| ქალი და მამაკაცი |

"კომედი შოუს" ბიჭებმა საერთო ბინა იქირავეს
ვახო ბიჭიკაშვილს და თემო მჟავიას ფაქო დედასავით უვლის
"კომედი შოუს" ბიჭებმა, ვახო ბიჭიკაშვილმა, ფაქომ (ლევან გოგორელიანმა) და თემო მჟავიამ, შარშან, ნოემბრის თვეში, ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს, სამოთახიანი ბინა იქირავეს და დამოუკიდებლად ცხოვრებას შეუდგნენ. სამ მამაკაცს სახლის საქმეები გადანაწილებული აქვს, სადილებიც კარგად გამოსდით. ახალგაზრდა კაცების ცხოვრება, რა თქმა უნდა, გოგონების სტუმრობასაც გულისხმობს, ხშირადაც ქეიფობენ, მაგრამ მეზობლებს ჯერჯერობით პროტეტსი არ გამოუთქვამთ, რისთვისაც ბიჭები მათ ძალიან ემადლიერებიან.
– რატომ მოგინდათ თქვენ სამს ერთად გეცხოვრათ?
ვახო: მე და ლევანი ვიყავით უკრაინაში, მოგვეწონა ცალკე ცხოვრება და ვთქვით, თბილისში რომ ჩავალთ, ბინა ვიქირაოთ–თქო.
თემო: ფილმებს რომ ვუყურებდით, სადაც უცხოეთში სტუდენტები და ახალგაზრდები ერთად ცხოვრობენ, გვსურდა, ჩვენც ასე გვეცხოვრა. საბოლოოდ ავისრულეთ ეს ოცნება.
– ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?
ვახო: ბებიაჩემმა ყველაზე მეტად განიცადა, ამხელა გაგზარდეთ, შვილო და ახლა სად მიდიხარო. მამაჩემმა თქვა, რა მოგივიდათ, სხვა ქვეყანაში ხომ არ მიდის საცხოვრებლად, აქვე იქნება, როცა უნდა, მოვა, როცა უნდა, წავა და დამოუკიდებელ ცხოვრებას მიეჩვევაო. ასე რომ, ტრაგედია არ შექმნილა.
ფაქო: ახლოს ვცხოვრობ ჩემს "რადნოი" სახლთან და ავდივარ ხოლმე. რომ ვუთხარი, ცალკე უნდა გადავიდეთ–მეთქი, არ აუტეხიათ განგაში. დედაჩემმა თქვა, აქ რომ არ იქნები, ვეღარ შემოვალ და ვეღარ მოგეფერებიო, მაგრამ ისეთი არაფერი.
თემო: მეც ახლოს ვარ ძველ სახლთან და ხანდახან ავდივარ ხოლმე. რაც შეეხება იმას, როგორი რეაქცია ჰქონდათ სახლში, სატელევიზიო ინტერვიუ რომ იყოს, უკეთესად გადმოგცემდით. წინასწარ ნათქვამი მქონდა, მეგობრები ცალკე გადავდივართ–მეთქი. ცუდად შეხვდნენ ამ ფაქტს, ამიტომ სახლიდან გავიპარე. როცა სახლში არავინ იყო, მივედი და ჩავალაგე ჩემი ნივთები. ხომ იცით, გოგო რომ იპარება სახლიდან გასათხოვრად, ისე მომივიდა. ბოლოს დავრეკე სახლში, აქ ვრჩები და არ ინერვიულოთ–მეთქი.
– დამოუკიდებლად ცხოვრება კარგია, მაგრამ როცა ფაქტის წინაშე დადექით – სახლში ყველაფერი თქვენი გასაკეთებელი აღმოჩნდა, არ გაგიჭირდათ?
