asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რა სიურპრიზს უმზადებს მოურინიუ "ბარსელონას"
რა სიურპრიზს უმზადებს მოურინიუ "ბარსელონას"
რა სიურპრიზს უმზადებს მოურინიუ "ბარსელონას"

2010-04-16 14:39:26



მილანის "ინტერის" ხელმძღვანელობა ჟოზე მოურინიუს მუშაობით აღფრთოვანებას ვერ მალავს. როგორც იქნა, გუნდმა მოახერხა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა და ისინი ამას ჟოზე მოურინიუს უმადლიან, რომელმაც მართლაც სერიოზული სამუშაო გასწია გუნდში მისვლისთანავე.

"ინტერი" მოურინიუს ხელში ქვეყნის ჩემპიონი უკვე რამდენჯერმე გახდა, გუნდს ევროსარბიელზე წარმატების მიღწევა აკლდა და ახლა ამასთანაც ახლოს არის, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ "ინტერისთვის" ორ ფრონტზე ბრძოლა ადვილი არ არის.

"ინტერს" "რომა" და "მილანი" კვალში უდგანან და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დედაქალაქურმა გუნდმა ინტერნაციონალე რომში მიწასთან გააკრა.

– სენიორ მოურინიუ, რამდენად კმაყოფილი ხართ გუნდის მიერ ბოლო დროს ნაჩვენები შედეგებით?

– შემიძლია ვთქვა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენები შედეგებით კმაყოფილი ვარ.

– სერია ა–ში?

– უკმაყოფილო ვარ.

– გუნდი პირველ ადგილზეა...

– დიახ და იმედი გვაქვს, რომ ასეც დაასრულებს ასპარეზობას, თუმცა, თუ ბოლო ხუთი შეხვედრის მიხედვით ვიმსჯელებთ, გუნდმა 15 შესაძლო ქულიდან მხოლოდ შვიდი მოიპოვა და ამით მეტოქეებს ვითარების გამოსწორების საშუალება მისცა, ეს კი არ მომწონს.

– არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "მილანმა" არაერთხელ დაკარგა შანსი, გადაესწრო "ინტერისთვის"...

– დიახ, მათ შანსი რამდენჯერმე მიეცათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს.

– რომელი უფრო ძლიერი მეტოქეა, "რომა" თუ "მილანი"?

– "რომა".

– იმიტომ, რომ მოგიგოთ?

– თუნდაც. საკმაოდ ძლიერი და მებრძოლი გუნდია. ჩვენ მათთან თამაშში შანსები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. არადა, თამაში ნამდვილად კარგი გამოვიდა და იქ მსაჯის მიერ დაშვებულ შეცდომებზეც უნდა ვთქვათ.

– რატომ შეიძლება ვერ გახდეს "ინტერი" ჩემპიონი?

– სიმართლე გითხრათ, ამაზე არ ვფიქრობ. თქვენ მთავარ მეტოქეებზე მეკითხებოდით, მე კი გეტყვით, რომ მთავარი მეტოქე ჩვენი გუნდისთვის ისევ "ინტერი" იქნება. მთელი სეზონის მანძილზე ვლიდერობდით და ახლა ჩემპიონობა რომ დავკარგოთ, პირადად ჩემთვის ნამდვილად ტრაგედია იქნება.

– გაცვლიდით იტალიის ჩემპიონობას ჩემპიონთა თასზე?

– ჩვენთვის ორივე ტიტული ძვირფასია.

– მაგრამ "ინტერი" ზედიზედ რამდენიმე წელია, იტალიის ჩემპიონი ხდება...

– ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

– რას იტყვით მომავალი მეტოქეების შესახებ?

– სერია ა–ს დასრულებამდე ექვსი ტურია დარჩენილი და მე კარგად მესმის, რა დაძაბული მდგომარეობა გვაქვს. "რომა" და "მილანი" ზედმეტი შეხვედრებისგან თავისუფლები არიან, ჩვენ კი ჩემპიონთა ლიგაზე ორი შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი "ბარსელონასთან", ამას დაუმატეთ იტალიის თასზე "ფიორენტინასთან" შეხვედრა და მათთან კიდევ ჩემპიონატის მატჩი.

ამავე დროს, ძალიან მძიმე შეხვედრა გვექნება საკუთარ მინდორზე "იუვენტუსთან". ასევე ორ აუტსაიდერთან, "სიენასთან" და "ლაციოსთანაც" მოგველის არნახულად მძიმე ბრძოლები. ისინი ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან და მათთვის თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ მხრივ კარგად მესმის, რომ რომაელებთან უფრო მძიმე მატჩი გველის.

– და მაინც, ყველა ფიქრობს, რომ მთავარი მეტოქე "მილანი" იქნება...

– არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ბოლო ტურში მათ უდიდესი გამოცდა ელით, როდესაც საკუთარ მინდორზე "იუვენტუსს" მიიღებენ. ჩემი აზრით, ჩემპიონის ვინაობა ალბათ, მაინც ბოლო ტურში გაირკვევა.

– ახლა ჩემპიონთა ლიგაზეც გკითხავთ. "ჩელსის" და "ცსკას" შემდეგ, თქვენს მიერ დამარცხებული გუნდების რიგს "ბარსელონაც" შეემატება?

– ამის იმედი მაქვს. რთული შეხვედრები გველის და კარგად მესმის, რა რთული იქნება თამაში. ჩემი აზრით, დღეს "ბარსელონა" ევროპაში პირველი გუნდია, მაგრამ მას ამ ადგილის დაკარგვის რეალური საფრთხე ემუქრება. ალბათ, კატალონიელებისთვის ჩვენთან თამაში სასურველი არ იყო, მაგრამ ეს კენჭისყრაა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

მიმაჩნია, რომ მთავარი შეხვედრა მაინც კატალონიაში იქნება და ეს გარკვეულწილად მათთვის დამატებითი სტიმული იქნება. ამ გუნდის წინააღმდეგ შეხვედრაში "ინტერი" ითამაშებს სრულიად განსხვავებულ ფეხბურთს, ისეთს, როგორიც ჯერ არავის უნახავს.

– ეს ალბათ, შედეგზე ორიენტირებული შეხვედრა იქნება...

– ნამდვილად ასე იქნება. ჩვენ თამაშს იმდენად ჩავკეტავთ, რამდენადაც ეს მეტოქისთვის ხელისშემშლელი იქნება. ჩემი მიზანი ფინალში გასვლაა და როგორი თამაშითაც უნდა მოვახერხოთ ეს, ეს ჩვენს გამარჯვებას არ დააკნინებს. გულშემატკივარს კი ვთხოვ, ბოლომდე გვერდში დაგვიდგეს. ჩვენ სერიოზული მეტოქე გვეყოლება და ერთად უნდა დავამარცხოთ. მთავარი კი ისევ და ისევ გოლის არგაშვება იქნება.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online