| ქალი და მამაკაცი |

ეკა ბესელია: "ქმარი ძალიან მაეჭვიანებდა"
"კაცის ტვინთან ერთად ქალის დიდი ემოციაც მაქვს"
ქართულ პოლიტიკაში აქტიურ ქალბატონს, ცნობილ ადვოკატ ეკა ბესელიას, ახლა ცხოვრებაში ერთ–ერთი ყველაზე რთული პერიოდი აქვს – ძმა ციხეში ჰყავს, შვილი – ძებნაში. ასეთ მძიმე მდგომარეობაში არამარტო ინარჩუნებს მებრძოლ სულს, მეტიც, ენერგია და ძალა მოზღვავებული აქვს.
იგი ორი შვილის დედაა – 18 წლის რატის და 5 წლის ლიზის. ახლა მეორე ქორწინებაში იმყოფება იურისტ ზურა გუბელაძესთან.
ეკა ბესელია სენაკში დაიბადა და გაიზარდა. აქტიური და ინტერესიანი ბავშვი იყო. 5 წლის ასაკში დაუწყია კითხვა. მისი დიდი გატაცება ფეხბურთი იყო, დადიოდა მძლეოსნობაზეც, საქართველოს კალათბურთის ახალგაზრდულ ნაკრებშიც თამაშობდა.რევოლუციურ–მებრძოლმა ხასიათმა მასში 1988–89 წლებში იჩინა თავი, როცა სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებისას მაშინდელ რექტორ ამაღლობელს აუმხედრა აბიტურიენტობა მისაღებ გამოცდებზე არსებული კორუფციის გამო. "ოქროს მედალი მქონდა და ერთი გამოცდით უნდა ჩამებარებინა. ნაკლები ნიშანი დამიწერეს და შედეგების გადახედვა მოვითხოვე. შემომთავაზეს, თუ თავს დავანებებდი გამოსვლების ორგანიზებას, ჩავირიცხებოდი. მაშინ მე და მაშინდელმა რექტორმა, ამაღლობელმა, საშინლად ვიჩხუბეთ. დამემუქრა, უნივერსიტეტში არასოდეს შემოგიშვებო. ვუთხარი, ვნახოთ–მეთქი და ბოლომდე ვიბრძოლე, მაგრამ იმ წელს ჩემს მეგობრებს სოლიდარობა გამოვუცხადე და არ დავჯექი პირველ კურსზე. მეორე წელს ოთხივე გამოცდაში ხუთიანი მივიღე და ასე ჩავირიცხე", – იხსენებს ეკა ბესელია.
– რაიონიდან ჩამოსულმა გოგომ ასე პროტესტებით გაიკვალეთ თბილისში გზა თუ ვინმე გეხმარებოდათ?
– როცა ჩამოვედი, საშინელი პერიოდი იყო. სტუდენტობაც მძიმედ მახსენდება. ჩემი უფროსი ვაჟი 1992 წელს დაიბადა – ჩავაბარე თუ არა, გავთხოვდი. როგორც კი დავამთავრე უნივერსიტეტი, მაშინვე ადვოკატი გავხდი. ყველაფერს ყოველთვის დამოუკიდებლად ვაკეთებდი. ერთადერთი, ვინც არასოდეს მტოვებს, უფალია.
– საკმაოდ ადრეულ ასაკში გათხოვდით. პირველი ქმარი გიყვარდათ?
– 18 წლის ვიყავი. მომიტაცეს. მანამდე ორჯერ იყო მისი მხრიდან ჩემი მოტაცების მცდელობა. მესამე მცდელობა კი ქორწინებით დასრულდა და რატი შემეძინა. ის ადამიანი ჩემთვის უცნობი არ იყო. მას დაახლოებით 5 წელი ვუყვარდი და მეც არ ვიყავი გულგრილი. იმ პერიოდში ოჯახის შექმნა იმიტომ არ მინდოდა, რომ პატარა ვიყავი. მერე კი აღარ გავართულე, რადგან ჩავთვალე, რომ ეს ღვთის ნება იყო.
– რატომ დაინგრა ის ოჯახი?
