asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დიმიტრი შაშკინი კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდა
შეხვედრა
დიმიტრი შაშკინი კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდა

2011-11-21 13:52:00



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი კერძო სკოლების დირექტორებს დღეს მასწავლებლის სახლში შეხვდნენ.
მინისტრმა მასწავლებლებს მთავრობის ათპუნქტიანი სამოქმედო გეგმა გააცნო.
შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს მასშტაბით არსებული კერძო სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ, მთავარი აქცენტი ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებულ სიახლეებზე და სამომავლო გეგმებზე გაკეთდა. დიმიტრი შაშკინმა დეტალურად ისაუბრა სწავლის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით დანერგილ პროექტებზე, მათ შედეგებზე და დასახულ მიზნებზე.
საუბარი შეეხო კონკრეტულად კერძო სკოლებში არსებულ მდგომრეობას და დადებითად შეფასდა ის გარემოება, რომ სამინიტროს მხარდაჭერით კერძო სკოლები სისტემურად მოწესრიგდა და ერთგვარად სრულყოფილ საგანმანათლებლო დაწესებულებად ჩამოყალიბდა.
დღეს ყველა კერძო სკოლას აქვს საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო გეგმებისა და სკოლის საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტაციის სრული პაკეტი. ყველა ეს დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
სამუშაო შეხვედრაზე კერძო სკოლების დირექტორებს საშუალება ჰქონდათ მინისტრისაგან მოესმინათ პასუხი მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დიმიტრი შაშკინი
კავშირი ტეგთან: კერძო სკოლები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online