| ქალი და მამაკაცი |

"მჯერა, რომ ჩემი ქმარი წამალს თავს დაანებებს"

"მინდა ჩემი გულისტკივილის შესახებ გიამბოთ. ბევრი რამე გადავიტანე იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანთან ვყოფილიყავი. ალბათ უფლის ნება იყო ჩვენი ერთად ყოფნა, მე ამის წარმოდგენაც არ შემეძლო, რადგან ჩვენი გზები გაყრილი იყო. მინდა ყველას ვთხოვო, რომ გაუფრთხილდნენ სიყვარულს და საყვარელი ადამიანი არავის და არაფრის ხათრით არ მიატოვონ", – ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი მარიამ კ–მ.
– 10 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა. ეს ყველასთვის დიდი ტრაგედია იყო. მატერიალურადაც ძალიან გაგვიჭირდა. დედა დღე და ღამე მუშაობდა იმისთვის, რომ ჩვენ ვერჩინეთ. მე და ჩემი და მთელი დღე მარტო ვიყავით ხოლმე. მე მასზე 2 წლით უფროსი ვიყავი და ამიტომ მთელი საოჯახო საქმე მე დამაწვა, სადილებსაც თვითონ ვამზადებდი. მეზობლებიც გვეხმარებოდნენ. თავის გატანას ასე თუ ისე ვახერხებდით. ერთ დღესაც ჩემი მეზობელი სერგი სიყვარულში გამომიტყდა. მის მიმართ გრძნობა მეც მქონდა. მაშინ ორივენი ბავშვები ვიყავით. მე – 13–ის, სერგი კი 17 წლის იყო. ყოველდღე ვარდებს მიგზავნიდა, ჩემ მიმართ ძალიან თბილი და ყურადღებიანი იყო. ჩვენი სიყვარულის შესახებ ყველამ იცოდა. მთელი უბანი გვქომაგობდა.
– როგორ შეხვდნენ თქვენს ურთიერთობას სერგის ოჯახის წევრები?
– დედამისი ჩემ მიმართ ძალიან აგრესიული გახდა. ქუჩაში თვალს მარიდებდა და არ მესალმებოდა, ან ირონიულად მიყურებდა, სამეზობლოში ჩემზე ჭორაობდა. მიუხედავად სერგის დედის ასეთი დამოკიდებულებისა, ჩვენ მაინც ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. დედაჩემი ძალიან ბრაზობდა იმ ჭორებზე, რომლებიც მე გამივრცელეს. ბოლოს ჩემს ოჯახს და დედაჩემსაც შეეხნენ, ჩვენს პატიოსნებაში ეჭვი შეიტანეს. დედამისი სულ იმას ამბობდა, არ მინდა ასეთი ოჯახის შვილიო. ეს ყველაფერი დედაჩემმა ვეღარ აიტანა და ამ ურთიერთობას წერტილი დაუსვა. მე და სერგი 4 წელი ვიყავით შეყვარებულები.
– როგორ დაგაშორეს?
– დედაჩემმა კატეგორიულად მომთხოვა, სერგის დავშორებოდი. უნდა ამერჩია – ან სერგი, ან ოჯახი. თანაც ვიცოდი, დედამისი არ მომასვენებდა, სიცოცხლეს გამიმწარებდა, ამიტომაც დავშორდი. ეს ორივესთვის ძნელი გადასატანი იყო. სერგიმ სმა დაიწყო, ხასიათიც საშინლად გაუფუჭდა. დედაჩემმა სასწრაფოდ მომიძებნა მდიდარი საქმრო. მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარდა, ოჯახის მოთხოვნით მაინც გავყევი და სწორედ იმ დღიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა.
– რას გულისხმობთ?
– თავიდან თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო, ყველა ძალიან კარგად მექცეოდა. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ეს არავის აინტერესებდა. ჩემები ძალიან კმაყოფილები იყვნენ, რადგან მდიდარი სიძე ჰყავდათ. თენგოს სულ თვალებში შესციცინებდნენ, ჩემზე კი არავინ ფიქრობდა. ნელ–ნელა თენგომაც და მისმა ოჯახმაც თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინეს. როგორც მერე გავიგე, ისინი სხვა სარწმუნოების იყვნენ, სხვანაირი ტრადიციები ჰქონდათ, სხვანაირად აზროვნებდნენ. სარწმუნოების შეცვლას მაიძულებდნენ. ძალით მივყავდი მათ შეკრებებზე. რამდენჯერმე გულიც წამივიდა და ასე ავცდი მათ კრებებს. გულწასულს დამტოვებდნენ და ყურადღებასაც არავინ მაქცევდა, თავიანთ სტიქიაში იყვნენ. მე ყოველთვის მორწმუნე ვიყავი და სარწმუნოების შეცვლაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. როცა ამას მიხვდნენ, თენგომ ცემა დამიწყო. დედაჩემთან აღარ მიშვებდა, რადგან სულ დალურჯებული ვიყავი. ბოლოს გამბედაობა მოვიკრიბე და მისი სახლიდან გამოვიპარე. თუმცა ამით არ დამთავრებულა ყველაფერი. სახლში მივარდებოდნენ, გვლანძღავდნენ, გვემუქრებოდნენ.
