asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რინგმა კიდევ ერთი მოკრივე შეიწირა
ტრაგიკული შემთხვევა
რინგმა კიდევ ერთი მოკრივე შეიწირა

2012-02-03 22:57:30



მსუბუქ წონში მოასპარეზე ფილიპინელი მოკრივე კარლო მაკუინტო კესონ-სიტის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Boxingscene.com ავრცელებს. 21 წლის მოკრივე საავადმყოფოში თანამემულე მარკ ჯოზეფ კოსტოსთან ბრძოლის შემდეგ მოხვდა. მაკუინტო პირველი რაუნდის დროს ნოკდაუნში ორჯერ მოხვდა, რის შემდეგ მსაჯმა ორთაბრძოლა შეაჩერა. კომაში მყოფი მოკრივე რინგიდან პირდაპირ საავადმყოფოში წაიყვანეს. მაკუინტოს გადარჩენამ ექიმება ვერ შეძლეს და ის რამდენიმე საათში, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ახალგაზრდა მოკრივემ საკუთარი ხანმოკლე პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო, 8 ბრძოლა ჩაატარა, სადაც 6 მოიგო, აქედან 4 ნოკაუტით. კოსტასგან მარცხი მაკუინტოსთვის კარიერასა და სიცოცხლეში პირველი და უკანასკნელი აღმოჩნდა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ტრაგედია
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online