– 5 წლის მერე მივხვდი, რომ წასვლის დრო იყო. გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება. პერიოდიც რთული იყო. როცა უნივერსიტეტი დავამთავრე და ადვოკატობა დავიწყე, მივხვდი, რომ წასვლის დრო იყო. დეტალებზე ლაპარაკი არ მინდა. 25 წლის ასაკიდან მარტომ დავიწყე ბავშვის გაზრდა. დღეში 15–16 საათი მძიმე რეჟიმში ვმუშაობდი და ყველაფერი დამოუკიდებლად, ჩემი შრომით შევქმენი. ჩემი საადვოკატო კომპანია წლების განმავლობაში ერთ–ერთი წამყვანი იყო. წლების განმავლობაში საუკეთესო ადვოკატის ტიტული მქონდა. ეს იყო დიდი შრომის შედეგი.
– ერთ–ერთ გაზეთში დაიწერა, რომ თქვენს ცხოვრებაში იყვნენ მამაკაცები – უფროსი ასაკის კოლეგები, რომლებიც გეხმარებოდნენ და მათი მეშვეობით იკვალავდით გზას.
– ეს ბინძური ადამიანის თავში დაბადებული აზრია. არიან ადამიანები, რომლებიც ბოროტებით ცხოვრობენ. ვერავინ იტყვის, რომ გზა გამიკვალა, მაგრამ იყვნენ ადამიანები, ვინც დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. მყავდა უახლოესი მეგობარი, რომელიც მომიკვდა და ეს დიდი ტრაგედია იყო ჩემთვის. დღესაც არიან ადამიანები, ვინც ჩემს ცხოვრებაში დიდ გავლენას ახდენენ. ესენი არიან ჩემი მოძღვარი, მამა კონსტანტინე – ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტი, ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა, რომელიც თავის ქალიშვილად მთვლის. ჩემი მეუღლე ჩემთვის ყველაზე ერთგული და სანდო ადამიანია. მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ვინმეს გზას გააკვალინებს. არავინ არასოდეს გამომიყენებია და არავისთვის არაფერი მითხოვია. ეს შეგნებულად დამიწერეს.
– თქვენს ახლანდელ ქორწინებაზეც ეწერა, რომ თქვენ სხვას წაართვით ქმარი.
– ჩემს მეუღლეს ჰყავდა პირველი ცოლი, რომელიც გარდაიცვალა და არ შეიძლება ადამიანის ემოციებზე თამაში. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. როცა სხვის პირად ცხოვრებას ისე წერ, რომ ხელისუფლების პროპაგანდას მოარგო და ადამიანს მიზანმიმართული ტრავმა მიაყენო, სპეცსამსახურების ტოლფასი ქმედებაა და არა – ჟურნალისტის. ამ გაზეთის რედაქტორმა საჯაროდ ბოდიში მომიხადა და მე ეს ბოდიში მივიღე. ყველაფერი, რაც იქ ეწერა, იყო ტყუილი, რომელმაც საშინელი ტკივილი მომაყენა!
– ემოციური ადამიანი ხართ?
– ემოციური ვარ, ძალიან განვიცდი ყველაფერს. ჩემზე ამბობენ, კაცის ტვინი აქვსო, მაგრამ ამ ტვინთან ერთად ქალის დიდი ემოციაც მაქვს. ახლა ერთ–ერთი ყველაზე რთული პერიოდია ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ დეპრესიაში ვარ. ერთი ოქროს წესი მაქვს და ჩემს 5 წლის არაჩვეულებრივ და გონიერ ლიზისაც ვასწავლი. როგორც კი პრობლემა შემექმნება, მაშინვე ვეუბნები ჩემს თავს – უნდა იმოქმედო, რომ პრობლემა მოაგვარო–მეთქი. ლიზის ვეუბნები, არასოდეს იტირო, დაიწყე მოქმედება პრობლემის მოსაგვარებლად და მაშინვე იპოვი გამოსავალს–მეთქი.
– არასოდეს ტირით?
– როგორ არ ვტირი, მაგრამ ამას სხვა ვერ დაინახავს. ძლიერი ვარ, მაგრამ რკინის – არა!
– სიყვარულის გამო გიტირიათ?
– როგორ არა. ჩემი მეუღლე ძალიან მანერვიულებდა და ბევრჯერ მიტირია.
– რატომ განერვიულებდათ?
