| ქალი და მამაკაცი |

"წყვილი უშვილობის გამო არ უნდა დაშორდეს"
"ჯვარდაწერილი წყვილი ერთმანეთს უშვილობის გამო არ უნდა დაშორდეს"
უშვილობა – ეს რთული პრობლემაა, რომელიც სამედიცინო ჩარევის გარდა, სულიერი რჩევების მიცემასაც საჭიროებს. ხშირად უშვილო წყვილები თავად იღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა მოაგვარონ ეს პრობლემა – ბავშვის აყვანით, ხელოვნური განაყოფიერებით თუ უბრალოდ ერთმანეთთან დაშორებით. ეკლესიურად, რომელი გადაწყვეტილებაა სწორი მორწმუნე ადამიანისათვის? სწორედ ამ თემაზე გვესაუბრება მამა გიორგი (სხირტლაძე).
– მამაო, რატომ ხდება, რომ ზოგს შვილი არ ეძლევა?
– პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანის ამქვეყანაზე მოსვლა, არაყოფიერიდან ყოფიერში შემოსვლა, ღვთის ნების გარეშე არ ხდება. ჩვენ ხშირად ადამიანს გარეგნულ მისიას, მხოლოდ სახეს ვხედავთ, მაგრამ ვერ ვწვდებით იმ ადამიანის გულს, რომელიც მარტო ღმერთმა იცის. არც ის ვიცით, რა არის იმ ადამიანის სულიერი მისია და ჯვარი, რომელიც წარმატებით უნდა აღასრულოს. მხოლოდ ერთადერთმა უფალმა უწყის, რა დატვირთვა ექნება ადამიანის შვილიერებას ან უშვილობას. ამიტომ ზოგჯერ ჩვენთვის გასაკვირია, როცა ადამიანი თითქოს ჯანმრთელია, მაგრამ შვილი არ ეძლევა. ზოგჯერ პირიქით, ჯანმრთელი არ არის, მაგრამ ბავშვი უჩნდება. ბევრი რამ ჩვენი უცოდინრობის ბრალია. ჩვენ საღვთო განგებულების ძალიან ცოტა რამ ვიცით, ღმერთი კი ამას ჭვრეტს. წმინდა მამების ცხოვრებაში უამრავი შემთხვევაა აღწერილი, როცა უშვილო ადამიანს წმინდა მამამ აჩვენა ის მომავალი, შვილის ყოლის შემთხვევაში, თუ რა საშინელი მოვლენები განვითარდებოდა მის ცხოვრებაში, როგორ დამძიმდებოდა მისი და მისი შვილის სული. წმინდა მამა ახვედრებდა, რომ ჯობდა, შვილი არ ჰყოლოდა, რადგან ამ შემთხვევაში ადამიანი არცხონების საშიშროების წინაშე დადგებოდა. ამიტომ ღმერთი უშვებს იმ უკეთეს ვარიანტს და ადამიანს შვილს არ აძლევს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მისთვის ცუდია, სინამდვილეში კი მისთვის ასე ჯობს.
გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. თუ ადამიანს შვილი არ ჰყავს, შეუძლია იშვილოს. მან შვილის სიყვარული ნაშვილებ ბავშვზე შეიძლება ისწავლოს. შვილის აყვანა შეიძლება სულიერი სწავლების, ცხონების გზა იყოს. ეკლესიაში არსებობს ლოცვა შვილის კანონიერად კურთხევაზე, ანუ სულიერად მისი გაჩენის ლოცვა. ამ ლოცვით ბავშვი ადამიანის კანონიერ შვილად ითვლება.
– თუ წყვილს არ უნდა, სხვისი შვილის გაზრდა, ცოდვაში არიან?
– არა, ადამიანს თავისუფალი ნება აქვს მიცემული. არ შეიძლება სხვისი შვილი იძულებით იშვილო და გაზარდო. თუ ღმერთს არ მოშორდები, არც უშვილობაა ტრაგედია და არც – შვილიერება. ღმერთი ყოვლად ბრძენია. თუ ჩვენ გადავშლით მართლმადიდებლური სწვალების შესახებ დოქტრინას, უფლის ერთ–ერთი თვისებად წერია – ყოვლად ბრძენი. მან იცის, უნდა მისცეს თუ არა ადამიანს შვილი.
– რამდენად სწორია სამედიცინო ჩარევა?
– ეკლესია მედიცინას არ უარყოფს. თუ მედიცინით შეიძლება, რომ წყვილს დავეხმაროთ და არა – ექსტრასენსებითა და ექიმბაშობით, რომლებიც ადამიანისთვის სულიერ და ფიზიკურ საფრთხეს წარმოადგენენ, ამ შემთხვევაში წყვილი ცოდვას არ ჩადის.
– მამაო, არის თუ არა ცოდვა, როცა უშვილო წყვილი ბავშვის, რომლის შვილებაც სურთ, გვარეულობას, ჯანმრთელობას იკვლევს და მის ვიზუალსაც კი ყურადღებას აქცევს?
