| ქალი და მამაკაცი |

ქალებს მამაკაცებისგან კანონი დაიცავს
ქალებს მამაკაცებისგან კანონი დაიცავს
გაეროს მოსახლეობის ფონდის ორგანიზებით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16–დღიანი კამპანია დასრულდა. უკვე რამდენიმე წელია, რაც კამპანია აღნიშნული ფონდის საპარლამენტო გენდერული თანასწორობის საბჭოს მხარდაჭერითა და სამთავრობო–საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მსოფლიოს 159 ქვეყანასთან ერთად საქართველოშიც ტარდება. იგი მიზნად ისახავს გენდერული ძალადობისა და დისკრიმინაციის პრობლემების ირგვლივ საზოგადოებრივი ცნობიერების მობილიზაციას. მიმდინარე წელს კამპანიის ჩატარების თარიღები მისმა ორგანიზატორებმა, როგორც გენდერული ძალადობის (25 ნოემბერი), ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის (10 დეკემბერი) საერთაშორისო დღეებს საგანგებოდ დაამთხვიეს, რითაც ხაზი გაესვა იმას, რომ გენდერული ძალადობა ადამიანის უფლების დარღვევას ნიშნავს. კამპანია ოფიციალურად ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გაიხსნა და ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მის ფორმატში 70–ზე მეტი ღონისძიება, მათ შორის, ამიერკავკასიის რეგიონული ფოტოგამოფენა და საინფორმაციო სესიები ჩატარდა. "გუმბათი" პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს, პარლამენტის ვიცე–სპიკერს, რუსუდან კერვალიშვილს ესაუბრა.
– მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მსგავსად, გენდერული თანასწორობის ფართომასშტაბიანი კამპანია პერმანენტული სახის გახდა. საინტერესოა, რეალურად, რა სიახლეებია ამ სფეროში და საზოგადოებაზე რამდენად აისახება სახელმწიფოს დაინტერესება მოქალაქეების უფლებების დაცვის კუთხით?
– ეს კამპანია ყოველწიურად ტარდება და მას მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. რომ არა სიტყვა, არანაირი შედეგი არ ექნებოდა იმას, რასთან დაკავშირებითაც აუცილებელია, რომ საზოგადოების ყურადღება მეტად იყოს გამახვილებული. რომ არ ყოფილიყო საქართველოში გიორგი ლეონიძე, არ იქნებოდა ისეთი ნაწარმოები, როგორიც არის "ნატვრის ხე". ეს ნაწარმოები ყველაზე მეტად გამოხატავს, თუ რას ნიშნავს ძალადობა ქალის მიმართ, რამდენად საშიში მოვლენაა ის და რით შეიძლება დასრულდეს საზოგადოების ძალადობა. მარიტა ამგვარი ძალადობის შედეგის კონკრეტული მაგალითია. თუ წაკითხვა არა, ასეთი ნაწარმოების ფილმის სახით ნახვა ყველას უნდა შეეძლოს მთელ მსოფლიოში, რადგან, როცა პრაქტიკულად საზოგადოება ერთობლივად მონაწილეობს ძალადობაში, ეს ყველაზე კატასტროფული მოვლენაა, მით უმეტეს, როცა ის სუსტი სქესის მიმართ ხორციელდება. ამიტომ, გენდერული თანასწორობის ფარგლებში დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როცა კიდევ უფრო მეტს ვიგებთ ძალადობის გამოვლენის მიზეზ–შედეგობრივად გამოხატვის ფორმებზე და რა შეიძლება დავუპისრისპიროთ მას. უნდა ვთქვა, რომ ამ მხრივ, გამონაკლისი მხოლოდ საქართველო არ არის. ჩვენს საზოგადოებაში ძალადობა ზუსტად ისეთივეა, როგორიც მსოფლიოს სხვა, მათ შორის, ცივილურ ქვეყნებში.
