| ქალი და მამაკაცი |

"დიდხანს ვიცხოვრე დაულაგებლად"
რა აქვს საბოდიშო ქართველ მომღერალს ინგლისის
და ამერიკის საელჩოებთან
ერთხელ, 17 წლის ასაკში, ნინო ქათამაძემ ყური მოჰკრა მშობლების საუბარს. დედამისმა ქალიშვილი თავნება გოგოდ მოიხსენია, მამამ კი დაიცვა – იმ ასაკშია, თვითონ უნდა გაარკვიოს ყველაფერი, არ უნდა იყოს ჩვენზე მოჯაჭვული, ასე გაიგებს, რა არის სწორი და რა – არაო. ის საუბარი ნინოს მკაფიოდ დაამახსოვრდა, რადგან სწორედ იმ წუთიდან დაიწყო მისი სრული თავისუფლება ცხოვრებაშიც და მუსიკაშიც.
ნინო ქათამაძე:
– ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვიყავი, თუმცა ვერ გეტყვით, რომ მაშინ ვაცნობიერებდი, ეს რას ნიშნავდა. რაიონში ვცხოვრობდი და იქიდან მიწევდა ქალაქში მუსიკალურ სკოლაში სიარული. რაიონიდან ქალაქამდე საკმაოდ დიდი მანძილი იყო. დამოუკიდებლად ავტობუსით დავდიოდი. ეს მესამე კლასელი ბავშვისთვის მარტივი არ არის. პედაგოგები თავიდან ბოლომდე მიწყობდნენ ხელს. თუ ქიმიაში განსაკუთრებული მონაცემები არ მქონდა, ეს არ იყო ტრაგედია ჩემთვის. სკოლაში დიდი დატვირთვა მქონდა, ღონისძიებებში და შემოქმედებით წრეებში აქტიურად ვმონაწილეობდი. ყველა ინსტრუმენტზე ვსწავლობდი დაკვრას, ეს ვალდებულებასავით მქონდა, რადგან სხვა შემთხვევაში დავისჯებოდი, ანუ თავისუფლებას ვერ გავამართლებდი.
დამოუკიდებლობა ბოლომდე გამყვა. 17 წლის შემდეგ თვითონ ავირჩიე, სად უნდა მეცხოვრა, როგორ და რა უნდა გამეკეთებინა. ჩემი ოჯახის წევრებმა მომცეს თავისუფლება. კიდევ იმაში ვემადლიერები მათ, რომ არ მაძლევდნენ მიმართულებას, რა იყო კარგი ან ცუდი, საერთოდ არ იცოდნენ, რას ვმღეროდი. რაღაც პერიოდში ამას მტკივნეულად განვიცდიდი. დღეს კი ვგრძნობ, მშობლებს მიმართულება რომ მოეცათ და ჩარეულიყვნენ მუსიკაში, თავს ვერ გავართმევდი.
ახლაც ვფიქრობ, რომ ძიების პროცესში ვარ, საინტერესო გზის არჩევა მომიწია და არა უკვე გატკეპნილის. ის, რაც გავბედე, ჩემი თავისუფლებიდან გამომდინარეა. მსოფლიო შედეგი დღეს უკვე არის. ახლახან დამირეკეს და მითხრეს, რომ ჰოლანდიის რადიოში ჩვენი მუსიკა ტრიალებს. ამ თავისუფლებამ მუსიკაში მოიტანა ისეთი ჟანრი და სიტყვის ფორმულირება, რომ მსოფლიოსთვის გასაგები გახდა და სწორედ ეს არის თავისუფლება.
– უფროს თაობაში ვინმე მუსიკოსი ან მუსიკასთან რაიმეთი დაკავშირებული ადამიანი გყოლიათ?