– თქვენს ოჯახს ამაზე რა რეაქცია ჰქონდა?
– ყველანი გვერდში ამომიდგნენ. დედაჩემი თავს დამნაშავედ გრძნობდა, მაგრამ მე მას არაფერში ვადანაშაულებ. ეს არჩევანი მე თვითონ გავაკეთე. ყველამ კარგად მიმიღო, ცდილობდნენ, ამ ამბის გადატანაში დამხმარებოდნენ. იმ დღიდან ჩემთვის ყველაფერი შეიცვალა, მეგონა, რომ ყველა სხვა თვალით მიყურებდა, ყველა დამცინოდა. საშინელი დეპრესია დამეწყო. როგორც უკვე აღვნიშნე, მორწმუნე ადამიანი ვარ, ამიტომაც გადავწყვიტე, მონაზონი გავმხდარიყავი. თან არ მინდოდა, სერგის შევხვედროდი, მისი ძალიან მრცხვენოდა.
– თქვენთან დაშორების შემდეგ სერგი დაოჯახდა?
– არა, მას ცოლი არ მოუყვანია. ხასიათი ძალიან შეეცვალა. სულ ქუჩაში იყო და, როგორც გავიგე, წამალზე დამოკიდებული გახდა. დედამისი ძალიან ნანობდა თავის საქციელს. რამდენჯერმე სცადა დედაჩემთან შერიგება. მე ამ ყველაფერს გავერიდე და მონასტერში წავედი. იქ სულიერად დავმშვიდდი, თითქოს ყველაფერი გადავიტანე. გარკვეული პერიოდის შემდეგ სერგიმ მომაკითხა. ჩემთან დალაპარაკება უნდოდა, მაგრამ მე ამის სურვილი არ მქონდა, მეშინოდა, მერიდებოდა. ამიტომაც უარით გავისტუმრე. სერგი არ მომეშვა და რამდენჯერმე მომაკითხა. ბოლოს გადავწყვიტე, დავლაპარაკებოდი. მიმძიმდა მასთან შეხვედრა. როდესაც სერგი დავინახე, თვალთ დამიბნელდა, მთელი სხეული მიცახცახებდა. ერთმანეთისთვის სიტყვაც არ გვითქვამს, შემდეგ თვითონ მოვიდა და ჩამეხუტა. დიდხანს ვიდექით ასე. ორივენი ვტიროდით და ვერაფრის თქმას ვერ ვახერხებდით. ბოლოს სერგიმ მითხრა, რომ უწინდელზე მეტად ვუყვარდი და უნდოდა, ერთად გვეცხოვრა. ბოდიშებს მიხდიდა, რადგან ხელი არ შემიშალა, როდესაც ვთხოვდებოდი. მოკლედ, ერთმანეთს უამრავი ბოდიში ვუხადეთ. დიდხანს ვისაუბრეთ, ყველაფერზე, რაც ჩვენს ცხოვრებაში მოხდა. სერგიმ დრო მომცა, რომ ყველაფერი მომეფიქრებინა და არჩევანი გამეკეთებინა. ერთ თვეში უნდა მეთქვა პასუხი, ამ ხნის მანძილზე კი ერთმანეთი არ უნდა გვენახა.
– სხვებმა რა გირჩიეს?
– დიდად არავინ ჩარეულა ჩვენს ურთიერთობაში. რჩევებისგანაც ყველა თავს იკავებდა. დედაო, რომელმაც ჩვენი შეხვედრა ნახა, ჩვენთან ერთად ტიროდა. ძალიან უნდოდა, შევრიგებულიყავით. ბევრს მესაუბრებოდა და რჩევებს მაძლევდა. ჩემებიც მაკითხავდნენ ხოლმე. დედაჩემი მხოლოდ იმას მეუბნებოდა, რომ ის უნდა გამეკეთებინა, რაც მე მინდოდა. ნეტა შემეძლოს დროის უკან დაბრუნება, აღარ დაგაძალებდი, რომ თენგოს ცოლად გაჰყოლოდიო. ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, სერგის ცოლად გავყოლოდი. როდესაც ის ჩემს წასაყვანად ჩამოვიდა, დედამისიც თან ახლდა. უამრავი ბოდიში მიხადა, ტიროდა და მეფერებოდა.
დღეს ერთად ვართ და ძალიან ბედნიერადაც ვცხოვრობთ. შვილი შეგვეძინა, რომელიც დედაომ მოგვინათლა. წელიწადზე მეტია, რაც ერთად ვართ. ჩვენი ერთადერთი და სერიოზული პრობლემა სერგის წამალზე დამოკიდებულებაა. ძალიან უნდა თავის დანებება, მაგრამ ვერ ახერხებს. ჩვენი მოძღვარი არკვევს რაღაც საკითხებს და შემდეგ მონასტერში უნდა წავიდეს სამკურნალოდ. იმედი მაქვს, იქ მაინც შეძლებს ამ დაავადებისგან განკურნებას. მჯერა, უფალი დაგვეხმარება და ამ განსაცდელსაც გავუმკლავდებით.
თიკო ხოშტარია

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 

.jpg)