| ქალი და მამაკაცი |

ჯანო ბაგრატიონი უძეობას ნაღვლობს
მანანა მგალობლიშვილი: "ძმებ ბაგრატიონებს ბიჭები არ ეხერხებათ"
ჯანო ბაგრატიონი და მანანა მგალობლიშვილი, უკვე 45 წელია, ცოლ–ქმრის უღელში არიან შებმული და ეს წლები სიამტკბილობით გაატარეს. იყო ოჯახური ტრაგედია, სიძნელეები და განსაცდელები, მაგრამ წყვილი ერთმანეთის გვერდში დგომით, სიყვარულით და ერთგულებით მიუყვებოდა გზას, ოჯახურ სითბოს უფრთხილდებოდა. განვლილ წლებზე და სიყვარულის ისტორიაზე, რომელიც დღემდე დეტალებში ახსოვთ, ცოლ–ქმარი "სარკეს" უამბობენ.
– ბატონო ჯანო, რა ასაკში მოიყვანეთ ცოლი?
ჯანო ბაგრატიონი: 1965 წელს მოვიყვანე და მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. უკვე 45 წელია ცოლ–ქმარი ვართ. ქორწინების დღე 20 ნოემბერია – ამ დღეს მოვაწერეთ ხელი. ჯვარი მოგვიანებით დავიწერეთ. დღეს 72 წლის ვარ, მაშინ კი ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ხელბურთელი.
– სამეფო გვარის და ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი ხართ. ალბათ თბილისში ძალიან პოპულარული ბიჭი და სასურველი სასიძო იყავით. როგორ შეხვდით თქვენს ბედს – ქალბატონ მანანას?
– გვარი ნამდვილად არ დამეწუნება. მე და მანანა კი ერთმანეთს ტექნიკურ უნივერსიტეტში შევხვდით. მაშინ მე იქ ვმუშაობდი და ხშირად იმართებოდა "ცისფერი კაფეები". ერთ მშვენიერ დღეს ქიმიის კორპუსში კიბეებთან ვიდექი, ქვევით ვიხედებოდი და ჩემს მეგობარ გოგოებთან ერთად შევნიშნე მანანა. მაშინვე მომეწონა. ერთი სიტყვით, ზევიდან დავადგი თვალი. მოკლედ შეჭრილი თმა ჰქონდა, ცოტა აპრეხილი. ძალიან მოვიხიბლე. მიუხედავად იმისა, რომ ერთ უბანში ვცხოვრობდით, მანამდე არასოდეს შემიმჩნევია.
მაშინ გავიცანით ერთმანეთი და გადავწყვიტე, ეს გოგო ხელიდან არ გამეშვა. მანანას და მის მეგობრებს სპორტის სასახლის ბილეთებს ვჩუქნიდი და მოედანზე რომ გამოვიდოდი, სანამ თამაში დაიწყებოდა, თვალებით ვეძებდი მანანას. ხომ ვიცოდი, სადაც უნდა მჯდარიყო, სულ მისკენ გამირბოდა თვალი. ერთმანეთს ვხვდებოდით, ხან კინოში დავდიოდით, ხან კაფეში, ხან მეგობრებთან სტუმრად. ძალიან ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა. ჯერ კარგად დავმეგობრდით.
ჩვენმა მეგობარმა მერაბმა ახალი წლის ღამეს თავისთან დაგვპატიჟა. მანანა იქვე ცხოვრობდა, მელიქიშვილის ქუჩაზე, მაგრამ მშობლებმა ღამისთევით არ გაუშვეს, მკაცრად გააფრთხილეს, როგორც კი 12 საათი გახდება, სახლში დაბრუნდიო. მანანამ ამიხსნა ეს ყველაფერი და მთხოვა, სახლში გამეცილებინა. წამოვედით. გზაში ვესიყვარულებოდი, სიყვარულს ვუხსნიდი, ხელი მქონდა გადახვეული და ვეუბნებოდი, ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ–მეთქი... ამ დროს ერთ–ერთი ეზოდან პატარა ძაღლი გამოხტა ყეფით.
