| ქალი და მამაკაცი |

"სიყვარული კომფორტული გრძნობა არ არის"
გოგი ჭიჭინაძემ ოპერა პროტესტის ნიშნად დატოვა
"გოგი ჭიჭინაძე არის აღმოჩენა ქართული ხელოვნების სანახებში... ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ უახლოეს ხანებში ის დამსახურებულ ადგილს დაიკავებს მსოფლიოს უდიდეს დირიჟორებს შორის", – ასე შეაფასეს გოგი ჭიჭინაძის შემოქმედება ევროპელმა მუსიკის კრიტიკოსებმა რამდენიმე თვის წინ, როცა ქართველ დირიჟორს მსოფლიოში ერთ–ერთმა უძლიერესმა კომპანიამ "ინტერარტისტს ამსტერდამმა" კონტრაქტი გაუფორმა.
მას შემდეგ გოგი ჭიჭინაძე ევროპის გრანდიოზულ კონცერტებზე ტრიუმფით გამოვიდა. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, მსოფლიოში თავისი თაობის ერთ–ერთ ყველაზე გამოჩენილ დირიჟორად აღიარებულ ქართველ ხელოვანს თბილისის ოპერის თეატრმა იანვრის შემდეგ თანამშრომლობაზე ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა. აქვს თუ არა ამ ამბავს პოლიტიკური სარჩული? ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ "სარკე" გოგი ჭიჭინაძეს შეხვდა.
– ბატონო გოგი, გვიამბეთ ვროპაში თქვენი ბოლოდროინდელი გამოსვლების შესახებ.
– სერიოზული მიწვევები ადრეც მქონდა, მხოლოდ უფრო პერიოდულად. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი ჩემ გარშემო ეს პროცესი გააქტიურდა, ძალიან მაღალი დონის კონცერტებზე მიწევს გასვლა საუკეთესო ორკესტრებთან ერთად. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ახლა ჩემს ქვეყანაში სულ უფრო ნაკლებად ვიქნები.
ახლახან დავბრუნდი ვარშავიდან და ესპანეთიდან. მოგეხსენებათ, წელს მთელი მსოფლიო აღნიშნავს შოპენის დაბადების 200 წლისთავს. მსოფლიოს ყველა კულტურულ ცენტრში ღონისძიებები ეძღვნება შოპენს. პოლონეთში საერთოდ მისი კულტია. ვარშავის აეროპორტსაც კი მისი სახელი ჰქვია. ვმონაწილეობდი შოპენის 200 წლისთავისადმი მიძღვნილ ერთ–ერთ მთავარ პროექტში, რომელიც 22 თებერვლიდან 1 მარტამდე გაგრძელდა. 23 თებერვალს კონცერტის სოლისტი გახლდათ ლეგენდარული ხორვატი პიანისტი ივო პოგორელიჩი. სწორედ ამ კონცერტზე სადირიჟოროდ მიმიწვიეს. ვდირიჟორობდი მსოფლიოში ცნობილ, უმაღლესი დონის ვარშავის სიმფონიურ ორკესტრს "სიმფონია ვარსოვია", რომელსაც თავის დროზე ხელმძღვანელობდა გენიალური მუსიკოსი იეგუდი მენუხინი, ხოლო ამჟამად მისი ხელმძღვანელი შესანიშნავი თანამედროვე პოლონელი კომპოზიტორი ქშიშტოფ პენდერეცკია.
კონცერტმა უდიდესი გამოხმაურება გამოიწვია. ჩემს სააგენტოში უკვე უამრავი შემოთავაზება მივიღეთ, უახლოესი ორი წელი უკვე დაგეგმილი მაქვს. ამ კონცერტის შემდეგ ამავე ორკესტრთან ერთად ესპანეთში, ასევე შოპენისადმი მიძღვნილ დიდ ფესტივალზე გავემგზავრე, სადაც 4 კონცერტი მქონდა. ადამიანი ბედნიერია, როცა თავის საქმეს კარგად აკეთებს. მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ორკესტრთან ვთანამშრომლობ. ჩემი აგენტი, ანუ იმპრესარიო, სტეფან ბრეკელმანსი ბედნიერია იმით, რომ ამიყვანა და გავუმართლე. საერთოდ, მის სააგენტოში, რომელსაც "ინტერარტისტს ამსტერდამ" ჰქვია, ძალიან დიდი არტისტები არიან გაერთიანებული. ასე რომ, საუკეთესო კომპანიაში მოვხვდი.
