| ქალი და მამაკაცი |

თეონა თავართქილაძე პასუხისმგებლობას ქმარს უთმობს

დიზაინერი თეონა თავართქილაძის ოჯახში ერთი ტრადიცია განსაკუთრებით ერთგულად არის დაცული – ფეხბურთის ესტაფეტა მამიდან შვილს გადაეცემა. ფეხბურთის მოყვარულების გარემოცვაში გაზრდილმა თეონამ ცხოვრებაც ფეხბურთელ რეზი არველაძეს დაუკავშირა და თვითონაც მომავალ ფეხბურთელს ზრდის. შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთის სიყვარული – ეს უკვე მისი ოჯახის ტრადიციაა, თუმცა აღიარებს, რომ შვილი ამ საქმისთვის ენანება.
თეონა ქმრისა და ორი ბიჭის პატრონია, ახერხებს, აკეთოს თავისი ბიზნესიც, ოჯახსაც მოუაროს და თბილისურ ცხოვრებასაც აუწყოს ფეხი. ეს ყველაფერი მის ცხოვრებაში
კარგად დაბალანსებულია.
თეონა თავართქილაძე:
– ფეხბურთის გარემოში გავიზარდე. ბიძაჩემს, კახი ასათიანს, დავყავდით თამაშებზე. თითქმის მოედანზე გავიზარდეთ. მიუხედავად ამისა, დიდად არ მიყვარს ფეხბურთი, მაგრამ როცა საქართველო თამაშობს ან როცა საპასუხისმგებლო მატჩია, მთელი გულით ვგულშემატკივრობ. ფინალებზე და ასეთ მნიშვნელოვან თამაშებზე დავდივარ.
– მოგწონთ, რომ თქვენმა უმცროსმა შვილმაც გააგრძელა ეს ტრადიცია?
– კი, ვატო აქტიურად აგრძელებს. ნიკა ინგლისშია და უფრო სწავლით არის დაკავებული. ფეხბურთი ორივეს უყვარს და ეს არც მიკვირს. სიმართლე რომ გითხრათ, მაინცდამაინც არ მინდოდა, ჩემი შვილი სპორტსმენი ყოფილიყო, მაგრამ ჩემი აზრი არასოდეს გამომითქვამს. მიზეზი ისაა, რომ რამდენადაც ყველას მარტივი ჰგონია ეს საქმე, იმდენად ძალიან რთულია. ძმებ არველაძეების დედა, თამრიკო, ისე განიცდიდა, როცა ესენი თამაშობდნენ, რომ არც ერთ მატჩს არ უყურებდა, არასოდეს დადიოდა საგულშემატკივროდ და როცა ესენი მოედანზე იყვნენ, ლამის სახლში იკეტებოდა. ახლა უკვე ვხვდები, რატომაც. რამდენჯერ მინახავს, რეზის სტადიონზე თავი რომ გაუსკდა, სახეზე სისხლი ასხამდა, გამოიყვანეს, სტეპლერით, რკინებით შეუკრეს ნაკერი და უკან შეუშვეს სათამაშოდ. შენს შვილს რომ ხედავ წაქცეულს, ფეხნატკენს, გულნატკენს, დედისთვის ძალიან მტკივნეულია. მე ნანახი და გადატანილი მაქვს, ეს რამხელა განცდაა და ისიც ვიცი, რა ელის წინ ჩემს შვილს. თან, ესენი ძალიან ტრაგიკულად ხვდებიან წაგებას. ოჯახში წაგებული თამაშის შემდეგ ტრაგედიაა, არც კი ლაპარაკობენ, უკონტაქტოები არიან. ამიტომ ცოტა მეცოდება ჩემი შვილი, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ამაზე არასოდეს არაფერი მითქვამს და პირველად თქვენ გეუბნებით.
– ზოგადად ქართული ტრადიციებისადმი როგორი დამოკიდებულება გაქვთ პირადად თქვენ და თქვენს ოჯახს?
– ტრადიციის და კულტურის გარეშე ერი ვერ იარსებებს, უბრალოდ გადაჯიშდება, ამიტომ მომხრე ვარ ტრადიციულობის, მაგრამ ამან თავისუფლება არ უნდა შეგიზღუდოს. სწორედ ამაშია სირთულე – თავისუფლებაც დაიცვა და რაღაც ზღვარსაც არ გადახვიდე. ადამიანისთვის არაფერი არაფერს რომ წარმოადგენს და მორალი არ აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის თავისუფალია.
– თქვენ თუ გადაუხვიეთ რომელიმე ტრადიციას იმიტომ, რომ ის თქვენთვის მიუღებელი იყო, თუნდაც ოჯახში?