ვახო: მორიგეობა გვაქვს სახლის დალაგებაზე დაწესებული. ასეთ რამეებს ვერ გაექცევი. ფაქოს ძირითადად პროდუქტები მოაქვს. მე და თემო უფრო უცხოეთზე ვმუშაობთ, ფული აღარ გვრჩება და მერე ფაქოს უწევს პურის ამოტანა. აბა, ძმაკაცებს ხომ არ მოკლავს შიმშილით?! სხვადასხვანაირი თვეები გვქონდა, მაგალითად, კარგი, ბედნიერი, ჩავარდნების და მკვდარი. ახლა გვექნება გაჭირვების თვე, შევიძენთ პროდუქტებს, აღარ შევჭამთ ბარ–რესტორნებში, ფული დაგვეზოგება და რაღაცეებს ვიყიდით. ახლა, მაგალითად, ფაქომ დივიდი იყიდა და ფილმებს ვუყურებთ, მომავალ თვეს კიდევ რამეს შევიძენთ. ზოგიერთ რამეს წინასწარ ვიმარაგებთ, მაგალითად, ტუალეტის ქაღალდი ვიყიდეთ ძალიან ბევრი და აღარ ილევა.
– საერთო ბიუჯეტი გაქვთ!
ფაქო: კი, ამ ფულით გვიწევს ბინის ქირის და კომუნალური გადასახადების გადახდა. ამ ბოლო დროს კი ისევ მე... აღარ ვიტყვი.
ვახო: სხვათა შორის, საკაბელო ტელევიზიის ფულია გადასახდელი.
ფაქო: წესიერად აჩვენოს და მერე გადავიხდი! თქვენი ჟურნალის მეშვეობით ვაფრთხილებ, რომ თუ არ გააკეთებენ საკაბელოს კარგად, არც გადავიხდით და ვერც ჩაჭრიან, თორემ მეზობლებს შევუყრით!
თემო: ოჯახის კაცი არის ფაქო, გადასახადებზე და ყველგან დარბის თვითონ. ბოლოს მოდის, გვეუბნება, რამდენი გადაიხადა და ჩვენც ვდებთ ფულს.
– თქვენ ფაქოსთან შედარებით მხარჯველები ხართ?
ვახო: ასეა, ფაქო უფრო შენახული კაცია. ფულს უფრო სწორად ხარჯავს. მე და თემოს გვაქვს ბევრი ვალი, იგივე ბანკების.
ფაქო: ახლა მანქანის ფულს ვისტუმრებ. ამასწინათ შევიძინე. როცა ეს ვალი აღარ მექნება, ვაპირებ ორმეტრიანი ტელევიზორი შევიძინო ისევ ოჯახისთვის და ვუყუროთ ფილმებს ნეტარებით.
ვახო: კარგი ბინაა, ძალიან მივეჩვიეთ. ჩემს სახლში რომ ვრჩები, უკვე დისკომფორტს ვგრძნობ, ეს ჩემი ლოგინი მენატრება.
– ცალ–ცალკე ოთახები გაქვთ?
ვახო: სამოთახნახევრიანი ბინაა. მე და თემო ერთ ოთახში ვართ, ფაქოს ცალკე ოთახი აქვს.
ფაქო: როგორც ოჯახის მარჩენალს, ცალკე ოთახი მაქვს.
ვახო: მე და თემოს არ შეგვიძლია ეგრევე დაძინება, ვლაპარაკობთ და რაღაცეებს ვგეგმავთ.
თემო: თუ სამსახურში სკეტჩის აწყობას ან რაიმე სცენარის დამთავრებას ვერ ვასწრებთ, სახლში ვაგრძელებთ.
– საოჯახო საქმეები როგორ გაქვთ გადანაწილებული?
თემო: მე ძირითადად ჭურჭლის რეცხვაზე ვარ. მგონი, ცუდად არ გამომდის და კმაყოფილები არიან. ახლა დილის გადაცემაში ვიყავი სტუმრად, მაჩუქეს კომპლექტი და უკვე ყველაფერი გვაქვს, სამზარეულოს საწმენდები ცალკე და სააბაზანოსი – ცალკე.
ფაქო: წინსაფარი არ გვაქვს და ეგ გვჭირდება. კიდევ, მაგიდის გადასაფარებელი გვინდა.
ვახო: მოდი, სიმართლე ვთქვათ, ამ ბინაში ყველას დაგვირეცხავს ჭურჭელი, ყველას გაგვიხვეტია, გადაგვიწმენდია მტვერი და ა.შ.