– ბატონო გოგი, ერთია თვითნაბადი ნიჭი და მისი რეალიზაცია და მეორეა იღბალი. ნიჭიერი კაცის წარმატებაში რა როლს თამაშობს იღბალი?
– ეს ორი მომენტი აბსოლუტურად თანაარსებობს, ერთმანეთის გარეშე ვერ იქნებიან. ცოტა არ იყოს, მიკვირს, როცა 60–70 წლის კაცზე ამბობენ ხოლმე, გენოისი იყო, მაგრამ იღბალი არ ჰქონდაო. ნიჭი ვერ დაიკარგება, გამორიცხულია, მაგრამ ნიჭს საშუალება უნდა მისცე, რომ გამოვლინდეს. შინ უქმად ყოფნა და იღბლის მოლოდინი უშედეგოა. არ ვგულისხმობ იმას, რომ მაინცდამაინც რქებით გაიტანო სამყარო. პირადად მე ჩემი წინსვლისა და პიარისთვის არაფერი გამიკეთებია, არც ჩემს ოჯახს. ჩემით ჩავაბარე კონსერვატორიაში, ასევე დავამთავრე, ჯერ ოპერის სიმფონიურ ორკესტრში ასისტენტად ამიყვანეს, მერე დირიჟორად. 2000 წელს მოვიპოვე პრემია ტოკიოს კონკურსზე, სადაც 40 ქვეყნის 176 წარმომადგენელს შორის ფინალისტი გავხდი.
ამ ამბავთან დაკავშირებით ერთი გენიალური ხუმრობა მახსენდება: მამაჩემი რეზო ჭიჭინაძე იყო არაჩვეულებრივი ჟურნალისტი, ფილოლოგი, წიგნების ავტორი, აგრეთვე გახლდათ მონადირე და ბოლო წლებში საქართველოს მონადირეთა კავშირს თავმჯდომარეობდა. ტოკიოს კონკურსზე მსოფლიოს უდიდეს დირიჟორებს შორის ჩემმა გამარჯვებამ დიდი ამბები გამოიწვია. მას შემდეგ ტოკიოში რვაჯერ მიმიწვიეს, კონცერტები მქონდა. თენგიზ მდივანი არის კოლორიტული კაცი, საუკეთესო პედაგოგი, თბილისში ერთ–ერთი უმაღლესი სასწავლებლის რექტორი. და ამ ენამახვილმა კაცმა მამაჩემს უთხრა, რეზო, ვიცი, რომ ძალიან ცნობილი კაცი ხარ, ყველას უყვარხარ, მაგრამ ნამდვილად არ ვიცოდი, იაპონიის მონადირეთა კავშირზე ასეთი გავლენა თუ გქონდაო...
როცა ფანტასტიკური დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი გახდა, ოპერის სახელმწიფო ორკესტრში მიმიყვანა, სადაც რამდენიმე წარმოდგენა დავდგი. ესეც ალბათ იღბალია, რომ ჩემ ირგვლივ ყოველთვის არაჩვეულებრივი ხალხი ტრიალებს. რაც ბატონმა ზაზამ, როგორც კოლეგამ და დირიჟორმა, ჩემთვის გააკეთა, ასეთ რამეს ბევრი არ იზამს.