– სტატისტიკის მონაცემებით, საქართველოში ყველანაირი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების ფონზე, რეალურად ყველა მე–11 ოჯახში არსებობს ძალადობა, სადაც მისი მსხვერპლი ძირითადად ქალია. ისეთ მცირერიცხოვან ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ეს მონაცემები კატასტროფულად გამოიყურება. ქვეყანაში შესაბამისი კანონმდებლობის შექმნამ შეუწყო თუ არა ხელი ამ ვითარების გამოსწორებას?
– "ოჯახში ძალადობის შესახებ" კანონი ძალაში 2006 წელს შევიდა და ამის შემდეგ მოგვეცა საშუალება ისეთი მნიშვნელოვანი მდგომარეობის რეალიზებისა, როგორიც არის თავშესაფრების შექმნა. ამჟამად, მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა, რათა საქართველოში იმ რაოდენობის სოციალური მუშაკები გვყავდეს, რომლებიც ამ საქმეში კომპეტენტურნი იქნებიან და სოციალური კუთხით ოჯახების ძალადობისგან დაცვა შეეძლებათ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ადამიანს ვალდებულება არ ექნება, რომ ოჯახის საიდუმლოება, მისი მდგომარეობა მაინცდამაინც პატრულს შეატყობინოს. ძალიან ხშირად, ოჯახური ძალადობის მიზეზით პატრულის გამოჩენა დისკომფორტს ქმნის და გარკვეულწილად ინტიმური პრობლემის შემდგომ გართულებებს იწვევს. ამის გამო, შემდგომში უფრო მეტად ისევ თავად ძალადობის მსხვერპლებს უჭირთ ხოლმე. ოჯახში ძალადობა სხვადასხვა ფორმისაა. ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, ფსიქიკური და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ის მხოლოდ ქალისაკენ იყოს მიმართული. ძალადობა, შესაძლოა, ვლინდებოდეს მამაკაცის, მოხუცებულის, ბავშვის მიმართაც. ოჯახური ურთიერთობა კომპლექსურია და ოჯახური ძალადობაც ერთ–ერთი ყველაზე რთული პრობლემაა, რომელიც ასევე კომპლექსურად ვლინდება ოჯახის წევრებში. ოჯახური ძალადობის თითოეული ფაქტი სხვადასხვა ფაქტორებთან არის დაკავშირებული, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს თავად ოჯახისა და მსხვერპლის დაცვას, რადგან სახელმწიფოსთვის ყველა მოქალაქე ერთნაირად მნიშვნელოვანია.
– რა სპეციფიკური ფუნქციის მატარებელი იქნება სოციალური მუშაკი და რა სახით შეიძლება ის ჩაერთოს ოჯახური ძალადობის პრობლემის მოგვარებაში?
– ამჟამად, ორი სახის: დამცავი და შემაკავებელი ორდერი გვაქვს, რომლებიც ერთმანეთისაგან თავისი სტატუსით განსხვავდებიან. ესეც სიახლეს წარმოადგენს. შემაკავებელი ორდერი არის სასჯელი, რომელიც მოძალადისაგან მსხვერპლის დაცვას, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ, მოძალადის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ნორმის მიღებას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე მოძალადეს არჩევანი ეზრდება და მას შეუძლია გააკონტროლოს თავისი მოქმედება. თუკი, ადგილი აქვს საწინააღმდეგო ჩვენებას, ანუ ძალადობა ღრმავდება, ამ შემთხვევაში კანონი მეტად მკაცრდება და მისთვის აღმკვეთ ღონისძიებას ითვალისწინებს. სოციალურ მუშაკს, ფსიქოლოგსა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების ჯგუფს, შეუძლიათ ერთობლივად შეაფასონ მსხვერპლის სტატუსი, მდგომარეობა და განსაზღვრონ ის