| ქალი და მამაკაცი |

ანრი ჯოხაძე: "სამართლიანი არ იქნებოდა, რომ ანი ჯეოსტარი გამხდარიყო"
მარინა ბერიძე: "ანისთვის მე მარინა არ ვარ"
მარინა ბერიძის "კივილი" ოდესღაც მის ფავორიტ ანი სირაძეს ახლა ძილს უფრთხობს. ცნობილი კომპოზიტორისა და მომღერლის, ეთერ ჭელიძის შვილიშვილმა "ჯეოსტარზე" თავისი შესაძლებლობები ვერ წარმოაჩინა. ყოველი მომდევნო ტური მისთვის სულ უფრო წარუმატებელი ხდებოდა. ამას ჟიური და მისი ყველაზე მკაცრი წევრი მარინა ბერიძე ნამდვილად ვერ მოითმენდა, არადა თავის დროზე სწორედ მან ურჩია ანის, კასტინგზე მისულიყო. მოკლედ, აღმზრდელს აღსაზრდელმა იმედი გაუცრუა. დამწყებმა მომღერალმა პირდაპირ სცენაზე მისი მისამართით წამოსულ დაუნდობელ კრიტიკას ვერ გაუძლო და პროექტი დატოვა. ოფიციალური მიზეზი – ნერვული აშლილობა.
შესაძლოა, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი მომღერლისა და მისი ხმისთვის ეს ყველაზე კარგი გამოსავალიც იყო, მაგრამ სკანდალი მაინც შედგა. ნორჩი მომღერალი მარინა ბერიძისგან მონსტრის შექმნას ცდილობს. ასეთ საქციელს კი ჟიურის თავმჯდომარე მას უმადური შვილის პოზიციად უთვლის. ანი სირაძე და მისი ოჯახი პრესასთან ურთიერთობას გაურბის. ოფიციალურ მიზეზად "რუსთავი 2"–თან დადებულ კონტრაქტს ასახელებენ, რომლის თანახმადაც, მათ მკაცრად ეკრძალებათ მეორე მხარის ოფიციალური, წერილობითი ნებართვის გარეშე ინტერვიუების მიცემა. სწორედ ამ საბუთს ითხოვდნენ ისინი "სარკისაგან" გარანტად, რომ მათთან ინტერვიუ ჩაგვეწერა – მოგვიტანეთ ოფიციალური დოკუმენტი, რომ "რუსთავი 2" არ დაგვაჯარიმებს და ინტერვიუს მოგცემთო. თუმცა ამავე მიზეზს მათთვის რატომღაც ხელი არ შეუშლია, რომ ანი "ნანუკას შოუში" დამჯდარიყო და გუდისთვის პირი მოეხსნა. "რუსთავი 2"–ში კი სიტყვიერად აცხადებენ, რომ ინტერვიუ არანაირად არ არის აკრძალული... ერთი სიტყვით, "სარკემ" საჭიროდ არ ჩათვალა, საბუთომანიას გამოჰკიდებოდა. რეალური ვითარების ასახვისთვის მარინა ბერიძის, ანი სირაძის პროდიუსერ ცაია ყიფიანის და ანის ოჯახის ახლობლისა და პოპულარული მომღერლის, ანრი ჯოხაძის კომენტარებიც საკმარისად მივიჩნიეთ.
მარინა ბერიძე:
– წელს პირველად, ძალიან დიდი არჩევის შედეგად, მივაღწიეთ, რომ "ჯეოსტარში" ყოფილიყვნენ სტილისტურად აბსოლუტურად განსხვავებული ტიპაჟები. თითოეულ კონკურსანტს განსხვავებული ენერგეტიკა და ტემპი ჰქონდა და ამიტომ ვთვლიდით, რომ გაცილებით საინტერესო პროექტი გამოვიდოდა.
– გაამართლა ამ ექსპერიმენტმა?
– იმ შემთხვევაში გაამართლებდა, თუ "რუსთავი 2"–ის მაყურებელი ისევე წამოგვყვებოდა, როგორც აქამდე. კონკურსის პირველივე დღიდან სიტუაცია აირია. სალომე კალანდაძე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხმის პატრონი იყო, მან კი პირველივე დღეს დატოვა პროექტი და პირველი შოკიც მაშინ მივიღე. მაინც ვფიქრობ, რომ ფინალი უკვე ძალიან დაწყობილი და ღირსეული იქნება, თუმცა ძალიან მწყდება გული მაჩვზე (ზურაბ მოსიავა, ავტ.). ის ამ პალიტრაში აბსოლუტურად სხვა ფერი იყო.