იღბალს უნდა მივაწერო ის ფაქტი, რომ ევროპის ერთ–ერთ უძლიერეს სააგენტოში მოვხვდი. ეს ჩემი ბავშვობის მეგობრის, ნატო გაბუნიას დამსახურებაა. ნატო არაჩვეულებრივი პიანისტის, კონსერვატორიის რექტორის, პროფესორ ნოდარ გაბუნიას შვილია, ამსტერდამში ცხოვრობს. მან ორი წლის წინ იაპონიაში ჩემი კონცერტის ჩანაწერები გამომართვა, ერთი წლის შემდეგ კი შემთხვევით შეხვდა ჩემს მომავალ იმპრესარიოს და ეს ჩანაწერები მისცა. იმპრესარიო თავიდან სკეპტიკურად განეწყო, რადგან მას ყოველდღიურად ათასამდე ჩანაწერს სთავაზობენ, მაგრამ როცა მოისმინა, დაინტერესდა, სპეციალურად ჩამოფრინდა ვილნიუსში, სადაც კონცერტი მქონდა, რეპეტიციას დაესწრო და იმავე საღამოს თანამშრომლობა შემომთავაზა. ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა იღბალი. მერე, როდესაც ამ სააგენტოს მხრივ ორი კონცერტი ჩავატარე და დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ბედნიერმა იმპრესარიომ მითხრა, აგვისტოში ამსტერდამში კონცერტზე რომ ჩამოხვალ, დიდი მიღება უნდა მოვაწყო ნატოს პატივსაცემად, შენი თავი რომ გამაცნოო. მეც ბედნიერი ვარ იმით, რომ ამ ადამიანებს გავუმართლე.
– ამ იღბლისა და კეთილშობილ პიროვნებებთან შეხვედრების პარალელურად "ფეხის წამოდების" შემთხვევები თუ გქონიათ?
– საქართველოში მქონია. უცნაური ის არის, რომ მე ვერ ვამჩნევდი ამას, სანამ ახლობლებმა არ მიმახვედრეს. იანვრიდან ოპერის თეატრში, პოლიტიკური მოტივით, კონტრაქტი შემიწყვიტეს. ჯერ ზაზა აზმაიფარაშვილი გაათავისუფლეს, მერე – მე. რომელი პოლიტიკოსი მე ვარ, მაგრამ დელიკატურობის ფარგლებში ჩემს პოზიციას ყოველთვის ვაფიქსირებ. საბაბად დაასახელეს ის, რომ თეატრი რემონტშია და მას არც სამხატვრო ხელმძღვანელი სჭირდება და არც შტატში დირიჟორები. როცა დაგვჭირდება, მოვიწვევთო. გროტესკული ის არის, რომ ამ მოტივით მხოლოდ მე და ზაზა გაგვათავისუფლეს, კიდევ კარგი, სხვებს არ შეეხნენ. ამას ხალხის გამოძახილი მოჰყვა და პრესა სასაცილო კომენტარებით აჭრელდა. ოპერის ახლანდელმა დირექტორმა დათო საყვარელიძემ ერთ გაზეთში ისიც გამოაქვეყნა, საქართველოში დირიჟორების დონე ძალიან დაბალია და ამიტომ ქართველი დირიჟორები ევროპაში არავის სჭირდებაო. კარგი იქნება, თუ ასეთი სამარცხვინო განცხადებებით მაინც არ გაიბითურებენ თავს!
– ერთი ბრძენის სიტყვებია: იყავი გულგრილი ქებისა და ძაგების მიმართ. ზოგისთვის ეს სტიმულია წინსვლისთვის, ზოგისთვის – უკუსვლის მიზეზი. თქვენზე რა გავლენას ახდენს?
– აპლოდისმენტები სხვა რამეა და ქება–დიდება – სხვა. თან, გააჩნია ტონს და ფორმას. მახსოვს, საქართველოში რეცენზია დაიბეჭდა ჩემს კონცერტთან დაკავშირებით, სადაც მაქეს და მადიდეს, მაგრამ იმდენად არაპროფესიონალურად იყო დაწერილი, რომ სირცხვილისგან არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. არადა იმ ადამიანს ჩემთვის კარგის მეტი არაფერი უნდოდა.