– მაეჭვიანებდა. იყო პერიოდი, როცა მე თბილისში ვცხოვრობდი და ის ქუთაისში მუშაობდა, შესაბამისად იყო ბევრი მიზეზი, რაც შეიძლება არ მოგეწონოს და იეჭვიანო. ჩემზე ძლიერია და ეს არის ის პირობა, რომლის გარეშეც ოჯახს ვერ შევქმნიდი და არც მეყვარებოდა. კაცი უნდა იყოს ძლიერი, ურთიერთობის წარმმართველი. მე თუ კაცი ვმართე და ჩემს ჭკუაზე ვატარე, არ მეყვარება. ის ბევრად ძლიერია ჩემზე. უკვე 10 წელია ერთად ვართ.
– როგორ და სად დაიწყო თქვენი სიყვარული?
– სასამართლო დარბაზში. ის მოსამართლე იყო და მე – ადვოკატი. პროცესზე რომ შევედი, არ მომეწონა – მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა. ის პროცესი ერთი კვირა გაგრძელდა და მოვიგე. მან ძალიან ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო და განმაცვიფრა მისმა პროფესიონალიზმმა. შემდეგ კიდევ ერთი შეხება მქონდა მასთან და ისიც მოვიგე. ის იყო ადამიანი, რომელიც თვითონ იღებდა გადაწყვეტილებას და ვერავინ გაუბედავდა ეთქვა, რა ტიპის განაჩენი გამოეტანა. ამ სიძლიერემ აღმაფრთოვანა.
– და გადაწყვიტეთ, მოგეხიბლათ?
– არა, თვითონ შევუყვარდი პირველი დანახვისთანავე. ასე ამბობს. ისიც აღფრთოვანდა ჩემი პროფესიონალიზმით. როცა ის პროცესები დამთავრდა, სპეციალურად ჩამოვიდა ქუთაისიდან და დაბადების დღე მომილოცა დიდი ვარდებით. მკაცრი სახე შეურბილდა და თავის გრძნობებს რომანტიკულად გამოხატავდა. მერე პიროვნული თვისებებითაც მომხიბლა და ერთ დღეს მივხვდი, რომ მიყვარდა. ოჯახში ლიდერია. ეკა ბესელია მან შეიძლება ძალიან გაათამამოს, ხელისგულზე ატაროს, მაგრამ არ ალიდერებს. ეს არის ნიჭი. მე ბოლო სიტყვას ყოველთვის მას ვეკითხები, თუმცა, როცა პოლიტიკაში წავედი, კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მაგრამ არ დავუჯერე.
– ამის გამო ინანეთ?
– არა. მას ჰქონდა არგუმენტები და აღმოჩნდა, რომ მართალი იყო, მაგრამ არ მინანია, რადგან მიმაჩნია, რომ ის გზა უნდა გამევლო. ის მალე გაათავისუფლეს სასამართლოდან – ეს იყო სასჯელი, რომელიც თავისი პრინციპულობისთვის მიიღო. მაღალი კვალიფიკაციის იურისტია და ბევრ რამეში მეხმარება, ჩემი მრჩეველია.
– შვილებზე გვიამბეთ.
– რატი სამი თვის იყო, ჩემი მშობლებისგან რომ წამოვიყვანე. მიმაჩნდა, რომ მე უნდა გამეზარდა. რთული იყო, მიჭირდა, მაგრამ ახლა მეამაყება. რატი რომ წამოიზარდა, ჩემი დაწერილი დღიურები ვაჩუქე, სადაც ვწერდი მის დაბადებამდე და დაბადების შემდეგ დღეებზე. როცა კითხულობდა, თვალები უბრწყინავდა და მითხრა, თავიდან შემიყვარდიო. ლიზი რომ შემეძინა, 35 წლის ვიყავი. ამ ასაკში ქალმა შვილი აუცილებლად უნდა გააჩინოს. ლიზი ჩემი საჩუქარია. ყოველთვის ვოცნებობდი ასეთი გოგო მყოლოდა – ლამაზი, ჭკვიანი, თბილი, პრანჭია და მატრაკვეცა. ლიზი ძალიან ჰგავს მამას. მათ განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ და მათ ყურებას არაფერი სჯობს. ერთად მღერიან, ერთად ცეკვავენ. ლიზის შეუძლია ისეთ ხასიათზე დადგეს, როგორზეც ზურაა. ზურა არტისტული ადამიანია, კარგად ახერხებს გარდასახვას და ორივე ერთად საინტერესო პალიტრას ქმნიან, მინი კონცერტებს აწყობენ. მე კი მაყურებელი ვარ.
– "ხელისგულზე ტარება" თქვენთვის რას ნიშნავს?