– ბიძაჩემი, შოთა ბიძია, თავიდან ბოლომდე ხმებში მიწყობდა მუსიკას, ინსტრუმენტებს მასწავლიდა. თუ მეურნეობაში რაღაცას მუშაობდა, ყოველთვის თან ვყავდი. რაც შეეხება მშობლებს, მამაჩემი ოქრომჭედელია და შემოქმედი პიროვნებაა. ყველა ნივთს შემოქმედებითად უდგება, თუნდაც სერიულად 1050 ცალი გაეკეთებინა, მაინც სიახლით უყურებდა. ამიტომ ბუნებით მასთან უფრო ახლოს ვარ. ბიძაჩემმა მიმიყვანა მუსიკალურ სასწავლებელში. იყო გვარების რაიონული და სახელმწიფო შეხვედრები, სადაც მონაწილეობას ვიღებდი და ვიყავი სოლისტი. 7 წლის ასაკში ვიყავი უზარმაზარი ბენდის სოლისტი და ლვოვში წავედით გასტროლებზე.
ქობულეთში დავამთავრე მუსიკალური შვიდწლედი, უფრო სწორად, დამამთავრებინეს, რადგან იქ "ვჟულიკობდი", რომ ვითომ ვმღეროდი. ფალიაშვილის სასწავლებელი ნაწილობრივ დავამთავრე, დიპლომი დღემდე არ ამიღია, თუმცა ვმღეროდი ფანტასტიკურად და ვიყავი მეცო სოპრანო.
– ის, რასაც ახლა აკეთებთ, თქვენი ერთადერთი არჩევანია, რომელსაც არასოდეს შეცვლიდით?
– სამწუხაროდ, ისეთ პერიოდში მოვხვდი, როცა დიდი არჩევნის საშუალება არ ყოფილა. ახლა რომ მქონდეს არჩევანის პერიოდი, კლასიკურ მუსიკას ავირჩევდი, რადგან შინაგანად მაინც კლასიკური მუსიკოსი ვარ. იმ დროს მთავარი იყო, არ გავჩერებულიყავი. მახსოვს, 7 ლარი ჩავიდე ჯიბეში, ბათუმიდან ავიღე ბილეთი და ჩამოვედი თბილისში. აჭარაში უკვე აღარ ხდებოდა ჩემთვის საინტერესო რამე. არ ვიყავი ადამიანი, რომელიც მფარველის ლოდინში რაღაცის გაკეთებას ელოდება, ახლაც უარს ვამბობ დაგეგმილი მფარველის შემოთავაზებაზე, თუ ეს არ არის მიზანმიმართული მხოლოდ მუსიკის საკეთილდღეოდ. ალბათ მეშინია, არ დამიმახინჯდეს ის სუფთა ნაწილი, რომელსაც ამდენი ხანი მუსიკისთვის ვაგროვებდი. აქედან გამომდინარე, ჩემთვის რთული იყო გზის დასაწყისის დანახვა. მშობლებიც ვერაფერს მირჩევდნენ, რადგან ზოგადად რთული პერიოდი იყო.
ამერიკის და ინგლისის საელჩოებშიც კი შევიტანე განაცხადი, მინდოდა ბავშვის აღმზრდელად წასვლა საზღვარგარეთ. ახლა 28–29 მაისს ინგლისში მაქვს კონცერტები. მივედი საელჩოში და ულამაზესი ქალბატონი დამხვდა, რომელთანაც მაშინ ვიყავი გასაუბრებაზე. მითხრა, რამდენი დრო გავიდაო. ვუპასუხე, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ წასვლაზე მაშინ უარი მითხარით და ბოდიშს გიხდით, რომ იმ პერიოდში მეც და მთელ ქვეყანასაც მეტი არჩევანი არ გვქონდა, თუმცა იქ სამუშაოდ მივდიოდი და არა – სხვა განზრახვით–მეთქი. ასეთი ბოდიშის თქმა მომიწევს ნოემბერშიც, რადგან ნიუ იორკში მაქვს კონცერტი.