– "ჯეოსტარის" კასტინგის დროს გაკეთებული არჩევანის გამო ახლა არ ნანობთ?
– არა, "ჯეოსტარში" ყოველთვის ასეა, ზოგიერთი მონაწილე მოგვყვება, ვითარდება, ბოლომდე იხსნება, ზოგი – ვერა. ყოველ წელს არის მოლოდინი, წარმატებები და იმედგაცრუებები. არიან კონკურსანტები, რომლებიც ერთი სიმღერით გაიტანენ თავს და იმის იქით ვეღარაფერს აკეთებენ. ვერც ერთი პროფესიონალი განსაზღვრავს, ამა თუ იმ ადამიანს რა რესურსი აქვს, როგორ მუშაობს, რას გააკეთებს 12 ტურში. ბოლომდე ყოველთვის ისინი გადიან, რომლებიც რეალური ლიდერები არიან და, ჩემი აზრით, ეს წესი არც წელს დაირღვევა. მჯერა, რომ წლევანდელ სამეულში იქნებიან – სოფო გელოვანი, ოთო ნემსაძე და ინდირა ჯგერნაია, ანუ სამი აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპის ადამიანი.
– როგორც ჩანს, მაყურებელს არ უყვარს, როდესაც მას ჟიურის მაგიდიდან რაღაცას კარნახობენ. ხანდახან პირდაპირ მიგითითებიათ, ამ მონაწილეს დაუმესიჯეთ და იმას ნუ დაუმესიჯებთო, თუმცა ხშირად საპირისპირო შედეგები მიგიღიათ.
– საბედნიეროდ, ფინალი მაინც ყოველთვის კარგი გვაქვს ხოლმე. თქვენ თუ მეტყვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში რომელიმე ფინალისტი ღირსეული არ იყოო, მაშინ მეც დავფიქრდები. ყოველ "ჯეოსტარზე" მიდის იმაზე ლაპარაკი, წელს სუსტი მონაწილეები არიან, ვიდრე გასულ წელს იყვნენო. ეს იმიტომ ხდება, რომ წინა წლის მონაწილეები გაცილებით კარგად ახსოვთ. წლევანდელი კონკურსის გზავნილი იყო, რომ ჩვენ ვეძებდით ლიდერებს. ამიტომაც ყველა წინა კონკურსთან შედარებით ეს ტურები იყო ძალიან რთული. შესაბამისად რეპერტუარიც ძალიან გავართულეთ.
– წლევანდელი "ჯეოსტარი" სკანდალის ფონზე მიმდინარეობს. ელოდით, რომ ანი სირაძე კონკურსს თქვენ გამო დატოვებდა?
– ნამდვილად არ ველოდი. ვერავინ იპოვის ჯეოსტარელს, რომელსაც მე არ ვუყვარვარ. ეს ძალიან ხმამაღალი განცხადებაა, მაგრამ ამის საფუძველი ნამდვილად მაქვს. ამ პროექტის ისტორიაში ვერც ერთი მონაწილე ვერაფერს დამაბრალებს. რაც უნდა მტკივნეული იყოს, ყოველთვის ვამბობ სიმართლეს. წინა "ჯეოსტარის" ფინალისტი ვაჟა მანია ჩემთვის მნიშვნელოვანი მუსიკოსი იყო, მაგრამ როცა საჭირო იყო, არც მისთვის დამიკლია კრიტიკა. ვგიჟდები ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც ტანში აქვთ გამჯდარი მუსიკოსობა. შეიძლება ვაჟა მანიამ ან თუნდაც მაჩვიმ თავის დროზე ვერ აიღეს კარგი ნოტები, ყალბიც გაუშვეს, მაგრამ ისინი საოცრად მუსიკალურები არიან. თავის დროზე ვაჟა მანიასაც რომ ჰქონოდა უკურეაქცია ჩემს კრიტიკაზე, მას ის შედეგი არ ექნებოდა, რაც მიიღო. იმ შემთხვევაში არ მოგვყვება მომღერალი, რომელსაც არ სჯერა შენი ან თავისი ამბიცია ახრჩობს.