ჩემ გარშემო ბევრია ისეთი, ვისიც მჯერა. საერთოდ ძალიან ადვილად ვიღებ რჩევებს. ყველა ორკესტში მყავს ადამიანები, ვის შეფასებებსაც ვუსმენ. არ მაქვს კომპლექსი, რომ არაპროფესიონალად წარმოვჩნდები. პირიქით, ჩემს პროფესიონალიზმში ეჭვიც არ მეპარება. ამასთან, უაღრესად თვითკრიტიკულიც ვარ. ვიცი, რომ ვერაფერს მეტყვიან ისეთს, რასაც საკუთარ თავს არ მოვთხოვ. სულ მეუბნებიან, სპექტაკლის ან კონცერტის შემდეგ, როცა აღფრთოვანებული მაყურებელი ამხელა ემოციაშია, გაიღიმე მაინც და მერე, თუ გინდა, თავი მოიკალიო. მე სულაც არ მგონია, რომ სასწაულს ვაკეთებ. როგორც კი შემოქმედი იფიქრებს, რომ რაღაცას მიაღწია, სწორედ იქ კვდება.
როცა შუმანის სიმფონია შევასრულეთ, მაყურებელი არ მიშვებდა, იყო ერთი წივილ–კივილი, კარგი გაგებით. მომავალში კვლავ მიწევს იმ სიმფონიაზე დირიჟორობა და გადავწყვიტე, რომ თითქოს საერთოდ არ ვიცნობ ამ ნაწარმოებს, თითქოს არც მიდირიჟორია. ეს აპლოდისმენტები იმ ღამითვე დამავიწყდა... თუმცა არ დაუჯეროთ არტისტს, რომელიც გეტყვით, რომ სხვისი აზრი არ აინტერესებს. როგორ შეიძლება, არ იყო ბედნიერი დარბაზის აღფრთოვანებული რეაქციით?! ეს ძალიან ნორმალური მოვლენაა, ასევე ჩვეულებრივად ვიღებ სხვა დანარჩენსაც, თუნდაც უარყოფითს.
ერთადერთი, რაც მაღიზიანებს, არის უკულტურობა, უტაქტობა და უზრდელობა. სამწუხაროდ, ჩვენთან ურთიერთობის ეტიკეტი ჯერ კიდევ არ იციან. მოშლილია იმის შეგრძნება – ვინ ვინ არის. შეუძლიათ, მაგალითად, ელისო ვირსალაძე ვიღაც უჯმაჯურიძის გვერდით დააყენონ. ორიენტაცია აქვთ დაკარგული.
ჩემს ცხოვრებაში თუნდაც სტუდენტისთვის არ მიკადრებია, არაფერს წარმოადგენ–მეთქი. მასში არტისტის ბუნებას სულ ვეფერები, ის უკვე პერსონაა. ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო, არის ის, რომ მიმართულება მივცე, ვასწავლო, რაც შემიძლია. შემოქმედს ძალიან ფაქიზი ბუნება აქვს. ჩვენთან კი მოწიწების მომენტი არ არსებობს. შენ მუდამ ცდილობ, ყველას მიმართ მაქსიმალურად კორექტული და დელიკატური იყო და უცბათ ისეთ რაღაცეებს იგებ, სახტად რჩები.
– რა უნდა მოხდეს, რომ მოთმინებიდან გამოხვიდეთ?
– მოთმინებიდან იშვიათად გამოვდივარ. ვერ ვიტან სიყალბეს, არაბუნებრიობას და პირიქით, ყველაფერს ვპატიობ, თუ ადამიანი ბუნებრივია. ცუდად მხდის კონფორმიზმიც. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ადამიანები იძულებულები არიან, სხვადასხვა მიზეზით (თუნდაც იმიტომ, რომ ოჯახები არჩინონ) წავიდნენ კომპრომისზე და იმათ გვერდით იმუშაონ, ვისაც უღირსებად თვლიან და ვერ იტანენ.
– ბატონი გოგი, თქვენ ძალიან მშვიდობისმოყვარე ჩანხართ. ამის გვერდით, რამდენად მებრძოლი ადამიანი ხართ?
