| ქალი და მამაკაცი |

შარლიზ ტერონი ახალი სიყვარულის მოლოდინშია
"იცხოვრო შენს თავთან და მხოლოდ შენს სურვილებთან ერთად – დიდი ფუფუნებაა"
როდესაც ამ ლამაზმანს უყურებ, ძნელი წარმოსადგენია, რომ ოდესღაც ის სამხრეთ აფრიკის მკვიდრი იყო და მის ოჯახში ისეთი ტრაგედია დატრიალდა, რომელიც მხოლოდ ფილმებში თუ ხდება – დედამ იარაღით მამა მოკლა და ეს ყველაფერი პატარა შარლიზმა დაინახა.
სასამართლომ დედა გაამართლა, შარლიზი კი მილანში ჩავიდა მოდელის კარიერის ასაწყობად, მაგრამ მოდელის კარიერა ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდა მისთვის. საცხოვრებლად ნიუ იორკში გადავიდა, სადაც საბალეტო სკოლას მიაშურა, მაგრამ მუხლის ტრავმის გამო სკოლის დამთავრება ვერ შეძლო. შემდეგი პუნქტი ლოს ანჯელესი აღმოჩნდა.
თავდაპირველად კინოქალაქში ლამაზმანი იაფფასიან სასტუმროში ცხოვრობდა და პურის მაღაზიაში მუშაობდა. ერთხელ ბანკში ის კინოაგენტმა შენიშნა და ტერონის თავბრუდამხვევი კარიერაც აქედან დაიწყო.
დღეს ის ჰოლივუდის ყველაზე სექსუალური და ახალი სიყვარულის მაძიებელი ქალია. სტიუარტ ტაუნსენდთან ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ შარლიზ ტერონი კვლავ მარტოა. ბედნიერია სტიუარტთან გატარებული წლებით და იმედს არ კარგავს, რომ მის ცხოვრებაში მასზე ღირსეული მამაკაცი გამოჩნდება.
თავისი ცხოვრების ახალ ეტაპზე შარლიზ ტერონი ინტერვიუში საუბრობს, რომელიც უცხოურ პრესაში გამოქვეყნდა.
– ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხოვრებაში პირველად გაქვთ პერიოდი, როდესაც გვერდით საყვარელი მამაკაცი არ გყავთ. ძნელია ასე ცხოვრება?
– ჩემთვის ის 10 წელი, რაც სტიუარტთან გავატარე, უბედნიერესია. ჩვენ ძალიან კარგად გვესმოდა ერთმანეთის და ვიყავით ბედნიერები. უბრალოდ დროთა განმავლობაში ყველაფერი ერთ კალაპოტში დგება. გრძნობებიც ნელდება და ეს აღარ მოგვწონდა. ვიცი, რომ შეუძლებელია, მთელი 10 წელი მგზნებარე და გიჟი შეყვარებული იყო, მაგრამ ჩვენ არ შეგვეძლო, ვყოფილიყავით ჩვეულებრივი წყვილი, რომელიც ერთად ცხოვრობს იმ შემთხვევაშიც, თუ ერთმანეთისათვის საინტერესოები აღარ არიან.
– მარტოობის არ გეშინიათ?
– ვფიქრობ, ახლა ჩემს ცხოვრებაში საინტერესო პერიოდია. იცხოვრო შენს თავთან და მხოლოდ შენს სურვილებთან ერთად – ეს დიდი ფუფუნებაა.
– იმედი ხომ არ დაკარგეთ, რომ ახალი სიყვარული გეწვევათ?
– არა, რას ამბობთ! ეს ის თემაა, რომელიც ყოველთვის აქტუალური იქნება ჩემს ცხოვრებაში.
– დღეს თქვენ პირველი რანგის ვარსკვლავი ხართ, ყველაზე გემოვნებიან ქალად ითვლებით, გაქვთ მოდური ბრენდების მხრიდან კონტრაქტები. ეს ისაა, რაზეც ოცნებობდით?
