადია სიფხიზლეს ინარჩუნებენ, უწმინდესთან მივიყვანეთ და ისე დალოცა და ეფერა, რომ, ვფიქრობ, იმ ადამიანების გაძლიერებისთვის გადამწყვეტი როლი იქონია. 10 საეკლესიო–სარეაბილიტაციო კერა გავხსენით, მოძღვრები მოვამზადეთ ამ მიმართულებით. ტარდება პარაკლისები. სარწმუნოებაშია კურნება. არც პრევენციაში და არც კვლევაში ფულს არავინ იხდის, არ აინტერესებთ!
– ხელისუფლებას მიმართეთ?
– ბევრ უწყებას მივმართეთ, მაგრამ ხელისუფლება კი არა, არც ერთი უცხოელი თუ ადგილობრივი დონორი ფულს არ იხდის. არავის აინტერესებს, როგორი მომავალი თაობა გვეზრდება საქართველოში!
რუსუდან ადვაძე

კავშირი ტეგთან: პატრიარქი ილია II

კავშირი ტეგთან: პატრიარქი ილია II

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 