– გააჩნია ბრძოლის ფორმას. ჩემს ბუნებაში არ ზის, პასუხები რომ ვწერო გაზეთებში ან პირადად შევეპასუხო ვინმეს და რომელიმე საცოდავი ადამიანის დონემდე დავიდე. ამით შეიძლება საკუთარი თავი შემზიზღდეს და ვერ წარმომიდგენია, ამის შემდეგ როგორ უნდა დავდგე სცენაზე. როცა ზაზა აზმაიფარაშვილი ასე ბინძურად გაათავისუფლეს (რამდენადაც ვიცი, მთავრობის მითითებით), მე პროტესტის ნიშნად უარი ვთქვი კონცერტებზე. იმედია, როგორც ყველაფერი ისტორიაში, ესეც დალაგდება.
– სამურაები თვლიდნენ, რომ ნამდვილი მებრძოლი მამაკაცი სულით ფაქიზია.
– მე ძალიან ბევრი განსაცდელი გამოვიარე, თუნდაც ოჯახში. ტკივილი ბევრ რამეს გასწავლის. ერთმა პიროვნებამ თქვა, საბოლოო ჯამში, ტკივილი არაფერს გასწავლის, გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო ყურადღებით მოეპყრო სხვის განცდებსო. ნამდვილად ასეა. თუ მომზადებული პიროვნება ხარ, თუ სულს ყოველთვის ამუშავებ, ნებისმიერი დარტყმა და ტკივილი შენთვის ძალიან დიდი სკოლა იქნება სხვებთან ურთიერთობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში არის საშიშროება, სული დაგიბლაგვდეს. მე შინაგანად სულ ვმუშაობ საკუთარ თავზე, რომ ყოველი დღე, ნოტი, ფერი, ყოველი შეხვედრა 25–30 წლის მეგობართან იყოს ახალი, განსაკუთრებული. ეს არის ტრენაჟი. თურმე ტრენაჟი, სხეულის მსგავსად, ყველაფერს სჭირდება: სიყვარულს, მეგობრობასაც. ისე, უბრალოდ, ცნება "მიყვარს" არ არსებობს. სიყვარულს და მეგობრობას უზარმაზარი შრომა სჭირდება – ზუსტად ისეთივე, როგორიც ნებისმიერი პარტიტურის, კონცერტის ან სპექტაკლის მომზადებას.
რა თქმა უნდა, ადამიანი რაც უფრო ვაჟკაცია, რაც უფრო მართალია სხვებთან მიმართებაში, რაც უფრო პრინციპული და ადამიანური ღირებულებების დამცველია, მით უფროა ფაქიზი სულის პატრონი, რადგან ის ამ ყველაფერს აქცევს ყურადღებას. როგორ გამოავლენს – სხვა საკითხია. მე ბუნებით ძალიან თბილი ვარ და სიყვარულის გამოხატვა არ მიჭირს. იმ ადამიანებმა, ვინც მე მიყვარს, ზუსტად იციან ჩემი გრძნობების შესახებ. ანალოგიურად, ისინიც, ვის ადამიანურ ღირსებებშიც ეჭვი მეპარება, ჩემგან ამ დამოკიდებულებას გრძნობენ. უხეშობა და უზრდელობა არ მახასიათებს – ჩემი აზრით, ეს პროვინციალიზმის გამოხატულებაა. სიმართლის გამოხატვას თავისი ფორმა აქვს. არ შეიძლება ადამიანს გადაუარო, მაგრამ იმ ფონზე, როგორიც მე ვარ საყვარელ ან, ჩემი აზრით, ღირსეულ ადამიანებთან, ის "სხვები" უკვე გრძნობენ განსხვავებას უბრალო კორექტულობასა და დიდი სიყვარულის გამოვლენას შორის.
– თქვენმა ოჯახმა მძიმე ტკივილი გადაიტანა – ტრაგიკულად დაიღუპნენ თქვენი უმცროსი ძმები... მათ რა დაგიტოვეს?
