| ქალი და მამაკაცი |

ნიკო გომელაურის ბოლო დღეები
როგორ იხსენებენ გერები ნიკო გომელაურის ბოლო დღეებს
მსახიობისა და პოეტის, ნიკო გომელაურის სახლში ყველა ნივთი ხელუხლებლად დევს, როგორც ნიკომ დატოვა, სარწეველა სკამიც კი მისაღებ ოთახში, რომელიც მას ძალიან უყვარდა... მისი მეუღლის, ნინა ჩოდრიშვილისა და გერების, მარიკა და ელენე დადიანებისთვის ახლა ყველა ეს ნივთი განსაკუთრებით ძვირფასია.
სიცოცხლის ბოლო თვეებშიც კი ნიკო სულიერად ისე მხნედ იყო, რომ მის გარდაცვალებას ასე მალე არავინ ელოდა, მათ შორის, არც მისი უახლოესი ადამიანები – მარიკა და ელენე. მათ ერთად 12 წელი იცხოვრეს. გოგონებმა მისი უკანასკნელი დღეები და წუთებიც ნიკოს გვერდით გაატარეს. მათი ცხოვრების უკვე წარსულად ქცეულ პერიოდზე ელენე და მარიკა "სარკეს" ესაუბრნენ.
– რამდენი წლის იყავით, როცა ნიკო გაიცანით?
ელენე: მე 6 წლის ვიყავი. შემოვიდა ვიღაც წვერიანი, "საშიში" კაცი, რომელსაც დაბნეული ვუყურებდი. მაშინ ავად ვიყავი. მითხრა, როგორც კი კარგად გახდები, მაშინვე ვაკის პარკში წაგიყვანო. წვერიანი კაცი მაშინვე მომეწონა. იმ დღის შემდეგ ნიკო ჩემი უახლოესი მეგობარი გახდა.
მარიკა: ნიკო რომ გავიცანი, 17 წლის ვიყავი. წარმოიდგინეთ, რომ მაშინ მეც ავად ვიყავი. იმ პერიოდში ავარიაში მოვყევი და გირებზე ვეკიდე. ხელში ტკბილეული ეჭირა. ელენესგან განსხვავებით, არ დავუბღვირე, პირიქით, კარგად შევხვდი. თვითონაც ძალიან მოკრძალებული იყო. თავდახრილი შემოვიდა, მაგრამ მალე ჩვენ შორის ისეთი ურთიერთობა დამყარდა, თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობდი.
– სანამ პირადად გაიცნობდით, მის შესახებ დედისგან რამე გსმენოდათ?
მარიკა: მანამდე არაფერი ვიცოდი, თუმცა ვხვდებოდი... დედა ჩემს ოთახში იწვა, მივლიდა. ერთხელ ღამით გამეღვიძა. ნინას ხელში ტელეფონის ყურმილი ეჭირა და ჩუმად ხითხითებდა. გამიკვირდა, რას აკეთებს–მეთქი. თურმე ნიკო ღამით ურეკავდა და ლექსებს უკითხავდა. ნინას მოერიდა, აღარ იცოდა, ყურმილი სად დაემალა.
– ელენე, ნიკომ პირობა შეასრულა, სასეირნოდ წაგიყვანათ?
ელენე: კი, პირობა შემისრულა. მალევე დავმეგობრდით. თავისი შვილები – ტასო და ჯეჯი გამაცნო. ნინა რომ მეტყოდა, დღეს ტასო და ჯეჯი ჩვენთან მოდიანო, ბედნიერი ვიყავი.
– მარიკა, როცა დედის ცხოვრებაში სხვა ადამიანი გამოჩნდა, ხომ არ იეჭვიანეთ?
მარიკა: არა. რა თქმა უნდა, ძნელია, როცა მშობლები ერთმანეთს შორდებიან. ეს ნებისმიერი შვილისთვის რთული გადასატანია. დედას და მამას ერთმანეთთან ურთიერთობა გაუფუჭდათ. მაშინ შვეიცარიაში ვსწავლობდი. იქიდან დედას ვურეკავდი, ელენეს მაინც ნუ ანერვიულებთ, ურთიერთობა მოაგვარეთ–მეთქი. ელენე პატარა იყო და არ მინდოდა, მათი ჩხუბისთვის ეყურებინა. წლების შემდეგ იქიდან რომ ჩამოვედი, ნინა სხვანაირი დამხვდა – დამშვიდებული, ბედნიერი, თვალებაციმციმებული... ნიკოს სულ ვეუბნებოდი, იმიტომ მიყვარხარ, რომ ნინა ასე კარგად არის–მეთქი. თუნდაც დედაჩემის ის ბედნიერი სიცილი, რომელმაც ღამით გამაღვიძა, არასოდეს დამავიწყდება.