– არა, ასეთი რამ არ ყოფილა. არც გავრიდებივარ რამეს და არც რაღაც განსაკუთრებული ტრადიციები გვაქვს, რომ ვერ მიმეღო.
– თქვენს ოჯახში განსაკუთრებულად რომელ ტრადიციას იცავთ?
– ასეთი არაფერი გვაქვს, ვცხოვრობთ ერთი ჩვეულებრივი ქართული ოჯახივით. ძალიან მომწონს, როცა ოჯახი ერთად სადილობს, ვახშმობს და გული მწყდება, რომ ჩემთან ასე არ ხერხდება. ნიკა აქ არ ცხოვრობს, ვატო ისეთი დაკავებულია თავისი ფეხბურთით და მასწავლებლებით, რომ ამის საშუალება არ არის...
ერთი პერიოდი, როცა მარხვა იყო, ვახერხებდი, კვირაობით სამარხვო საჭმელი გამეკეთებინა და ჩვენს მოძღვართან ერთად გვესადილა. მოძღვართან ერთად ჩვენი რამდენიმე მეგობარი იყო ხოლმე და ვსაუბრობდით სხვადასხვა თემაზე. ძალიან კმაყოფილი ვიყავი. მარხვის პერიოდში შევათანხმე მოძღვართან, კვირაობით ჩემთან ვისადილოთ–მეთქი. ეს ძალიან კარგი იყო, მაგრამ ახლა ყოველ კვირას ვერ ვახერხებ.
– მშობლებისა და შვილების ურთიერთობები ყოველთვის თუ არა, გარკვეულ პერიოდში მაინც პრობლემატურია. სერიოზული გაუგებრობები თუ გქონიათ შვილებთან?
– ვერ ვიტყვი, რომ სერიოზული კონფლიქტები გვაქვს. უფროსი, ნიკა, 15 წლისაა. როცა გარდატეხის ასაკში შევიდა, ვერ მივხვდი, რომ ერთ წელიწადში უკვე პიროვნება გახდა, მე ისევ პატარა მეგონა და ისევ ისე ვუდგებოდი, როგორც ბავშვს. არადა ბავშვები ამ ასაკში ვერც შენიშვნას იტანენ და არც სხვის ჭკუაზე უნდათ სიარული. სანამ იმას შევეგუებოდი, რომ ჩემი შვილი უკვე დიდი გახდა, პატარა გაუგებრობები მქონდა საკუთარ თავთან. ვატოს შემთხვევაში ნიკასთან მიღებული გამოცდილება გავითვალისწინე და პრობლემები აღარ გვაქვს.
– ქართველ მშობლებს 15 წლის კი არა, უკვე ზრდასრული შვილების გაშვებაც უჭირთ დამოუკიდებლად სახლიდან, მით უმეტეს, საზღვარგარეთ. როგორ შეეგუეთ იმას, რომ ნიკა უცხოეთში წავიდა?
– ეს ნამდვილად მძიმეა. პირველი წელი მეგონა, რომ ცხოვრება დამთავრდა, იმდენად რთული იყო. მერე, რა თქმა უნდა, მივეჩვიე. ნიკა უკვე მეორე წელია წასულია და ვხვდები, რომ სწორად მოვიქეცი. დედაჩემი მეუბნებოდა, არ შეიძლება, ბავშვს ყველაფერზე დათანხმდე და უთხრა, კი, დედიკო, როგორც შენ გინდა, ისე იქნებაო. ბავშვის ყველაფრით გათამამება და შენზე მოწებება არ შეიძლება. ნიკას ძალიან აკლდა დამოუკიდებლობა, რაც ბიჭისთვის მეტად მნიშვნელოვანია. რომ წავიდა, მართლა ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა მოევლო საკუთარი თავისთვის, რადგან ყველაფერზე თეო, თეოს გაიძახოდა. 13 წლისა წავიდა. ეტყობა, ბავშვები ამ ასაკში ადაპტაციას ადვილად ახერხებენ. შეიძლება მერე მართლა დაგვიანებული ყოფილიყო. ახლა ყველაფერს თავად აკეთებს. მე ყველაფრის უფლებას ვაძლევდი და ახლა ღამის 10 საათზე რომ გამოურთავენ შუქს მთელ სკოლაში, იძულებულია, რეჟიმში იყოს. ალბათ ვატოც წავა, ოღონდ ფეხბურთის განხრით. ჩემი აზრით, ჯერ ადრეა, მაგრამ რეზიკოს უკვე უნდა, რომ გაუშვას.
– ქალისა და კაცის ფუნქციებს ოჯახში როგორ უდგებით? თქვენ გარეთ მომუშავე ქალბატონი ხართ, საკუთარი ბიზნესი გაქვთ, ოჯახის მოვლას ახერხებთ?
