| ქალი და მამაკაცი |

ბოატენგს რა მოვუხერხო, არ ვიცი
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ზუსტად ვიცი, რომ "მილანი" არსად გამიშვებს
"მილანმა" გასვლით შეხვედრაში იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ დასჯილ "ბოლონიას" (ერთი ქულა ჩამოაკლეს) ადვილად სძლია და ახლა მდევრებს ექვსი ქულით უსწრებს.
ასეთი სეზონი "მილანს" კარგა ხანია, არ ჰქონია და როგორც ამბობენ, ეს გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის და გუნდის ახალწვეულების – ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და რობინიოს დიდი დამსახურებაა.
ფეხბურთელის პროფესიონალიზმი იმაში გამოიხატება, რამდენად ადვილად აუღებს ალღოს ახალ გუნდს და თანაგუნდელებს. სწორედ ამ კრიტერიუმით შეიძლება შეფასდეს ზლატან იბრაჰიმოვიჩის თამაში "მილანში", რომელიც ნამდვილად თავისად იქცა და არა სხვისად.
როდესაც "მილანში" მისი ტრანსფერი შედგა, ყველა ამბობდა, რომ "უძღები" შვილი მილანში დაბრუნდა და მისთვის იტალიაში თამაში იდეალური იქნებოდა და მართლაცასე მოხდა – უკვე 16 ტური მიილია და იბრაჰიმოვიჩს ცხრა გოლი აქვს გატანილი და დი ნატალეს მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება, მაგრამ, რაც მთავარია, თავის გუნდში ის ბომბარდირია, თუმცა ხუმრობს, ეს ბოატენგი ისე პანტა–პუნტით ყრის გოლებს, მეშინია, მაისში ჩემზე წინ არ აღმოჩნდესო.
– ზლატან, კიდევ ერთი ადვილი გამარჯვება...
– ალბათ, ბოლონიელ ფეხბურთელებს არ ეწყინებათ თუ ვიტყვით, რომ ნამდვილად ადვილი გასეირნება გვქონდა. ალეგრი ხშირად ამბობს, მაქსიმალურად მობილიზებულები იყავით, რამე შეცდომა არ დაუშვათ და რამე არ გამოგეპაროთო და მინდა ვთქვა, რომ ამ მხრივ პრობლემა არ გვქონია. მობილიზებულებიც ვიყავით და შედეგიც სახეზეა.
– თქვენ ამ შეხვედრაში საგოლე პასიც მიითვალეთ და გოლიც გაიტანეთ...
– მარტო ამ შეხვედრაში?
– გეტყობათ, რომ ჩვეულ ფორმაში ხართ...
– ყოველმხრივ (იცინის).
– შედეგიანობის მხრივ კვლავ იდეალური ხართ...
– ერთი რამ მაფიქრებს ძალიან, ამ ბოატენგს რა მოვუხერხო, არ ვიცი.
– რამე გაუგებრობა გაქვთ?
– არა, უკვე მეორე გოლი გაიტანა. ახლა მაგას რომ ვუყურო, მგონი, ჩემს დაწევაზე ფიქრობს და ეს არ მაწყობს (იცინის).
– ე.ი. ბომბარდირობაზე ფიქრობთ...
– რა თქმა უნდა.
– ცხრა გატანილი გოლით პირველ ადგილზე არ იმყოფებით...
– არა, ყველაფერი წინაა. იმედი მაქვს, რომ ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ მექნება და ბომბარდირად გახდომასაც მოვახერხებ.
– "ბარსელონა" არ გახსენდებათ?
– მახსენდება.
– როგორ?
– კარგად, ცუდად რატომ უნდა გამახსენდეს?
– თამაში არ წაგივიდათ...
– ჟურნალისტები ყველაფერს სხვანაირად აღიქვამთ. ვერ გავიგე, რატომ არ წამივიდა თამაში. გოლებიც გამქონდა, კარგადაც ვთამაშობდი. გვარდიოლას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, უცნაური მსოფლმხედველობა აქვს, მაგრამ განა მისი სურვილი არ იყო, მის გუნდში მივსულიყავით? საკუთარი ნებით მივედი? ასე ხომ არ ყოფილა? მაგრამ ერთმანეთის გაგება გაგვიჭირდა. შეიძლება ითქვას, რომ მე მძიმე ფორვარდი ვარ და ჩემი პლიუს–მინუსები მაქვს, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ შედეგიანი ფეხბურთელი არ ვარ.
– გვარდიოლა რას ამბობდა?
– მას არ უთქვამს, რომ შედეგიანი არ ვიყავი. ხომ არ დაგავიწყდათ, "კამპ ნოუზე" ელ კლასიკო "ბარსას" ვინ მოაგებინა? როცა მიწევდა მინდორზე გასვლა და თამაში, ბოლომდე ვიხარჯებოდი და პრობლემა არ მქონია. სულ სხვაა, რამდენად ბოლომდე გამოიყენა გუნდმა ჩემი შესაძლებლობები, თორემ ნამდვილად ვერავინ იტყვის, ბოლომდე არ დაიხარჯაო.
– მაისში ისევ "ბარსელონას" განკარგულებაში უნდა გადახვიდეთ...
– ეს კიდევ საკითხავია.
– "მილანი" დაგიტოვებთ?
– ამაში დარწმუნებული ვარ.
– თქვენც გინდათ დარჩენა?
– თავისთავად.
– გუნდები რომ ვერ შეთანხმდნენ?
– დავბრუნდები კატალონიაში და არ უნდა იფიქროთ ისე, თითქოს ეს ტრაგედია იქნება. "ბარსელონა" დიდი გუნდია და მიხარია, იქ რომ ვთამაშობდი.
– და მათი საკუთრება ხართ...
– მათი საკუთრება ვარ? არა, ახლა "მილანის" საკუთრება ვარ... მაისამდე.
– "ელ კლასიკოს" უყურეთ?
– ვუყურე და მომეწონა!
– გატყობთ, ესპანელებზე საუბარი არ გსიამოვნებთ...
– არა, რატომ? უბრალოდ, მირჩევნია ჩემს დღევანდელ გუნდზე ვისაუბროთ.
– "მილანი" ჩემპიონი გახდება?
– აუცილებლად გახდება. არის რამდენიმე შეხვედრა, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ. მიმაჩნია, რომ წელს "მილანის" დადებითი მხარე ის არის, რომ ლიდერებთანაც კარგად თამაშობს და მოსაგებ თამაშებსაც იგებს.

კავშირი ტეგთან: ხოსეპ გვარდიოლა

კავშირი ტეგთან: ხოსეპ გვარდიოლა

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 