– მაგრამ ამდენ ჯეოსტარელში აღმოჩნდა ერთი, რომელსაც თურმე ისე ეშინოდა თქვენი, რომ ღამეც კი ელანდებოდით.
– მე მაინც ვთვლი, რომ ეს ყველაფერი მისი ასაკის ბრალია, პატარაა და ბევრი რამ ვერ გათვალა. დღესაც არ დავმალავ, რომ ანი სირაძე ძალიან მომწონდა, მქონდა ჩემი ხედვა და მეგონა, რომ ის საკუთარ თავს სხვანაირად წარმოაჩენდა.
– რა დაინახეთ მასში?
– პოპკულტურის ძალიან მკაფიო წარმომადგენელი, რომელსაც გემოვნებიანად წარმოაჩენდი, ანუ მე მქონდა იმედი, რომ მისგან ჩვეულებრივი კი არა, კარგი პოპმომღერალი გამოვიდოდა. სულაც არ მიმაჩნია, რომ პოპი ცუდია, ჯემი როქვაიც პოპს მღერის. ზოგადად ტენდენციაა იმისკენ, რომ პოპკულტურა გახდეს ძალიან გემოვნებიანი... შეიძლება ზედმეტი მოლოდინებიც მქონდა. ბევრი არ მეთანხმებოდა, რომ სირაძესთან დაკავშირებული ჩემი ხედვები გაამართლებდა, მაგრამ მე პოზიციებს არ ვთმობდი. ამ ბავშვს 6 წლიდან ვიცნობ და ყველანაირი საფუძველი მქონდა იმისა, რომ მისი იმედი მქონოდა. წელს დავუკავშირდი ნინი ქარსელაძის და ზუკა ხუციშვილის ოჯახებსაც. მინდოდა, რომ ის ბავშვები, რომლებმაც გარკველი პერიოდი ტაიმ–აუტი აიღეს გარდატეხის ასაკის გამო, სცენაზე ტრიუმფით დაბრუნებულიყვნენ.
– ანუ ანი სირაძე თქვენი მიყვანილია პროექტში?
– მე ყველას შევთავაზე, კასტინგზე მოსულიყვნენ, მაგრამ არასოდეს არავისთვის არაფრის გარანტია არ მიმიცია.
– რას დააბრალებთ ანი სირაძის წარუმატებელ გამოსვლებს?
– როგორც კი მეცადინეობები დაიწყო, მაშინვე ასტკივდა და დაუჩირქდა ყელი. ექიმებში მოუწია სირბილი, ამიტომაც თავიდან ცოტა გვეცოდებოდა, თანაც გარეგნობით სიფრიფანა გოგოა. ამ სკანდალის შემდეგაც ხელს მოვაწერ, რომ ანი კარგი ბავშვია, უბრალოდ პატარაა და ცუდი გავლენის ქვეშ არის, რაც ძალიან მწყინს. მასთან შეხებისას არც ცუდი მუხტი მიგვრძვნია და არც ცუდი აურა.
– მაგრამ თავად ანი ამბობს, რომ მისთვის ყველაზე დიდი მონსტრი თქვენ იყავით, მის სიზმრებსა და მოლანდებებშიც კი თქვენ ყოფილხართ.
– არ მინდა, ასეთ პოლემიკაში შევიდე. როგორც ჩანს, მას ახლა ასე აწყობს. ხომ იცით გამოთქმა, ბავშვი ტირის და რომ ეტყვიან, რატომო, პასუხობს, გამდის და ვტირიო. მაინც ვცდილობდი, ჟიურის სკამიდან რაღაცეები ბოლომდე არ მეთქვა. მის ასაკს ვითვალისწინებდი და არ მინდოდა, ჩემი შეფასებები მისთვის მტკივნეული ყოფილიყო. ლევან წულაძე (ჟიურის წევრი. – ავტ.) სულ მეუბნებოდა, შეხედე, პატარა შველს ჰგავს, სიფრიფანა არისო, მაგრამ ზურგს უკან ჭორაობას მირჩევნია, ყველაფერი პირდაპირ ვთქვა ხოლმე.
