| ქალი და მამაკაცი |

საქართველოში ყოველი მეოთხე მოსწავლე რეპეტიტორთან ემზადება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან USAID აცნობეს, საქართველოში რეპეტიტორობის გავრცელების საკითხზე 2011 წლის ივლისი-დეკემბერის პერიოდში კვლევა განხორციელდა. კლევა განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა (EPPM), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) "საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში" პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. გამოკითხვა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.
კვლევამ აჩვენა, რომ დღეისთვის საქართველოში რეპეტიტორთან ყოველი მეოთხე მოსწავლე ემზადება. მასშტაბები განსხვავებულია ცენტრსა და რეგიონებში, ისევე როგორც მაღალ შემოსავლიან და დაბალ შემოსავლიან ოჯახებში. დედაქალაქში მცხოვრები, მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახის დამამთავრებელ კლასში მყოფი თითქმის ყველა მოსწავლე რეპეტიტორთან ემზადება. კერძო რეპეტიტორობის აუცილებლობას გამოკითხულთა მთლიანი რაოდენობის 90% ადასტურებს. გამოკითხულთა ის 60%, რომელიც არ ემზადება, ამის მიზეზად მხოლოდ ფინანსების სიმცირეს ასახლებს. რეპეტიტორებზე მოთხოვნის გამომწვევი ორი ძირითადი მიზეზი, გამოკითხულთა აზრით, სასკოლო განათლების დაბალი ხარისხი და სკოლაში მიღებული ცოდნის უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდების მოთხოვნებთან შეუსაბამობაა.
განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი კერძო რეპეტიტორობის თემაზე 2003 წლიდან მუშაობს. კვლევის მესამე, 2011 წლის ივლის-დეკემბერში, განხორციელებული ეტაპის ძირითადი მიზნები იყო: საქართველოში კერძო რეპეტიტორობის ინსტიტუტის გავრცელების შესახებ განახლებული მონაცემების შეგროვება; ამ ინსტიტუტის უკეთესად რეგულირების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და ამ საკითხთან დაკავშირებით ღია დისკუსიის ინიცირება.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



დიმიტი შაშკინმა სკოლებში რეჟისორები მიავლინა
რა მოხდება საატესტატო გამოცდებზე?
განათლების სამინისტროსთან სტუდენტების აქცია გაიმართება
დავით ბაქრაძის ბრძანებით ერთ-ერთი სკოლის ხელმძღვანელობა დაისაჯა












მასწავლებელი ინვალიდ ბავშვს ყუთში ამწყვდევდა
მიხეილ ალექსიძისა და სკოლის დირექტორის სასამართლო დავა შეწყდა
ასეთია ერთ-ერთი სკოლა სამეგრელოში 

”შაშკინის ადგილი პურის ქარხანაშია”
ბაღათურიამ შაშკინს თავხედი უწოდა
ბოლნისში მასწავლებელი პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს სამსახურიდან
ტესტები პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ”სარკესთან” ერთად 28 მარტიდან გამოვა
საქალაქო სასამართლოში მიხეილ ალექსიძის პროცესი მიმდინარეობს
პედაგოგებისთვის ფიზიკის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის აპრობაცია ჩატარდება
მიხეილ სააკაშვილი - ბევრი მადანაშაულებდა, რომ ბავშვებს ბუჩქებისკენ მივუთითებდი
რა ინტერესები აქვს გიული ალასანიას უმაღლეს სასწავლებლებში
53-ე სკოლის დირექტორმა მიხეილ ალექსიძის გარიცხვაზე კომენტარი გააკეთა 






































































