ბავშვობიდან ძალიან მეშინია ძაღლების. პატარაობისას ძაღლმა მიკბინა და საქმე იქამდე მივიდა, ცოფის საწინააღმდეგო ნემსებს ვიკეთებდი. მოკლედ, ეს ფინია ძაღლი რომ დავინახე, მანანას უკან ამოვეფარე. მანანამ მითხრა, ე, ბიჭო, რა მოგივიდა, ორი წუთის წინ სიყვარულს მეფიცებოდი და ამ ფინიამ როგორ შეგაშინაო... მას მერე დაიწყო ჩვენი ოფიციალური შეხვედრები და ბოლოს შეუღლება გადავწყვიტეთ.
– ქალბატონო მანანა, თქვენც დანახვისთანავე მოგეწონათ ბატონი ჯანო?
მანანა მგალობლიშვილი: არა, არა, მაგრამ ადვილად მოიგო ჩემი გული. გარეგნობასთან ერთად იმდენად მომხიბვლელი იყო მისი ქცევა, რომ ძალიან მომეწონა.
ჯანო: რა დიდი გარეგნობა მე მქონდა, მაგრამ არაფერი მეშლებოდა, ზღვარს არ გადავდიოდი, ზომიერად ვიქცეოდი. მანანას ძალიან მკაცრი მამა ჰყავდა, ბატონი გრიშა. როგორც წესი, მანანა 11 საათზე სახლში უნდა ყოფილიყო. მისმა ძმამ კი იცოდა, ერთმანეთს რომ ვხვდებოდით, მაგრამ მამამისიც ხომ უნდა ჩაგვეყენებინა საქმის კურსში. მივედი და ვუთხარი, რომ ერთმანეთი გვიყვარდა და ერთად ყოფნა გვინდოდა. ბატონმა გრიშამ იცოდა, რომ მისი ქალიშვილი ჯანო ბაგრატიონს ხვდებოდა. უკითხავს, რომელი ჯანო ბაგრატიონიაო. თურმე მამაჩემს იცნობდა შორიდან. უთხრეს, რომ ჯანოს შვილი ვიყავი, ხელბურთელი, კარგად ვმღეროდი. უთქვამს, ახლა მე ცეკვა და თამაში მინდაო?
მანანა: მამას არავინ უთხრა, რომ ჯანო "გეპეიში" კათედრაზე მუშაობდა, რომ ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული და მეცნიერულ მუშაობას მიჰყო ხელი. ყველამ ისე გააცნო ჯანო მამას, როგორც ხელბურთელი და მომღერალი.
– ქალბატონო მანანა, რა თვისებას გამოარჩევთ თქვენს ქმარში, რომელიც დღემდე გაოცებთ?
მანანა: ჯანო კეთილგანწყობილია უცნობების მიმართაც. საოცრად მიმტევებელია. ყოფილა შემთხვევა, როცა მასთან რაღაც შეშლიათ, მაგრამ მათ სიკეთით პასუხობდა. მიკითხავს, როგორ ახერხებ ამას, როგორი ცუდი რაღაც გაგიკეთა და ასე რატომ პასუხობ–მეთქი. მას კი უთქვამს, ყოველთვის სიკეთით უნდა უპასუხო და დანარჩენს თვითონ მიხვდებაო.
ჯანო: ასეთი ვარ და რა ვქნა?! ასე გამზარდეს მშობლებმა. ასეთი იყო მამაჩემი. მანანას მამა, ბატონი გრიშაც შესანიშნავი კაცი იყო. გული მწყდება, რომ ჩემი და მანანას შეუღლებიდან ექვს თვეში გარდაიცვალა. მიღებული კაცი იყო, გადასარევი იუმორი ჰქონდა. მანანას ასევე ძალიან კარგი დედა და ძმა ჰყავდა.
– ქალბატონო მანანა, შეყვარებული კაცის როლში როგორი იყო ახალგაზრდა ჯანო?