– ამბობენ, თუ მარინა ბერიძემ კარგი თვალით შეგხედა, ხელში აგიტაცებს და თუ ამოგიჩემა – მტრისასო.
– არავინ არასოდეს ამომიჩემებია! უბრალოდ ვიღაც უფრო ნიჭიერია და ვიღაც – ნაკლებად. ჩემს გულში ყველა ჯეოსტარელს თავისი ადგილი აქვს, ისინი ჩვენი შვილები არიან იმიტომ, რომ თითოეულ მათგანში ძალიან დიდ შრომას ვდებთ. კონკურსი სწორედ ეს არის, კონკურსანტები არანორმალურად იტვირთებიან, ზოგი უძლებს ამას, ზოგი – ვერა.
– თავად პროექტმა "ჯეოსტარმა" ამ ხუთი წლის განმავლობაში რა ნაკლოვანებები დაგანახათ?
– ალბათ, პირველ რიგში, ის, რომ კონკურსანტების შერჩევა 17 წლიდან უნდა დაიწყოს (ანი სირაძე 16 წლის იყო. – ავტ.), თუმცა ამავე დროს ისიც უნდა ითქვას, რომ ევროვიზიაზე 13–14 წლის ბავშვებს მთელი დატვირთვით ამუშავებენ და ისინი მთელ დარბაზს აოგნებენ. მიუხედავად ამისა, მაინც ვთვლი, რომ ბავშვმა 13–დან 16 წლამდე სიმღერა საერთოდ უნდა აკრძალოს. ხშირად გამოთქვამენ პრეტენზიებს, რატომ უნდა გადაწყვიტოს რამე ჟიურიმ, ყველაფერი მთლიანად ხალხს მივანდოთო. ამაზეც არაჩვეულებრივი პასუხი მაქვს – ჩვენ არა ვართ დიდი ქვეყანა და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ახალფეხადგმული შოუბიზნესი პირდაპირ ხალხზე მიუშვა. ჩვენ უნდა ვასწავლოთ მაყურებელს, როგორ წამოგვყვეს და ამ ეტაპზე ჩვენ უფრო მეტი ვიცით, ვიდრე მაყურებელმა. არც გიორგი სუხიტაშვილს და არც სალომე ბაკურაძეს არავინ ჰყოლია გავლენიანი, რომ მესიჯებისათვის დიდი ფული გაეღოთ. კონკურსის პირველი ოთხი ტური ჩვენც ვერ ვამჩნევთ მომღერლებს, როგორ გაიხსნებიან, მაშინ უფრო მეტად არის პირადი სიმპათიები, ხმის მიცემები. შემდეგ კი უკვე მაყურებელს თავისი რჩეულები ჰყავს მუსიკალური კუთხით.
– დღეს რომ ასეთი სიტუაცია არ იყოს, შეასრულებდით თქვენს მუქარას, შეიძლება პროექტი დავტოვოო?
– არ ვიცი, ის დღე ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. ვაღიარებ, რომ ზურა მოსიავას წასვლა ჩემთვის ძალიან დიდი ტრავმა იყო. ასეთ მდგომარეობაში ბუნებრივია, ცხელ გულზე ბევრი რამ ვთქვი. ვაღიარებ, რომ ჟიურის წევრის განცხადებები არ უნდა იყოს ემოციური, მაგრამ რა ვქნათ, ჩვენც ადამიანები ვართ. უბრალოდ გავგიჟდი, როდესაც ვხედავდი, ეს ბიჭი როგორ განვითარდა, წელში გაიმართა და იმ დროს გაუშვეს პროექტიდან.
– ანრი ჯოხაძესთან მართლა გქონდათ დაპირისპირება ანი სირაძის გამო, როგორც ამბობენ?
– არანაირი, ეს აბსოლუტურად უაზრო ჭორებია. ანრი მუსიკოსია და ჩემი მეგობარი. მან მშვენივრად იცის, სად იმღერა ანი სირაძემ კარგად და სად ვერ იმღერა. არასოდეს ჩვენ შორის ამ თემაზე უსიამოვნება არ იქნება, მე ამაზე ხელს ვაწერ!