– მოდით, იმ მომენტს მივუბრუნდეთ, როდესაც ჯიბეში 7 ლარით თბილისში ჩამოხვედით. რა მოხდა მერე?
– ყველასთან ვცხოვრობდი, ძირითადად მეგობრებთან, რაღაც პერიოდი მათ შემიფარეს. ერთხელ კბილი მტკიოდა, ვიდექი აფთიაქთან, მქონდა ანალგინის ფული, მაგრამ არ ვიცოდი, ღამეს სად გავათენებდი. ამ დროს მოვიდა ჩემი მეგობარი ლალი გვასალია, რომელსაც არ ვიცნობდი, როგორც ადამიანს. ხელი მომკიდა და წამიყვანა სახლში. ყველა ისტორია, რაც ჩემ ირგვლივ ხდებოდა, მიძღვნილი მქონდა მუსიკისადმი და არ განვიცდიდი რაღაცას ტრაგიკულად. მთელი ჩემი ცხოვრება ადამიანების სიყვარულით იყო სავსე. ერთი თვე ერთ ადგილას ვცხოვრობდი, მეორე თვე – სხვაგან. როცა ბინა ვიქირავე და თანხა არ მქონდა, კეთილი ადამიანები მიხდიდნენ.
ბრძოლისუნარიანი როცა ხარ, შენთვის ბარიერი არ არსებობს. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას მქონია ცუდის და კარგის არჩევანი. ჩემმა უფროსმა მეგობარმა, ვასიკო ექიმმა მასწავლა: ცხოვრებაში ორი გზაა – "მე მინდა" და "მე მიყვარს", რომელ გზასაც აირჩევ, ისეთი ცხოვრება გაქვს.
– მაგრამ იმ პერიოდში კეთილი ადამიანები ალბათ არ იყვნენ ერთადერთნი, ვინც გზაზე გხვდებოდნენ. ალბათ ცივი უარიც ბევრჯერ მოგისმენიათ.
– კლუბ "ინსაიდში" რაღაც პერიოდი ვმღეროდი უფასოდ იმიტომ, რომ მღერა მინდოდა, შემდეგ 10 ლარს მიხდიდნენ საღამოში. მახსოვს, 2000 წელს, პირველ ფესტივალზე როცა მიდიოდნენ, ფეხსაცმელი არ მქონდა და დამტოვეს. მეწყინა, რადგან ვთხოვე ადამიანებს, ესესხებინათ ფული. ვმუშაობდი და ნელ–ნელა გადავიხდიდი... დიდი შეცდომაც შეიძლება ადამიანებს მიუტევო. მაინც ადამიანები ვართ, შეიძლება არ გვეყოს ძალა შეცდომის გასაანალიზებლად. ზოგჯერ თითქოს უმნიშვნელო რამეც კი ღალატის ტოლფასია, როცა შენთან უნდა მოვიდე წყლის დასალევად და უარს მეუბნები მიზეზის გარეშე. დღემდე მტკივა, თუმცა ვპატიობ.
– როდის დაიწყეთ საკუთარი ჰონორარით ცხოვრება?
