| ქალი და მამაკაცი |

ბრძოლა ყოველთვის შეიძლება
ნიკლას ბენდტნერი: ბრძოლა ყოველთვის შეიძლება
ლონდონის "არსენალის" დანიელმა ფორვარდმა ნიკლას ბენდტნერმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. სესკ ფაბრეგასის და ვან პერსის არყოფნაში იგი მეთოფეთა შეტევის ლიდერად იქცა.
პრემიერლიგის საფინალო მატჩებში ნიკლასმა სამი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, რამაც არსენ ვენგერის გუნდს საბოლოოდ მესამე საფეხურზე დამკვიდრების საშუალება მისცა.
ბენდტნერი ნაკრებშიც კარგად ასპარეზობს. მუნდიალის შესარჩევ ციკლში სწორედ ნიკლასის გოლმა მოუპოვა ქულა დანიას პორტუგალიასთან დაპირისპირებისას, შვედებთან შეხვედრისას კი სწორედ ბენდტნერმა გაუკეთა საგოლე პასი პოულსენს.
სწორედ ამ გოლის წყალობით დანიელებმა ვადაზე ადრე გაინაღდეს სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება. მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე დანიელებმა ტესტ–მატჩი მუნდიალის მასპინძელთან ჩაატარეს. ბენდტნერს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია და სწორედ უთამაშებლობის მიზეზზე დაუსვეს პირველი კითხვა დანიელ ფორვარდს.
– სამხრეთ აფრიკასთან ჩატარებულმა ტესტ–მატჩმა თქვენს გარეშე ჩაიარა. დანიელებმა მომავალი ტურნირის მასპინძლებთან 0:1 წააგეთ, თქვენი არყოფნა კი გუნდსუარყოფითად დაეტყო. რამდენად სერიოზული ტრავმა გაქვთ და რას ეტყვით დამაიმედებელს დანიელ გულშემატკივრებს?
– საზარდული მაწუხებს, მაგრამ ერთ კვირაში სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ვიქნები. ასე რომ, ჰოლანდიასთან აუცილებლად ვითამაშებ. ცოტათი სათამაშო პრაქტიკა მაკლია, მაგრამ, ვფიქრობ, ინტენსიური წვრთნა სასურველ შედეგს მომცემს.
– როგორი განწყობითა და იმედით ხვდებით მსოფლიოს ჩემპიონატს?
– ნებისმიერი მუნდიალი ფეხბურთის ზეიმია და გამონაკლისი არც მომავალი ტურნირი იქნება. ეს ზოგადად. დანიის ნაკრებს რაც შეეხება, აუცილებლად უნდა დავძლიოთ ჯგუფური ეტაპის ბარიერი.
თუ ასე არ მოხდა, ჩვენთვის ნამდვილი ტრაგედია იქნება. იმედია, მერვედფინალში გავაღწევთ, შემდეგ კი დანიისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ფლეი–ოფისპირველ ეტაპზე, შესაძლოა, იტალიას გადავეყაროთ.
სკუადრა აძურა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, მაგრამ, თუ მუნდიალზე ჩვენი გზები გადაიკვეთა, მარჩელო ლიპის გუნდი უნდა გვიფრთხილდეს.
– პირადად თქვენ რა მიზანს ისახავთ?
– დანიას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დავეხმარო და მუნდიალის საუკეთესო მეგოლე გავხდე (იცინის).
– სპეციალისტთა მტკიცებით, მორტენ ოლსენის განკარგულებაში არცთუ დიდი რაოდენობის მაღალი კლასის მოთამაშეა. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტრავმიანობის თავიდან აცილებას. თქვენი პარტნიორები მზადყოფნაში ხვდებიან მუნდიალს?
– დანია დიდი ქვეყანა არ არის, ამიტომაც ჩვენი ეროვნული გუნდის თავკაცს ისეთი დიდი არჩევნის საშუალება არ აქვს, როგორიც მოსახლეობით ჩვენზე გაცილებით უფრო დიდ სახელმწიფოებს, ცხადია, საფეხბურთო ქვეყნებს ვგულისხმობ. თუმცა, არც ისეა საქმე, ოლსენი ძალიან შეზღუდული იყოს არჩევანში. თუ ტურნირის მსვლელობისას ფეხბურთელებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები თავიდან ავიცილეთ, გარწმუნებთ, დანია შორს წავა. ძალიან მნიშვნელოვანია მენტალური მომზადებაც. საამისოდ ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ზრუნავენ.
– ქვეჯგუფში ჰოლანდიასთან, იაპონიასა და კამერუნთან მოგიწევთ შებმა. როგორ შეაფასებთ მათ შესაძლებლობებს?
– ყველაზე კარგად ჰოლანდიელ ფეხბურთელებს ვიცნობ. მათ სანაკრებო დონეზეც შევხვედრილვარ და საკლუბოზეც. ბენილუქსელთა ერთ–ერთი წამყვანი მოთამაშე რობინ ვან პერსი კი სულაც ჩემი თანაგუნდელია.
მოკლედ, ჰოლანდიელთა შესაძლებლობები საყოველთაოდაა ცნობილი და ისინი სამართლიანად ითვლებიან მუნდიალის ერთ–ერთ ფავორიტად. კამერუნელი და იაპონელი ფეხბურთელები ერთმანეთისგან ვიზუალურად განსხვავდებიან, აფრიკელები მაღლები და ფიზიკურად მძლავრები არიან, აზიელები კი შედარებითტანმორჩილნი. სამაგიეროდ, იაპონელები ძალიან სწრაფები არიან. ჯგუფურ სტადიაზე სამ მოწინააღმდეგესთან გვიწევს დაპირისპირება და სამივენი განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ. კამერუნთანაც და იაპონიასთანაც ურთულესი პაექრობები გველის, აღარაფერს ვამბობ ჰოლანდიაზე.
– მუნდალის ფავორიტებთან შედარებით დანიის ნაკრების შანსი როგორ გამოიყურება?
– რეალისტები ვართ და მშვენივრად გვესმის, მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვება ნაკლებად რეალური რომ არის. ზემოთაც მოგახსენეთ, მოსახლეობით პატარა ქვეყანა რომ ვართ.
ძნელია 5–მილიონიანმა დანიამ ჯეროვანი კონკურენცია გაუწიოს თუნდაც გერმანიასა და ბრაზილიას, მაგრამ ნურც იმას დაივიწყებთ, მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე ფავორიტები არაერთხელ რომ გაგვიმწარებია (ევროპის 1992 წლის ჩემპიონატის ფინალში დანიამ სწორედ გერმანიას სძლია) და რატომ არ უნდა შევეცადოთ ამის გაკეთებას სამხრეთ აფრიკაშიც?
– რეალურად ფავორიტებად რომელი ნაკრებები მიგაჩნიათ?
– ბრაზილია, ესპანეთი, არგენტინა, ინგლისი, ჰოლანდია ძლიერები არიან, მაგრამ ყველასთან შეხვედრა ხომ არ მოგვიწევს? ამდენად, ბრძოლა ყველასთან შეიძლება და ცხადია, გამარჯვების მიღწევაც.

კავშირი ტეგთან: პირველი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 