ღონისძიება, რომელიც შეიძლება მოძალადის მიმართ მიღებული იქნას. ოჯახს ეძლევა შესაძლებლობა, გაიაროს ფსიქოლოგიური დახმარება, სოციალურ მუშაკთან კონსულტაცია, რაც თავისთავად დახმარებას ითვალისწინებს, რადგან მისი ფუნქცია მარტო მდგომარეობის დადგენა კი არა, შესაბამისი მდგომარეობიდან გამომდინარე შეთავაზებაა. ძალადობის უამრავი მიზეზი არსებობს: უმუშევრობა, ეჭვიანობა, ფინანსური მდგომარეობა, ან უბრალოდ, სტატუსი, როცა ადამიანი გაუწონასწორებელია, ან ალკოჰოლის გავლენის ქვეშ იმყოფება, ან სამსახურებრივ მდგომარეობას ბოროტად იყენებს ოჯახში (იარაღის ტარების უფლება), რაც კიდევ უფრო აღრმავებს დანაშაულს. ამიტომ სოციალურ მუშაკს პირველად ეძლევა საშუალება, შეაფასოს ოჯახში არსებული ძალადობის მდგომარეობა და საჭიროებს თუ არა ის სამართლებრივ დახმარებას. ჩვენ ადრე თავშესაფრები არ გვქონდა, ამჟამად, ისინი უკვე ფუნქციონირებენ თბილისში, გორში, ბათუმში, რაც ნიშნავს, რომ მსხვერპლი მარტო არ არის. ასევე, არსებობს საშუალება, რომ მსხვერპლი იზოლირებული ბავშვებთან ერთად იყოს და იმისთვის, რომ პატარები არ დაზარალდნენ, განსაზღვრულია მათი სწავლის პროცესის უწყვეტობაც. ძალიან ბევრი ღონისძიებაა შემუშავებული და ამასთან დაკავშირებით უდიდესი წვლილი მიუძღვით არასამთავრობო ორგანიზაციებს, საუწყებათაშორისო საბჭოსა და ოჯახურ ძალადობათა მსხვერპლთა დაცვის ფონდს.
– სოციალური ფონი, რეალურად გასდევს საერთო მდგომარეობას, რომელიც ოჯახური ძალადობის კუთხით არსებობს საქართველოში. საინტერესოა, რა როლი აქვთ ამ კამპანიაში თავად მამაკაცებს, რომლებიც საკუთარი არასრულფასოვანი შეგრძნებების მიზეზით ქალზე მოძალადეებად გვევლინებიან?
– ოჯახური ძალადობისა და ნებისმიერი გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90–იან წლებში კანადაში დაიწყო მოძრაობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა გამორჩეული მამაკაცი მაიკლ კაუფმანი. მან დააარსა ცნობილი "თეთრი ლენტის" ორდენი, რაც ნიშნავს, რომ ქალებს ძალადობისგან მამაკაცები იცავენ. ამას თავისთავად მხარი დაუჭირა გაეროს გენმდივანმა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ იქ, სადაც მამაკაცები საზოგადოებას ძალადობისაგან არ იცავენ, ქალები თავისთავად და დამოუკიდებლად ამის განხორციელებას ვერ შეძლებენ. უდიდეს პრობლემათა შორის არ შემიძლია არ გამოვყო კიდევ ერთი: ძალიან ბევრი სახის ძალადობის გამოვლენა და გარკვეული პრობლემები წარმოშობს შედეგად იმას, რომ ოჯახიდან ქალბატონები ხშირად უცხოეთში მიდიან. ამას იმის გამო აკეთებენ, რომ თავი გააღწიონ არა ოჯახურ ძალადობას, არამედ იმ უდიდეს პრობლემას, რომელიც ეკონომიკურ საკითხებთან არის დაკავშირებული. წარმოიდგინეთ იმ ქალბატონების მდგომარეობა, რომლებიც უცხოეთში, მიუხედავად იმისა, რომ იმყოფებიან სხვადასხვა წნეხის ქვეშ, თავიანთი თავგანწირული შრომით ოჯახებს სარჩო–საბადებელს უგზავნიან და ისე გადის მათი ცხოვრება, რომ საკუთარ შვილებს წლების განმავლობაში ვერ ნახულობენ. ამიტომ ქალების დაცვა მამაკაცებისგან და მამაკაცების მიერ, ჩვენი საზოგადოების მომავლის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხია.