– თავიდანვე ასეთი სტრატეგია მქონდა – არასოდეს მემღერა 2 ლარნახევრად, ყოველთვის ვცდილობდი, საჩუქრად მიმეძღვნა კონცერტი, მაგრამ შეფასებული ყოფილიყო. იმ პერიოდში "ჯეოსელი", რომელიც კონცერტებს აკეთებდა, პატივისცემით უყურებდა ჩვენს დამოკიდებულებას, როცა ერთი სიმღერა შეგვეძლო შეგვესრულებინა და არასოდეს ფულს არ ვართმევდით, მაგრამ როცა საქმიანი დამოკიდებულება იყო, ისინიც საქმიანად უდგებოდნენ. არ ვარ რეალობას მოწყვეტილი, არ ვითხოვ არარეალურ ჰონორარს. საქველმოქმედო საღამოებში არაფერს ვიღებთ, პირიქით, იქით ვხარჯავთ. როცა 10 ლარს მიხდიდნენ საღამოში, ამ პერიოდში ჩვენი ოჯახისთვის ეს ლუკმა იყო და წყალი. ამიტომ მადლობელი ვარ იმ ადამიანების, ვინც იქ სიმღერის საშუალება მომცა. იმ პერიოდში, თუ დენი გქონდა, საჭმელს გააკეთებდი და არ გეშინოდა. ერთ დღეს დილის 5 საათზე მოვედი სამსახურიდან. დილით მოვიდა "ბოროტი მონტიორი" და გადასახადის გადაუხდელობის გამო დენს გვიჭრიდა. გაბურძგნული, ნახევრად მძინარე გამოვედი და ვთხოვე, არ გადაეჭრა – დედას ვფიცავარ, ხვალ ხელფასს ვიღებ და გადავიხდი–მეთქი. რაღაც ცუდად მიპასუხა. ორლულიანი თოფი გამოვიტანე და ვუთხარი, თუ არ ჩამოხვალ, ახლა ჩამოგსვამ–მეთქი. მამაჩემი მიჭერდა, თან სიცილს ვერ იკავებდა...
– მეგობრის დაკარგვა, იმედგაცრუება, ღალატი ადამიანში ისეთ კვალს ტოვებს, რომელიც არ იშლება, თუმცა პატიება, რა თქმა უნდა, ყველაფრის შეიძლება. ასეთი კვალი თქვენში არსებობს?
– ცოცხალი მეგობრები (ღმერთმა დიდხანს მიცოცხლოს!), როგორც ადამიანები, არ დამიკარგავს. სიცოცხლე შეუფასებელია. არ მაქვს უფლება, პატარა ვიყო ურთიერთობებში. მეც მქონია დიდი შეცდომა, მაგრამ არსებობს უფრო მეტი, ვიდრე სიტყვა ან რამე სხვა პრიმიტიული. როგორ შეიძლება გაუგებრობა იყოს ადამიანებს შორის, როცა გასაგებ ენაზე ვსაუბრობთ, მაგრამ თუ უცხოელია, შეიძლება ვერ გააგებინო და გაბრაზდე... (იცინის). წყენა ბევრი ყოფილა, მაგრამ არაფერია. როცა იბადები, არც ქვეყნის, არც მშობლის არჩევანის უფლება არ გაქვს, მხოლოდ მეგობრებს და თავისუფლებას ირჩევ. ალბათ უფრო საწყენია, როცა შენს თავს ხედავ, როგორი სუსტი ხარ არჩევანის დროს. დრო ყველაზე ძვირფასია. ამიტომ შენთვის ძვირფასია ის ადამიანები, ვისთანაც დიდი ხნის ურთიერთობა გაქვს. ჩემი ბედნიერი თვისებაა, რომ არაფერი მახსოვს წყენიდან. პატარა ვარ წყენის სატარებლად და, მით უმეტეს, მუსიკასთან მისი მიტანა საერთოდ არ შეიძლება. მივხვდი, შემიძლია დავმშვიდდე და ჩემი საქციელით ისინი დავამშვიდო. შინაგანად მიმტევებელი ვარ, წყენა არ მახსენდება.
