| ქალი და მამაკაცი |

2012 წელს ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის აპლიკანტები რეგისტრაციას მხოლოდ ინტერნეტით , გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე - www.naec.ge; online.naec.ge, გაივლიან.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვებ-გვერდზე სპეციალური სარეგისტრაციო სისტემა დღეს 10:00 საათიდან განთავსდება.
რეგისრტაციის გასავლელად აპლიკანტს უნდა ჰქონდეს (ან უნდა შექმნას) ელექტრონული ფოსტის მისამართი. აპლიკანტი ინტერნეტით რეგისტრაციას გადის ვებ-გვერდზე www.naec.ge ან online.naec.ge; მითითებულ მისამართზე შესვლის შემდეგ აპლიკანტი სპეციალურ ველში უთითებს 11 ნიშნა პირად ნომერს, ელექტრონულ ფოსტას (რომელზეც შემდეგ მიიღებს პაროლს), ჩამონათვალიდან კი ირჩევს შესაბამისს, მაგალითად "ერთიანი ეროვნული გამოცდები".
"ინტერნეტით რეგისრაციის სისტემა მაქსიმალურად იცავს აპლიკანტს ტექნიური ხასიათის შეცდომებისგან. აბიტურიენტს, მაგისტრობის მსურველს ან პედაგოგს, არჩევანის შეცვლა რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე, 23 მარტამდე შეუძლია. მასწავლებლები პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაციას 13 თებერვლიდან 23 მარტამდე ამავე სარეგისტრაციო სისტემით, ონლაინ რეჟიმში გაივლიან", - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ინტერნეტით რეგისტრაციის პროგრამა გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2011 წელს შექმნა და დანერგა, 2012 წლიდან კი გამოცდებისათვის რეგისტრაცია მხოლოდ ელექტრონულადაა შესაძლებელი.
გამოცდების ეროვნული ცენტრი, სამოქალაქო რეესტრთან თანამშრომლობით, მაქსიმალურად უმარტივებს რეგისტრაციის პრცესს აპლიკანტებს – ფოტო და პირადი ინფორმაცია სისტემაში პირადი ნომრის მითითების შემდეგ სამოქალაქო რეესტრის ბაზიდან ავტომატურად აისახება.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



დიმიტი შაშკინმა სკოლებში რეჟისორები მიავლინა
რა მოხდება საატესტატო გამოცდებზე?
განათლების სამინისტროსთან სტუდენტების აქცია გაიმართება
დავით ბაქრაძის ბრძანებით ერთ-ერთი სკოლის ხელმძღვანელობა დაისაჯა












მასწავლებელი ინვალიდ ბავშვს ყუთში ამწყვდევდა
მიხეილ ალექსიძისა და სკოლის დირექტორის სასამართლო დავა შეწყდა
ასეთია ერთ-ერთი სკოლა სამეგრელოში 

”შაშკინის ადგილი პურის ქარხანაშია”
ბაღათურიამ შაშკინს თავხედი უწოდა
ბოლნისში მასწავლებელი პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს სამსახურიდან
ტესტები პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ”სარკესთან” ერთად 28 მარტიდან გამოვა
საქალაქო სასამართლოში მიხეილ ალექსიძის პროცესი მიმდინარეობს
პედაგოგებისთვის ფიზიკის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის აპრობაცია ჩატარდება
მიხეილ სააკაშვილი - ბევრი მადანაშაულებდა, რომ ბავშვებს ბუჩქებისკენ მივუთითებდი
რა ინტერესები აქვს გიული ალასანიას უმაღლეს სასწავლებლებში
53-ე სკოლის დირექტორმა მიხეილ ალექსიძის გარიცხვაზე კომენტარი გააკეთა 






