მანანა: ყურადღებიანი, თან გადაყოლილი არამარტო ჩემზე, ჩემს მეგობრებზეც. თუკი ვინმეს რამე სჭირდებოდა, ყოველთვის გვერდით ედგა. ცდილობდა, ყველაფერი გაეკეთებინა ჩემთვის, რაც შეეძლო და არ შეეძლო. ასეთი იყო მაშინ და ახლაც ასეთია. ოჯახსაა გადაყოლილი. ძალიან შეკრული ოჯახი გვქონდა. ცდილობდა, ჩემთვის ყველა სურვილი შეესრულებინა, სიძნელეებს კი მარტო უმკლავდებოდა. ჩვენ ჯანოს მშობლებთან ერთად ვცხოვრობდით. შესანიშნავი დედ–მამა და ძმა ჰყავს ჯანოს. ჯანოს და გიორგის სამაგალითო ძმობა აქვთ.
– ბატონი ჯანო გიმღეროდათ ხოლმე?
მანანა: კი, როცა კონცერტები ჰქონდა და სცენაზე იდგა, სულ მე მიყურებდა. ერთხელ მე და ჩემი მეგობარი, რომელსაც ჯანო ძალიან კარგად იცნობდა, კონცერტზე ვისხედით. ჯანო მღეროდა – "ორი გოგონა მიყვარდა" და ჩემმა მეგობარმა მიაძახა, ტყუისო. ჯანოს კინაღამ გაეცინა.
– ახლა უკვე ბებია–ბაბუა ხართ. ახალგაზრდა მშობლების როლში როგორები იყავით, როგორ ზრდიდით შვილებს?
მანანა: ჩვენი პირველი შვილი 8 თვის ასაკში დაიღუპა – საშინელი ვირუსი იყო გავრცელებული ქალაქში, რომელმაც რამდენიმე ბავშვი შეიწირა და მათ შორის ჩვენიც. ეს ძალიან დიდი ტრაგედია იყო ჩვენი ოჯახისთვის...
– ბიჭი იყო თუ გოგო?
მანანა: გოგო. ძმებს ბიჭები არ ეხერხებათ.
ჯანო: მეც და გიორგისაც ორ–ორი გოგო გვყავს. გული მწყდება, რომ გვარის გამგრძელებლები არ გვყავს.
მანანა: ორი ქალიშვილი გვყავს, ნინო და ეკა. მათ შორის სხვაობა 4 წელია. დიდი ჯანო ნინოს ნუკას ეძახდა. რასაკვირველია, ჩვენი როლი უდიდესია მათ გაზრდაში. ძნელია შვილებზე საუბარი, მაგრამ კარგი გოგონები არიან.
ჯანო: უმცროსი შვილი ცოტას ღიღინებს, ოღონდ საჯაროდ არასოდეს მღერის. გიორგის ქალიშვილი, ლიზა არის სიმღერის გამგრძელებელი. ჩვენი ოჯახიდან ამ ტრადიციას ორი შვილიშვილი გააგრძელებს. პატარა ჯანუკა კარგად მღერის.
მკაცრი მამა არასოდეს ვყოფილვარ. არ მახსოვს, რომელიმე მათგანისთვის დამეყვიროს ან რომელიმეს ხელით შევხებოდი. არც შვილიშვილებისთვის მიყვირია არასოდეს.
მანანა: ჰოო... მე კი ძალიან მკაცრი დედა გახლდით.
ჯანო: მე ძალიან რბილი და დამთმობი ვიყავი. ოღონდ კი მათთვის მესიამოვნებინა და მეტი არაფერი მინდოდა. დღესაც ასეა. ახლა შვილიშვილების მიმართ ვარ ყურადღებიანი. ოთხი შვილიშვილი მყავს და ბედნიერი კაცი ვარ. ვამაყობ იმით, რომ შესანიშნავი ოჯახი მაქვს. მათ შორის, რა თქმა უნდა, მანანა გამორჩეულია. ასეთი ერთგული, გვერდში დამდგომი ადამიანი დღეს იშვიათია. მაგრად გამიმართლა! როცა ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოვჩნდი – 10 წელია, რაც ინსულტი დამემართა, ჩემს ფეხზე წამოდგომაში განსაკუთრებული როლი მანანამ შეასრულა. მან ყველაფერი გააკეთა, რომ მე არაფერი მომკლებოდა. დღეს რომ პირში სული მიდგას, მისი დამსახურებაა.