ფაქო: ახლა პრაღაში იყვნენ წასულები და რომ ჩამოვიდნენ, კარგი რაღაცეები დავახვედრე. ყველაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ გაყვანილობასთან იყო პრობლემები და მოვაგვარე.
– სადილებს რომელი აკეთებთ?
ვახო: ახლობელი ადამიანები ამოდიან სახლში, ძირითადად მდედრობითი სქესის და ისინი გვეხმარებიან.
თემო: თუ ჩვენ ვაკეთებთ, კვერცხს ან კარტოფილს ვწვავთ.
ლევანი: აღდგომა რომ თენდებოდა, ვიყიდეთ ქათამი და კარტოფილი. თემომ შეწვა და მშვენივრად გამოუვიდა.
ვახო: შემწვარი ქათამი და ხვანჭკარა გვქონდა. მეგობრებთან ერთად დავსხედით და გემრიელად მივირთვით.
– რომელი უფრო ზარმაცი ხართ, დილით გაღვიძება რომელს გიჭირთ?
ვახო: დილით ჩაის ვერ ვსვამთ, სამსახურში გვაგვიანდება ხოლმე. დაგვიანება კი ისჯება კანონით. თემო ჩემ გვერდით წევს, ვაღვიძებ და როცა იღვიძებს, ერთი საათი აქვს თვალები გახელილი. ადამიანები რომ ფხიზლდებიან, თვალებს იფშვნეტენ, მჟავია კი იხედება სივრცეში. მერე, სანამ ჩაიცმევს და გაემზადება, ეს მთელი პროცედურაა. ფაქოს უფრო გვიან ვაღვიძებ, მაინც მოასწრებს ჩაცმას და მანქანის გახურებას.
თემო: რაც შეეხება კბილის გახეხვას, თუ სახლში ვერ ვასწრებთ, ვიყიდეთ კომპაქტური კბილის ჯაგრისი, რომელსაც თვითონ აქვს კბილის პასტა და სამსახურში მოგვაქვს.
ფაქო: ყველაზე მაგარი ის იყო, რაჭიდან ბევრი ღორის ხორცი რომ ჩამოვიტანე...
ვახო: ხო, ჩამოიტანა და ხორცი საყინულეში შევინახეთ – როცა მოვიცლით, შევწვათ–თქო. როგორც იქნა, მოვიცალეთ, გამოვიღეთ ხორცი, მერე სახლიდან წავედით, დაგვავიწყდა და ასე ორი დღე გავიდა. სახლში რომ მოვედით, უცნაური სუნი იდგა, თურმე ამდენი ხორცი სულ გაფუჭებუდა.
თემო: გამოცდილება მივიღეთ, მერე, გურიაში რომ წავედით, მოხარშული ხორცი წამოვიღე, მაინც გაგვიფუჭდა და გადაგდება მოგვიწია. მთელი დღე სამსახურში ვართ, ამიტომ ძირითადად სამსახურში ვჭამთ, მხოლოდ დასვენების დღეებში გვიწევს სახლში რაღაცის გაკეთება.
– ტანსაცმელსაც თქვენ ირეცხავთ?
ვახო: სარეცხი მანქანა გვაქვს. ამაზეც მორიგეობა გვაქვს.
თემო: ზოგიერთი ქსოვილი ხელით უნდა გაირეცხოს, ჯერ უნდა ჩაალბო და... აუ, მათეთრებული უნდა ვიყიდოთ!
ფაქო: მე პერანგები მაინც სახლში მიმაქვს გასარეცხად.
– მეზობლები როგორი გყავთ, ხმაურით ხომ არ აწუხებთ?
ვახო: გვიქეიფია და გვიხმაურია, თუ ამით შეწუხდნენ, დიდ ბოდიშს ვუხდით და თუ შეწუხდნენ, დიდი მადლობა, რომ ეს არ გამოხატეს. არ ვართ ის ადამიანები, ზედმეტად ვიხმაუროთ, ვინმე შევაწუხოთ და ცუდი ხმები გადიოდეს სახლიდან. ერთი–ორჯერ შევხვდით მეზობლებს, პატივისცემით შეგვხვდნენ, ალბათ გვიცნეს და ესიამოვნათ, რომ მათი მეზობლები ვართ.