– რა კარიერაც და რა ბიზნესიც უნდა გქონდეს, ქალისთვის მთავარი მაინც სახლი და შვილებია. ჩემი აზრით, თავისუფლად შეიძლება მოახერხო ამ ყველაფრის მოსწრება. თავის საქმეში წარმატებული ქალი უფრო კარგი დედაც არის. დატანჯული თუ ხარ იმით, რომ სულ სახლში ზიხარ, საქმესაც ვერ გააკეთებ სიხარულით და კარგად. თუ შესაძლებელია, რომ ორივე მოახერხო, რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტია. მით უმეტეს, მაშინ, როცა საქართველოში ამდენი დამხმარე გყავს – დედები, ბებიები, ნათესავები, არ უნდა იყოს ამის პრობლემა.
როცა რეზისთან ერთად გერმანიაში და ბელგიაში ვცხოვრობდი, ბავშვები პატარები იყვნენ და მათ მე ვუვლიდი, რადგან იქ არავინ მყავდა. ეს არ გამხდარა ჩემთვის ტრაგედია, რადგან ვხვდებოდი, რომ ეს დროებითი იყო. დღეს ასე ვარ, ხვალ ისე ვიქნები. თბილისში სხვა სიტუაციაა, ამდენი მეგობარი, ამდენი გასასვლელი, სამსახური, თან პატარა ქალაქია და არის იმის საშუალება, რომ დღის განმავლობაში სახლში რამდენჯერმე შემოირბინო. ბავშვებსაც აღარ სცალიათ. მე რომ ვიყო სახლში, ისინი მაინც არ არიან. ამიტომ დრო უკვე გათვლილი გვაქვს. სადღაც საღამოს 7–დან 10 საათამდე ის პერიოდია, როცა ყველა ვბრუნდებით სახლში და არის იმის საშუალება, რომ ერთმანეთს მოვუყვეთ, სად ვიყავით, რა გავაკეთეთ, რა გვეწყინა, რა გაგვიხარდა. იმასაც ვაკონტროლებ, ბავშვმა რა იმეცადინა და რაში სჭირდება დახმარება. დაახლოებით 10 საათზე უკვე ვატოს დაძინების დრო მოდის, თბილისისთვის კი ეს საუკეთესო დროა, რომ გახვიდე და მეგობრებთან ერთად იყო.
ასე დალაგდა ჩვენი თბილისური ცხოვრება, ცოტა ევროპულად, რაც, ჩემი აზრით, ძალიან კარგია. დღისით შენი საქმით ხარ დაკავებული, საღამოს ოჯახთან ერთად ატარებ, მერე უკვე გაქვს საშუალება გახვიდე, დაისვენო, განიტვირთო და მეორე დღისთვის მოემზადო.
– მამაკაცი ოჯახში მაინც უფროსია?
– ჩვენს ოჯახში აბსოლუტური თანასწორობაა, თუმცა მე არ ვიღებ საკუთარ თავზე იმას, რომ რაღაც უნდა გადავწყვიტო. პირიქით, მირჩევნია, ჩემ მაგივრად რეზიმ გადაწყვიტოს და მას ვკითხო. ჩემი აზრით, ქალმა არ უნდა აიღო თავზე პასუხისმგებლობები, როცა შეგიძლია, რომ ცხოვრება შეიმსუბუქო, როცა მამაკაცს აქვს აღებული საკუთარ თავზე ეს მისია.
– წყვილმა ცალკე, ოჯახისგან დამოუკიდებლად უნდა იცხოვროს თუ მშობლების ყურადღების და დახმარების ქვეშ ყოფნა უკეთესია?
– აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თუ ამის საშუალება არის, წყვილმა პირველი დღიდანვე ცალკე უნდა იცხოვროს. პირადად მე პირველივე დღიდან ცალკე ვცხოვრობ და ვთვლი, რომ ეს აუცილებელია. როცა ახალ ცხოვრებას იწყებ, არ არსებობს, რაღაც უმნიშვნელო პრობლემები არ გამოხტეს, რასაც მანამდე, შეყვარებულობის პერიოდში, ვერ ხედავდი. ამის გამო შეიძლება ცოლ–ქმარს შორის პატარა წალაპარაკება მოხდეს. ამას წყვილი მალევე ივიწყებს, მაგრამ არ ივიწყებს მშობელი, რომელიც ამას უყურებს და მასში უარყოფითად ილექება. მერე უკვე ვაწყდებით იმ ტრადიციულ რძალდედამთილიანის ინსტიტუტს. ამიტომ დედამთილსაც და რძალსაც შორიდან უნდა უყურო, ეფერო და ესიყვარულო.
ანა ნოდია

კავშირი ტეგთან: თეონა თავართქილაძე
კავშირი ტეგთან: თეონა თავართქილაძე

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 