– ანი სირაძის მიმართ თქვენი მომთხოვნელობა იმანაც ხომ არ გააძლიერა, რომ ის ეთერ ჭელიძის შვილიშვილია?
– არა, უბრალოდ ვაჟა აზარაშვილის სიმღერების შესრულების დროს ძალიან გავღიზიანდი, რადგან ვთვლი, რომ ეთერ ჭელიძის შვილიშვილმა ვაჟა აზარაშვილის სიმღერები სხვანაირად უნდა იმღეროს, ვიდრე თუნდაც, ინდირა ჯგერნაიამ. ანი მუსიკაში გაიზარდა, ინდირა კი ასეთ გარემოში არ გაზრდილა.
– წეღან აღნიშნეთ, რომ ანი მავნე გავლენის ქვეშ არის. რა იგულისხმეთ?
– ეს ყველაფერი ტუტრუცანა თინეიჯერების დამსახურებაა. ამ თაობის წარმომადგენლებს მარტივი ახსნა აქვთ – მინდა და ვუმესიჯებ, ჩემი ამხანაგია და ვუმესიჯებ! უცხოეთში ასეთი რამ არ ხდება, არავინ დაუმესიჯებს იმას, ვინც უბრალოდ, ასე ახლობელია. ალბათ ისინი ასეთ რაღაცაზე ფულს არ დახარჯავენ იმიტომ, რომ ბევრად დიდი შრომით აქვთ ნაშოვნი. ერთადერთი, რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს ამ სკანდალში, არის ის, რომ მინდა, ანიმ სწორად გაიგოს, მე მისთვის მარინა არ ვარ, მე საკმაოდ ასაკოვანი ადამიანი ვარ და სხვანაირ მიმართვას ვიმსახურებ. როგორც ჩანს, ჩემ მიმართ წარმართული კამპანია მათი პიარის ნაწილია, მაგრამ მე არანაირად შევიცვლები და ვერც ვერანაირი განცხადებები ვერაფერს მავნებს.
ყველა ჯეოსტარელის მიმართ დედასავით ვარ და მიხარია, რომ ამას ყველა ხედავს. სამწუხაროდ, სირაძემ ეს ვერ დაინახა. არ დავეთანხმები იმას, რომ ამ ბავშვს არა აქვს სმენა და ნიჭი. პირიქით, მას ნიჭიც აქვს და სმენაც, უბრალოდ არ გამოუვიდა ეს "ჯეოსტარში". ამაში ტრაგედია არაფერი არ არის. მერწმუნეთ, ცხოვრებაში არ მიკივლია არც სირაძე და არც ნებისმიერი სხვა გვარი, ასეთი ფანტაზიებით უბრალოდ ანი სირაძე პიარს იკეთებს. მე კი ვთვლი, რომ ეს არასწორი პიარია. უკეთესი იყო, რომ დარჩენილიყო და ყოფილიყო ამ დიდი ოჯახის წევრი, რასაც "ჯეოსტარი" ჰქვია. ერთი კვირა არ გავა ისე, რომ ჩემს კაბინეტში არ შემოვარდნენ ჯეოსტარელები, არ ჩამეხუტონ. ძალიან შეწუხებულები არიან ყველანი იმით, რაც დღეს ხდება, ნოდიკოც, სუხიტაშვილიც... ხანდახან, როდესაც გიორგი სუხიტაშვილი მოვა ჩემ მოსანახულებლად, წასვლისას აღმოვაჩენ, რომ პატარა იის კონა დაუტოვებია ჩემთვის, იმასაც ვერ მიბედავს, რომ პირდაპირ დიდი თაიგული მომიტანოს. ასე ჩუმად ხან შოკოლადებს მომიტანენ და მიტოვებენ. სალომე ბაკურაძე შემოვარდება და ჩამეხუტება ხოლმე, შენი სუნი მომენატრაო. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სიყვარულის გამოხატულებაა. რომ არა ჩემი სიმკაცრე, ისინი დღეს ასეთები არ იქნებოდნენ.