– ორი დღის წინ მაღაზიაში შევედი რაღაცის საყიდლად და შევნიშნე, ვიღაც კაცი გიჟის თვალებით მიყურებდა – უკაცრავად, თქვენ ელიზბარის ძმა ხართ? ცუდად გავხდი, რომ შემოხვედითო. მერე მითხრა, მე თქვენს ძმას ვიცნობდი და ის ყოველთვის დარჩება ყველაზე შთამბეჭდავ მოგონებად ჩემს ცხოვრებაში, რაღაც სასწაული კაცი იყო, თქვენ მიგამსგავსეთ, ოღონდ ბება (ელიზბარი) უფრო სიმპათიური იყოო. მე მივუგე, ჩემო კარგო, ეს ცნობილი და აღიარებული ფაქტია–მეთქი.
ალბათ გულს ვიმშვიდებ იმ დიდი სიყვარულით, რაც ჩემმა ძმებმა დატოვეს. პატარა ძმა, 15 წლის ირაკლი რომ გარდაიცვალა, რამდენიმე უფროსი ასაკის ადამიანს (არანათესავს) გულის შეტევა დაემართა. ჩემი პედაგოგი, პიანისტი, პროფესორი, ბატონი ედიშერ რუსიშვილი ცუდად გახდა. მას ირაკლის ტრაგედია დღემდე ვერ მოუნელებია – ირაკლის სახით მეგობარი დავკარგეო. ასე რომ ლაპარაკობენ ჩემს ძმებზე, ეს ჩემთვის ნუგეშია. ჩემი უმცროსი ძმების მეგობრები სულ ჩემ გვერდით არიან. მას შემდეგ 14 წელი გავიდა და ეს სიყვარული გრძელდება.
– როგორც ვიცი, თქვენს მამიდას, დოდო ჭიჭინაძეს თქვენთან განსაკუთრებული სიახლოვე და სიყვარული აკავშირებდა. თუ გქონდათ ხასიათში რამე მსგავსება?
– განსაკუთრებული სიყვარული ჩემ მიმართ ნამდვილად არ ჰქონდა, ისევე ვუყვარდი, როგორც დანარჩენი ძმისშვილები, მაგრამ ჩვენ ალბათ უფრო ახლოს ვიყავით შემოქმედებითი თვალსაზრისით. ზოგჯერ რამეს რომ ვამბობ ან ვაკეთებ, ჩემი მეგობრები დოდოს მამსგავსებენ. ალბათ ემოციურობით და პრინციპულობით ვგავარ. დოდო ცუდად იტანდა უსამართლობას. ის ძალიან ტრადიციული და კონსერვატიული ტიპი იყო, მამაჩემზე მეტადაც კი. მე უფრო ულტრალიბერალური ადამიანი ვარ ჩემი აზროვნებით, მსოფლმხედველობით. ამიტომ ხშირად ერთმანეთში ვკამათობდით ხოლმე. ერთხელ ვუთხარი, ბოლოს და ბოლოს, უპირველეს ყოვლისა, შენ ქართველი ხარ თუ ქალი–მეთქი. მე ვარ ქართველი ქალიო – ამაყად თქვა და მთელი მისი პიროვნება ამაში იყო. ის იყო სულით ხორცამდე პატრიოტი და ძალიან ამაღლებული თავის გრძნობებში, ამავე დროს ადამიანების უჩვეულოდ მოყვარული.
– ბატონო გოგი, ცნობილია, რომ თქვენი ჰობი იყო ნოველების წერა. ახლაც წერთ?
