
გამოცდების ეროვნული ცენტრი დოკუმენტებს ელექტრონული ფორმითაც გასცემს. შესაბამისი ცვლილება "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შედის.
კანონპროექტით დგინდება, რომ გამოცდების ეროვნულ ცენტრს მისი უფლებამოსილებების განხორციელებისას უფლება აქვს მიიღოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
კანონპროექტითვე, ელექტრონულ დოკუმენტს და მათ ამონაბეჭდებს ისეთივე იურიდიული ძალა ექნება, როგორიც წერილობით დოკუმენტებს. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ელექტრონული ფორმით დოკუმენტების მიღების, შენახვისა და გაცემის წესსა და პირობებს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დაადგენს.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, ცვლილება უზრუნველყოფს აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ინფორმაციის დროულ მიწოდებას. "ამის ყველაზე თვალნათელი მაგალითი არის ის, რომ აბიტურიენტს/მაგისტრანტობის კანდიდატს და სხვა პირს ცნობის ან სხვა რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, თბილისში ჩამოსვლა აღარ მოუწევს", – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ავტორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა, ინიციატორი კი მთავრობა.
|
დღის სიახლეები
23-02-2012
23-02-2012
23-02-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|



კრასნოდარის გუნერნატორმა გაგრელებს სკოლა გაურემონტა
სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრის დათხოვა მშობლებსაც შეეძლებათ
დიმიტრი შაშკინს ხსნიან?
რუსეთში ქართული სკოლა დახურეს













სასწავლო პროცესი ორშაბათამდე შეჩერდა
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2012 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
რატომ მოითხოვა პატრიარქმა სკოლებში ფსიქოლოგიის გაკვეთილების შემოღება 

საქართველოში ყოველი მეოთხე მოსწავლე რეპეტიტორთან ემზადება
საფრანგეთის განათლების მინისტრის მეუღლემ თავი მოიკლა
ვინ ტოვებს ბავშვებს განათლების გარეშე
რა პრობლემებს უქმნის ნეტ-ბუკი პირველკლასელებს
შვილს ცელქობისათვის სპეცსკოლაში გამოგიკეტავენ, თქვენ კი დაგაჯარიმებენ
პედაგოგები ხელფასის სახით დამატებით 75 ლარს მიიღებენ
ძნელადაღსაზრდელ მოსწავლეებს სკოლიდან გაუშვებენ
დიმიტრი შაშკინი კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდა 