* * *
"ამ სტრესის შემდეგ ანი საათნახევარი კულისების გარდერობში იმალებოდა"
ცაია ყიფიანი – ანი სირაძის ოჯახის ახლობელი და პროდიუსერი:
– სამი წლიდან ანი ჩემს ხელში იზრდება, ძალიან ბევრ საერთაშორისო კონკურსში არის გამარჯვებული. მუსიკალურ წრეებში ყველამ კარგად იცის, თუ როგორ მღერის ანი სირაძე. თვითონ მარინამ სთხოვა, რომ "ჯეოსტარის" კასტინგში მიეღო მონაწილეობა. ვერ გეტყვით, რომ ერთსულოვანი დამოკიდებულება იყო ოჯახში ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. თვითონ ანი და დედამისი თავს იკავებდნენ, მე კი რატომღაც მომეწონა ეს იდეა და ვეუბნებოდი, კარგია, საინტერესო საკონკურსო ცხოვრება ექნება–მეთქი, ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი რჩევის შედეგად გადადგა ეს ნაბიჯი. ახლა კი ჩემს თავს ამაში ვადანაშაულებ. "ჯეოსტარში" რთული ეტაპი დაემთხვა, ყელის მდგომარეობა ისე გაურთულდა, რომ ექიმებმა საერთოდ აუკრძალეს სიმღერა. არადა კასტინგზე ისე იმღერა, რომ ყველას ძალიან მოეწონა. ანიზე ყველაზე ცუდად ვაჟა აზარაშვილის სიმღერების ტურმა იმოქმედა, ამ დროს მისი ყელი კრიტიკულ მომენტში იყო, თავად უარსაც ამბობდა, კონცერტზე გამოსულიყო, მაგრამ პედაგოგებმა უთხრეს, რომ კონცერტის დაწყების წინ გაკეთდებოდა განცხადება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მაგრამ ეს არავის უთქვამს. არადა მანამდე უკვე დედამისმა ვაჟა აზარაშვილს ბოდიშიც კი შეუთვალა, ბავშვი ასე ცუდად არის და დღეს შენს სიმღერას ვერ იმღერებს ან თუ იმღერებს, ისე ვერ შეასრულებს, როგორც ეკადრებაო. კონცერტის დაწყებამდე კი მარინა ბერიძემ დუტას და მონაწილეებს მკაცრად მიუთითა, არავინ ახსენოთ, ანის თუ ყელი სტკივაო.
– თვითონ ანი როგორ აფასებდა თავის გამოსვლებს?
– თვითონ ანი ხვდებოდა, რომ ძალიან ცუდად იმღერა, მაგრამ ამას დაემატა ჟიურის ნეგატიური განწყობა. ცდილობდა, ამ პრობლემებს გამკლავებოდა. ბოლო ტურში, როდესაც მართლა კარგად იმღერა, არასწორი კრიტიკა მიიღო. სიმღერა საერთოდ არ შეუფასეს და ცეკვა დაუწუნეს. პირადად მე ამ დღეს გაოგნებულდი დავრჩი, ერთი სიტყვა არ იყო ნახსენები, თუ რა კარგად იმღერა.
– ანუ, თქვენი აზრით, ჟიურიმ ამოიჩემა ანი სირაძე?
– არ ვიცი, მეც გაოგნებული ვარ. თავად მარინას ინიციატივა იყო ამ ბავშვის მისვლა პროექტში და არ მესმის მისი აგრესია. არ დაგიმალავთ და მე თვითონაც გავღიზიანდი, როდესაც ერთხელ მარინას ინტერვიუში წავიკითხე, გვინდოდა, ანი სირაძე ამ პროექტში ერთი დამატებითი ელემენტი ყოფილიყოო. როგორც ჩანს, თავიდანვე იყო ჩაფიქრებული, რომ ბავშვი მხოლოდ ელემენტად სჭირდებოდათ. მარინას გაღიზიანება ყველაზე მეტად იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ანი ყოველთვის იყო ესემეს–ს ლიდერი. ძალიან გაკვირვებული ვარ იმ ფაქტით, რომ ის პირდაპირ მოუწოდებდა ხალხს, მისთვის არ დაემესიჯებინათ. ეს ხომ ესემეს–ს კონკურსია. თვით მარია კალასმაც კი ერთხელ კონცერტზე ვერ იმღერა, მაგრამ ის ყოველთვის მარია კალასად რჩებოდა.
– თუმცა ალბათ მარია კალასსაც რომ მიეღო კონკურსში მონაწილეობა და ვერ ემღერა, მასაც გააკრიტიკებდნენ.