– გაფრთხილებას, პატივისცემას. საჩუქრებით და სამკაულებით დახუნძვლა არ არის მთავარი, რაინდული დამოკიდებულებაა ღირებული.
– სამკაულებს, რომლებსაც ატარებთ, თავად ყიდულობთ?
– არა, სულ ზურას ნაჩუქარი სამკაულები მიკეთია. დახვეწილი გემოვნება აქვს. ან მარგალიტს ვიკეთებ, ან – ოქროს. ზურას გული დასწყდება, რომ დაინახოს, მისი ნაჩუქარი სამკაული არ მიკეთია. ამიტომ ყოველთვის ვატარებ. მეც ვჩუქნი ხოლმე. მე და ზურა ხშირად ვკამათობთ. მეც ლიდერის თვისებები მაქვს და – იმასაც. მე ღრიანკალი ვარ, ზურა – ლომი. ორი ძლიერი ხასიათის ადამიანის ერთად ცხოვრება რთულია, მაგრამ ინტელექტუალური სიახლოვე გადამწყვეტია. როცა ადამიანს ესმის, რა არის სწორი და რა – არა, ახერხებ ამ განსხვავებულობის დაძლევას. ეს ოჯახში ხშირად სიყვარულზე მეტს ნიშნავს. უპრობლემო ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ ათწლიან გამოცდას გავუძელით.
ზურა რამეს რომ იტყვის, სულ ვამბობ ხოლმე, რაღა დროს ეგ არის–მეთქი. მაგალითად, ჩაცმის მიმართ ძალიან კრიტიკულია. აკადემიური, მკაცრი სტილი მოსწონს. ჩემს ქცევებსაც აკვირდება. თუ შემამჩნია, რომ ცოტა ავმსუბუქდი ან ემოცია მომეძალა, მაკრიტიკებს. თუ ცოტა გამომწვევად მაცვია, არ მოსწონს.
– ხომ არ ეჭვიანობს კიდეც?
– შეიძლება.
– როგორ არიან თქვენი ძმა და შვილი?
– ჩემი ძმა ყველას ახსოვს, რადგან აქციებზე მუდამ ჩემ უკან იდგა და ყველას ჩემი დაცვის წევრი ეგონა. არასოდეს მცილდებოდა გვერდიდან. მეცხრე თვე დაიწყო, რაც ციხეშია. ის ჩემთვის შვილივითაა – ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა 12 წელია. 25 წლის ბიჭია, რომელიც უიშვიათესად წესიერი ადამიანია. 8 თვე სთავაზობდნენ, აღიარე, რომ პოლიციასთან იჩხუბე და გაგიშვებთო, მაგრამ არ თანხმდება.
რატი ახლა გახდა 17 წლის და მეთორმეტე კლასელია, სკოლას უნდა ამთავრებდეს და წარმოიდგინეთ, რამდენად სასტიკი უნდა იყოს მოსამართლე ქალი, რომელმაც თქვა, ციხეში წავიდეს წელიწადნახევრითო. დავუშვათ, მართლა იჩხუბა ან თუნდაც პოლიციას გაუწია წინააღმდეგობა და უთხრა, ნუ მაკავებთო. არავინ დაშავებულა, იარაღი არ ჰქონიათ, ამიტომ უნდა გაუშვა ბავშვი ციხეში?!
– შვილთან კავშირი გაქვთ? როგორ არის?
– დიახ. ის ნანა ჩაჩუას მოსწავლეა და ამან განსაცდელის დროს ძალიან უშველა. განსაცდელი ან დეპრესიაში გაგდებს, ან – გაძლიერებს და გზრდის. ეს დაემართა რატის. ბოლო ორი წელია ჩემ გამო დაუმთავრებელ პრობლემებშია და აღმოჩნდა, რომ გაიზარდა. მიხარია, რომ მას აღმოაჩნდა ძალა. მისი ფსიქოლოგია ახლა ყალიბდება და ერთადერთი, რაც მაშინებს, არ მინდა, გაბოროტდეს.
– რატი განიცდიდა, მის მამასთან რომ არ ცხოვრობდით?
– რატის ჰქონდა მამასთან კონტაქტი. მე ეს არ დამიშლია.
– არ გააპროტესტა თქვენი მეორედ გათხოვება?
– არა, რადგან მაშინ პატარა იყო. ყველაფერი მეტნაკლებად უმტკივნეულოდ გავიარეთ. ზურა და რატი დიდი მეგობრები არიან.
რუსუდან ადვაძე

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 