დედა ნიკოსთან ძალიან ბედნიერი იყო და ჩემთვის ეს ყველაზე მთავარია. ერთხელ ნიკოს პირდაპირ ეთერში მადლობა გადავუხადე, დედაჩემი ასეთი ბედნიერი რომ გახადე–მეთქი. სხვათა შორის, ნიკომ დედაჩემის ხელი მე მთხოვა. მკითხა, თუ შეიძლება, დედაშენი ცოლად მოვიყვანოო. კარგი–მეთქი, ვუპასუხე.
– მათ ბევრი დაბრკოლება შეხვდათ, მაგრამ ერთმანეთის სიყვარული არ განელებიათ...
მარიკა: ამაში მეც გეთანხმებით. მათ შორის მართლაც იყო ბევრი სირთულე, ზოგჯერ ნინა ნიკოზე ნერვიულობდა, მაგრამ არასოდეს მიფიქრია, რომ მათ შორის რამე ცუდი მოხდებოდა. ზუსტად ვიცოდი, რომ გაბრაზებაც დროებითი იყო. ნიკო დედაზე ისეთ რაღაცეებს მელაპარაკებოდა, რომ კეთილი შურით მშურდა. სულ ვეუბნებოდი, ნეტა, ოდესმე ვინმე იმავეს ჩემზეც თუ იტყვის–მეთქი. მისთვის ბევრი ისეთი საიდუმლო გამიმხელია, რაც ნინასთვის და მეგობრებისთვის არასოდეს მითქვამს.
ელენე: ველოდებოდი, ნინა ოთახიდან როდის გავიდოდა, რომ მე შევსულიყავი და ნიკოსთან მელაპარაკა. ჩემს საიდუმლოს ვანდობდი. ზოგჯერ მეტყოდა, ჩუმად გეუბნები, სანამ ნინა გაბრაზებულა, ეს საქმე მოაგვარეო.
– მისგან შენიშვნებს რა შემთხვევაში იმსახურებდით?
ელენე: როცა ტელევიზიით ცნობილ პიროვნებას ან რაიმე მოვლენას აჩვენებდნენ და მათ შესახებ არაფერი ვიცოდი, ბრაზობდა. ეს იმის ბრალია, წიგნებს რომ არ კითხულობო. მე და ტასოს სულ ამას გვსაყვედურობდა, ბევრი იკითხეთო.
მარიკა: ჩემთვის შენიშვნა არასოდეს მოუცია. როცა რაღაც არ მოსწონდა, ღამით კარზე ჩუმად დამიკაკუნებდა, ჩემთან ოთახში შემოვიდოდა, დამიჯდებოდა ფეხთით და ისეთ ისტორიებს მიყვებოდა, რაც ოდესმე მას ან სხვას თავს გადახდენია. თან ამატებდა, ამას ისე, უბრალოდ გიყვებიო. მაშინვე ვხვდებოდი, რატომაც მეუბნებოდა, ანუ მისი მონაყოლიდან მაგალითი უნდა ამეღო, უნდა მივმხდარიყავი, რა გამეკეთებინა. მერე მაკოცებდა და ოთახიდან გავიდოდა.
– ალბათ სწორედ იმის გამო, რომ თქვენი მამა არ იყო, თქვენ მიმართ მეტ პასუხისმგებლობას გრძნობდა.
მარიკა: მამაჩვენზე ხშირად გვეუბნებოდა, ის თქვენი მამაა, ჩემს თავზე კი შეგიძლიათ "იგულავოთო", ანუ ჩემთან მეტი შეგიძლიათ გაბედოთო.
ელენე: ნიკო არასოდეს იფიქრებდა, მამა არ ვარ და შენიშვნის მიცემის უფლება არ მაქვსო. რომ დაგვემსახურებინა, დარწმუნებული ვარ, ისევე გვეტყოდა, როგორც ტასოს ან ჯეჯის. ჩვენთვის ნიკო ყველაფერი იყო.
– ამ დღეებში ყველაზე ხშირად რას იხსენებთ?
მარიკა: უამრავი რამ გვაქვს გასახსენებელი. ნიკოს სახლში მოსვლა ჩვენთვის სიხარული იყო. თუ რამე გასაკეთებელი იყო, ნინა გვეჩხუბებოდა: "ეს რატომ დევს ასე, ეს ჭიქა რატომ არ გაიტანეთ!..". როგორც კი გასაღების ჩხაკუნს გავიგონებდით და ნიკო შემოვიდოდა, ნინა მაშინვე მშვიდდებოდა.
ელენე: ნიკო გასტროლებზე რომ მიდიოდა, ჩვენთვის ტრაგედია იყო, რადგან ნინა გვეჩხუბებოდა, ყველაფერი წესრიგში უნდა გვქონოდა. ნიკო ჩვენი მშველელი იყო.