– ბავშვის არჩევა ცოტა უხერხული თემა მგონია, საქონელი ან პროდუქტი ხომ არ არის?! ამ საკითხში ვაჭრობა უადგილოა. ბავშვის არჩევაზე კი არა, მისი აღზრდის პასუხისმგებლობაზე უნდა ვიფიქროთ. სასურველია, ბავშვის შვილად აყვანის დროს მოძღვრის და ექიმების რჩევა გავითვალისწინოთ, რომ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება არ მივიღოთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვის აყვანას, როგორც ნივთის შეძენას, ისე მივუდგეთ. თუ მაინცდამაინც ისე მოხდა, რომ ბავშვის არჩევაზე მიდგა საქმე, მაშინ გადაწყვეტილება ლოცვით უნდა მივიღოთ.
– ხელოვნურ განაყოფიერებაზე რას გვეტყვით?
– ადამიანის გაჩენა ღვთის უდიდესი სიყვარულის გამოვლინებაა. ღმერთმა მოგვცა კურთხევა, რომ გავმრავლდეთ. უნდა ვიცოდეთ, რომ ცოლქმრული ურთიერთობა მხოლოდ სქესობრივი კავშირი არ არის და ცხოველებისგან განსხვავებით, მარტო გამრავლებას არ ემსახურება. ღმერთმა ადამიანი შექმნა ქალად და კაცად, ჯვრისწერა კი არის ორი "მე"–ს შეერთება, რომელიც მარტო სქესობრივ ურთიერთობას და გამრავლებას არ გულისხმობს. არსებობენ ე.წ. სინჯარის ბავშვები. მივყვეთ, როგორ ხდება ეს – მამისაგან ცოდვითი გზით, ანანიზმით გამოიყოფა თესლი, შემდეგ დედის ორგანიზმში შეჰყავთ რამდენიმე მასტიმულირებელ ნივთიერებასთან ერთად, რომ საჭირო კვერცხუჯრედები მიიღონ. ეს ნივთიერებები კი ქალებში ხშირად ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს. ამ მხრივ სამედიცინო რისკიც იქმნება და ბავშვებშიც შეიძლება სხვადასხვა დარღვევები გამოვლინდეს. ბავშვის ბუნებრივი ჩასახვისას მშობლები ემოციურად მონაწილეობენ, ხელოვნური განაყოფიერებისას კი მხოლოდ ბიოლოგიური თანამონაწილეობა ხდება, დედ–მამის სულიერი და ემოციური შერწყმა არ ხდება. ამიტომ ეკლესია მაინცდამაინც დადებითად არ უყურებს ხელოვნურ განაყოფიერებას. ეკლესია არ უარყოფს სამედიცინო გამოკვლევების და მკურნალობების ჩატარებას, მაგრამ ხელოვნურ განაყოფიერებას არაბუნებრივი სახე აქვს. ბუნებაზე, ღვთის ნებაზე ძალადობა გამოდის. აქ ადამიანის ამპარტავნებაც ჩანს – ღვთის ნებაში ჩაერიოს და თავად გადაწყვიტოს, ეყოლება თუ არა შვილი. ეს ძალიან რთული თემაა, რომელიც ინტერვიუს ფორმატს სცილდება და საერთო მართლმადიდებლურ განხილვას მოითხოვს. ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, როცა საქმე თანამედროვე მედიცინის ზოგ მეთოდს ეხება.
– ხშირად ოჯახები უშვილობის გამო ინგრევა. ეს მისაღებია?
– ჯვრისწერა ერთ–ერთი საიდუმლოა. ამ დროს განსაკუთრებული ლოცვები იკითხება, რომელიც წყვილს ღმერთს ავედრებს. უშვილობა არ ნიშნავს, რომ ჯვრისწერა ხელაღებით დაირღვეს. ამას არანაირი გამართლება არ აქვს. არ შეიძლება, ადამიანი იმის გამო მიაგდო, რომ შვილი არ ჰყავს ან ბავშვის ჩასახვა არ შეუძლია. ეს პრობლემა, როგორც უკვე ვთქვით, შვილის აყვანით შეიძლება დაიძლიოს.
– ორსულობის დროს აუცილებელია მარხვის დაცვა?
– ორსული დამოკიდებული ხდება იმ ორგანიზმზე, რომელიც შიგნით ჰყავს. როცა ადამიანს რომელიმე ორგანოს უნერგავენ, ორგანიზმი მას ებრძვის და ცდილობს, უცხო სხეული განდევნოს. ორსულობის დროს კი პირიქითაა, დედის ორგანიზმი მთლიანად ნაყოფისთვის მუშაობს. ამ შემთხვევაში მარხვა მიზანშეწონილი არ არის, თუმცა, მოძღვრის რჩევით, გარკვეული, შერბილებული მარხვა დასაშვებია.
ანა ნოდია

კავშირი ტეგთან: ორი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 