ჩემზე ამბობენ, რთული ადამიანიაო. არ ვარ რთული, ყოველთვის, როცა რამეს ვაკეთებ, ზუსტად ვიცი, რა მინდა. დიდხანს ვიცხოვრე დაულაგებლად, ბევრი ვიბრძოლე, რომ რაღაცეები დამელაგებინა და დრო დამეფასებინა. ვეღარ მივეჩვევი იმას, რაც ჩემთვის მიუღებელია. ვერ შევეჩვევი იმ ტკივილებს და თვისებებს, რაც ჩემთვის მიუღებელია. შეიძლება ადამიანი ქუჩაში გაწუხებდეს, ყოველ წუთს ფულს გთხოვდეს, მაგრამ შენ არ გაქვს იმის უფლება, რომ გაუბრაზდე. ეს უბრალო ადამიანური რაღაცაა. გინდა, ვარსკვლავი იყავი და გინდა კოსმონავტი, მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი ბგერა სავსე უნდა იყოს ქმედებით, არჩევანით, გულწრფელობით, რამდენადაც გავათავისუფლებ მას ამბიციებისგან და ეგოიზმისგან, იმდენად ჰაეროვანი იქნება და შემოდგომასავით მთელ დედამიწას მოეფინება. თუ ჩემი თავი იური გაგარინი მეგონება, დედამიწაზე ერთი შემოვლით დავამთავრებ ჩემს ცხოვრებას.
– რა თვისებას გამოასწორებდით საკუთარ ხასიათში?
– ძალიან ფიცხი ვარ, მოუთმენელი, მაშინვე ვწყვეტ ყველაფერს, თუმცა სხვას ეს ნაბიჯი არ ავნებს. ძვირად დამიჯდა ნებისმიერი თვისება, რაც ჩემში შევცვალე, პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე გადავაკეთე ყველაფერი მუსიკისთვის. არის პერიოდი, როცა ვერ აცნობიერებ, რაც არის და რაც შეგიძლია, იმას გასცემ. არის პერიოდი, როცა ხედავ, რა შეგიძლია და შენს შესაძლებლობებს აფასებ. ჩემთვის სივრცეა მნიშვნელოვანი. პატარა სივრცეში და პატარა ქვეყანაში ვერ ვჩერდები, ჩემთვის პატარაა დედამიწაც კი. წარმოიდგინეთ, წელიწადში შეიძლება მილიონობით ადამიანს შევხვდე, მაგალითად, ყაზანში გამართულ კონცერტზე 250.000 კაცი ეტეოდა. ჩემთვის ურთიერთობები ყველაზე მნიშვნელოვანია, სიხარულის გარდა, აღარაფერი მაინტერესებს. აღარ ვარ ის ადამიანი, რომელიც იწყებს ვიღაცის გადაფასებას ან გადახარისხებას. დღეს ვაკეთებ იმ საქმეს, რომელსაც უნდა ყველა ჩემი დრო, ყოველი წამი და ოჯახსაც კი ვერ ვუთმობ სათანადო დროს. წელს ჩემი შვილი 2 წლის ხდება. პირველ დაბადების დღეზე ვერ ვიყავი. მთელი დღე ვტიროდი, წარმოიდგინეთ შვილი, რომელიც ჩემი ოცნების ნაწილია და მასთან ვერ ჩამოვედი!
– წარსულში რამის შეცვლის სურვილი გიჩნდებათ?
– წარსული პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე შევცვალე, გადავახარისხე და ავაშენე სხვა სახლი. თავის გატანის პერიოდი იყო, სირთულეებს არ ჩავყოლილვარ, თუმცა ვცდილობდი, რაღაცეები გამეკეთებინა. უფალი მფარავდა, რომ არ წავედი ინგლისში ბავშვის მომვლელად, რადგან სხვა გზა მქონია. ის გზა, რასაც ჩვენ გავდივართ, სწავლების გარეშე არ არსებობს. ჩვენ არ გვაქვს რეკლამა, კლიპი, რაც ვიზუალურად ცნობადობაში დაგვეხმარება. დღეს სტანდარტები არსებობს, უნდა გიცნობდნენ და გაავსებ დარბაზებს. ჩვენ პრაქტიკულად ნახევარი მსოფლიო გვიცნობს და ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ ჩვენი შემოქმედების 2 პროცენტს არ იცნობს ჩვენი ქვეყანა.