მარიკა: ხშირად მახსენდება ის დღე, როცა მათთან საგრიმიოროში მივედით. მოკუსკუსებულ, პატარა ოთახში ცხოვრობდნენ. ერთ ციდა ოთახში ყველაფერი კოხტად და ლამაზად ჰქონდათ მოწყობილი. ერთად ძალიან ბედნიერები იყვნენ.
– თქვენ მაშინ სად ცხოვრობდით?
მარიკა: იმ სახლში, სადაც ყველა ერთად ვცხოვრობდით – ჩემი მშობლები, მე და ელენე. ნინა რომ ნიკოსთან საგრიმიოროში გადავიდა, ჩემთან დეიდა გადმოვიდა. ყოველთვის ვგრძნობდი, ერთმანეთი როგორ უყვარდათ. ნინას მისგან თუ რამე სწყინდა, საოცრად განიცდიდა. ზოგჯერ კიდეც მითქვამს, თუ ასე ნერვებს გიშლის, თავი დაანებე–მეთქი. ნინა ისე შემომხედავდა, თვალებით მეუბნებოდა, რა სისულელეს მეუბნებიო. ნიკოს გარეშე ნინა ძალიან მეცოდება. ნიკო ეუბნებოდა, ჩემ შემდეგ შენ რა გეშველებაო...
– ვინ გაგიმხილათ, რომ ნიკოს მძიმე სენი სჭირდა?
მარიკა: ერთ დღეს ნინამ დამირეკა, ტიროდა. მითხრა, სახლში ვერ მოვდივარ, მანქანით ქალაქს წრეებს ვურტყამო. დეიდაჩემს დავურეკე და ვუთხარი, რამე არ მოიწიოს, ვიპოვოთ–მეთქი... რამდენიმე დღე ნიკოს არაფერს ვეუბნებოდით, თუმცა მალევე ვუთხარით. ნიკო ამ ამბავს ვაჟკაცურად შეხვდა.
ელენე: მე მიმალავდნენ. ოთახში დედა ექიმს ელაპარაკებოდა და ჩუმად მოვუსმინე. ძირს დავვარდი, ისე განვიცადე. არ ვამხელდი, რომ ვიცოდი. ნიკო ისე იქცეოდა, რომ იმედი მქონდა, არაფერი მოუვიდოდა.
– ბოლო დღეებში როგორი იყო?
ელენე: ბოლო დღეებში სუნთქვა უჭირდა. ოთახში ვერ შევდიოდი, ვერ ვუყურებდი. მერე მთხოვა, კომპიუტერში მისთვის რაღაცეები ამეკრიფა. სიტყვებს ძლივს მაგებინებდა. ხელის კანკალით ვკრეფდი, ჩუმად ვტიროდი.
მარიკა: ბოლო წუთამდე არ მიფიქრია, რომ მოკვდებოდა. ღამის 2 საათზე ისე წავედი, რომ არ მიფიქრია, დილით თუ ვეღარ ვნახავდი. თვითონაც ამბობდა, მალე ავდგებიო.
– როგორ გადაწყდა ნიკოს დაკრძალვა დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში?
მარიკა: ეს გადაწყვეტილება თბილისის მერიამ მიიღო. ნიკოს უნდოდა, ბებიის გვერდით დაგვეკრძალა, რომელიც ძალიან უყვარდა. დედას სთხოვა, რომ მოვკვდები, ბევრი არ ილაპარაკო და არ შემარცხვინოო, ამიტომ თითქმის არაფერში ჩავრეულვართ. პანაშვიდებზე საოცარი რამ ხდებოდა! დედასთან სრულიად უცნობი ადამიანები მოდიოდნენ და ეუბნებოდნენ, არავინ ვართ, უბრალოდ ნიკოსთან გამოსამშვიდობებლად მოვედითო. როცა ნიკოს მეგობრები მესაფლავესთან მივიდნენ, რომ თადარიგი დაეჭირათ, მან უთხრა, ჩემი ხელებით ნიკოს ვერ დავმარხავო. უთხრეს, მეტს გადაგიხდითო. მესაფლავემ უპასუხა, თქვენ კარგად ვერ გამიგეთ, მართლა ვერ დავმარხავ, სხვა მოძებნეთო. მერე ნინამ ის მესაფლავე მოძებნა და ნიკოს წიგნები აჩუქა. ნიკოს სული ალბათ გრძნობდა ხალხის ასეთ სიყვარულს და ბედნიერი იყო.
ირინე მჭედლიძე

კავშირი ტეგთან: ნიკო გომელაური

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 

.jpg)