– კი, კრიტიკა საჭიროა, მაგრამ არა ისეთი აგრესიული, როგორიც ანის მიმართ იყო. ასეთი აგრესიული კრიტიკა არც ერთ "ჯეოსტარზე" არ ყოფილა.
– თქვენი აზრით, მარინა ბერიძის არაობიექტურობა რაში მდგომარეობს?
– ბოლომდე ვერ ვიტყვი, რომ არაობიექტური იყო, მაგრამ შეფასებებში არ უნდა ყოფილიყო ასეთი კრიტიკული და ხანდახან ირონიულიც. კულმინაცია ბოლო ტურზე იყო, როდესაც ანი ისევ ესემეს–ს ლიდერი გახდა და მარინა ბერიძემ თავი ვეღარ შეიკავა, ავარდა სცენაზე და დაიწყო კივილი – სად არის სირაძეო.
– მარინა ბერიძე კი ამბობს, საერთოდ არ დამიყვირია და ეს მხოლოდ ანი სირაძის ფანტაზიები არისო.
– არ ვიცი, პირადად მე ამ მომენტს არ შევსწრებივარ, მაგრამ ბავშვი ასე ამბობს. ფაქტია, რომ ამ დღის შემდეგ ანი ძალიან ცუდად არის, 24 საათი მის გვერდით ვართ.
– ცუდად ყოფნაში რას გულისხმობთ, რა სჭირს ანის?
– ისეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა მიიღო, რომ დღესაც ამ გავლენის ქვეშ არის. ანი ყოველდღე იმას ამბობს, სიზმარში მარინა ბერიძის კივილი მესმისო. ფაქტია, რომ ამ სტრესის შემდეგ ანი კულისების გარდერობში დაიმალა და საათნახევარი ვერავინ პოულობდა. იმ მომენტში იქ არ ვიყავი, მე და დედამისი ტელევიზორთან ვისხედით და იქიდან ვუყურებდით. სანამ მთელი ფილარმონია არ დაიცალა, მანამდე თავისი სამალავიდან არ გამოვიდა და არ მოვიდა სახლში.
– ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ანის პროექტი დაეტოვებინა, თავად ანიმ თუ ოჯახმა?
– იყო ჩვენი მხრიდან რჩევებიც და ბოლო დღეს თვითონ მიიღო გადაწყვეტილება. ის უბრალოდ ვეღარ გაუძლებდა ჟიურის მხრიდან ასეთ შეფასებებს. ისეთ მდგომარეობაში შეიძლებოდა აღმოჩენილიყო, რომ სცენაზე საერთოდ ვეღარ დამდგარიყო.
– მარინა ბერიძე კი თვლის, რომ ანი სირაძე უმადური შვილის პოზიციაშია.
– არ მესმის უმადური ბავშვის პოზიცია. როგორც კი ანი ესემეს–ს ლიდერი გახდა, მას შემდეგ მარინას კარგი სიტყვა აღარ დასცდენია.
– ფაქტია, რომ სხვა მონაწილეები უკეთესად წარმოაჩენდნენ საკუთარ თავს.
– რა თქმა უნდა, ასეც იყო, აქცენტი ყოველთვის კეთდება სოფო გელოვანზე. ის რომ არაჩვეულებრივი მომღერალია, მეც ვაღიარებ, ანიც და დედამისიც. ორი წლის წინ ეთერ ჭელიძის შემოქმედებითი საღამო რომ გავაკეთე, ანის დედამ, ნინომ, სოფო გელოვანს ორი სიმღერა ამღერა. მათ შორის ერთი – გაუჟღერებელი. უბრალოდ მე ვამბობ იმას, რომ ესემეს–კონკურსია. იყო კიდეც სირაძეების ოჯახში ზარი, რომ შეწყვეტილიყო ესემეს–ები.
– ვისგან იყო ზარი?