რუსეთსა და უკრაინაში ხშირად დავდივართ. რუსეთში ვხვდებით ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც თანაუგრძნობენ იმ ადამიანებს, ვინც არასწორ სივრცეში მოხვდნენ. არც ერთი ადამიანი არასწორ საქციელს არ ემხრობა. არ ვლაპარაკობ პოლიტიკაზე, ჩემი პოზიცია არის სიმღერა და მუსიკა, რომელიც ემსახურება სიკეთეს. ის ადამიანები არიან ამ სიკეთის ნაწილი. ომის პერიოდში, როცა დამისვეს კითხვა, დავბრუნდებოდი კი მათ ქვეყანაში, არ მიცდია, კბენა და ღრენა დამეწყო. ვუპასუხე, გული მაქვს ცრემლებით სავსე, დღეს ვერ შევძლებ თქვენთან სიყვარულზე საუბარს, მაგრამ, როცა ჩემს თავში მოვძებნი ძალას, რომ გესაუბროთ სიყვარულზე, ამას გავაკეთებ–მეთქი. აგვისტოს ომის შემდეგ აქცია იყო პეტერბურგში "დედეტესთან" ერთად ლოზუნგით – "არ ისროლოთ!". ერთად ვიდექით ქართველები, რუსები და უკრაინელები სცენაზე. 20 წუთი ფეხზე იდგნენ ადამიანები და ტაშს უკრავდნენ. იმას კი არ ვამბობ, გმირი ვარ, რომ იქ ჩავედი–მეთქი, პირიქით, ყელში ბურთი მიტრიალებდა და დღემდე მესმის ყურში თვითმფრინავის ხმა. ვთქვი, როცა შვილი მაჩუქა ღმერთმა, როცა მას ვუყურებდი, მივხვდი, რაც უნდა შეცდომა დაუშვას, ვაპატიებ, რადგან ძალიან მიყვარს და რა უფლება მაქვს, როცა შვილს ვპატიობ, თქვენ არ გაპატიოთ–მეთქი. 5 წამიანი დუმილი იყო. ცოტა ხანში ამას მოჰყვა საოცარი ტაში. ვერ ვაპატიებ ჩემს თავს, რომ მუსიკა, რომელიც უფლის სალაპარაკო ენაა და ემსახურება სიკეთეს, ვინმემ გამოიყენოს თავის სასიკეთოდ.
– გამუდმებით გზაში ხართ. არასოდეს გითქვამთ – მომბეზრდა, აღარ მინდა!
– არ მბეზრდება, მაგრამ ფიზიკურად ძალიან ვიღლები. იმ დონეზე ვიღლები, სახლში ორი დღე არავინ მელაპარაკება, რომ აზრზე მოვიდე.
ცუდად ვარ, თუ საქმე არ მაქვს, დატვირთვისგან არ ვითრგუნები. მუსიკა ჩემი ცხოვრების იმდენად ჰარმონიული ნაწილია, ვერ ვხვდები, როდის დაიწყო ან სად ვითარდებოდა, რადგან სულ იყო – ყველაფერში და ყველგან.
– როგორ დედას ხედავთ საკუთარ თავში?
– შვილის აღმზრდელი მეუბნება, რომ კარგი დედა ვარ, მე კი ვთვლი, რომ გაუგებარი დედა ვარ. ალბათ ყველა დედიკო თბილია. ნიკოლოზი უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე მე მისთვის რამეს ვაკეთებ ურთიერთობის თვალსაზრისით. 2 წლის მანძილზე ხუთი–ექვსი თვე ვარ მასთან ერთად, რაც ძალიან ცოტაა. ნათლია ჰყავს უკრაინაში, რომელიც ყუთით ჩუქნიდა სათამაშოებს. როცა ნიკოლოზი მენატრებოდა, პირდაპირ სცენაზე ვაწყობდი სათამაშოებს.
პ.ს. აქ ნინოს თხოვნით, ჩვენი ინტერვიუ დამთავრდა, რადგან ნიკოლოზმა თავისი მონატრებული დედიკო მეტად აღარ დაგვითმო.
ნიკა ხაჩიძე

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 