– სიმართლე გითხრათ, ასეთი თამამი ოცნებები არარეალურად მეჩვენებოდა. ბავშვობა სამხრეთ აფრიკაში გავატარე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰოლივუდი და მისი ბრწყინვალება ჩემთვის უცხოპლანეტელების ცხოვრებას ჰგავდა. ვოცნებობდი, ვყოფილიყავი მდიდარი და მყოლოდა ბევრი თაყვანისმცემელი, მაგრამ თუ მთელი ჰოლივუდი ჩემს ფერხთით აღმოჩნდებოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
– როგორ ახერხებთ, ნებისმიერ წვეულებაზე თუ პრემიერაზე ყოველთვის ისეთი ჩაცმული იყოთ, რომ კრიტიკა არ დაიმსახუროთ?
– გემოვნება ან გაქვს, ან – არა. ლამაზი ტანსაცმლის მიმართ ყოველთვის მქონდა მიდრეკილება. მუდმივად ვიპრანჭებოდი. დედაჩემიც გემოვნებიანი ქალია და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. არ ვარ ისეთი ამბიციური, რომ დიზაინერთან მივიდე და ვუთხრა: "მე ვიცი, როგორ უნდა ჩამაცვა". ვფიქრობ, კარგმა დიზაინერმა ყოველთვის იცის, უკეთესად როგორ წარმოგაჩინოს. მე ყოველთვის ვენდობი მათ, ვისთანაც ვიცვამ. როცა დიზაინერის მიერ შერჩეულ კაბას რაღაცას შენით დაამატებ, უგემოვნობა სწორედ მაშინ იჩენს თავს.
– საკმაოდ ძლიერი და თავდაჯერებული ქალის შთაბეჭდილებას ტოვებთ.
– ეს ჩემი საყვარელი კომპლიმენტია. რატომღაც ბევრს ის უფრო მოსწონს, როდესაც ეუბნებიან, რა ნაზი და უმწეო ქალი ხარო. თანამედროვე ცხოვრება და რიტმი მეტ თავდაჯერებულობას მოითხოვს. პეპლებივით მოფარფატე ნაზი არსებების დრო | საუკუნეში დარჩა. ეს არ ნიშნავს, იყო ისეთი ძლიერი, რომ მამაკაცი დაჩრდილო. ჩემი კრედო მარტივია – მამაკაცთან უნდა იყო ნაზი, მის გარეშე კი – ამაყი და ძლიერი.
– როგორ მამაკაცს ელოდებით ცხოვრებაში?
– აუცილებლად კარგი თითები და ლამაზი ფეხები უნდა ჰქონდეს. თავის დროზე სტიუარტი სწორედ ამ ნიშნით მომეწონა. თუ სერიოზულად გიპასუხებთ, ვერასოდეს ვიცხოვრებ მამაკაცთან, რომელიც ქალს ისე არ აფასებს, როგორც საჭიროა.
– სექსუალური ქალის ტიტულმა რა მოგიტანათ?
– ის, რომ ყველას სურს ჩემი შიშველი სხეულის ყურება. მე კი თავს უფრო სექსუალურად ჩაცმული ვგრძნობ. კარგია, როცა ყველაზე სექსუალურ ქალად გაღიარებენ, მაგრამ უკეთესია, თუ ყველაზე ნიჭიერ მსახიობად ჩაგთვლიან. ვფიქრობ, ეს ტიტული მომავალში მელოდება.
– რატომ ირჩევთ კინოში მუდმივად რთული ხასიათის როლებს?
– ალბათ იმიტომ, რომ თავად ქალები რთული არსებები არიან. რატომღაც თანამედროვე სამყაროში ქალის ორი სტერეოტიპი არსებობს – ქალი დედა და ქალი გულთამპყრობელი. მე კი ვცდილობ, ჩემი როლებით ქალის საინტერესო და რთული ბუნება გამოვკვეთო.
მოამზადა ავთო ჩიტიძემ

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 

.jpg)