მანანა: ძალიან კარგი მეუღლე და მამაა ჯანო. მთელი ცხოვრება მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, ყველაფერში ვუგებდით ერთმანეთს. რაც წლები გადის, მით უფრო მყარდება და ძლიერდება გრძნობა, რასაც სიყვარული ჰქვია. ჩვენ შორის ყოველთვის არის გულახდილობა. უფლის მადლობელი ვარ, ასეთ ადამიანთან რომ ვცხოვრობდი და ვაგრძელებ ცხოვრებას, ღმერთმა ქნას, კიდევ დიდხანს!
– ქალბატონო მანანა, ქმრის გვარზე რატომ არ გადახვედით? ახლა მანანა ბაგრატიონი იქნებოდით.
მანანა: არა, არ გადავედი. სახლში ამაყად მივედი და მამას ვუთხარი, რომ გვარი არ შემიცვლია. მახსოვს, მამამ მისაყვედურა, ბაგრატიონზე კი უნდა გადასულიყავიო. მამას კარგი იუმორი ჰქონდა.
ჯანო: გული მწყდება, რომ მანანას მამასთან ურთიერთობა ვერ მოვასწარი. სულ მესმოდა მისი ქება, შესანიშნავი თამადა ყოფილა, კარგი მეგობარი.
– 45 წელია ერთად ხართ. ამ ხნის მანძილზე ჩხუბი და კამათი არასოდეს მოგსვლიათ?
მანანა: ერთმანეთს ყოველთვის ვაგებინებდით, რა გვინდოდა. ჯანო ავადმყოფობის დროსაც კი ცდილობდა, რომ ჩემთვის ესიამოვნებინა. ძალიან მიყვარს მოგზაურობა. მე და ჯანომ მსოფლიო მოვიარეთ ერთად.
– ბატონ ჯანოს რომელ კერძს უკეთებთ გამორჩეულად, რომ ასიამოვნოთ?
მანანა: ჯანოს ძალიან უყვარს ჩაქაფული. ადრე ჩაქაფულს მისი მეგობარი ჯემალ სუხიშვილი უკეთებდა, მაგრამ ეს ბოლო პერიოდია, მე ვამზადებ ჯემალის რეცეპტით. ჯანოს არ ეხერხება საჭმელების კეთება. ერთხელ გადაწყვიტა, ხაში გაეკეთებინა. რომ ვერაფერი მოუხერხა, გაბრაზებულმა ეზოში მოიქნია ძვალი. საშინელი ხმა იყო – მანქანას დაეცა.
ჯანო: კიდევ კარგი, ჩემს მანქანას დაეცა და სხვა არ დავაზარალე! მხოლოდ ერბოკვერცხის შეწვა ვიცი ძეხვით და ყველით. მანანას დედა შესანიშნავად აკეთებდა კერძებს და მანანას გენეტიკურად გამოჰყვა გემრიელად კეთების ნიჭი.
მანანა: ჯანო დღესაც ძალიან ძლიერი ხასიათის პიროვნებაა. ძალიან ოპტიმისტია, სულ ამბობს, დიდხანს უნდა ვიცოცხლოო. დღესაც ჯანოთი ვართ.
– როცა განვლილ ცხოვრებას იხსენებთ, გიჩნდებათ რაიმეს შეცვლის, უკეთესად გაკეთების სურვილი?
ჯანო: თავიდან რომ ვიწყებდე, ისეთივე ცხოვრებით ვიცხოვრებდი, როგორითაც აქამდე მოვედი.
მანანა: ჩვენს ოჯახს სრული ბედნიერებისთვის ჯანოს ჯანმრთელობა აკლია.
ჯანო: მე აგერ, ამ მდგომარეობაში ვარ, სიარული მიჭირს. მანანა გადაიღალა ჩემი მოხედვით და ისეთ ფორმაში ვეღარ არის. მას სულ ვანებივრებდი საჩუქრებით. პირველად შეყვარებულობის დროს გავუკეთე საჩუქარი – პარიზიდან ზამშეს პალტო ჩამოვუტანე. დღესაც ვცდილობ, ყურადღება არ მოვაკლო. გვინდა, შეუღლებიდან 45 წლის იუბილე სახლში, ახლობლების გარემოცვაში აღვნიშნოთ.
– ბედნიერ, დღეგრძელ ცხოვრებას გისურვებთ!
ლანა კიკნაძე

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 

.jpg)