| ქალი და მამაკაცი |

ცნობილი მაზოხისტი
ჯონ მალკოვიჩი: "არ მეშინია, ეკრანზე სულელი გამოვჩნდე, აზარტი სწორედ ამაშია"
ჯონ მალკოვიჩი გახლავთ მსახიობი, რომელსაც აღიარებენ და გენიალურს უწოდებენ როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში. მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი და სცენარისტი 1953 წლის 9 დეკემბერს ილინოისის შტატის ქალაქ ბენტონში დაიბადა. მისი მშობლები, დენიელ და ჯო ენ მალკოვიჩები, წარმოშობით ხორვატები არიან.
ჯონი ძალიან პრობლემური მოზარდი იყო. ხშირად მშობლები სახლიდანაც კი აგდებდნენ მოუსვენარ შვილს. სკოლის დამთავრების შემდეგ მამის კვალს გაჰყვა და ბიოლოგის პროფესია აირჩია. სტუდენტობის წლებში თეატრალური სამყაროს წარმომადგენლებში მოხვდა, სადაც ზუსტად იპოვა საკუთარი თავი და მისწრაფებები.
პირველად სცენაზე 1978 წელს დადგა ფეხი. მისი დებიუტი თეატრში წარმატებული აღმოჩნდა და რამდენიმე წელიწადში ამერიკული თეატრის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოების მოპოვებაც შეძლო. გასული საუკუნის 80–იანი წლების დასაწყისში ეკრანზეც გამოჩნდა და შეიქმნა მსოფლიო კინოს ისეთი კლასიკური ნიმუშები, როგორიცაა "სახიფათო კავშირები", "ცეცხლის ხაზზე", "შემთხვევითი ტურისტი", "საჰაერო ციხე", "მერი რეილი", "ადამიანი რკინის ნიღბით".
პირველი ქორწინება მალე გაყრით დასრულდა. 15 წელზე მეტია, ჯონი მსახიობ ნიკოლეტა პეირანთან ერთად ცხოვრობს, რომელმაც ორი შვილი გაუჩინა, მაგრამ წყვილი დაქორწინებას არ ჩქარობს.
ჯონ მალკოვიჩი საკუთარ თავზე:
– დიდ ოჯახში ვიზრდებოდი. სახლში მუდმივად აურზაური იყო. ვცდილობდი, თავი ყველასაგან შორს დამეჭირა და ჩემთვის მარტო ვთამაშობდი ჯარისკაცების ფიგურებით, თოჯინებით. მოგვიანებით ძალიან შემიყვარდა კითხვა, თუმცა სკოლაში კარგა ხანი ყველაზე ცუდ მოსწავლედ ვითვლებოდი. ჩვენი ოჯახი ცხოვრობდა ქალაქში, რომელიც პოპულარული იყო თავისი შახტებით, სადაც სასარგებლო წიაღისეულს მოიპოვებდნენ. მამაჩემი ეკოლოგიის დამცველი გახლდათ და სპეციალურ ჟურნალსაც გამოსცემდა. თავისი განსაკუთრებული აზროვნების გამო მეშახტეთა ქალაქში გამოირჩეოდა. ის განსხვავებულად აზროვნებდა და წინააღმდეგი იყო, დედამიწის ძვირფასი წიაღისეული ადამიანებს გამოეყენებინათ.
– დღეს თქვენ ყველაზე ნიჭიერ და საინტერესო მსახიობად ითვლებით. პროფესიული განათლება გაქვთ?
– რაც სამსახიობო ცოდნა გამაჩნია, მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით შევიძინე. კოლეჯში სწავლისას დავდიოდი და ვუსმენდი სამსახიობო კურსებს, მაგრამ არაფერი მოუცია ჩემთვის. ცხოვრება და მასზე დაკვირვება ყველაზე კარგი სახელმძღვანელოა მსახიობისათვის. ჩემთვის მსახიობობა არის საქმე და პროფესია. არიან ადამიანები, რომელთათვისაც მსახიობობა დაავადებად იქცევა, ნარკოტიკული და ფსიქიკური პრობლემების მიზეზი ხდება. შორიდან მეც ასეთ შთაბეჭდილებას ვტოვებ, მაგრამ რეალურად კინოსაც და თეატრსაც ჩვეულებრივ სამუშაოდ აღვიქვამ.