თემო: მეც მინდა ყველა მეზობელი მოვიკითხო, ვინც ჩვენ გარშემო ცხოვრობს. სტიკერები უნდა გავაკეთო – "მე მიყვარს მეზობლები!". მართლა ძალიან მაგრები არიან. ზოგჯერ სამსახურიდან გვიან მოსულები მუსიკას ვუსმენთ. ვახოს დაბადების დღეზე მეგობრები მოვიდნენ და ვიმხიარულეთ, ერთი ზარიც არ შემოსულა ან მერე არ უთქვამთ, როგორ ხმაურობთო.
ფაქო: მოკლედ, სამეზობლოთი კმაყოფილები ვართ.
– გადასახადებს დროულად იხდით?
ფაქო: ერთხელ კვირადღე იყო, ვერ გადავიხადეთ, ერთი საღამო მოგვიწია სანთლის შუქზე ყოფნა და მეორე დღეს გადავიხადეთ.
ვახო: იმ საღამოს სანთლის შუქზე ქალაქობანა ვითამაშეთ, მშვენივრად გავერთეთ.
– რაც ერთად ცხოვრობთ, არ გიჩხუბიათ?
ვახო: დანით გამოკიდება და საქმის გარჩევა არ ყოფილა, მაგრამ კამათი გვქონია. სამივეს განსხვავებული ხასიათი გვაქვს, ერთნაირი ხასიათი რომ გვქონდეს, მგონი, უფრო გაგვიჭირდებოდა.
ფაქო: რაღაცეებს ვიტანთ და ვატარებთ. ყველა თავისებურია და უნდა შეეგუო. ამდენი ხანი ერთად ვერ გავძლებდით, რომელიმეს საშინელი ხასიათი რომ ჰქონდეს.
– ქეიფები ხშირად ეწყობა?
თემო: იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან ვახტანგ კობას ძე ბიჭიკაშვილი ცხოვრობს, ეს შეკითხვა არ უნდა დაგესვათ! რომ მოვა, იტყვის, უნდა გავშალოო და იწყება. ძლიერი მსმელი, ფაქოს მსგავსად, მეც არ ვარ.
– მშობლიური სახლი არ გენტარებათ?
თემო: ერთადერთი, მენატრება, სახლში რომ მიდიხარ და საჭმელს გიმზადებენ.
ვახო: გუშინ დედაჩემი და ბებიაჩემი თავზე მეხვეოდნენ. ვთქვი, ეზოში ჩავალ–მეთქი და არა, იყავი, გიყუროთო. სახლში უკვე სტუმრად მთვლიან.
თემო: ერთხელ დავრჩი სახლში. ჩემს ოთახში რომ შევედი, საბანი დამხვდა გადაწეული, მარტო რომ უნდა შეძვრე და გადაიფარო. ხანდახან ეს მომენტი გვენატრება, თორემ, სხვა მხრივ, ცალკე ცხოვრება კარგია.
– დამოუკიდებელ ცხოვრებას ალღო აუღეთ, რაღაც თვისებები შეიძინეთ, ახლა უკვე დროა დაოჯახებაზეც იფიქროთ.
ვახო: დამოუკიდებლობას მინდოდა მივჩვეოდი და ამიტომაც გადავედი ცალკე. ამის შემდეგ შემიძლია მარტომაც ვიცხოვრო. რომ წავალ საზღვარგარეთ, მარტო ვიცხოვრებ, ჩამოვალ და მერე ვიფიქრებ დაოჯახებაზე.
ფაქო: მე ჯერ დაოჯახებაზე არ ვფიქრობ, ეს საკითხი არ განიხილება.
თემო: დაოჯახება არ მინდა, სხვა გეგმები მაქვს, საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა მინდა. ჩემს ასაკში დაოჯახება ადრეა. უფრო რომ დავწყნარდები, მერე მოვიყვან ცოლს. გამოვცადე ჩემი თავი, მარტო ცხოვრება რამდენად შემეძლო. აღმოჩნდა, რომ შემიძლია და უკვე აღარ მეშინია.
ნიკა ხაჩიძე

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 