– ახლა აღარ ვწერ. ერთადერთი, თუ წერილებს ვწერ მეგობრებს – ეს ჩემთვის სამდღიანი საქმეა, რადგან მინდა, კარგი გამოვიდეს... მე მოსკოვში ვიზრდებოდი და ყოველ ჩემს თემას ოლიმპიადაზე აგზავნიდნენ (რუსულად თხზულებას ეძახდნენ). ვსწავლობდი "გნესინებში" (დები გნესინების მუსიკალურ სასწავლებელში), რომელიც პრესტიჟულ სასწავლებლად ითვლება. მიუხედავად ამისა, მიჩვეული ვიყავი, რომ თემებს ყველა მოწაფეს მალულად ვუსწორებდი ორთოგრაფიულად, სტილისტურად. იყო ერთი ბიჭი, დენისი, ჩვენი კომკავშირის მდივანი, თანაც ნაღდი რუსი – "კურნოსა" ცხვირით, მონღოლს რომ ჰგავს. თემა მომაწოდა გასასწორებლად. დენისი მეორე სართულზე ჰოლში ავიყვანე, იქ დიდ სარკესთან დავაყენე პროფილში და მეც დავდექი. ვუთხარი: "ახლა სარკეში ჯერ ჩემს ცხვირს დააკვირდი და მერე შენს ცხვირს". მერე რაო – გაუკვირდა. მაგ ცხვირის პატრონს არ გრცხვენია, რომ რუსული ლიტერატურის თემას ამ ცხვირის პატრონს აბარებ–მეთქი. ბევრი ვიცინეთ.
23 წლის ვიყავი, როცა კნუტ ჰამსუნზე დავიწყე ესსეს წერა. იმ პერიოდს დაემთხვა ჩემი დებიუტი, ქუთაისის ორკესტრს ვუდირიჟორე, მას შემდეგ ის ესსე დაუმთავრებელი მიდევს... ეტყობა, მთელი ჩემი შემოქმედებითი ენერგია სადირიჟორო საქმეში ჩავდე.
– ხელოვანი შეიძლება სიყვარულმა ასაზრდოოს ან მანვე დაღუპოს. თქვენს ცხოვრებაში რა დაგილი უკავია ამ გრძნობას?
– ძალიან დიდი. სიყვარული მამოძრავებელი ძალაა, ბევრი რამ მომცა, თუმცა უნდა ითქვას, რომ დიდად კომფორტული გრძნობა ნამდვილად არ არის. არ მჯერა, რომ სიყვარული და რეალური ცხოვრება აბსოლუტურად შეხმატკბილებულად თანაარსებობენ – სიყვარული აუცილებლად რაღაცის ხარჯზეა. ხანდახან საერთოდ არ მინდა, რომ იყოს, ვინაიდან მღლის. კაცს ბევრ რამეში გიშლის ხელს, რადგან ის სხვა საქმეც დიდ სიყვარულს მოითხოვს – გაგლეჯაზე ხარ.
– ალბათ ეს არის მიზეზი, რომ ამ ასაკში ჯერ კიდევ უცოლო ხართ.
– ალბათ ჯერ არ დადგა დრო. ყველაფრის დალაგება შეუძლებელია.
– რა თვისებების უნდა იყოს ქალი, რომელიც თქვენთან ჰარმონიაში მოვა?
– ამ კითხვაზე პასუხი რთულია, ვინაიდან ხშირად გიყვარდება ისეთი ადამიანი, რომელიც სულაც არ არის შენთვის იდეალური და არც შეიძლება შენთან ჰარმონიაში იყოს. ძველი თაობის ხალხი ამბობს, სიყვარული იქით იყოს და, ოჯახს დიდი, სასწაული გრძნობები არ სჭირდება, მისთვის აუცილებელია მშვიდი ცხოვრებაო. ამაში არის ალბათ რაღაც სიმართლეც.
ზოგჯერ იცი, რომ ეს შენთვის კარგია, მაგრამ არ აკეთებ, ელოდები, თავისით მოხდეს. უცნაურია – იცი, რომ არსებობს არაჩვეულებრივი ადამიანი, შესახედავადაც, პიროვნულადაც, ღირსებითაც, ყველანაირად იდეალური, მაგრამ რატომღაც ვერ დგამ ამ ნაბიჯს. შეიძლება გეშინია იმ არაჩვეულებრივი სრულყოფილების და უკვე წინასწარ თავს "დამნაშავედ" გრძნობ – რას ვერჩი ახლა იმ ადამიანსო... რთული საკითხია.
ნანა კობახიძე

კავშირი ტეგთან: აზმაიფარაშვილი

კავშირი ტეგთან: აზმაიფარაშვილი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 