– თავად მარინა ბერიძისგან. ურჩია, ესემეს–ებს ნუღარ გაუგზავნით ამ ბავშვსო. ამის შემდეგ თავად ანიმაც მოუწოდა ტელევიზიით თავის გულშემატკივრებს, ნუღარ გამომიგზავნითო. ვაღიარებ, რომ ჩემი მოლოდინიც არ გაამართლა. ანიმაც კარგად იცის, რომ საკუთარი თავი ვერ წარმოაჩინა. მას გაცილებით ადრე უნდოდა პროექტის დატოვება, მაგრამ კონტრაქტის პირობებით ჯარიმები აშინებდა.
ყველა მალე გაიგებს, თუ რა შეუძლია ანის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ–ნელა სტაბილური ხდება და მალე გავმართავთ კონცერტს, სადაც ანი ცოცხალ ბენდთან ერთად იმღერებს. ეს იქნება იმის დასტური, რომ ანი მართლაც ძალიან ნიჭიერია.
* * *
ანრი ჯოხაძე: "სამართლიანი არ იქნებოდა, რომ ანი ჯეოსტარი გამხდარიყო"
ანრი ჯოხაძე ანი სირაძის კლიპის "ძია ვანიას" პროდიუსერი გახლავთ. მას დუეტიც აქვს ანისთან ჩაწერილი. თავად სკანდალების მოყვარული, ექსცენტრული მომღერალი თვლის, რომ 17 წლის გოგონასა და 60 წლის ქალის დაპირისპირება პრესის ფურცლებზე არ უნდა გაიშალოს. რაც შეეხება ანისადმი დამოკიდებულებას, ანრი არ მალავს, რომ ის ობიექტური ვერ იქნება, რადგან ანი მისთვის ოჯახის წევრივითაა.
ანრი ჯოხაძე: რამდენადაც არ ვყოფილვარ ამ სიტუაციების ეპიცენტრში, ვერაფერს ვიტყვი. ანის შეფასებებში ყოველთვის სუბიექტური ვიქნები, რადგან ის ჩემიანია. შეიძლება ითქვას, რომ ანი მტკივა, ამიტომ ნუ მომთხოვთ ობიექტურობას, ის ჩემი ოჯახის წევრივითაა.
– როგორ ფიქრობთ, სამართლიანი იქნებოდა, ანი თავისი ესემეს–ს ლიდერობით "ჯეოსტარი 2010" გამხდარიყო?
– ალბათ ასე ხელაღებით რომ ვთქვათ, არ იქნებოდა სამართლიანი, რადგან ანი ამ კონკურსში არ იყო იმ ფორმაში, როგორიც მე ვიცი. მისი საშემსრულებლო ხარისხი და დონე სულ სხვაა, ეს "ჯეოსტარში" ვერ აჩვენა. ზოგადად არ არის სამართლიანი, მომღერლები ესემეს–ებით გამოვავლინოთ, სამართლიანი არ არის, რომ ტალანტს 50 თეთრი უნდა დავადოთ. მე თუ მკითხავთ, ჟიური სადაც ზის, იქ მას ფუნქციაც უნდა ჰქონდეს.
– ჟიურიში რაიმე არაობიექტური შეგინიშნავთ?
– ვერ ვიხსენებ. ანი არის ბავშვი, აქვს ბავშვური აზროვნება და ბავშვური ემოციები. შესაბამისად, ჟიურის კომენტარებიც მან უფრო მტკივნეულად აღიქვა, ვიდრე თუნდაც ისეთი ჩამოყალიბებული მომღერალი აღიქვამდა, როგორიც სოფო გელოვანია.
– თქვენ რომ ყოფილიყავით ჟიურის წევრი და სცენაზე მდგარიყო ცნობილი მუსიკოსის ოჯახის წარმომადგენელი, რომელიც ვერ მღერის, იქნებოდით თუ არა შეფასებებში ისეთი დაუნდობელი, როგორიც მარინა ბერიძეა?
– ვერ დავწამებ მარინა ბერიძეს, რომ ანის მიმართ დაუნდობელი იყო. მწარე კომენტარები მისი სტილია. ის არის მუსიკალური პროდიუსერი, მისი პროექტია და ბუნებრივია, უნდა, რომ ამ პროექტის ყოველი მონაწილე იყოს ათჯერ უკეთესი. შეიძლებოდა მე უარესადაც მეთქვა კონკურსანტისთვის.
ავთო ჩიტიძე

კავშირი ტეგთან: ანი სირაძე

კავშირი ტეგთან: ანი სირაძე

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 