| ქალი და მამაკაცი |

ძნელადაღსაზრდელი მოსწავლეები გარკვეული ფორმით, შესაძლოა, სკოლას ჩამოაშორონ. ამას "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა.
კანონს არასრულწლოვანის გადამისამართებასთან (რეფერალი) დაკავშირებით, ახალი თავი ემატება.
კანონპროექტით, არასრულწლოვანის გადამისამართება მის სკოლა-პანსიონში გაგზავნას, სხვა სკოლაში გადაყვანას, სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვას და სხვა ღონისძიებების გამოყენებას გულისხმობს. ასეთი ქმედება დევიანტური ქცევის არასრულწლოვნის მიმართ განხორციელდება.
კანონპროექტში დაკონკრეტებულია დევიანტური ქცევაც, რაც ისეთ რთულ ან/და ანტისაზოგადოებრივ ქცევაში გამოიხატება, რომელიც აშკარა საფრთხეს უქმნის არასრულწლოვნის განვითარებას, მის ან სხვა ადამიანების უსაფრთხოებას, კეთილდღეობას ან მართლწესრიგს. იმისთვის, რომ არასრულწლოვანის მიმართ რეფერალი განხორციელდეს, მოსწავლე არაჯეროვან ქმედებებს, არანაკლებ 6 თვის მანძილზე უნდა ავლენდეს.
ასეთი გადამისამრთებისთვის არასრულწლოვანს უკვე შესრულებული უნდა ჰქონდეს 10 წელი და ჯერ არ უნდა იყოს 18 წლის. თუმცა კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ გადამისამართების მიზეზი შეიძლება გახდეს 10 წლის ასაკს მიღწეული პირის ისეთი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის განსაზღვრულ ასაკს მიღწეული პირის მიერ მისი ჩადენის შემთხვევაში, მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტს ჯერ არ დაუწყია.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



დიმიტი შაშკინმა სკოლებში რეჟისორები მიავლინა
რა მოხდება საატესტატო გამოცდებზე?
განათლების სამინისტროსთან სტუდენტების აქცია გაიმართება
დავით ბაქრაძის ბრძანებით ერთ-ერთი სკოლის ხელმძღვანელობა დაისაჯა












მასწავლებელი ინვალიდ ბავშვს ყუთში ამწყვდევდა
მიხეილ ალექსიძისა და სკოლის დირექტორის სასამართლო დავა შეწყდა
ასეთია ერთ-ერთი სკოლა სამეგრელოში 

”შაშკინის ადგილი პურის ქარხანაშია”
ბაღათურიამ შაშკინს თავხედი უწოდა
ბოლნისში მასწავლებელი პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს სამსახურიდან
ტესტები პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ”სარკესთან” ერთად 28 მარტიდან გამოვა
საქალაქო სასამართლოში მიხეილ ალექსიძის პროცესი მიმდინარეობს
პედაგოგებისთვის ფიზიკის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის აპრობაცია ჩატარდება
მიხეილ სააკაშვილი - ბევრი მადანაშაულებდა, რომ ბავშვებს ბუჩქებისკენ მივუთითებდი
რა ინტერესები აქვს გიული ალასანიას უმაღლეს სასწავლებლებში
53-ე სკოლის დირექტორმა მიხეილ ალექსიძის გარიცხვაზე კომენტარი გააკეთა 



































































