– ოჯახური ძალადობისგან გაქცეული ქალები ხშირად ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან და ამის ბოლო გამოვლინება მალაიზიაში სასიკვდილო განაჩენის წინაშე აღმოჩენილი ქართველი ქალბატონების მაგალითი იქცა. ასეთ შემთხვევაში გენდერული თანასწორობის კამპანიაში ჩართულ სტრუქტურებს მოქლაქეების დაცვის რა მექანიზმი გაქვთ?
– ეს არის უღრმესი პრობლემა და სწორად ახლა ვდგავართ იმ საშინელი ფაქტის წინაშე, რაც მალაიზიაში მოხდა. ჯერჯერობით, არც ერთი ჩვენგანისთვის არ არის ცნობილი, რამ გამოწვია ეს ტრაგედია. რადგან არ ვიცით, სხვა ქვეყნებში რა ხდება, ამისთვის არის საჭირო ცხელი ხაზი და მუდმივი კავშირი "ოჯახში ძალადობის ფონდთან", გენდერული თანასწორობის საბჭოსთან, რადგან ეს ორგანიზაციები არიან მოწოდებულნი მხოლოდ იმისათვის, რომ ადამიანები სხვადასხვა ტიპის ძალადობისგან დაიცვან. 16–დღიანი კამპანიაც სწორედ ამიტომ არის მნიშვენლოვანი.
– რამდენიმე წლის წინ, როცა პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებული კანონი განიხილებოდა, საზოგადოებამ იხილა ზოგიერთი დეპუტატი მამაკაცის ცინიკური რეპლიკები, რაც "ოჯახური ძალადობის" მოვლენასთან დაკავშირებით მათ დამოკიდებულებას გამოხატავდა. კანონის რეალურად მოქმედების პერიოდში პოზიტიური ცვლილება თუ შეინიშნება ე.წ. ქართულ მენტალიტეტში, რომელიც ხშირად არაჯანსაღი უფროა, ვიდრე ასე ვთქვათ, "ტრადიციული"?
– ძალიან საინტერესოა, რომ ახალგაზრდები, მათ შორის, სტუდენტები, ამ საკითხების სიღრმისეული ცოდნით დაინტერესებული არიან. სიმართლე გითხრათ, არასათანადო დამოკიდებულება მხოლოდ ჩვენი ბრალია, ვინც კანონმდებლობაზე ვმუშაობთ. ჩვენ თუ საზოგადოებამდე სწორად ვერ მივიტანეთ რაზეა ლაპარაკი, საზოგადოების დამოკიდებულებაც შეიძლება იყოს არა ისეთი, როგორიც საჭიროა. ამ საკითხებისადმი დამთრგუნველი და დამცინავი დამოკიდებულებაც არსებობს. მაგალითად, ყველამ ვიცით, როგორი შეურაცხმყოფელია ქალისთვის, როცა სამსახურში მამაკაცმა შეიძლება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქალია და არის მასზე დამოკიდებული, სხვაგვარად შეხედოს. ყველამ საკუთარი თავი წარმოიდგინოს, რადგან ყველა საზოგადოების წევრი: დედები, შვილები, ბებიები, დები ვართ და ურთიერთობებიც ერთმანეთზეა დამოკიდებული. თუ გვინდა, რომ ასეთი დამოკიდებულება შეიცვალოს, ეს პრობლემა ამიტომაც იღებს კანონის სახეს. შესაბამისად, ქართველ მამაკაცებს ნაკლები საეჭვიანო ექნებათ, როცა კანონის ძალით, ყველა გაიგებს, რომ არ შეიძლება ადამიანი ადამიანს მოეპყრას ისე, რომ შეურაცხყოს მისი პიროვნება. დიდი იმედი მაქვს, რომ თანდათანობით კანონმდებლობა ისეთი გახდება, როგორიც უნდა იყოს, ჩვენნაირი უძველესი ტრადიციული ფესვების ქვეყანაში, სადაც ქალის მიმართ დამოკიდებულება მხოლოდ და მხოლოდ პატივისცემით გამოიხატებოდა.
ხათუნა ხატიაშვილი

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 

.jpg)