| ქალი და მამაკაცი |

თბილისის #53 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დღეს განახლდა.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ #53 სკოლიდან გარიცხული ერთ-ერთი მოსწავლის დედამ ლალი ლეკიშვილმა განუცხადა, მისი თხოვნით მოსწავლეები დღეს გაკვეთილებზე შევიდნენ.
~საშინელი ზეწოლა იყო სკოლის ხელმძღვანელობის მხრიდან. ემუქრებოდნენ ბავშვებს, მათ მშობლებს კი სამსახურიდან გათავისუფლებით. მე მადლობა გადავუხადე როგორც ბავშვებს, ასევე მშობლებს. აღარ მინდა ისინიც გაერიონ ამ უბედურებაში. ამიტომ ვთხოვე შესულიყვნენ გაკვეთილებზე~, - აღნიშნა ლეკიშვილმა.
#53 საჯარო სკოლის მოსწავლეები ორი დღის განმავლობაში აქციებს მართავდნენ. ისინი სკოლიდან ორი მე-11 კლასელის გარიცხვას აპროტესტებდნენ. მოსწავლეების წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის მუხლით. მშობლებისა და ბავშვების განცხადებით, გარიცხვის მიზეზი იყო შელაპარაკება ბავშვებსა და მასწავლებლებს შორის, რის შემდეგაც ბავშვები გაკვეთილიდან გამოაგდეს. ისინი დაინახა სკოლის დირექტორმა ტარიელ შავშიშვილმა და მიიღო მათი გარიცხვის გადაწყვეტილება. გარდა ამისა, მომხდარის შესახებ შეატყობინა პოლიციას, ბავშვები დაიკითხნენ და მათ წინააღმდეგ, როგორც მშობლები აცხადებენ, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



დიმიტი შაშკინმა სკოლებში რეჟისორები მიავლინა
რა მოხდება საატესტატო გამოცდებზე?
განათლების სამინისტროსთან სტუდენტების აქცია გაიმართება
დავით ბაქრაძის ბრძანებით ერთ-ერთი სკოლის ხელმძღვანელობა დაისაჯა












მასწავლებელი ინვალიდ ბავშვს ყუთში ამწყვდევდა
მიხეილ ალექსიძისა და სკოლის დირექტორის სასამართლო დავა შეწყდა
ასეთია ერთ-ერთი სკოლა სამეგრელოში 

”შაშკინის ადგილი პურის ქარხანაშია”
ბაღათურიამ შაშკინს თავხედი უწოდა
ბოლნისში მასწავლებელი პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს სამსახურიდან
ტესტები პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ”სარკესთან” ერთად 28 მარტიდან გამოვა
საქალაქო სასამართლოში მიხეილ ალექსიძის პროცესი მიმდინარეობს
პედაგოგებისთვის ფიზიკის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის აპრობაცია ჩატარდება
მიხეილ სააკაშვილი - ბევრი მადანაშაულებდა, რომ ბავშვებს ბუჩქებისკენ მივუთითებდი
რა ინტერესები აქვს გიული ალასანიას უმაღლეს სასწავლებლებში
53-ე სკოლის დირექტორმა მიხეილ ალექსიძის გარიცხვაზე კომენტარი გააკეთა 



































































