– რამდენიმე წლის წინ გადაიღეთ და ითამაშეთ ფილმში, რომელსაც ჰქვია პროვოკაციული სახელწოდება "იყო ჯონ მალკოვიჩი". ეს რა იყო თქვენი მხრიდან?
– არ ვთვლი, რომ ეს ნაბიჯი ჩემი მხრიდან განსაკუთრებულად თამამი და პროვოკაციული იყო. უბრალოდ მინდოდა, შუალედი მეპოვა ჩემს პროფესიასა და პირად ცხოვრებას შორის. ამ დროს კი ჩემს ხელთ აღმოჩნდა სცენარი, რომელიც მეგონა, რომ მე თვითონ დავწერე ჩემი ცხოვრების შესახებ.
– ჰოლივუდი არც თქვენ გიყვართ?
– ვერ ვიტყვი, რომ ჰოლივუდი არ მიყვარს, რადგან შინაგანად დღესაც პროვინციელი ბიჭი ვარ მეშახტეთა ქალაქიდან. რატომ არ უნდა მიყვარდეს ქალაქი, რომელიც ბევრ ფულს მიხდის იმისათვის, რომ მეგობრებთან ერთად კარგ ფილმებში ვითამაშო? სხვა საქმეა ჰოლივუდური ფილმები. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, რომ საშინელებათა ჟანრის ფილმებს ბევრი ფული მოაქვთ. უბედურება ისაა, რომ ბევრ გენიალურ ფილმს მაყურებელი არ ჰყავს. როდესაც ჩემი ახალი ფილმის, "მოცეკვავე ზედა სართულიდან" სცენარი ჰოლივუდში რამდენიმე ნაცნობ პროდიუსერს გავუგზავნე, მალევე დამირეკეს და მითხრეს, გენიალური სცენარია და ეს ისტორია შეგვიყვარდა კიდეცო. 20 წუთი მაქეს და მადიდეს, მაგრამ ბოლოს მითხრეს, რომ ფილმები პოლიტიკაზე და უცხოელებზე პოპულარობით არ სარგებლობს და ამიტომ ხელს ვერ მოჰკიდებდნენ. ჰოლივუდის ტრაგედია ამ დამოკიდებულებაშიც ჩანს.
– ბოლო დროს კამერის მეორე მხარეს გადაინაცვლეთ. სიამოვნებას განიჭებთ ფილმების გადაღება?
– ვერ ვიტყვი, რომ რეჟისორობა სიამოვნებაა. ეს საქმე იგივეა, რაც შინაგანი სისხლდენა ორგანიზმში, მაგრამ მე ხომ ცნობილი მაზოხისტი ვარ – იოლი საქმეები არ მიყვარს. საკუთარ თავს რეჟისორს ვერ ვუწოდებ, რადგან ჯერ ისიც არ გადამიწყვეტია, მსახიობობა მინდა თუ არა, ამიტომ საკუთარ თავს მსახიობსაც არ ვუწოდებ.
– ხელოვნების რომელი მიმდინარეობა განიჭებთ სრულ სიამოვნებას?
– ჩემთვის წიგნები სიამოვნებისა და აღფრთოვანების მთავარი წყაროა. ჩემთვის წიგნი უფრო საინტერესოა, ვიდრე თეატრი, კინო ან სხვა გამომსახველობითი ხელოვნება.
– წლების განმავლობაში სტაბილური ურთიერთობა გაქვთ ნიკოლეტა პეირანთან, მაგრამ მასზე დაქორწინებული არ ხართ. რატომ?
– ერთხელ უკვე ვიყავი დაქორწინებული და აღარ მსურს, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გავიარო. მე ყოველგვარი საბუთების გარეშეც კარგად ვიცი, რომ საყვარელი ქალისა და ჩემი შვილების გვერდით უნდა ვიყო. არც ჩემს სიყვარულს სჭირდება ქაღალდი იმის გარანტად, რომ რთულ მომენტში არ მივატოვებ.
– თქვენ გვიან ასაკში გახდით მამა. მოგწონთ ეს ამპლუა?
– ბიჭის მიმართ უფრო ლმობიერი ვარ, გოგონას მიმართ კი ორი მოთხოვნა მაქვს – ის ყოველთვის კარგად ჩაიცვამს და არ ექნება სექსი მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საჭიროა ან მოდური.
– თქვენც ეთანხმებით მოსაზრებას, რომ თანამედროვე მუსიკა და კინო სულ უფრო მეტ პოპულარიზაციას უკეთებს ძალადობას?
– ვერ დავეთანხმები, რომ ხელოვნებით გადმოცემული ძალადობა პროვოცირებას უკეთებს ძალადობას ცხოვრებაში. მე, მაგალითად, მომწონს სნუპ დოგი, მაგრამ მისი მუსიკის მოსმენის შემდეგ არასოდეს ვდგები ისეთ ხასიათზე, რომ ყველა ქალი შემძულდეს ან იარაღის შეძენის და ვინმეს მოკვლის სურვილი გამიჩნდეს. ჩემთვის მუსიკა სხვა ადამიანზე დაკვირვების საშუალებაა. რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ძალადობამ ხელოვნებაში ადამიანს არ შეიძლება უბიძგოს ძალადობისაკენ ცხოვრებაში. მაშინ რა საჭიროა ძალადობის სცენების ჩადება ფილმში, თუ ის მაყურებელზე არ იმოქმედებს?!
– თქვენს გმირებს რამდენად ჰგავხართ?
– ძალიან ვგავარ ჩემს დაცენტრილ გმირებს, რომელთა განსახიერებაც მიწევს. მენატრება ის პერსონაჟები, რომლებსაც ადრე ვთამაშობდი. დღეს კინოში მოდაშია ისეთი გმირები, რომლებიც მაგრად ისვრიან, ჩხუბობენ, აფეთქებენ მტრებს და დედამიწის გადასარჩენად იბრძვიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაყურებელს ასეთი ტიპაჟები მალე მობეზრდება. არასოდეს ვირჩევ გმირებს დადებითი შტრიხების, ინტელიგენტურობის მიხედვით. არ მეშინია, ეკრანზე სულელი გამოვჩნდე, აზარტი სწორედ ამაშია.
– როგორ აღიქვამთ თქვენს პოპულარობას?
– პოპულარული ადამიანის ცხოვრება ვირტუალურ ცხოვრებას ჰგავს, სადაც შენი მწუხარება, სიხარული და ვნება არავის აინტერესებს. მაგალითად, არავის აინტერესებს, რატომ არიან მოწყენილები ჯორჯ კლუნი და ჯონი დეპი. ვფიქრობ, მე ისეთი პოპულარული არ ვარ, რომ ვირტუალურად ვიცხოვრო. რეალურ ცხოვრებას გაცილებით საინტერესოდ აღვიქვამ.
– მამათქვენი ჟურნალის რედაქტორი იყო, თქვენ კი არ გიყვართ პრესა. რატომ?
– ვიღაცამ თქვა, რომ ჩვენი საუკუნის მთავარი პრობლემა სისწრაფე და ზედაპირულობაა. ეს განსაკუთრებით აისახება მედიაში. მე კი ყველაფერში სიღრმე და ძიება მიყვარს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე პრესის მტერი ვარ. არ მიყვარს ის ჟურნალისტები, რომლებიც ნაჩქარევ დასკვნებს აკეთებენ.
მოამზადა ავთო ჩიტიძემ

კავშირი ტეგთან: ჯონ მალკოვიჩი
კავშირი ტეგთან: ჯონ მალკოვიჩი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 